საქმე N330100124010090146
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №802აპ-25 21 იანვარი, 2026 წელი
ა–ე ი., №802აპ-25 თ–ი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის
საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თ–ის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 28 ივლისის განაჩენზე თ–ის ძველი თ–ის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნინო ჟვანიას და მსჯავრდებულ ი. ა–ას ინტერესების დამცველის, ადვოკატ ვ. მ–ის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. ი. ა–ე (პირადი ნომერი: ................) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში საქართველოს სსკ-ის) 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ხუთი ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის.
ი. ა–ა (პირადი ნომერი: ............) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (შვიდი ეპიზოდი); საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის.
ნ. ჭ–ე (ხ–ე) (პირადი ნომერი: ...........) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ოთხი ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი, (ორი ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის.
თ. ზ–ი (პირადი ნომერი: ...........) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (სამი ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის.
მ. ხ–ა (პირადი ნომერი: ...........) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (სამი ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის.
მათი ქმედებები გამოიხატა შემდეგით:
მოქალაქეთა კუთვნილი თანხების მოტყუებით დაუფლების მიზნით, მ. ხ–ამ, ი. ა–ემ, ი. ა–ამ, ნ. ჭ–ემ და თ. ზ–მა წინასწარი შეთანხმებით შექმნეს ორგანიზებული ჯგუფი, რომელსაც თავადვე ხელმძღვანელობდნენ. მათ თ–ში, .... ქ. № ..–ში ( .....–ების მიმდებარედ) გახსნეს საშუამავლო ოფისი, სადაც თავად გაწევრიანდნენ როგორც შუამავლები. მათ გადანაწილებული ჰქონდათ როლები. ისინი მოქალაქეებს ჰპირდებოდნენ, რომ დაეხმარებოდნენ სესხის ხელშეკრულების გაფორმებაში და სესხის თანხის აღებაში, საიდანაც თანხის ნაწილს, ან რიგ შემთხვევებში სრულ თანხას თავად იღებდნენ, სანაცვლოდ მოქალაქეებს სესხის ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად უნდა ჩაედოთ მათ საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებები, ხოლო ორგანიზებული ჯგუფის წევრები მოქალაქეებს ჰპირდებოდნენ, რომ სესხის ხელშეკრულების პროცენტს თავად გადაიხდიდნენ, მათ მიერ მიღებულ თანხას კი ბიზნესში ჩადებდნენ და მესაკუთრეს მოგებით დაუბრუნებდნენ. ორგანიზებული ჯგუფის წევრები ჯერ ნდობაში შედიოდნენ დაზარალებულებთან, მათ ძირითადად იბარებდნენ მათ საშუამავლო ოფისში, შემდგომ კი მიყვებოდნენ ნოტარიუსთან სესხის ხელშეკრულების გასაფორმებლად, იღებდნენ თანხებს და აღნიშნულის შემდეგ დაზარალებულთან ყოველგვარ კომუნიკაციას წყვეტდნენ, ასევე არ იხდიდნენ პროცენტის თანხებს და არანაირ ბიზნესს არ აწარმოებდნენ, კერძოდ:
მ. ხ–ას ქმედებები გამოიხატა შემდეგით:
ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა ზემოაღნიშნული სქემის გამოყენებით მოატყუეს ნ. მ–ი, კერძოდ: 2017 წლის 15 მაისს, დ. ბ–მა და ნ. მ–მა, გ–ს რაიონის სოფელ ქ–ში ს.კ. ............ არსებული უძრავი ქონება გამოსყიდვის უფლებით 10000 აშშ დოლარად გააფორმეს რ. კ–ეზე. 2018 წლის ზაფხულში, ნ. მ–ს რ. კ–ისთვის უნდა გადაეხადა 4300 აშშ დოლარი, თუმცა მას ფულადი თანხა არ ჰქონდა. ამავე პერიოდში, ნ. მ–მა ლ. წ–ის მეშვეობით გაიცნო მ. ხ–ა. ამავე პერიოდში, ნ. მ–ი იმყოფებოდა თ–ი, მ–ს ქუჩა N.. (............. მიმდებარედ) არსებულ მ. ხ–ას საშუამავლო ოფისში, სადაც ასევე იმყოფებოდნენ ორგანიზებული ჯგუფის წევრი სხვა შუამავლები, რომლებიც ერთად არწმუნებდნენ ნ. მ–ს მათი საქმიანობის კანონიერებაში. 2018 წლის ნოემბერში, მ. ხ–ამ მოატყუა ნ. მ–ი, რომ გ–ს რაიონ სოფელ ქ–ში ს.კ. ........... არსებული უძრავი ქონება 10000 აშშ დოლარის გადახდის სანაცვლოდ დაეტვირთათ იპოთეკით, საიდანაც 4300 აშშ დოლარს გადაუხდიდნენ რ. კ–ეს, ხოლო დანარჩენს აიღებდა მ. ხ–ა, მიღებულ ფულად თანხას კი მ. ხ–ა ბიზნესში ჩადებდა და მიღებულ სარგებელს ნ. მ–საც გადასცემდა. თუმცა, რეალურად მ. ხ–ა არანაირ ბიზნესს არ აწარმოებდა და განზრახული ჰქონდა ნ. მ–ის კუთვნილი ფულადი თანხის მართლსაწინააღმდეგო დაუფლება. ნ. მ–ი დათანხმდა აღნიშნულ შემოთავაზებას. 2018 წლის 15 ნოემბერს, თ–ში, ლ–ს ქუჩაზე არსებულ სანოტარო ბიუროში, ნოტარიუს ი. შ–თან, გ–ს რაიონის სოფელ ქ–შიი ს.კ. ........... არსებული უძრავ ქონებაზე გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, გ. კ–მა ნ. მ–ს ასესხა 10000 აშშ დოლარი, ხოლო სანაცვლოდ დასახლებული უძრავი ქონება დაიტვირთა იპოთეკით. აღებული თანხიდან 4300 აშშ დოლარი გადაეცა რ. კ–ეს, ნ. მ–ს სახარჯოდ გადასცეს 300 აშშ დოლარი, 200 აშშ დოლარით დაიფარა ნოტარიუსის ხარჯები, ხოლო დარჩენილი ფულადი თანხა 5200 აშშ დოლარის ოდენობით აიღო მ. ხ–ამ. თუმცა მ. ხ–ას მიღებული ფულადი თანხა არანაირ ბიზნესში არ ჩაუდია და მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა ნ. მ–ის კუთვნილ ფულად თანხას 5200 აშშ დოლარის (14063,4 ლარის ეკვივალენტი) ოდენობით. განხორციელებული ქმედების შედეგად ნ. მ–ს მიადგა დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი 14063,4 ლარი.
ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა ზემოაღნიშნული სქემის გამოყენებთ მოატყუეს ნ. მ–ი, კერძოდ: 2018 წლის ნოემბერში, მ. ხ–ამ მოატყუა ნ. მ–ი, რომ იპოთეკით დაეტვირთათ თ–ი, ..... ქუჩაზე ს.კ. ............ მდებარე ნ. მ–ის კუთვნილი საცხოვრებელი ბინა, ხოლო მიღებულ ფულად თანხას მ. ხ–ა ჩადებდა ბიზნესში, საიდანაც მოგებას ნ. მ–იც ნახავდა. თუმცა, რეალურად მ. ხ–ა არანაირ ბიზნესს არ აწარმოებდა და განზრახული ჰქონდა ნ. მ–ის კუთვნილი ფულადი თანხის მართლსაწინააღმდეგო დაუფლება. ნ. მ–ი დათანხმდა აღნიშნულ შემოთავაზებას. 2018 წლის 27 ნოემბერს თ–ში, .......ის ქუჩა N..-ში არსებულ სანოტარო ბიუროში გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება გამოსყიდვის უფლებით, რომლის თანახმად ნ. მ–მა ე. ჯ–ას 6000 აშშ დოლარად მიჰყიდა თ–ი, .......ის ქუჩაზე (ს.კ ...............) მდებარე საცხოვრებელი ბინა, აღებული ფულადი თანხიდან 1000 აშშ დოლარი მოხმარდა ნოტარიუსის ხარჯებს და პირველი თვის პროცენტს, ხოლო 5000 აშშ დოლარი აიღო მ. ხ–ამ. თუმცა, მ. ხ–ას მიღებული თანხა არანაირ ბიზნესში არ ჩაუდია და მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა ნ. მ–ის კუთვნილ ფულად თანხას 5000 აშშ დოლარის (13340 ლარის ეკვივალენტი) ოდენობით. განხორციელებული ქმედების შედეგად ნ. მ–ს მიადგა დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი 13340 ლარი.
ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა ზემოაღნიშნული სქემის გამოყენებთ მოატყუეს ნ. მ–ი, კერძოდ: 2018 წლის დეკემბერში თ–ი, კ–ის ქუჩაზე მდებარე ლ. წ–ის საცხოვრებელ სახლში, მ. ხ–ამ და ლ. წ–ემ, ანალოგიური სქემის გამოყენებით, მოატყუეს ნ. მ–ი და დ. ბ–ი, რომ ბიზნესის გასაფართოებლად, დ. ბ–ის და ნ. მ–ის კუთვნილი გ–ის რაიონის სოფელ ქ–ში ს.კ. ......... არსებული მიწის ნაკვეთი დაეტვირთათ იპოთეკით. ნ. მ–ი და დ. ბ–ი ენდნენ მ. ხ–ას და დათანხმდნენ მის შემოთავაზებას. 2018 წლის 14 დეკემბერს, თ–ში, გ–ს გამზ. N..-ში მდებარე მ. ლ–ის სანოტარო ბიუროში, დ. ბ–სა და დ. ყ–ეს შორის გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება გამოსყიდვის უფლებით, რომლის თანახმადაც გარდაბნის რაიონის სოფელ ქ–შიი ს.კ. ........ არსებული მიწის ნაკვეთი 3000 აშშ დოლარად დაიტვირთა იპოთეკით, ხოლო მიღებული ფულადი თანხა 3000 აშშ დოლარის ოდენობით გადაეცა მ. ხ–ას და ლ. წ–ეს. თუმცა, მ. ხ–ას მიღებული ფულადი თანხა არანაირ ბიზნესში არ ჩაუდია და მოტყუეებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა ნ. მ–ის კუთვნილ ფულად თანხას 3000 აშშ დოლარის (7992,6 ლარის ეკვივალენტი) ოდენობით. განხორციელებული ქმედების შედეგად ნ. მ–ს მიადგა მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი 7992,6 ლარი.
ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა ზემოაღნიშნული სქემის გამოყენებით მოატყუეს თ. კ–ე, კერძოდ: 2022 წლის ივლისში, მ–ს რაიონის სოფელ მ–ში, თ. ზ–მა თ. კ–ეს გააცნო მ. ხ–ა და ი. ა–ე, რა დროსაც სამივე მათგანმა მოატყუა თ. კ–ე, რომ იპოთეკით დაეტვირთა მ–ს რაიონის სოფელ მ–ში მდებარე მიწის ნაკვეთი, ს.კ. .........., ხოლო სანაცვლოდ აღებულ ფულად თანხას თ. ზ–ი, მ. ხ–ა და ი. ა–ე ბიზნესში ჩადებდნენ, საიდანაც სარგებელს თ. კ–ეც ნახავდა. თუმცა, რეალურად ისინი არანაირ ბიზნესს არ აწარმოებდნენ და განზრახული ჰქონდათ თ. კ–ის კუთვნილი ფულადი თანხის მართლსაწინააღმდეგო დაუფლება. თ. კ–ე დათანხმდა აღნიშნულ შემოთავაზებას. ზემოაღნიშნული მიზნით, 2022 წლის 22 ივლისს, თ–ი, პ–ს ქ. .., სართ. ,,, ბ. ,,-ში ნოტარუს მ. ლ–ის სანოტარო ბიუროში გაფორმდა უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება გამოსყიდვის უფლებით, რომლის თანახმად მ. ყ–ემ თ. კ–ისგან გამოსყიდვის უფლებით შეიძინა 26000 აშშ დოლარად სასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვეთი, მდებარე სოფელი მ–ი ს.კ. ............ რომლის გამოსყიდვა უნდა მომხდარიყო ექვს თვეში, წინააღმდეგ შემთხვევაში მიწის ნაკვეთის მესაკუთრე ხდებოდა მ. ყ–ე. უძრავი ქონებისთვის თ. კ–ეს გადაეცა 26000 აშშ დოლარი, საიდანაც 14000 მისცა მ. ხ–ას და ი. ა–ეს, 12000 დოლარი თავად დარჩა. თუმცა, მ. ხ–ას, თ. ზ–ს და ი. ა–ეს მიღებული ფულადი თანხა არანაირ ბიზნესში არ ჩაუდიათ და მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაეუფლნენ თ. კ–ის კუთვნილ ფულად თანხას 14000 აშშ დოლარის (40987,8 ლარის ეკვივალენტი) ოდენობით. განხორციელებული ქმედების შედეგად თ. კ–ეს მიადგა დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი 40987,8 ლარი.
