საქმე N 010100124009444274
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №703აპ-25 ქ. თბილისი
ი. ჰ., 703აპ-25 3 ნოემბერი, 2025 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),
ლევან თევზაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 14 აპრილის განაჩენზე მსჯავრდებულ ჰ. ი–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. გ–ისა და ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ლაშა ლოლუას საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ჰ. ი–ს ბრალად ედება:
გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არაერთგზის, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (4 ეპიზოდი).
გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი არაერთგზის, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, „დ“ ქვეპუნქტებით (4 ეპიზოდი).
ჰ. ი–ის მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგით:
ü 2024 წლის 21 აპრილს, ღამის საათებში, ქ. ბ–ში, ..... ქ. N..., ბინა №...-ში, ჰ. ი–ისა და მ. ი–ას საცხოვრებელ სახლში, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 25 დეკემბრის განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით ნასამართლევმა ჰ. ი–მა, არაერთგზის, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, მესაკუთრული დამოკიდებულებისა და მამაკაცის უპირატესი მდგომარეობის გამო, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ – მ. ი–ას, კერძოდ, ხელ-ფეხს ურტყამდა სახის, ასევე სხეულის სხვადასხვა არეში და ყელშიც მოუჭირა ხელი. აღნიშნულის შედეგად, დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
ü 2024 წლის 21 აპრილს, ღამის საათებში, ქ. ბ–ში, ........ის ქ. N.., ბინა №..-ში, ჰ. ი–ისა და მ. ი–ას საცხოვრებელ სახლში, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 25 დეკემბრის განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით ნასამართლევი ჰ. ი–ი, არაერთგზის, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, მესაკუთრული დამოკიდებულებისა და მამაკაცის უპირატესი მდგომარეობის გამო, ვინაიდან მ. ი–ა იყო ქალი და არ ჰქონდა მასთან დაშორების, თუ დამოუკიდებლად გადაწყვეტის უფლება, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ – მ. ი–ას, რის გამოც, მას გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
ü 2024 წლის 24 აპრილს, დაახლოებით 23:30 საათზე, ქ. ბ–ში, ...... ქ. N.., ბინა N..-ში, ჰ. ი–ისა და მ. ი–ას საცხოვრებელ სახლში, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 25 დეკემბრის განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით ნასამართლევმა ჰ. ი–მა, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, მესაკუთრული დამოკიდებულებისა და მამაკაცის უპირატესი მდგომარეობის გამო, ეჭვიანობის ნიადაგზე, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ – მ. ი–ას, კერძოდ, ხელი დაარტყა სახის, თავისა და გულ-მკერდის არეში. აღნიშნულის შედეგად, დაზარალებულმა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.
ü 2024 წლის 24 აპრილს, დაახლოებით 23:30 საათზე, ქ. ბ–ში, ..... ქ. N..., ბინა N..-ში, ჰ. ი–ისა და მ. ი–ას საცხოვრებელ სახლში, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 25 დეკემბრის განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 111, 151-ე მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით ნასამართლევი ჰ. ი–ი, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, მესაკუთრული დამოკიდებულებისა და მამაკაცის უპირატესი მდგომარეობის გამო, ეჭვიანობის ნიადაგზე, ვინაიდან მ. ი–ა იყო ქალი და არ ჰქონდა მასთან დაშორების თუ დამოუკიდებლად გადაწყვეტის უფლება, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მ. ი–ას, რის გამოც, მას გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
ü 2024 წლის 26 აპრილს, დაახლოებით 23:00 საათზე, ქ. ბ–ში, ..... ქ. N..., ბინა N..-ში, ჰ. ი–ისა და მ. ი–ას საცხოვრებელ სახლში, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 25 დეკემბრის განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით ნასამართლევმა ჰ. ი–მა, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, მესაკუთრული დამოკიდებულებისა და მამაკაცის უპირატესი მდგომარეობის გამო, ეჭვიანობის ნიადაგზე, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ – მ. ი–ას, კერძოდ, ხელები და ფეხები დაარტყა სხეულის სხვადასხვა ადგილას. აღნიშნულის შედეგად, დაზარალებულმა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.
