Facebook Twitter

საქმე N 160100124010287213

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განაჩენი

საქართველოს სახელით

საქმე №854აპ.-25 5 ნოემბერი, 2025 წელი

ა-ი ჯ., №854აპ.-25 თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის

საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),

მერაბ გაბინაშვილი, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის – ჯ. ა–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. მ–ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 23 ივლისის განაჩენზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის – ჯ. ა–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. მ–ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 23 ივლისის განაჩენი დარჩეს უცვლელი;

3. ჯ. ა–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 3 წლით, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, შეუმცირდეს ¼-ით და განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 წლითა და 3 თვით;

საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 4 წლით, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, შეუმცირდეს ¼-ით და განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 წლით;

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ჯ. ა–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა;

4. ჯ. ა–ს სასჯელის მოხდის ვადა აეთვალოს დაკავებიდან – 2024 წლის 29 სექტემბრიდან;

5. ჯ. ა–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა – გაუქმდეს;

6. ნივთიერი მტკიცებულებების ბედი გადაწყდეს შემდეგნაირად:

ანაწმენდები და ნერწყვის ნიმუში – განადგურდეს;

მობილური ტელეფონი – დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს;

პისტოლეტი მჭიდითა და 2 ცალი ვაზნით – გადაეცეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სამსახურს;

7. განაჩენი სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნდეს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნათა დაცვით;

8. განაჩენი საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნინო სანდოძე

მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი

ლევან თევზაძე