საქმე N020100124009192650
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განაჩენი
საქართველოს სახელით
საქმე №841აპ-25 18 ნოემბერი, 2025 წელი
ჯ-ა ა., №841აპ-25 თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის
საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნინო სანდოძე (თავმჯდომარე)
მერაბ გაბინაშვილი, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა, მსჯავრდებულ ა. ჯ–ას ინტერესების დამცველი ადვოკატების ბ. ყ–ისა და კ. ტ–ას საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 8 მაისის განაჩენზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილით, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ ა. ჯ–ას ინტერესების დამცველი ადვოკატების ბ. ყ–ისა და კ. ტ–ას საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 8 მაისის განაჩენი დარჩეს უცვლელი;
3. ა. ჯ–ა ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 137-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, შეუმცირდეს 1/3-ით და მოსახდელად განესაზღვროს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა.
4. ა. ჯ–ას სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან – 2024 წლის 11 ოქტომბრიდან. მასვე სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის პერიოდი – 2024 წლის 4 აპრილიდან 2024 წლის 16 მაისის ჩათვლით.
5. ცნობად იქნეს მიღებული, რომ მსჯავრდებულისათვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – გირაო გაუქმებულია. ასევე, ყადაღა მოეხსნა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 4 ივლისის განჩინებით გირაოს უზრუნველსაყოფად დაყადაღებულ უძრავ ქონებას საკადასტრო კოდით ........ .
6. ნივთიერი მტკიცებულებების ბედი გადაწყდეს შემდეგნაირად:
დისკებსა და მეხსიერების ბარათზე არსებული ინფორმაცია შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
ტანსაცმელი, ჭიქა, ბოთლები შიგთავსით, პლედი, ზეწარი, ტელეფონები დაუბრუნდეთ მესაკუთრეებს;
ანაწმენდები, სუნის, ნერწყვის, ფრჩხილის, ნაცხის ნიმუშები და თმის ღერი განადგურდეს.
7. არასრულწლოვათა მართლმსაჯულების კოდექსის 25-ე მუხლის თანახმად, არასრულწლოვან დაზარალებულს ეცნობოს საქმის სასამართლოში განხილვის შედეგები და განემარტოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ზიანის ანაზღაურებისა და კომპენსაციის მოთხოვნის უფლება;
8. განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნდეს საქართველოს კანონის – არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილისა მოთხოვნათა დაცვით;
9. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად;
10. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნინო სანდოძე
მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი
ლევან თევზაძე