Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3კ/440-01 11 მაისი, 2001 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. წიქვაძე (თავმჯდომარე),

რ. ნადირიანი, მ. გოგიშვილი

სარჩელის საგანი: ფულადი ვალდებულების შეუსრულებლობა.

აღწერილობითი ნაწილი:

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2001 წლის 29 იანვრის გდაწყვეტილებით დაკმაყოფილდა შპს “კ-ის” სარჩელი. მოპასუხე შპს “მ-ს” შპს “კ-ის” სასარგებლოდ დაეკისრა 167,639 (ასსამოცდაშვიდი ათას ექვსას ოცდაცხრამეტი) ლარი. მასვე დაეკისრა ადვოკატის მომსახურეობისათვის გაწეული ხარჯები 5000 ლარის ოდენობით.

შპს “მ-ს” უარი ეთქვა შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

შპს “მ.” საკასაციო საჩივრით მოითხოვს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილების გაუქმებას სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის საფუძველზე.

საქმის საკასაციო წესით განხილვისას მხარეები მორიგდნენ და სასამართლოში წარმოადგინეს შემდეგი შინაარსის მორიგების აქტი:

1. შპს “მ.” გადაუხდის შპს “კ-ს” 152,639 ლარს;

2. მორიგების თანხა არის სრული და საბოლოო;

3. მორიგების თანხის გადახდა მოხდება უზენაესი სასამართლოს მიერ განჩინების გამოტანიდან 3 (სამი) საბანკო დღის განმავლობაში;

4. მხარეებისათვის ცნობილია სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული საქმის წარმოების შეწყვეტის შედეგები;

5. ეთხოვოს საქართველოს უზენაეს სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატას მორიგების საფუძველზე სსსკ-ის 272-ე მუხლის “დ” პუნქტის თანახმად შეწყვიტოს საქმის წარმოება.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატა გაეცნო საქმის მასალებს, 2001 წლის 11 მაისის მორიგების აქტს და თვლის, რომ საქმის წარმოება უნდა შეწყდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მესამე მუხლის მეორე პუნქტით, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. ამავე კოდექსის 272-ე მუხლის “დ” პუნქტით, სასამართლო საქმის წარმოებას შეწყვეტს, თუ მხარეები მორიგდნენ.

პალატა თვლის, რომ მორიგების აქტი არ შეიცავს კანონსაწინააღმდეგო დებულებას, რის გამოც შესაძლებელია შეთანხმების დამტკიცება და საქმის წარმოების შეწყვეტა.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე, 284-ე, 399-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2001 წლის 29 იანვრის გადაწყვეტილება ამ საქმეზე გაუქმდეს და მორიგების საფუძველზე შეწყდეს საქმის წარმოება.

მხარეთა შორის მიღწეული მორიგება დამტკიცდეს შემდეგი პირობებით:

1. შპს “მ.” გადაუხდის შპს “კ-ს” 152 639 (ას ორმოცდათორმეტი ათას ექვსას ოცდაცხრამეტი) ლარს (მორიგების თანხა).

2. მორიგების თანხის გადახდა მოხდეს უზენაესი სასამართლოს მიერ განჩინების გამოტანიდან 3 (სამი) საბანკო დღის განმავლობაში.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.