ü 2024 წლის 26 აპრილს, დაახლოებით 23:00 საათზე, ქ. ბათუმში, ალ. პუშკინის ქ. N172, ბინა N26-ში, ჰ. ი–ისა და მ. ი–ას საცხოვრებელ სახლში, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 25 დეკემბრის განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით ნასამართლევი ჰ. ი–ი, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, მესაკუთრული დამოკიდებულებისა და მამაკაცის უპირატესი მდგომარეობის გამო, ეჭვიანობის ნიადაგზე, ვინაიდან მ. ი–ა იყო ქალი და არ ჰქონდა მასთან დაშორების თუ დამოუკიდებლად გადაწყვეტის უფლება, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ – მ. ი–ას, რის გამოც, მას გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
ü 2024 წლის 28 აპრილს, დღის საათებში, ქ. ბ–ში, .... ქ. N..., ბინა N..-ში, ჰ. ი–ისა და მ. ი–ას საცხოვრებელ სახლში, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 25 დეკემბრის განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლევმა ჰ. ი–მა, არაერთგზის, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, მესაკუთრული დამოკიდებულებისა და მამაკაცის უპირატესი მდგომარეობის გამო, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მ. ი–ას, კერძოდ, ხელები და ფეხები ურტყა სხეულის სხვადასხვა არეში. აღნიშნულის შედეგად, დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
ü 2024 წლის 28 აპრილს, დაახლოებით 16:00 საათზე, ქ. ბ–ში, .... ქ. N..., ბინა N..-ში, ჰ. ი–ისა და მ. ი–ას საცხოვრებელ სახლში, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 25 დეკემბრის განაჩენით, 4 საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით ნასამართლევი ჰ. ი–ი, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, მესაკუთრული დამოკიდებულებისა და მამაკაცის უპირატესი მდგომარეობის გამო, ეჭვიანობის ნიადაგზე, ვინაიდან იყო ქალი და არ ჰქონდა მასთან დაშორების თუ დამოუკიდებლად გადაწყვეტის უფლება, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მ. ი–ას, რის გამოც, მას გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 13 დეკემბრის განაჩენით ჰ. ი–ი, – დაბადებული 19.. წელს, – ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით და სსკ-ის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, „დ“ ქვეპუნქტებით (2024 წლის 24 აპრილის ეპიზოდებით), სსკ-ის 1261-ე მუხლის მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტითა და სსკ-ის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, „დ“ ქვეპუნქტებით (2024 წლის 26 აპრილის ეპიზოდებით) წარდგენილ ბრალდებებში.
ჰ. ი–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (2024 წლის 21 აპრილის ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 2 წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (2024 წლის 28 აპრილის ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 2 წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, „დ“ ქვეპუნქტებით (2024 წლის 21 აპრილის ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 1 წლისა და 6 თვის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით (2024 წლის 28 აპრილის ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 1 წლისა და 6 თვის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ერთმა უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა დანარჩენი თანაბარი ზომის და ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, ჰ. ი–ს, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 25 დეკემბრის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენისათვის ჰ. ი–ს მიმართ დანიშნული პირობითი მსჯავრი – 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან – 1 წლით, 4 თვითა და 3 დღით თავისუფლების აღკვეთიდან, საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ახალი განაჩენით დანიშნულ სასჯელს დაემატა თავისუფლების აღკვეთა 3 თვით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ჰ. ი–ს, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლითა და 3 თვით.
გაუქმდა მსჯავრდებულ ჰ. ი–ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა. მასვე, სასჯელის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის ვადა აეთვალა დაკავების დღიდან – 2024 წლის 28 აპრილიდან.
3. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 13 დეკემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა როგორც ბრალდების, ასევე – დაცვის მხარემ.
ü ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ლაშა ლოლუამ სააპელაციო საჩივრით მოითხოვა ჰ. ი–ის დამნაშავედ ცნობა მის მიმართ წარდგენილ ყველა ბრალდებაში და დანაშაულთა ერთობლიობით, მუხლის სანქციით გათვალისწინებული, მაქსიმალური სასჯელის განსაზღვრა.
ü მსჯავრდებულ ჰ. ი–ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა დ. გ–ემ სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ, ჰ. ი–ის მიმართ სრულად გამამართლებელი განაჩენის გამოტანა.