2014 წლის ნოემბერში, შუამავლების ნ. უ–ასა და მ. ხ–ას მეშვეობით, იპოთეკით დაიტვირთა ლ. ჯ–ს კუთვნილი უძრავი ქონება, მდებარე მისამართზე თ–ი, ყ–ს ქ. N..., ხოლო იპოთეკის გაფორმების შედეგად მიღებული ფულადი თანხა 7000 აშშ დოლარის ოდენობით გადაეცა ლ. ჯ–ს. აღნიშნულის შემდეგ, ნ. უ–ამ და მ. ხ–ამ წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად განიზრახეს ლ. ჯ–ს მოტყუება, კერძოდ უთხრეს, რომ უძრავ ქონებაზე არსებული იპოთეკა ჩაენაცვლებინა 15000 აშშ დოლარის იპოთეკით, საიდანაც 7000 აშშ დოლარით გაისტუმრებდა პირველ იპოთეკარს, ხოლო დარჩენილი თანხა – 8000 აშშ დოლარის ოდენობით გადაეცა ნ. უ–ასა და მ. ხ–ასთვის, რასაც ისინი ჩადებდნენ ბიზნესში და მოგებას ლ. ჯ–ც ნახავდა. ასევე, შეთანხმების თანახმად, პროცენტი უნდა გადაეხადათ შუამავლებს, თუმცა, რეალურად მ. ხ–ა და ნ. უ–ა არანაირ ბიზნესს არ აწარმოებდნენ და განზრახული ჰქონდათ ლ. ჯ–ს კუთვნილი ფულადი თანხის მართლსაწინააღმდეგო დაუფლება. ლ. ჯ. დათანხმდა აღნიშნულ შემოთავაზებას. ზემოაღნიშნული მიზნით, 2014 წლის ნოემბრის თვეში, ....ის ქუჩაზე, ი. შ–ის სანოტარო ბიუროში თ. ბ–სა და ლ. ჯ–ს შორის გაფორმდა ხელშეკრულება და იპოთეკით დაიტვირთა ლ. ჯ–ს კუთვნილი უძრავი ქონება, მდებარე მისამართზე თ–ი, ყ–ს ქ. ...-ში, ლ. ჯ–ს გადაეცა 15000 აშშ დოლარი, საიდანაც 7000 აშშ დოლარით გაისტუმრა წინა იპოთეკა, ხოლო დარჩენილი თანხა 8000 აშშ დოლარი გადასცა მ. ხ–ას და ნ. უ–ას. თუმცა, მ. ხ–ას და ნ. უ–ას მიღებული ფულადი თანხა არანაირ ბიზნესში არ ჩაუდიათ, ასევე არ გადაიხადეს სესხის ხელშეკრულების პროცენტები და მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლნენ ლ. ჯ–ს კუთვნილ ფულად თანხას 8000 აშშ დოლარის (14033,6 ლარის ეკვივალენტი) ოდენობით. განხორციელებული ქმედების შედეგად ლ. ჯ–ს მიადგა დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი 14033,6 ლარი.
ი. ა–ის ქმედებები გამოიხატა შემდეგით:
ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა ზემოაღნიშნული სქემის გამოყენებით მოატყუეს თ. კ–ე, კერძოდ: 2022 წლის ივლისში, მ–ს რაიონის სოფელ მ–ში, თ. ზ–მა თ. კ–ეს გააცნო მ. ხ–ა და ი. ა–ე, რა დროსაც სამივე მათგანმა მოატყუა თ. კ–ე, რომ იპოთეკით დაეტვირთა მ–ს რაიონის სოფელ მ–ში მდებარე მიწის ნაკვეთი, ს.კ. 72.03.32.420, ხოლო სანაცვლოდ აღებულ ფულად თანხას თ. ზ–ი, მ. ხ–ა და ი. ა–ე ბიზნესში ჩადებდნენ, საიდანაც სარგებელს თ. კ–ეც ნახავდა. თუმცა, რეალურად ისინი არანაირ ბიზნესს არ აწარმოებდნენ და განზრახული ჰქონდათ თ. კ–ის კუთვნილი ფულადი თანხის მართლსაწინააღმდეგო დაუფლება. თ. კ–ე დათანხმდა აღნიშნულ შემოთავაზებას. ზემოაღნიშნული მიზნით, 2022 წლის 22 ივლისს, თ–ი, პ–ს ქ. .., სართ. .., ბ. ..-ში ნოტარუს მ. ლ–ის სანოტარო ბიუროში გაფორმდა უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება გამოსყიდვის უფლებით, რომლის თანახმად მ. ყ–ემ თ. კ–ისგან გამოსყიდვის უფლებით შეიძინა 26000 აშშ დოლარად სასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვეთი, მდებარე სოფელი მ– ს.კ. 72.03.32.420 რომლის გამოსყიდვა უნდა მომხდარიყო ექვს თვეში, წინააღმდეგ შემთხვევაში მიწის ნაკვეთის მესაკუთრე ხდებოდა მ. ყ–ე. უძრავი ქონებისთვის თ. კ–ეს გადაეცა 26000 აშშ დოლარი, საიდანაც 14000 მისცა მ. ხ–ას და ი. ა–ეს, 12000 დოლარი თავად დარჩა. თუმცა, მ. ხ–ას, თ. ზ–ს და ი. ა–ეს მიღებული ფულადი თანხა არანაირ ბიზნესში არ ჩაუდიათ და მოტყებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლნენ თ. კ–ის კუთვნილ ფულად თანხას 14000 აშშ დოლარის (40987,8 ლარის ეკვივალენტი) ოდენობით. განხორციელებული ქმედების შედეგად თ. კ–ეს მიადგა დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი 40987,8 ლარი.
2021 წლის აგვისტოში, ი. ა–ემ და ი. ა–ამ მოატყუეს თ. მ–ი, რომ ამ უკანასკნელს იპოთეკით დაეტვირთა თ–ი, წ–ს ქ. N..-ში, ს.კ. ........... მდებარე მისი კუთვნილი საცხოვრებელი ბინა, საიდანაც ნაწილ თანხას აიღებდნენ ორგანიზებული ჯგუფის წევრები და სესხის პროცენტის გადახდასაც თავად უზრუნველყოფდნენ. თ. მ–ი დათანხმდა მათ შემოთავაზებას. ზემოაღნიშნული მიზნით, 2021 წლის 18 აგვისტოს, თ–ი, გ–ს გამზირი N..-ში, თ. მ–სა და თ. ფ–ს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება 6000 აშშ დოლარზე, რის საფუძველზეც იპოთეკით დაიტვირთა თ. მ–ის კუთვნილი უძრავი ქონება, მდებარე მისამართზე თ–ი, ..............ქ. N..-ში ს.კ. ............. მიღებული თანხიდან თ. მ–მა აიღო 3000 აშშ დოლარი, ხოლო დარჩენილი 3000 აშშ დოლარი გადაეცა ი. ა–ეს და ი. ა–ას, რომლებიც მათივე თქმით უზრუნველყოფდნენ პროცენტის გადახდასაც. თუმცა ი. ა–ამ და ი. ა–ემ არც ფულადი თანხა არ დააბრუნეს და არც სესხის ხელშეკრულების პროცენტის გადახდა არ უზრუნველყვეს, რითაც მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლნენ თ. მ–ის კუთვნილ ფულად თანხას 3000 აშშ დოლარს (9357,3 ლარის ეკვივალენტი), ხოლო თ. მ–მა ზემოაღნიშნული უძრავი ქონება დაკარგა. განხორციელებული ქმედების შედეგად თ. მ–ს მიადგა მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი 9357,3 ლარი.
ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა ზემოაღნიშნული სქემის მიხედვით მოატყუეს ზ. მ–ი, კერძოდ: 2022 წლის ნოემბრში, ზ. მ–ს ჰქონდა ვალი და ვალის დასაფარად სურდა სესხის ხელშეკრულების გაფორმება, რა საფუძვლითაც თ–ი, .........ის ქუჩა N..-ში მდებარე საშუამავლო ოფისში გაიცნო ე.წ. შუამავლები: თ. ზ–ი, ნ. ჭ–ე, ი. ა–ა და ი. ა–ე. ზემოაღნიშნულმა პირებმა განიზრახეს ზ. მ–ის კუთვნილი ფულადი თანხის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრება და მოატყუეს ეს უკანასკნელი, რომ თითქოს დაეხმარებოდნენ სესხის ხელშეკრულების გაფორმებაში და თანხის აღებაში, ხოლო სამაგიეროდ, მანამდე მათ დახმარებოდა ნ. ჭ–ისთვის საპროცესო შეთანხმების თანხის მოძიებაში, რადგანაც ამ უკანასკნელს ჰქონდა პრობლემები, მის ქონებას ედო ყადაღა, ხოლო საქმის დასრულების შემდეგ ნ. ჭ–ის ქონებებს მოეხსნებოდა ყადაღა და ზ. მ–ს მიღებულ თანხას უკან დაუბრუნებდნენ. ამის შემდეგ, ზ. მ–ს ააღებინებდნენ სესხს, ხოლო სესხის პროცენტების დაფარვას თავად შუამავლები უზრუნველყოფდნენ. ზ. მ–ი ენდო თ. ზ–ს, ნ. ჭ–ეს, ი. ა–ას და ი. ა–ეს და დათანხმდა მათ შემოთავაზებას. ზემოაღნიშნული მიზნით, 2022 წლის 8 ნოემბერს, თ–ი, ს... ქუჩა N..-ში მდებარე ....ის სახლში, ზ. მ–სა და რ. ჭ–ეს შორის გაფორმდა უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება, გამოსყიდვის უფლებით. ნასყიდობის თანხად განისაზღვრა 9000 აშშ დოლარი, ხოლო სესხის თანხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა ზ. მ–ის კუთვნილი, თ–ი, ქ–ს N..-ში ს.კ. .......... მდებარე უძრავი ქონება. მიღებული 9000 აშშ დოლარი ზ. მ–მა გადასცა ნ. ჭ–ეს, ი. ა–ას, თ. ზ–ს და ი. ა–ეს. თუმცა ნ. ჭ–ემ, ი. ა–ამ, თ. ზ–მა და ი. ა–ემ არც ფულადი თანხა არ დააბრუნეს და არც სესხის ხელშეკრულების პროცენტის გადახდა არ უზრუნველყვეს, რითაც მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლნენ ზ. მ–ის კუთვნილ ფულად თანხას 9000 აშშ დოლარს (24606 ლარის ეკვივალენტი). განხორციელებული ქმედების შედეგად ზ. მ–ს მიადგა დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი 24606 ლარი.
ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა ზემოაღნიშნული სქემის გამოყენებით კვლავ მოატყუეს ზ. მ–ი, კერძოდ, 2022 წლის ნოემბერში, თ. ზ–მა, ნ. ჭ–ემ, ი. ა–ამ და ი. ა–ემ მოატყუეს ზ. მ–ი, რომ დაეხმარებოდნენ სესხის ხელშეკრულების გაფორმებაში და გარკვეული თანხის მიღების სანაცვლოდ, სესხის ხელშეკრულების პროცენტების გადახდას თავად უზრუნველყოფდნენ. ზ. მ–ი ენდო თ. ზ–ს, ნ. ჭ–ეს, ი. ა–ას და ი. ა–ეს და დათანხმდა მათ შემოათავაზებას. 2022 წლის 25 ნოემბერს, თ–ი, კ–ის ქ. N..-ში მდებარე ი. ხ–ს სანოტარო ბიურიში, ნ. ჩ–სა და ზ. მ–ს შორის გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება გამოსყიდვის უფლებით, რომლის საფუძველზე ზ. მ–მა ნ. ჩ–ეს მიჰყიდდა მისი კუთვნილი უძრავი ქონება, მდებარე, თ–ს რ/ნი, სოფელი ...... ს.კ. ..........., 15260 აშშ დოლარად. შეთანხმებისამებრ, სესხის პროცენტის დაფარვა უნდა უზრუნველეყოთ შუამავლებს. აღნიშნული თანხიდან 17000 ლარი გადაეცა ზ. მ–ს მისი ვალის დასაფარად, მასვე დამატებით გადაეცა 1500 აშშ დოლარი, ხოლო დარჩენილი თანხა 7660 აშშ დოლარი აიღეს თ. ზ–მა, ნ. ჭ–ემ, ი. ა–ამ და ი. ა–ემ. თუმცა, ნ. ჭ–ემ, ი. ა–ამ, თ. ზ–მა და ი. ა–ემ არც ფულადი თანხა არ დააბრუნეს და არც სესხის ხელშეკრულების პროცენტის გადახდა არ უზრუნველყვეს, რითაც მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლნენ ზ. მ–ის კუთვნილ ფულად თანხას 7600 აშშ დოლარს (20771,622 ლარის ეკვივალენტი). განხორციელებული ქმედების შედეგად ზ. მ–ს მიადგა დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი 20771,622 ლარი.
ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა ზემოაღნიშნული სქემის გამოყენებით, თ–ი, ...........ის ქ. N..-ში მდებარე საშუამავლო ოფისში მოატყუეს ქ. ა–ია, კერძოდ: ი. ა–ამ, ი. ა–ემ, ნ. ჭ–ემ და თ. ზ–მა განიზრახეს ქ. ა–იას კუთვნილი ფულადი თანხის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრება და მოატყუეს ეს უკანასკნელი, რომ თითქოს დაეხმარებოდნენ სესხის ხელშეკრულების გაფორმებაში და თანხის აღებაში, ხოლო სამაგიეროდ, მანამდე მათ დახმარებოდა ნ. ჭ–ისთვის საპროცესო შეთანხმების თანხის მოძიებაში, რადგანაც ამ უკანასკნელს ჰქონდა პრობლემები, მის ქონებას ედო ყადაღა, ხოლო საქმის დასრულების შემდგომ ნ. ჭ–ის ქონებებს მოეხსნებოდა ყადაღა და ქ. ა–ს მიღებულ თანხას უკან დაუბრუნებდნენ. ამის შემდეგ, ქ. ა–იას ააღებინებდნენ სესხს, ხოლო სესხის პროცენტების დაფარვას თავად შუამავლები უზრუნველყოფდნენ. ქ. ა–ა ენდო ნ. ჭ–ეს, ი. ა–ას, თ. ზ–ს და ი. ა–ეს და დათანხმდა მათ შემოათავაზებას. ზემოაღნიშნული მიზნით, 2022 წლის 2 ნოემბერს, რ–ში, მ. ე–ის სანოტარო ბიუროში, ლ. ც–ესა და ქ. ა–ს შორის გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც იპოთეკით დაიტვირთა ქ. ა–ს კუთვნილი ზს რაიონის სოფელ ....–ში მდებარე ბინა ს.კ. ..........., ხოლო სესხის თანხად განისაზღვრა 10000 აშშ დოლარი. აღებული ფულადი თანხიდან 9000 აშშ დოლარი აიღო ნ. ხ–ემ. თუმცა, ნ. ჭ–ემ, ი. ა–ამ, თ. ზ–მა და ი. ა–ემ არც ფულადი თანხა არ დააბრუნეს და არც სესხის ხელშეკრულების პროცენტის გადახდა არ უზრუნველყვეს, რითაც მოატყუეს, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლნენ ქ. ა–იას კუთვნილ ფულად თანხას 9000 აშშ დოლარს (24908,4 ლარის ეკვივალენტი). განხორციელებული ქმედების შედეგად ქ. ა–ს მიადგა დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი 24908,4 ლარი.
ზემოაღნიშნული სქემის გამოყენებით, 2022 წლის ნოემბერში, თ–ში, მ–ს ქუჩაზე, N..-თან მდებარე ოფისში, ე.წ. საშუამავლო ოფისში, ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა ნ. ჭ–ემ, ი. ა–ამ და ი. ა–ემ მოატყუეს ე. პ–ი, კერძოდ უთხრეს, რომ ფულადი თანხის გასესხების სანაცვლოდ შეძლებდა უძრავი ქონების იპოთეკით დატვირთვას, ხოლო თუკი გამსესხებელი ვერ უზრუნველყოფდა ფულადი თანხის დაბრუნებას, მისი თანხა დასახელებული უძრავი ქონებით იქნებოდა უზრუნველყოფილი. ე. პ–ი დათანხმდა მათ შემოთავაზებას, რის შემდეგაც 2022 წლის 19 ნოემბერს, ნ. ხ–ემ, ი. ა–ამ და ი. ა–ემ ა. თ–თან ერთად ე. პ–ს აჩვენეს თ–ში, ო–ში, თ–ს ქუჩაზე N..-ში მდებარე უძრავი ქონება, როგორც სესხის ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად ჩასადები უძრავი ქონება, მაშინ როდესაც ისინი დასახელებული უძრავი ქონების სესხის ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად ჩადებას არ აპირებდნენ. უძრავი ქონების ნახვის შემდგომ, ე. პ–ი დათანხმდა სესხის ხელშეკრულების გაფორმებას. 2022 წლის 19 ნოემბერს, თ–ი, გ–ს გამზ. N..-ში მდებარე მ. ლ–ის სანოტარო ბიუროში ე. პ–მა ნ. ხ–ეს ხელზე გადასცა 13000 აშშ დოლარი, ასევე გარკვეულ დოკუმენტებზე მოაწერინეს ხელი, რაც მისი რწმენით იყო დასახელებული უძრავი ქონების გირავნობის ხელშეკრულებები. თუმცა, რეალურად შუამავლებმა ე. პ–ს ხელი მოაწერინეს უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულებაზე, რომლის თანახმადაც თითქოს ვინმე ი. ა–ასგან ე. პ–მა 8000 აშშ დოლარად შეიძინა უძრავი ქონება მდებარე – მ–ა, წ–ი ს.კ. 72.02.33.281. ხოლო, თ–ში, ო–ში, თ–ს ქუჩაზე N..-ში მდებარე უძრავი ქონება სესხის ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად იპოთეკით არ დატვირთულა. განხორციელებული ქმედებით ნ. ჭ–ე, ი. ა–ა და ი. ა–ე მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლნენ ე. პ–ის კუთვნილ ფულად თანხას 13000 აშშ დოლარს (35344,4 ლარის ეკვივალენტი), რის შედეგადაც ამ უკანასკნელს მიადგა დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი 35344,4 ლარი.
ზემოაღნიშნული სქემის გამოყენებით ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა მოატყუეს ლ. შ–ე, კერძოდ: 2022 წლის 5 ნოემბერს, ნ. ჭ–ემ, ი. ა–ამ და ი. ა–ემ მოატყუეს ლ. შ–ე, რომ ნ. ჭ–ის საპროცესო შეთანხმებისთვის ესაჭიროებათ ფულადი თანხა და ამისთვის იპოთეკით დაეტვირთათ ლ. შ–ის კუთვნილი უძრავი ქონება, მდებარე – თ–ი, ნ–ს ..-ლი მკ/რნ, კორპ-.., სხვენის სართული 44,05კვ.მ. ამასთან, ისინი ფულად თანხას მალევე დააბრუნებდნენ, ხოლო სესხის პროცენტების დაფარვას თავად შუამავლები უზრუნველყოფდნენ. ლ. შ–ე ენდო ნ. ჭ–ეს, ი. ა–ას და ი. ა–ეს და დათანხმდა მათ შემოთავაზებას. ზემოაღნიშნული მიზნით, 2022 წლის 5 ნოემბერს, თ–ში, პ–ს N..-ში მდებარე სანოტარო ბიუროში, ნოტარიუს მ. ლ–თან, ლ. შ–სა და ჟ. ღ–ას შორის გაფორმდა უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება გამოსყიდვის უფლებით, რის საფუძველზეც უძრავი ქონება, მდებარე თ–ი, ნ–ს ..-ლი მკ/რნ, კორპ. .., სხვენი - სართული 44,05 კვ.მ გადაფორმდა ჟ. ღ–ას სახელზე 6 თვის ვადით, ხოლო ნასყიდობის ხელშეკრულების თანხად განისაზღვრა 10000 აშშ დოლარი, რაც სრულად გადაეცა ნ. ხ–ეს. თუმცა, ნ. ჭ–ემ, ი. ა–ამ და ი. ა–ემ არც ფულადი თანხა არ დააბრუნეს და არც სესხის ხელშეკრულების პროცენტის გადახდა არ უზრუნველყვეს, რითაც მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლნენ ლ. შ–ის კუთვნილ ფულად თანხას 10000 აშშ დოლარს (27419 ლარის ეკვივალენტი), რის შედეგადაც ლ. შ–ეს მიადგა დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი 27419 ლარი.
ზემოაღნიშნული სქემის გამოყენებით ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა მოატყუეს ლ. ო–ი, კერძოდ: 2022 წლის დეკემბერში, თ–ი, კ.მ–ს ქ. №....-ში (.........ს მიმდებარედ) მდებარე საშუამავლო ოფისში ნ. ჭ–ემ, ი. ა–ამ და ი. ა–ემ მოატყუეს ლ. ო–ი, რომ ამ უკანასკნელს დაეხმარებოდნენ 15000 აშშ დოლარის გადახდის სანაცვლოდ თ–ი, ვ–ი, წ–ს ქ. N..-ში მდებარე, მე-.. სართულზე არსებული ბინის დაგირავებაში, სადაც ლ. ო–ის ოჯახი იცხოვრებდა ერთი წლის განმავლობაში, ერთი წლის შემდეგ კი გადაცემული ფულადი თანხა ლ. ო–ს დაუბრუნდებოდა უკან. ლ. ო–ი ენდო ნ. ჭ–ეს, ი. ა–ას და ი. ა–ეს და დათანხმდა მათ შემოთავაზებას. ზემოაღნიშნული მიზნით, 2022 წლის 24 დეკმებერს, თ–ში, გ–ს ქ. N..-ში მდებარე სანოტარო ბიუროში, ნოტარიუს ნ. ნ–თან, ლ. ო–სა და ი. ა–ას შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რის საფუძველზეც ლ. ო–მა ი. ა–ას, ი. ა–ეს და ნ. ჭ–ეს გადასცა ფულადი თანხა 15000 აშშ დოლარი (40500 ლარის ეკვივალენტი), იმ მიზნით, რომ ერთი წლის ვადით ეგირავებინა თ–ი, ვ–ი, წ–ს ქ. N ..-ში მდებარე, მე-.. სართულზე არსებული ბინა. თუმცა, რეალურად ი. ა–ას, ი. ა–ეს და ნ. ჭ–ეს ზემოაღნიშნული უძრავი ქონება არ ჰქონდათ საკუთრებაში, არამედ ჰქონდათ ნაქირავები ი. ნ–გან, რომელიც იყო აღნიშნული ბინის რეალური მესაკუთრე. მას შემდგომ, რაც 2023 წლის აგვისტოდან ი. ა–ამ, ნ. ჭ–ემ და ი. ა–ემ შეწყვიტეს ი. ნ–თვის ქირის თანხის გადახდა, ამ უკანასკნელმა ლ. ო–ი ბინიდან გამოასახლა, ხოლო ნ. ჭ–ემ, ი. ა–ამ და ი. ა–ემ ლ. ო–ისგან აღებული ფულადი თანხა 15000 აშშ დოლარის ოდენობით არ დააბრუნეს, რითაც მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლნენ ლ. ო–ის კუთვნილ ფულად თანხას 15000 აშშ დოლარს (40500 ლარის ეკვივალენტი), რის შედეგადაც ლ. ო–ს მიადგა დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი 40500 ლარი.