4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 14 აპრილის განაჩენით ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 13 დეკემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 14 აპრილის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს როგორც ბრალდების, ასევე დაცვის მხარემ.
ü ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორი ლაშა ლოლუა საკასაციო საჩივრით მოითხოვს ჰ. ი–ის დამნაშავედ ცნობას მის მიმართ წარდგენილ ყველა ბრალდებაში და დანაშაულთა ერთობლიობით, მუხლის სანქციით გათვალისწინებული მაქსიმალური სასჯელის განსაზღვრას.
ü მსჯავრდებულ ჰ. ი–ის ინტერესების დამცველი, ადვოკატი დ. გ–ე საკასაციო საჩივრით მოითხოვს გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანას, კერძოდ, ჰ. ი–ის მიმართ სრულად გამამართლებელი განაჩენის გამოტანას.
6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და დაასკვნა, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
8. მოცემულ შემთხვევაში, საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; გარემოება, რის გამოც, მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორები არ უთითებენ სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრების განხილვის შედეგად, არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
9. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს როგორც დაცვის მხარის საკასაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულ ჰ. ი–ის მიმართ სრულად გამამართლებელი განაჩენის გამოტანის, ისე − ბრალდების მხარის მოთხოვნას − მსჯავრდებულის დამნაშავედ ცნობის შესახებ მის მიმართ წარდგენილ ყველა ბრალდებაში, ვინაიდან მიაჩნია, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა სამართლებრივად სწორად და ობიექტურად შეაფასეს საქმის ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები.
10. საკასაციო სასამართლო სრულად ეთანხმება და იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებას, რომ ჰ. ი–ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (2024 წლის 21 აპრილის ეპიზოდი), სსკ-ის 1261-ე მუხლის მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (2024 წლის 28 აპრილის ეპიზოდი), სსკ-ის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, „დ“ ქვეპუნქტებითა (2024 წლის 21 აპრილის ეპიზოდი) და სსკ-ის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, „დ“ ქვეპუნქტებით (2024 წლის 28 აპრილის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, დადასტურებულია ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით, განსხვავებით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, სსკ-ის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, „დ“ ქვეპუნქტებით (2024 წლის 24 აპრილის ეპიზოდებით), სსკ-ის 1261-ე მუხლის მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტითა და სსკ-ის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, „დ“ ქვეპუნქტებით (2024 წლის 26 აპრილის ეპიზოდებით) წარდგენილი ბრალდებების გამამართლებელი ეპიზოდებისა, რა ნაწილშიც, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ არის საკმარისი გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად, კერძოდ:
11. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა, დაზარალებულმა მ. ი–ამ დეტალურად, თანმიმდევრულად და დამაჯერებლად ისაუბრა მასზე ჰ. ი–ის მიერ 2024 წლის 21 და 28 აპრილს ჩადენილი მუქარისა და ფიზიკური ძალადობის შესახებ. ამასთან, დაზარალებულის ჩვენება სრულად თანხვდენილია მოწმის სახით გამოკითხული (უდავო მტკიცებულება), არასრულწლოვან კესარია კახიძის მიერ გამოძიებისთვის მიწოდებულ ინფორმაციასთან, რომელმაც საკუთარი თვალით იხილა ნაცემი დედა და მისივე თხოვნით, მომხდარი დანაშაულის შესახებ შეატყობინა პოლიციას. დაზარალებულის ჩვენებას ასევე სრულად შეესაბამება შემთხვევის ადგილზე გამოცხადებული მოწმე პოლიციელების – ო. ბ–ს, ა. ბ–სა და ნ. მ–ს ჩვენებები. მოწმე ნიკა მოწყობილმა სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას დამატებით განმარტა, რომ დაზარალებულს სახესა და ყელის არეში აღენიშნებოდა დაზიანებები, რომლებსაც თავისი მობილური ტელეფონით ფოტოც გადაუღო. 2024 წლის 21 და 28 აპრილს, მუქარისა და ფიზიკური ძალადობის შესახებ დაზარალებულის მიერ გადმოცემული გარემოებები, ასევე დასტურდება ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი შემაკავებელი ორდერითა და მისი ოქმით. გარდა ამისა, დაზარალებულ მ. ი–ას მიმართ ჩატარებული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ მას სხეულზე აღენიშნებოდა შემდეგი დაზიანებები: ცხვირის ზურგზე, კისრის თითქმის მთელ წინა ზედაპირზე სისხლნაჟღენთები; კისრის წინა ზედაპირზე მარჯვნივ ქვედა მესამედში მოყავისფრო ხაზოვანი ნაჭდევი-ნაკაწრი, ასეთივე ნაჭდევი-ნაკაწრი – მარჯვენა წინა მხრის უკანა ზედაპირზე; მარჯვენა თვალის სკლერაზე მოწითალო, გაფანტული ფორმის სისხლჩაქცევა. ნაკაწრი განვითარებული უნდა იყოს რაიმე მახვილი საგნის წვეტის, ლესილი კიდის, ან მკვეთრად გამოხატული კიდის მქონე მკვრივი-ბლაგვი საგნის შემხები ზემოქმედების შედეგად, ხოლო სისხლნაჟღენთები, ნაჭდევი და სისხლჩაქცევა განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის შემხები ზემოქმედების შედეგად. დაზიანებები მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოშლის გარეშე და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება შესამოწმებლის მიერ მითითებულ თარიღს – 21.04.2024 წ.