ი. ა–ას ქმედებები გამოიხატა შემდეგით:
ზემოაღნიშნული სქემის გამოყენებით, 2021 წლის აგვისტოში, ი. ა–ემ და ი. ა–ამ მოატყუეს თ. მ–ი, რომ ამ უკანასკნელს იპოთეკით დაეტვირთა თ–ი, წ–ს ქ. N..-ში, ს.კ. ........ მდებარე მისი კუთვნილი საცხოვრებელი ბინა, საიდანაც ნაწილ თანხას აიღებდნენ ორგანიზებული ჯგუფის წევრები და სესხის პროცენტის გადახდასაც თავად უზრუნველყოფდნენ. თ. მ–ი დათანხმდა მათ შემოთავაზებას. ზემოაღნიშნული მიზნით, 2021 წლის 18 აგვისტოს, თ–ი, გ–ს გამზირი N..-ში, თ. მ–სა და თ. ფ–ეს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება 6000 აშშ დოლარზე, რის საფუძველზეც იპოთეკით დაიტვირთა თ. მ–ის კუთვნილი უძრავი ქონება, მდებარე მისამართზე - თ–ი, ....ის ქ. N..-ში ს.კ. ............. მიღებული თანხიდან თ. მ–მა აიღო 3000 აშშ დოლარი, ხოლო დარჩენილი 3000 აშშ დოლარი გადაეცა ი. ა–ეს და ი. ა–ას, რომლებიც მათივე თქმით უზრუნველყოფდნენ პროცენტის გადახდასაც. თუმცა ი. ა–ამ და ი. ა–ემ არც ფულადი თანხა არ დააბრუნეს და არც სესხის ხელშეკრულების პროცენტის გადახდა არ უზრუნველყვეს, რითაც მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლნენ თ. მ–ის კუთვნილ ფულად თანხას 3000 აშშ დოლარს (9357,3 ლარის ეკვივალენტი), ხოლო თ. მ–მა ზემოაღნიშნული უძრავი ქონება დაკარგა. განხორციელებული ქმედების შედეგად თ. მ–ს მიადგა მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი 9357,3 ლარის ოდენობით.
ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა ზემოაღნიშნული სქემის მიხედვით მოატყუეს ზ. მ–ი, კერძოდ: 2022 წლის ნოემბრში, ზ. მ–ს ჰქონდა ვალი და ვალის დასაფარად სურდა სესხის ხელშეკრულების გაფორმება, რა საფუძვლითაც თ–ი, ..........ის ქუჩა N..-ში მდებარე საშუამავლო ოფისში გაიცნო ე.წ შუამავლები: თ. ზ–ი, ნ. ჭ–ე, ი. ა–ა და ი. ა–ე. ზემოაღნიშნულმა პირებმა განიზრახეს ზ. მ–ის კუთვნილი ფულადი თანხის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრება და მოატყუეს ეს უკანასკნელი, რომ თითქოს დაეხმარებოდნენ სესხის ხელშეკრულების გაფორმებაში და თანხის აღებაში, ხოლო სამაგიეროდ, მანამდე მათ დახმარებოდა ნ. ჭ–ისთვის საპროცესო შეთანხმების თანხის მოძიებაში, რადგანაც ამ უკანასკნელს ჰქონდა პრობლემები, მის ქონებას ედო ყადაღა, ხოლო საქმის დასრულების შემდეგ ნ. ჭ–ის ქონებებს მოეხსნებოდა ყადაღა და ზ. მ–ს მიღებულ თანხას უკან დაუბრუნებდნენ. ამის შემდეგ, ზ. მ–ს ააღებინებდნენ სესხს, ხოლო სესხის პროცენტების დაფარვას თავად შუამავლები უზრუნველყოფდნენ. ზ. მ–ი ენდო თ. ზ–ს, ნ. ჭ–ეს, ი. ა–ას და ი. ა–ეს და დათანხმდა მათ შემოთავაზებას. ზემოაღნიშნული მიზნით, 2022 წლის 8 ნოემბერს, თ–ი, ს–ს ქუჩა N..-ში მდებარე იუსტიციის სახლში, ზ. მ–სა და რ. ჭ–ეს შორის გაფორმდა უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება, გამოსყიდვის უფლებით. ნასყიდობის თანხად განისაზღვრა 9000 აშშ დოლარი, ხოლო სესხის თანხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა ზ. მ–ის კუთვნილი, თ–ი, ქ–ს N..-ში ს.კ. ............ მდებარე უძრავი ქონება. მიღებული 9000 აშშ დოლარი ზ. მ–მა გადასცა ნ. ჭ–ეს, ი. ა–ას, თ. ზ–ს და ი. ა–ეს. თუმცა ნ. ჭ–ემ, ი. ა–ამ, თ. ზ–მა და ი. ა–ემ არც ფულადი თანხა არ დააბრუნეს და არც სესხის ხელშეკრულების პროცენტის გადახდა არ უზრუნველყვეს, რითაც მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლნენ ზ. მ–ის კუთვნილ ფულად თანხას 9000 აშშ დოლარს (24606 ლარის ეკვივალენტი). განხორციელებული ქმედების შედეგად ზ. მ–ს მიადგა დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი 24606 ლარი.
ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა ზემოაღნიშნული სქემის გამოყენებით მოატყუეს ზ. მ–ი, კერძოდ, 2022 წლის ნოემბრში, თ. ზ–მა, ნ. ჭ–ემ, ი. ა–ამ და ი. ა–ემ მოატყუეს ზ. მ–ი, რომ დაეხმარებოდნენ სესხის ხელშეკრულების გაფორმებაში და გარკვეული თანხის მიღების სანაცვლოდ, სესხის ხელშეკრულების პროცენტების გადახდას თავად უზრუნველყოფდნენ. ზ. მ–ი ენდო თ. ზ–ს, ნ. ჭ–ეს, ი. ა–ას და ი. ა–ეს და დათანხმდა მათ შემოთავაზებას. 2022 წლის 25 ნოემბერს, თ–ი, კ–ს ქ. N.-ში მდებარე ი. ხ–ის სანოტარო ბიურიში, ნ. ჩ–ესა და ზ. მ–ს შორის გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება გამოსყიდვის უფლებით, რომლის საფუძველზე ზ. მ–მა ნ. ჩ–ეს მიჰყიდა მისი კუთვნილი უძრავი ქონება, მდებარე, თ–ს რ/ნი, სოფელი .... ს.კ. ....., 15260 აშშ დოლარად. შეთანხმებისამებრ, სესხის პროცენტის დაფარვა უნდა უზრუნველეყოთ შუამავლებს. აღნიშნული თანხიდან 17000 ლარი გადაეცა ზ. მ–ს მისი ვალის დასაფარად, მასვე დამატებით გადაეცა 1500 აშშ დოლარი, ხოლო დარჩენილი თანხა 7660 აშშ დოლარი აიღეს თ. ზ–მა, ნ. ჭ–ემ, ი. ა–ამ და ი. ა–ემ. თუმცა, ნ. ჭ–ემ, ი. ა–ამ, თ. ზ–მა და ი. ა–ემ არც ფულადი თანხა არ დააბრუნეს და არც სესხის ხელშეკრულების პროცენტის გადახდა არ უზრუნველყვეს, რითაც მოატყუბით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლნენ ზ. მ–ის კუთვნილ ფულად თანხას 7600 აშშ დოლარს (20771,622 ლარის ეკვივალენტი). განხორციელებული ქმედების შედეაგად ზ. მ-ს მიადგა დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი 20771,622 ლარი.
ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა ზემოაღნიშნული სქემის გამოყენებით, თ–ი, ..........ს ქ. N..-ში მდებარე საშუამავლო ოფისში მოატყუეს ქ. ა–ია, კერძოდ: ი. ა–ამ, ი. ა–ემ, ნ. ჭ–ემ და თ. ზ–მა განიზრახეს ქ. ა–იას კუთვნილი ფულადი თანხის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრება და მოატყუეს ეს უკანასკნელი, რომ თითქოს დაეხმარებოდნენ სესხის ხელშეკრულების გაფორმებაში და თანხის აღებაში, ხოლო სამაგიეროდ, მანამდე მათ დახმარებოდა ნ. ჭ–ისთვის საპროცესო შეთანხმების თანხის მოძიებაში, რადგანაც ამ უკანასკნელს ჰქონდა პრობლემები, მის ქონებას ედო ყადაღა, ხოლო საქმის დასრულების შემდგომ ნ. ჭ–ის ქონებებს მოეხსნებოდა ყადაღა და ქ. ა–ს მიღებულ თანხას უკან დაუბრუნებდნენ. ამის შემდეგ, ქ. ა–ს ააღებინებდნენ სესხს, ხოლო სესხის პროცენტების დაფარვას თავად შუამავლები უზურნველყოფდნენ. ქ. ა–ია ენდო ნ. ჭ–ეს, ი. ა–ას, თ. ზ–ს და ი. ა–ეს და დათანხმდა მათ შემოათავაზებას. ზემოაღნიშნული მიზნით, 2022 წლის 2 ნოემბერს, რ–ში, მ. ე–ის სანოტარო ბიუროში, ლ. ც–ესა და ქ. ა–ს შორის გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც იპოთეკით დაიტვირთა ქ. ა–იას კუთვნილი ზ–ს რაიონის სოფელ კ–ში მდებარე ბინა ს.კ. ........, ხოლო სესხის თანხად განისაზღვრა 10000 აშშ დოლარი. აღებული ფულადი თანხიდან 9000 აშშ დოლარი აიღო ნ. ხ–ემ (ჭულუხაძემ). თუმცა, ნ. ჭ–ემ, ი. ა–ამ, თ. ზ–მა და ი. ა–მ არც ფულადი თანხა არ დააბრუნეს და არც სესხის ხელშეკრულების პროცენტის გადახდა არ უზრუნველყვეს, რითაც მოატყუებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლნენ ქ. ა–იას კუთვნილ ფულად თანხას 9000 აშშ დოლარს (24908,4 ლარის ეკვივალენტი). განხორციელებული ქმედების შედეგად ქ. ა–ს მიადგა დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი 24908,4 ლარი.
2020 წლის 12 აგვისტოს, ი. ა–ამ და ს. ჩ–ემ მოატყუეს ქ. ა–ა, რომ სასწრაფოდ ესაჭიროებოდათ ფულადი თანხა, წინააღმდეგ შემთხვევაში დაიჭერდნენ და დახმარებოდა სესხის ხელშეკრულების გაფორმებაში უძრავი ქონების ჩადების გზით, ხოლო შემდგომ ქ. ა–იას ფულად თანხას დაუბრუნებდნენ და სესხის პროცენტებსაც გადაიხდიდნენ. ქ. ე. ენდო მათ და დათანხმდა შემოთავაზებას. ამავე დღეს, თ–ი, გ–ს ქ. N..-ში ნოტარიუს მ. დ-ს სანოტარო ბიუროში ნ. გ–სა და ქ. ა–იას შორის დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება გამოსყიდვის უფლებით, რომლის თანახმადაც ქ. ა–მ ნ. გ–სგან ისესხა 8700 დოლარი, საიდანაც 700 დოლარი წარმოადგენდა ორი თვის პროცენტს, ხოლო ქ. ა–ს ხელზე ეკუთვნოდა 8000 აშშ დოლარი. აღნიშნული სესხის ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით იპოთეკით დაიტვირთა ქ. ა–იას კუთვნილი ქალაქ თ–ში, სოფელ ტ–ში მდებარე 3900 კვ.მეტრი მიწის ნაკვეთიდან 900 კვ.მეტრი მიწის ნაკვეთი, ს.კ. ......... მიღებული 8000 აშშ დოლარიდან ქ. ა–ს ხელზე გადაეცა მხოლოდ 4400 აშშ დოლარი, ასევე ანაზღაურდა ნოტარიუსის ხარჯები 200 აშშ დოლარის ოდენობით, ხოლო დარჩენილი თანხა 3400 აშშ დოლარის ოდენობით აიღეს ი. ა–ამ და ს. ჩ–ემ. თუმცა ი. ა–ამ და ს. ჩ–ემ არც ფულადი თანხა არ დააბრუნეს და არც სესხის ხელშეკრულების პროცენტის გადახდა არ უზრუნველყვეს, რითაც მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლნენ ქ. ა–იას კუთვნილ ფულად თანხას 3400 აშშ დოლარს (10453,98 ლარის ეკვივალენტი). განხორციელებული ქმედების შედეგად ქ. ა–იას მიადგა დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი 10453,98 ლარი.
ზემოაღნიშნული სქემის გამოყენებით, 2022 წლის ნოემბერში, თ–ში, მ–ს ქუჩაზე, N..-თან მდებარე ე.წ. საშუამავალო ოფისში, ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა ნ. ჭ–ემ, ი. ა–ამ და ი. ა–ემ მოატყუეს ე. პ–ი, კერძოდ უთხრეს, რომ ფულადი თანხის გასესხების სანაცვლოდ შეძლებდა უძრავი ქონების იპოთეკით დატვირთვას, ხოლო თუკი გამსესხებელი ვერ უზრუნველყოფდა ფულადი თანხის დაბრუნებას, მისი თანხა დასახელებული უძრავი ქონებით იქნებოდა უზრუნველყოფილი. ე. პ–ი დათანხმდა მათ შემოთავაზებას, რის შემდეგაც 2022 წლის 19 ნოემბერს, ნ. ხ–მ, ი. ა–ამ და ი. ა–ემ ა. თ–თან ერთად ე. პ–ს აჩვენეს თ–ში, ო–ში, თ–ს ქუჩაზე N..-ში მდებარე უძრავი ქონება, როგორც სესხის ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად ჩასადები უძრავი ქონება, მაშინ როდესაც ისინი დასახელებული უძრავი ქონების სესხის ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად ჩადებას არ აპირებდნენ. უძრავი ქონების ნახვის შემდგომ, ე. პ–ი დათანხმდა სესხის ხელშეკრულების გაფორმებას. 2022 წლის 19 ნოემბერს, თ–ი, გამსახურდიას გამზ. N..-ში მდებარე მ. ლ–ის სანოტარო ბიუროში ე. პ–მა ნ. ხ–ეს ხელზე გადასცა 13000 აშშ დოლარი, ასევე გარკვეულ დოკუმენტებზე მოაწერინეს ხელი, რაც მისი რწმენით იყო დასახელებული უძრავი ქონების გირავნობის ხელშეკრულებები. თუმცა, რეალურად, შუამავლებმა ე. პ–ს ხელი მოაწერინეს უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულებაზე, რომლის თანახმადაც თითქოს ვინმე ი. ა–ასგან ე. პ–მა 8000 აშშ დოლარად შეიძინა უძრავი ქონება, მდებარე მ–ა წ–ი ს.კ. .......... ხოლო, თ–ში, ო–ში, თ–ს ქუჩაზე N..-ში მდებარე უძრავი ქონება სესხის ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად იპოთეკით არ დატვირთულა. განხორციელებული ქმედებით ნ. ჭ–ე, ი. ა–ა და ი. ა–ე მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლნენ ე. პ–ის კუთვნილ ფულად თანხას 13000 აშშ დოლარს (35344,4 ლარის ეკვივალენტი), რის შედეგადაც ამ უკანასკნელს მიადგა დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი 35344,4 ლარი.
ზემოაღნიშნული სქემის გამოყენებით ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა მოატყუეს ლ. შ–ე, კერძოდ: 2022 წლის 5 ნოემბერს, ნ. ჭ–ემ, ი. ა–ამ და ი. ა–ემ მოატყუეს ლ. შ–ე, რომ ნ. ჭ–ის საპროცესო შეთანხმებისთვის ესაჭიროებათ ფულადი თანხა და ამისთვის იპოთეკით დაეტვირთათ ლ. შ–ის კუთვნილი უძრავი ქონება, მდებარე ქ.თ–ი, ნ–ს ..-ლი მკ/რნ, კორპ-.., სხვენი სართული 44,05კვ.მ. ამასთან, ისინი ფულად თანხას მალევე დააბრუნებდნენ, ხოლო სესხის პროცენტების დაფარვას თავად შუამავლები უზრუნველყოფდნენ. ლ. შ–ე ენდო ნ. ჭ–ეს, ი. ა–ას და ი. ა–ეს და დათანხმდა მათ შემოთავაზებას. ზემოაღნიშნული მიზნით, 2022 წლის 5 ნოემბერს, თ–ში, პ–ს N..-ში მდებარე სანოტარო ბიუროში, ნოტარიუს მ. ლ–თან, ლ. შ–ესა და ჟ. ღ–ას შორის გაფორმდა უძრავი ქონების ნასყიდობის ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება გამოსყიდვის უფლებით, რის საფუძველზეც უძრავი ქონება მდებარე ქ.თ–ი, ნ–ს .. მკ/რნ, კორპ-.., სხვენი – სართული 44,05კვ.მ გადაფორმდა ჟ. ღ–ას სახელზე 6 თვის ვადით, ხოლო ნასყიდობის ხელშეკრულების თანხად განისაზღვრა 10000 აშშ დოლარი, რაც სრულად გადაეცა ნ. ხ–ეს. თუმცა, ნ. ჭ–ემ, ი. ა–ამ და ი. ა–ემ არც ფულადი თანხა არ დააბრუნეს და არც სესხის ხელშეკრულების პროცენტის გადახდა არ უზრუნველყვეს, რითაც მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლნენ ლ. შ–ის კუთვნილ ფულად თანხას 10000 აშშ დოლარს (27419 ლარის ეკვივალენტი). განხორციელებული ქმედების შედეგად ლ. შ–ეს მიადგა დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი 27419 ლარი.
ზემოაღნიშნული სქემის გამოყენებით ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა მოატყუეს ს. ბ–ე, კერძოდ: 2023 წლის მარტში, ი. ა–ამ მოატყუა ს. ბ–ე, რომ ამ უკანასკნელს შეეძლო მისი დანაზოგი – 10000 აშშ დოლარი გაესესხებინა უძრავი ქონების მყარი გარანტიით და მიეღო ქირის თანხა, უძრავი ქონების სახით კი შესთავაზა მიწის ნაკვეთი გ–ს მახლობლად, სადაც 1 კვ.მ. ღირდა 80 აშშ დოლარი. ს. ბ–ე ენდო ი. ა–ას და დათანხმდა მის შემოთავაზებას, ისე, რომ უძრავი ქონება არც კი ჰქონდა ნანახი, მაშინ, როდესაც უძრავი ქონება ი. ა–ას მიერ დასახელებული ღირებულების არ იყო. 2023 წლის 28 მარტს, თ–ში, პ–ს ქუჩაზე მდებარე სანოტარო ბიუროში, ნოტარიუს მ. ლ–თან, ს. ბ–ესა და ც. ტ–ის წარმომადგენელ დ. გ–ს შორის გაფორმდა გამოსყიდვის უფლებით უძრავი ნივთის ნასყიდობა N........., რომლის საფუძველზეც ს. ბ–ემ ც. ტ–ისგან გამოსყიდვის უფლებით 6 თვის ვადით 10000 აშშ დოლარად შეიძინა უძრავი ქონება მდებარე გორი, ადმინისტრაციული ძევერა ს.კ. ............ ფულადი თანხა 10000 აშშ დოლარის ოდენობით სრულად ხელზე გადაეცა ი. ა–ას. აღნიშნულის შემდეგ, დ. გ–მა ს. ბ–ეს არანაირი თანხა არ გადაუხადა, ხოლო შეძენილი მიწის ნაკვეთი არ აღმოჩნდა ი. ა–ას მიერ დასახელებული ღირებულების. განხორციელებული ქმედებით მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლნენ ს. ბ–ის კუთვნილ ფულად თანხას 10000 აშშ დოლარს (25754 ლარის ეკვივალენტი), რის შედეგადაც ამ უკანასკნელს მიადგა დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი 25754 ლარი.
ზემოაღნიშნული სქემის გამოყენებით ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა მოატყუეს ლ. ო–ი, კერძოდ: 2022 წლის დეკემბერში, თ–ი, კ.მ–ს ქ. N.. (....... მიმდებარედ) მდებარე საშუამავლო ოფისში ნ. ჭ–ემ, ი. ა–ამ და ი. ა–ემ მოატყუეს ლ. ო–ი, რომ ამ უკანასკნელს დაეხმარებოდნენ 15000 აშშ დოლარის გადახდის სანაცვლოდ თ–ი ვ–ი, წ–ს ქ. N...-ში მდებარე, მე-.. სართულზე არსებული ბინის დაგირავებაში, სადაც ლ. ო–ის ოჯახი იცხოვრებდა ერთი წლის განმავლობაში, ერთი წლის შემდეგ კი გადაცემული ფულადი თანხა ლ. ო–ს დაუბრუნდებოდა უკან. ლ. ო–ი ენდო ნ. ჭ–ეს, ი. ა–ას და ი. ა–ეს და დათანხმდა მათ შემოთავაზებას. ზემოაღნიშნული მიზნით, 2022 წლის 24 დეკემბერს, თ–ში, გ–ს ქ. N..-ში მდებარე სანოტარო ბიუროში, ნოტარიუს ნ. ნ–თან, ლ. ო–სა და ი. ა–ას შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რის საფუძველზეც ლ. ო–მა ი. ა–ას, ი. ა–ეს და ნ. ჭ–ეს გადასცა ფულადი თანხა 15000 აშშ დოლარი (40500 ლარის ეკვივალენტი), იმ მიზნით, რომ ერთი წლის ვადით ეგირავებინა თ–ი, ვ–ი, წ–ს ქ. N..-ში მდებარე, მე-.. სართულზე არსებული ბინა. თუმცა, რეალურად ი. ა–ას, ი. ა–ეს და ნ. ჭ–ეს ზემოაღნიშნული უძრავი ქონება არ ჰქონდათ საკუთრებაში, არამედ ჰქონდათ ნაქირავები ი. ნ–გან, რომელიც იყო აღნიშნული ბინის რეალური მესაკუთრე. მას შემდგომ, რაც 2023 წლის აგვისტოდან ი. ა–ამ, ნ. ჭ–ემ და ი. ა–ემ შეწყვიტეს ი. ნ–თვის ქირის თანხის გადახდა, ამ უკანასკნელმა ლ. ო–ი ბინიდან გამოასახლა, ხოლო ნ. ჭ–ემ, ი. ა–ამ და ი. ა–ემ ლ. ო–ისგან აღებული ფულადი თანხა 15000 აშშ დოლარი არ დააბრუნეს, რითაც მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლნენ ლ. ო–ის კუთვნილ ფულად თანხას 15000 აშშ დოლარს (40500 ლარის ეკვივალენტი), რის შედეგადაც ლ. ო–ს მიადგა დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი 40500 ლარი.