12. ამდენად, საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების დასკვნას, რომ საქმეში წარმოდგენილი, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, დასტურდება ჰ. ი–ის მიერ მ. ი–ას მიმართ 2024 წლის 21 და 28 აპრილს ჩადენილი ძალადობისა და მუქარის ფაქტები.
13. რაც შეეხება ჰ. ი–ის მიერ 2024 წლის 24 და 26 აპრილს, დაზარალებულ მ. ი–აზე ფიზიკური ძალადობისა და მუქარის ბრალდების ეპიზოდებს, მითითებული ნაწილით წარმოდგენილია მხოლოდ დაზარალებულის ჩვენება. ამავდროულად, დაზარალებულის ჩვენება ამ ეპიზოდებში არ არის ამომწურავი, ვრცელი და დეტალური, ხოლო სხვა რაიმე მტკიცებულება, რომელიც შეავსებდა და გაამყარებდა მის ჩვენებას, საქმის მასალებში არ მოიპოვება. მხოლოდ მ. ი–ას ჩვენება კი, არ აკმაყოფილებს გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საჭირო, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს.
14. სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 ნაწილის იმპერატიული დანაწესის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს და ყოველგვარი ეჭვი, რომელიც კანონის შესაბამისად ვერ დადასტურდება, ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს. საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი, ხოლო სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილისა და 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც, გონივრულ ეჭვს მიღმა, ადასტურებს პირის ბრალეულობას, რაც, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის საფუძველზე, გულისხმობს მტკიცებულებათა ისეთ ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში.
15. საკასაციო სასამართლო სასჯელის სამართლიანობასთან მიმართებით აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრულ სასჯელთა ზომები შეესაბამება სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს. სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა სასჯელის დანიშვნის როგორც ზოგადსავალდებულო გარემოებები და პირის ინდივიდუალური მახასიათებლები, ასევე – საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი და მსჯავრდებულ ჰ. ი–ს განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელი, რომლის შეცვლის საფუძველი არ არსებობს.
16. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო პალატამ სრულად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, საქმეში არსებული მტკიცებულებები და ამომწურავად დაასაბუთა მიღებული გადაწყვეტილება. ამასთან, რაიმე სხვა გარემოებაზე, რაც საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანი გახდებოდა, კასატორები საჩივრებში არ უთითებენ.
17. სასამართლო ითვალისწინებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას. აღნიშნული ზედა ინსტანციის სასამართლოებს უფლებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „ჰირვისაარი ფინეთის წინააღმდეგ“ (Hirvisaari v. Finland, ECtHR, №49684/99, §30, 25/12/2001). მოკლე მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ – ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „გოროუ საბერძნეთის წინააღმდეგ“ (Gorou v. Greece (№2) ECtHR, №12686/03, §37, §41, 20/03/2009).
18. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
19. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ ჰ. ი–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. გ–ისა და ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ლაშა ლოლუას საკასაციო საჩივრები;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: ლ. თევზაძე
ლ. ფაფიაშვილი