ნ. ჭ–ის ქმედებები გამოიხატა შემდეგით:
ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა ზემოაღნიშნული სქემის გამოყენებით მოატყუეს ზ. მ–ი, კერძოდ, 2022 წლის ნოემბერში, თ. ზ–მა, თ–ის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 8 ნოემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 19,180-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლევმა ნ. ჭ–ემ, ი. ა–ამ და ი. ა–ემ მოატყუეს ზ. მ–ი, რომ დაეხმარებოდნენ სესხის ხელშეკრულების გაფორმებაში და გარკვეული თანხის მიღების სანაცვლოდ, სესხის ხელშეკრულების პროცენტების გადახდას თავად უზრუნველყოფდნენ. ზ. მ–ი ენდო თ. ზ–ს, ნ. ჭ–ეს, ი. ა–ას და ი. ა–ეს და დათანხმდა მათ შემოთავაზებას. 2022 წლის 25 ნოემბერს, თ–ი, კ–ს ქ. N..-ში მდებარე ი. ხ–ის სანოტარო ბიურიში, ნ. ჩ–ესა და ზ. მ–ს შორის გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება გამოსყიდვის უფლებით, რომლის საფუძველზე ზ. მ–მა ნ. ჩ–ეს მიჰყიდა მისი კუთვნილი უძრავი ქონება, მდებარე, თ–ს რ/ნი, სოფელი ..... ს.კ. .........., 15260 აშშ დოლარად. შეთანხმებისამებრ, სესხის პროცენტის დაფარვა უნდა უზრუნველეყოთ შუამავლებს. აღნიშნული თანხიდან 17000 ლარი გადაეცა ზ. მ–ს მისი ვალის დასაფარად, მასვე დამატებით გადაეცა 1500 აშშ დოლარი, ხოლო დარჩენილი თანხა 7660 აშშ დოლარი აიღეს თ. ზ–მა, ნ. ჭ–ემ, ი. ა–ამ და ი. ა–ემ. თუმცა, ნ. ჭ–ემ, ი. ა–ამ, თ. ზ–მა და ი. ა–ემ არც ფულადი თანხა არ დააბრუნეს და არც სესხის ხელშეკრულების პროცენტის გადახდა არ უზრუნველყვეს, რითაც მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლნენ ზ. მ–ის კუთვნილ ფულად თანხას 7600 აშშ დოლარს (20771,622 ლარის ეკვივალენტი). განხორციელებული ქმედების შედეაგად ზ. მ–ს მიადგა დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი 20771,622 ლარი.
ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა ზემოაღნიშნული სქემის მიხედვით მოატყუეს ზ. მ–ი, კერძოდ: 2022 წლის ნოემბრში, ზ. მ–ს ჰქონდა ვალი და ვალის დასაფარად სურდა სესხის ხელშეკრულების გაფორმება, რა საფუძვლითაც თ–ი, კ.მ–ს ქუჩა №....-ში მდებარე საშუამავლო ოფისში გაიცნო ე.წ. შუამავლები: თ. ზ–ი, ნ. ჭ–ე, ი. ა–ა და ი. ა–ე. ზემოაღნიშნულმა პირებმა განიზრახეს ზ. მ–ის კუთვნილი ფულადი თანხის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრება და მოატყუეს ეს უკანასკნელი, რომ თითქოს დაეხმარებოდნენ სესხის ხელშეკრულების გაფორმებაში და თანხის აღებაში, ხოლო სამაგიეროდ, მანამდე მათ დახმარებოდა ნ. ჭ–ისთვის საპროცესო შეთანხმების თანხის მოძიებაში, რადგანაც ამ უკანასკნელს ჰქონდა პრობლემები, მის ქონებას ედო ყადაღა, ხოლო საქმის დასრულების შემდეგ ნ. ჭ–ის ქონებებს მოეხსნებოდა ყადაღა და ზ. მ–ს მიღებულ თანხას უკან დაუბრუნებდნენ. ამის შემდეგ, ზ. მ–ს ააღებინებდნენ სესხს, ხოლო სესხის პროცენტების დაფარვას თავად შუამავლები უზრუნველყოფდნენ. ზ. მ–ი ენდო თ. ზ–ს, ნ. ჭ–ეს, ი. ა–ას და ი. ა–ეს და დათანხმდა მათ შემოთავაზებას. ზემოაღნიშნული მიზნით, 2022 წლის 8 ნოემბერს, თ–ი, ს–ს ქუჩა N..-ში მდებარე .... ს სახლში, ზ. მ–სა და რ. ჭ–ეს შორის გაფორმდა უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება, გამოსყიდვის უფლებით. ნასყიდობის თანხად განისაზღვრა 9000 აშშ დოლარი, ხოლო სესხის თანხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა ზ. მ–ის კუთვნილი, თ–ი, ქ–ს N...-ში ს.კ. ............ მდებარე უძრავი ქონება. მიღებული 9000 აშშ დოლარი ზ. მ–მა გადასცა ნ. ჭ–ეს, ი. ა–ას, თ. ზ–ს და ი. ა–ეს. თუმცა ნ. ჭ–ემ, ი. ა–ამ, თ. ზ–მა და ი. ა–ემ არც ფულადი თანხა არ დააბრუნეს და არც სესხის ხელშეკრულების პროცენტის გადახდა არ უზრუნველყვეს, რითაც მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლნენ ზ. მ–ის კუთვნილ ფულად თანხას 9000 აშშ დოლარს (24606 ლარის ეკვივალენტი). განხორციელებული ქმედების შედეგად ზ. მ–ს მიადგა დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი 24606 ლარი.
ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა ზემოაღიშნული სქემის გამოყენებით, თ–ი, კ.მ–ს ქ. N..-ში მდებარე საშუამავლო ოფისში მოატყუეს ქ. ა–ია, კერძოდ: ი. ა–ამ, ი. ა–ემ, ნ. ჭ–ემ და თ. ზ–მა განიზრახეს ქ. ა–იას კუთვნილი ფულადი თანხის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრება და მოატყუეს ეს უკანასკნელი, რომ თითქოს დაეხმარებოდნენ სესხის ხელშეკრულების გაფორმებაში და თანხის აღებაში, ხოლო სამაგიეროდ, მანამდე მათ დახმარებოდა ნ. ჭ–ისთვის საპროცესო შეთანხმების თანხის მოძიებაში, რადგანაც ამ უკანასკნელს ჰქონდა პრობლემები, მის ქონებას ედო ყადაღა, ხოლო საქმის დასრულების შემდგომ ნ. ჭ–ის ქონებებს მოეხსნებოდა ყადაღა და ქ. ა–ს მიღებულ თანხას უკან დაუბრუნებდნენ. ამის შემდეგ, ქ. ა–იას ააღებინებდნენ სესხს, ხოლო სესხის პროცენტების დაფარვას თავად შუამავლები უზურნველყოფდნენ. ქ. ა–ია ენდო ნ. ჭ–ეს, ი. ა–ას, თ. ზ–ს და ი. ა–ეს და დათანხმდა მათ შემოთავაზებას. ზემოაღნიშნული მიზნით, 2022 წლის 2 ნოემბერს, რ–ში, მ. ე–ის სანოტარო ბიუროში, ლ. ც–ესა და ქ. ა–იას შორის გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც იპოთეკით დაიტვირთა ქ. ა–ს კუთვნილი ზ–ს რაიონის სოფელ კ–ში მდებარე ბინა სკ. 32.12.34.325, ხოლო სესხის თანხად განისაზღვრა 10000 აშშ დოლარი. აღებული ფულადი თანხიდან 9000 აშშ დოლარი აიღო ნ. ხ–ემ. თუმცა, ნ. ჭ–მ, ი. ა–ამ, თ. ზ–მა და ი. ა–ემ არც ფულადი თანხა არ დააბრუნეს და არც სესხის ხელშეკრულების პროცენტის გადახდა არ უზრუნველყვეს, რითაც მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლნენ ქ. ა–ს კუთვნილ ფულად თანხას 9000 აშშ დოლარს (24908,4 ლარის ეკვივალენტი). განხორციელებული ქმედების შედეგად ქ. ა–ს მიადგა დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი 24908,4 ლარი.
ზემოაღნიშნული სქემის გამოყენებით, 2022 წლის ნოემბრის თვეში, თ–ში, მ–ს ქუჩაზე, N..-თან მდებარე ე.წ. საშუამავალო ოფისში, ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა თ–ის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 8 ნოემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 19,180-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლევმა ნ. ჭ–ემ, ი. ა–ამ და ი. ა–მ მოატყუეს ე. პ–ი, კერძოდ უთხრეს, რომ ფულადი თანხის გასესხების სანაცვლოდ შეძლებდა უძრავი ქონების იპოთეკით დატვირთვას, ხოლო თუკი გამსესხებელი ვერ უზრუნველყოფდა ფულადი თანხის დაბრუნებას, მისი თანხა დასახელებული უძრავი ქონებით იქნებოდა უზრუნველყოფილი. ე. პ–ი დათანხმდა მათ შემოთავაზებას, რის შემდეგაც 2022 წლის 19 ნოემბერს, ნ. ხ–ემ, ი. ა–ამ და ი. ა–ემ ა. თ–თან ერთად ე. პ–ს აჩვენეს თ–ში, ო–ში, თ–ს ქუჩაზე N..-ში მდებარე უძრავი ქონება, როგორც სესხის ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად ჩასადები უძრავი ქონება, მაშინ როდესაც ისინი დასახელებული უძრავი ქონების სესხის ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად ჩადებას არ აპირებდნენ. უძრავი ქონების ნახვის შემდგომ, ე. პ–ი დათანხმა სესხის ხელშეკრულების გაფორმებას. 2022 წლის 19 ნოემბერს, თ–ი, გ–ს გამზ. N..ში მდებარე მ. ლ–ის სანოტარო ბიუროში ე. პ–მა ნ. ხ–ეს ხელზე გადასცა 13000 აშშ დოლარი, ასევე გარკვეულ დოკუმენტებზე მოაწერინეს ხელი, რაც მისი რწმენით იყო დასახელებული უძრავი ქონების გირავნობის ხელშეკრულებები. თუმცა, რეალურად, შუამავალებმა ე. პ–ს ხელი მოაწერინეს უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულებაზე, რომლის თანახმადაც თითქოს ვინმე ი. ა–ასგან ე. პ–მა 8000 აშშ დოლარად შეიძინა უძრავი ქონება, მდებარე მ–ა წ–ი ს.კ. 72.02.33.281. ხოლო, თ–ში, ო–ში, თ–ს ქუჩაზე N..-ში მდებარე უძრავი ქონება სესხის ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად იპოთეკით არ დატვირთულა. განხორციელებული ქმედებით ნ. ჭ–ე, ი. ა–ა და ი. ა–ე მოატყუებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლნენ ე. პ–ის კუთვნილ ფულად თანხას 13000 აშშ დოლარს (35344,4 ლარის ეკვივალენტი), რის შედეგადაც ამ უკანასკნელს მიადგა დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი 35344,4 ლარი.
ზემოაღნიშნული სქემის გამოყენებით ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა მოატყუეს ლ. შ–ე, კერძოდ: 2022 წლის 5 ნოემბერს, ნ. ჭ–ემ, ი. ა–ამ და ი. ა–ემ მოატყუეს ლ. შ–ე, რომ ნ. ჭ–ის საპროცესო შეთანხმებისთვის ესაჭიროებათ ფულადი თანხა და ამისთვის იპოთეკით დაეტვირთათ ლ. შ–ის კუთვნილი უძრავი ქონება, მდებარე თ–ი, ნ–ს ..-ლი მკ/რნ, კორპ-.., სხვენი-სართული 44,05კვ.მ. ამასთან, ისინი ფულად თანხას მალევე დააბრუნებდნენ, ხოლო სესხის პროცენტების დაფარვას თავად შუამავლები უზრუნველყოფდნენ. ლ. შ–ე ენდო ნ. ჭ–ეს, ი. ა–ას და ი. ა–ეს და დათანხმდა მათ შემოთავაზებას. ზემოაღნიშნული მიზნით, 2022 წლის 5 ნოემბერს, თ–ში, პ–ს N..-ში მდებარე სანოტარო ბიუროში, ნოტარიუს მ. ლ–თან, ლ. შ–ესა და ჟ. ღ–ას შორის გაფორმდა უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება გამოსყიდვის უფლებით, რის საფუძველზეც უძრავი ქონება მდებარე ქ.თ–ი, ნ–ს ..-ლი მკ/რნ, კორპ-.., სხვენი - სართული 44,05კვ.მ გადაფორმდა ჟ. ღ–ას სახელზე 6 თვის ვადით, ხოლო ნასყიდობის ხელშეკრულების თანხად განისაზღვრა 10000 აშშ დოლარი, რაც სრულად გადაეცა ნ. ხ–ეს. თუმცა, ნ. ჭ–ემ, ი. ა–ამ და ი. ა–ემ არც ფულადი თანხა არ დააბრუნეს და არც სესხის ხელშეკრულების პროცენტის გადახდა არ უზრუნველყვეს, რითაც მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლნენ ლ. შ–ის კუთვნილ ფულად თანხას 10000 აშშ დოლარს (27419 ლარის ეკვივალენტი). განხორციელებული ქმედების შედეგად ლ. შ–ეს მიადგა დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი 27419 ლარი.
ზემოაღნიშნული სქემის გამოყენებით ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა მოატყუეს ლ. ო–ი, კერძოდ: 2022 წლის დეკემბერში, თ–ი, კ.მ–ს ქ. N.. (........ კ.....ის მიმდებარედ) მდებარე საშუამავლო ოფისში ნ. ჭ–ემ, ი. ა–ამ და ი. ა–ემ მოატყუეს ლ. ო–ი, რომ ამ უკანასკნელს დაეხმარებოდნენ 15000 აშშ დოლარის გადახდის სანაცვლოდ თ–ი ვ–ი, წ–ს ქ. N..-ში მდებარე, მე-.. სართულზე არსებული ბინის დაგირავებაში, სადაც ლ. ო–ის ოჯახი იცხოვრებდა ერთი წლის განმავლობაში, ერთი წლის შემდეგ კი გადაცემული ფულადი თანხა ლ. ო–ს დაუბრუნდებოდა უკან. ლ. ო–ი ენდო ნ. ჭ–ეს, ი. ა–ას და ი. ა–ეს და დათანხმდა მათ შემოთავაზებას. ზემოაღნიშნული მიზნით, 2022 წლის 24 დეკემბერს, თ–ში, გ–ს ქ. N..-ში მდებარე სანოტარო ბიუროში, ნოტარიუს ნ. ნ–თან, ლ. ო–სა და ი. ა–ას შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რის საფუძველზეც ლ. ო–მა ი. ა–ას, ი. ა–ეს და ნ. ჭ–ეს გადასცა ფულადი თანხა 15000 აშშ დოლარის (40500 ლარის ეკვივალენტი) ოდენობით, იმ მიზნით, რომ ერთი წლის ვადით ეგირავებინა თ–ი, ვ–ი, ......ის ქ. N..-ში მდებარე, მე-.. სართულზე არსებული ბინა. თუმცა, რეალურად ი. ა–ას, ი. ა–ეს და ნ. ჭ–ეს ზემოაღნიშნული უძრავი ქონება არ ჰქონდათ საკუთრებაში, არამედ ჰქონდათ ნაქირავები ი. ნ–გან, რომელიც იყო აღნიშნული ბინის რეალური მესაკუთრე. მას შემდგომ, რაც 2023 წლის აგვისტოდან ი. ა–ამ, ნ. ჭ–ემ და ი. ა–ემ შეწყვიტეს ი. ნ–თვის ქირის თანხის გადახდა, ამ უკანასკნელმა ლ. ო–ი ბინიდან გამოასახლა, ხოლო ნ. ჭ–ემ, ი. ა–ამ და ი. ა–ემ ლ. ო–ისგან აღებული ფულადი თანხა 15000 აშშ დოლარის ოდენობით არ დააბრუნეს, რითაც მოტყუებით მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლნენ ლ. ო–ის კუთვნილ ფულად თანხას 15000 აშშ დოლარს (40500 ლარის ეკვივალენტი), რის შედეგადაც ლ. ო–ს მიადგა დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი 40500 ლარი.
2016 წლის აგვისტოს თვეში ნ. ჭ–ემ მოატყუა ხ. ბ–ი, რომ მისთვის გადაეცა ფულადი თანხა 14000 აშშ დოლარის ოდენობით, რასაც ნ. ჭ–ე ბიზნესში ჩადებდა და მიღებულ სარგებელს ხ. ბ–ს გადასცემდა. თუმცა, რეალურად ნ. ჭ–ე არანაირ ბიზნესს არ აწარმოებდა და განზრახული ჰქონდა ხ. ბ–ის კუთვნილი ფულადი თანხის მართლსაწინააღმდეგო დაუფლება. ხ. ბ–ი ენდო ნ. ჭ–ეს და დათანხმდა აღნიშნულ შემოთავაზებას. 2016 წლის 16 აგვისტოს, თ–ი, მ–ს ქუჩაზე მდებარე ნ. ჭ–ის ოფისში, ხ. ბ–მა ნ. ჭ–ეს ხელზე გადასცა ფულადი თანხა 14000 აშშ დოლარის ოდენობით, საიდანაც ნ. ჭ–ემ მაშინვე დაუბრუნა ფულადი თანხა 800 აშშ დოლარის ოდენობით, თითქოსდა პირველი თვის მოგების სახით, შემდეგ დამატებით გადასცა 800 აშშ დოლარი, ხოლო დანარჩენ ფულად თანხას 12400 აშშ დოლარის ოდენობით ნ. ჭ–ე დაეუფლა მართლსაწინააღმდეგოდ. თუმცა, ნ. ჭ–ეს მიღებული ფულადი თანხა არანაირ ბიზნესში არ ჩაუდია და მოატყუებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა ხ. ბ–ის კუთვნილ ფულად თანხას 12400 აშშ დოლარის (28958 ლარის ეკვივალენტი) ოდენობით. განხორციელებული ქმედების შედეგად ხ. ბ–ს მიადგა დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი 28958 ლარი.
თ. ზ–ის ქმედებები გამოიხატა შემდეგით:
ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა ზემოაღნიშნული სქემის მიხედვით მოატყუეს ზ. მ–ი, კერძოდ: 2022 წლის ნოემბრში, ზ. მ–ს ჰქონდა ვალი და ვალის დასაფარად სურდა სესხის ხელშეკრულების გაფორმება, რა საფუძვლითაც თ–ი, კ.მ–ს ქუჩა №....-ში მდებარე საშუმავლო ოფისში გაიცნო ე.წ. შუამავლები: თ. ზ–ი, ნ. ჭ–ე, ი. ა–ა და ი. ა–ე. ზემოაღნიშნულმა პირებმა განიზრახეს ზ. მ–ის კუთვნილი ფულადი თანხის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრება და მოატყუეს ეს უკანასკნელი, რომ თითქოს დაეხმარებოდნენ სესხის ხელშეკრულების გაფორმებაში და თანხის აღებაში, ხოლო სამაგიეროდ, მანამდე მათ დახმარებოდა ნ. ჭ–ისთვის საპროცესო შეთანხმების თანხის მოძიებაში, რადგანაც ამ უკანასკნელს ჰქონდა პრობლემები, მის ქონებას ედო ყადაღა, ხოლო საქმის დასრულების შემდეგ ნ. ჭ–ის ქონებებს მოეხსნებოდა ყადაღა და ზ. მ–ს მიღებულ თანხას უკან დაუბრუნებდნენ. ამის შემდეგ, ზ. მ–ს ააღებინებდნენ სესხს, ხოლო სესხის პროცენტების დაფარვას თავად შუამავლები უზრუნველყოფდნენ. ზ. მ–ი ენდო თ. ზ–ს, ნ. ჭ–ეს, ი. ა–ას და ი. ა–ეს და დათანხმდა მათ შემოთავაზებას. ზემოაღნიშნული მიზნით, 2022 წლის 8 ნოემბერს, თ–ი, ....ქუჩა N..-ში მდებარე იუსტიციის სახლში, ზ. მ–სა და რ. ჭ–ეს შორის გაფორმდა უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება, გამოსყიდვის უფლებით. ნასყიდობის თანხად განისაზღვრა 9000 აშშ დოლარი, ხოლო სესხის თანხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა ზ. მ–ის კუთვნილი, თ–ი, ქ–ს N..-ში ს.კ. .......... მდებარე უძრავი ქონება. მიღებული 9000 აშშ დოლარი ზ. მ–მა გადასცა ნ. ჭ–ეს, ი. ა–ას, თ. ზ–ს და ი. ა–ეს. თუმცა ნ. ჭ–ემ, ი. ა–ამ, თ. ზ–მა და ი. ა–ემ არც ფულადი თანხა არ დააბრუნეს და არც სესხის ხელშეკრულების პროცენტის გადახდა არ უზრუნველყვეს, რითაც მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაეუფლნენ ზ. მ–ის კუთვნილ ფულად თანხას 9000 აშშ დოლარს (24606 ლარის ეკვივალენტი). განხორციელებული ქმედების შედეგად ზ. მ–ს მიადგა დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი 24606 ლარი.
ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა ზემოაღნიშნული სქემის გამოყენებით მოატყუეს ზ. მ–ი, კერძოდ, 2022 წლის ნოემბრის თვეში, თ. ზ–მა, ნ. ჭ–ემ, ი. ა–ამ და ი. ა–ემ მოატყუეს ზ. მ–ი, რომ დაეხმარებოდნენ სესხის ხელშეკრულების გაფორმებაში და გარკვეული თანხის მიღების სანაცვლოდ, სესხის ხელშეკრულების პროცენტების გადახდას თავად უზრუნველყოფდნენ. ზ. მ–ი ენდო თ. ზ–ს, ნ. ჭ–ეს, ი. ა–ას და ი. ა–ეს და დათანხმდა მათ შემოათავაზებას. 2022 წლის 25 ნოემბერს, თ–ი, კ–ს ქ. N..-ში მდებარე ი. ხ–ის სანოტარო ბიურიში, ნ. ჩ–ესა და ზ. მ–ს შორის გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება გამოსყიდვის უფლებით, რომლის საფუძველზე ზ. მ–მა ნ. ჩ–ეს მიჰყიდა მისი კუთვნილი უძრავი ქონება, მდებარე, თ–ს რ-ნი, სოფელი ზემო .....ი ს.კ. ......, 15260 აშშ დოლარად. შეთანხმებისამებრ, სესხის პროცენტის დაფარვა უნდა უზრუნველეყოთ შუამავლებს. აღნიშნული თანხიდან 17000 ლარი გადაეცა ზ. მ–ს მისი ვალის დასაფარად, მასვე დამატებით გადაეცა 1500 აშშ დოლარი, ხოლო დარჩენილი თანხა 7660 აშშ დოლარი აიღეს თ. ზ–მა, ნ. ჭ–ემ, ი. ა–ამ და ი. ა–ემ. თუმცა, ნ. ჭ–ემ, ი. ა–ამ, თ. ზ–მა და ი. ა–ემ არც ფულადი თანხა არ დააბრუნეს და არც სესხის ხელშეკრულების პროცენტის გადახდა არ უზრუნველყვეს, რითაც მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლნენ ზ. მ–ის კუთვნილ ფულად თანხას 7600 აშშ დოლარს (20771,622 ლარის ეკვივალენტი). განხორციელებული ქმედების შედეაგად ზ. მ–ს მიადგა დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი 20771,622 ლარი.
ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა ზემოაღიშნული სქემის გამოყენებით, თ–ი, კ.მ–ს ქ. №....-ში მდებარე საშუამავლო ოფისში მოატყუეს ქ. ა–ია, კერძოდ: ი. ა–ამ, ი. ა–ემ, ნ. ჭ–ემ და თ. ზ–მა განიზრახეს ქ. ა–იას კუთვნილი ფულადი თანხის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრება და მოატყუეს ეს უკანასკნელი, რომ თითქოს დაეხმარებოდნენ სესხის ხელშეკრულების გაფორმებაში და თანხის აღებაში, ხოლო სამაგიეროდ, მანამდე მათ დახმარებოდა ნ. ჭ–ისთვის საპროცესო შეთანხმების თანხის მოძიებაში, რადგანაც ამ უკანასკნელს ჰქონდა პრობლემები, მის ქონებას ედო ყადაღა, ხოლო საქმის დასრულების შემდგომ ნ. ჭ–ის ქონებებს მოეხსნებოდა ყადაღა და ქ. ა–ს მიღებულ თანხას უკან დაუბრუნებდნენ. ამის შემდეგ, ქ. ა–იას ააღებინებდნენ სესხს, ხოლო სესხის პროცენტების დაფარვას თავად შუამავლები უზურნველყოფდნენ. ქ. ა–ია ენდო ნ. ჭ–ეს, ი. ა–ას, თ. ზ–ს და ი. ა–ეს და დათანხმდა მათ შემოათავაზებას. ზემოაღნიშნული მიზნით, 2022 წლის 2 ნოემბერს, რ–ში, მ. ე–ის სანოტარო ბიუროში, ლ. ც–ესა და ქ. ა–იას შორის გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც იპოთეკით დაიტვირთა ქ. ა–ს კუთვნილი ზ–ს რაიონის სოფელ კ–ში მდებარე ბინა, ს.კ.32.12.34.325, ხოლო სესხის თანხად განისაზღვრა 10000 აშშ დოლარი. აღებული ფულადი თანხიდან 9000 აშშ დოლარი აიღო ნ. ხ–ემ. თუმცა, ნ. ჭ–ემ, ი. ა–ამ, თ. ზ–მა და ი. ა–ემ არც ფულადი თანხა არ დააბრუნეს და არც სესხის ხელშეკრულების პროცენტის გადახდა არ უზრუნველყვეს, რითაც მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლნენ ქ. ა–იას კუთვნილ ფულად თანხას 9000 აშშ დოლარს (24908,4 ლარის ეკვივალენტი). განხორციელებული ქმედების შედეგად ქ. ა–ს მიადგა დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი 24908,4 ლარი.
2023 წლის იანვარში, თ. ზ–მა მოატყუა ქ. ა–ია, რომ სასწრაფოდ ესაჭიროებოდა ფულადი თანხა, წინააღმდეგ შემთხვევაში დაიჭერდნენ და დახმარებოდა სესხის ხელშეკრულების გაფორმებაში უძრავი ქონების ჩადების გზით, ხოლო შემდგომ ქ. ა–იას ფულად თანხას დაუბრუნებდა და სესხის პროცენტებსაც გადაიხდიდა. ქეთევან ედემია ენდო თ. ზ–ს და დათანხმდა მის შემოთავაზებას. 2023 წლის 6 იანვარს, თ–ი, გ–ში მდებარე ..... სახლში, ე. გ–ს და ქ. ა–იას შორის დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება გამოსყიდვის უფლებით, რომლის თანახმადაც ქ. ა–იამ ე. გ–სგან ისესხა 10000 აშშ დოლარი, საიდანაც 800 დოლარი წარმოადგენდა ორი თვის პროცენტს, 200 დოლარი რეესტრის მომსახურების საფასურს, ხოლო ქ. ა–იას ხელზე ეკუთვნოდა 9000 აშშ დოლარი. აღნიშნული სესხის ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით იპოთეკით დაიტვირთა ქ. ა–იას კუთვნილი ქალაქ თ–ში, სოფელ ტ–ში მდებარე 3900 კვ.მეტრი მიწის ნაკვეთიდან 800 კვ.მეტრი მიწის ნაკვეთი, ს.კ. 81.02.05.875. მიღებული 9000 აშშ დოლარიდან ქ. ა–იას ხელზე გადაეცა მხოლოდ 4000 აშშ დოლარი, ხოლო დარჩენილი თანხა 5000 აშშ დოლარის ოდენობით აიღო თ. ზ–მა. თუმცა თ. ზ–მა ქ. ა–იას არც ფულადი თანხა არ დაუბრუნა და არც სესხის ხელშეკრულების პროცენტის გადახდა არ უზრუნველყო, რითაც მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა ქ. ა–იას კუთვნილ ფულად თანხას 5000 აშშ დოლარს (13543 ლარის ეკვივალენტი). ქ. ა–მ დაკარგა დასახელებული უძრავი ქონება. განხორციელებული ქმედების შედეგად ქ. ა–იას მიადგა დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი 13543 ლარი.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
2.1. თ–ის საქალაქო სასამართლომ დაადგინა, რომ ი. ა–ამ, ნ. ჭ–ემ და ი. ა–ემ დაზარალებულების: ე. პ–ის და ლ. ო–ის მიმართ ჩაიდინეს თაღლითობა, რა დროსაც მოტყუებით დაეუფლნენ ბინის გირავნობის მოლოდინში მყოფი დაზარალებულების ფულად თანხებს. ხოლო მათ მიერ ბრალად წარდგენილი დანარჩენი ეპიზოდების ჩადენა სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად ვერ დადგინდა. ასევე ვერ დადასტურდა: თ. ზ–ისა და მ. ხ–ას მიერ ბრალად წარდგენილი დანაშაულების ჩადენა.
2.2. თ–ის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 27 თებერვლის განაჩენით:
ი. ა–ე გამართლდა საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში (დაზარალებულ თ. კ–ის ეპიზოდი).
ი. ა–ე გამართლდა საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში (დაზარალებულ თ. მ–ის ეპიზოდი).
ი. ა–ე გამართლდა საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში (დაზარალებულ ზ. მ–ის თ–ში, ქ–ს ქუჩა №...-ში მდებარე უძრავი ქონების ეპიზოდი) .
ი. ა–ე გამართლდა საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში (დაზარალებულ ზ. მ–ის თ–ს რ/ნი, სოფელ ზემო .....ში მდებარე უძრავი ქონების ეპიზოდი) .
ი. ა–ე გამართლდა საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში (დაზარალებულ ქ. ა–ს ეპიზოდი).
ი. ა–ე გამართლდა საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში (დაზარალებულ ლ. შ–ს ეპიზოდი).
ი. ა–ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება (დაზარალებულ ე. პ–ის ეპიზოდი), გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტსა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტზე. ი. ა–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (დაზარალებულ ე. პ–ს ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 წლითა და 6 თვით. ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-4 მუხლის თანახმად, 1/5-ით შეუმცირდა დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლით.
ი. ა–ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება (დაზარალებულ ლ. ო–ის ეპიზოდი) გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტსა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე. ი. ა–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (დაზარალებულ ლ. ო–ის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 წლითა და 6 თვით. ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-4 მუხლის თანახმად 1/5-ით შეუმცირდა დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, თანაბარი სასჯელების დანიშვნისას ერთმა სასჯელმა შთანთქა მეორე და საბოლოოდ ი. ა–ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა სრულად შთანთქა თ–ის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 1 აგვისტოს განაჩენით დანიშნული დამატებითი და გადაუხდელი სასჯელი – ჯარიმა 5000 ლარი და საბოლოოდ, ი. ა–ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლით.
ი. ა–ა გამართლდა საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში (დაზარალებულ თ. მ–ის ეპიზოდი).
ი. ა–ია გამართლდა საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში (დაზარალებულ ზ. მ–ის ქ.თ–ში, ქ–ს ქუჩა N..-ში მდებარე უძრავი ქონების ეპიზოდი).
ი. ა–ა გამართლდა საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში (დაზარალებულ ზ. მ–ის თ–ს რ/ნი, სოფელ ზემო .....ში მდებარე უძრავი ქონების ეპიზოდი).
ი. ა–ია გამართლდა საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში (დაზარალებულ ქ. ა–ს ზ–ს რაიონი, სოფელ კ–ში მდებარე უძრავი ქონების ეპიზოდი).
ი. ა–ია გამართლდა საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში (დაზარალებულ ქ. ა–ს თ–ში, სოფელ ტ–ში მდებარე მიწის ნაკვეთის ეპიზოდი).
ი. ა–ა გამართლდა საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში (დაზარალებულ ლ. შ–ის ეპიზოდი).
ი. ა–ა გამართლდა საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში (დაზარალებულ ს. ბ–ის ეპიზოდი).
ი. ა–ას მიმართ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება (დაზარალებულ ე. პ–ის ეპიზოდი), გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტსა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე. ი. ა–ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (დაზარალებულ ე. პ–ის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 წლითა და 6 თვით. ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-4 მუხლის თანახმად, 1/5-ით შეუმცირდა დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლით.
ი. ა–ას მიმართ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება (დაზარალებულ ლ. ო–ის ეპიზოდი) გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტსა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე. ი. ა–ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (დაზარალებულ ლ. ო–ის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 წლითა და 6 თვით. ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-4 მუხლის თანახმად, 1/5-ით შეუმცირდა დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, თანაბარი სასჯელების დანიშვნისას ერთმა სასჯელმა შთანთქა მეორე და საბოლოოდ ი. ა–ას სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლით.
ნ. ჭ–ე გამართლდა საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებითა და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში (დაზარალებულ ზ. მ–ის თ–ში, ქ–ს ქუჩა №...-ში მდებარე უძრავი ქონების ეპიზოდი).
ნ. ჭ–ე გამართლდა საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებითა და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში (დაზარალებულ ზ. მ–ის თ–ს რ/ნი, სოფელ ზემო .....ში მდებარე უძრავი ქონების ეპიზოდი).
ნ. ჭ–ე გამართლდა საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში (დაზარალებულ ქ. ა–ას ზ–ს რაიონი, სოფელ კ–ში მდებარე უძრავი ქონების ეპიზოდი).
ნ. ჭ–ე გამართლდა საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში (დაზარალებულ ლ. შ–ის ეპიზოდი).
ნ. ჭ–ე გამართლდა საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში (დაზარალებულ ხ. ბ–ის ეპიზოდი).
ნ. ჭ–ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებითა და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება (დაზარალებულ ე. პ–ის ეპიზოდი), გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტსა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებზე. ნ. ჭ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (დაზარალებულ ე. პ–ის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 წლითა და 6 თვით. ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-4 მუხლის თანახმად, 1/5-ით შეუმცირდა დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლით.
ნ. ჭ–ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება (დაზარალებულ ლ. ო–ის ეპიზოდი) გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტსა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებზე. ნ. ჭ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (დაზარალებულ ლ. ო–ის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 წლითა და 6 თვით. ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-4 მუხლის თანახმად, 1/5-ით შეუმცირდა დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, თანაბარი სასჯელების დანიშვნისას ერთმა სასჯელმა შთანთქა მეორე და საბოლოოდ, ნ. ჭ–ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლით.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდა თ–ის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 8 ნოემბრის განაჩენით განსაზღვრული პირობითი მსჯავრი. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა სრულად შთანთქა თ–ის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 8 ნოემბრის განაჩენით დანიშნული მოუხდელი ძირითადი და დამატებითი სასჯელები და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ნ. ჭ–ეს სასჯელის სახით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლით.
თ. ზ–ი გამართლდა საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში (დაზარალებულ ზ. მ–ის თ–ში, ქ–ს ქუჩა №...-ში მდებარე უძრავი ქონების ეპიზოდი).
თ. ზ–ი გამართლდა საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (დაზარალებულ ზ. მ–ის თ–ს რ/ნი, სოფელ ზემო .....ში მდებარე უძრავი ქონების ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში.
თ. ზ–ი გამართლდა საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში (დაზარალებულ ქ. ა–ს ზ–ს რაიონი, სოფელ კ–ში მდებარე უძრავი ქონების ეპიზოდი).
თ. ზ–ი გამართლდა საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში (დაზარალებულ ქ. ა–ს თ–ში, სოფელ ტ–ში მდებარე მიწის ნაკვეთის ეპიზოდი).
მ. ხ–ა გამართლდა საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში (დაზარალებულ ნ. მ–ის ეპიზოდი).
მ. ხ–ა გამართლდა საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში (დაზარალებულ ნ. მ–ის თ–ი, .........ს ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი ბინის ეპიზოდი ეპიზოდი).
მ. ხ–ა გამართლდა საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ბ“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში (დაზარალებულ ნ. მ–ის გ–ს რაიონი, სოფელ ქ–ში მდებარე უძრავი ქონების ეპიზოდი).
მ. ხ–ა გამართლდა საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში (დაზარალებულ თ. კ–ის ეპიზოდი).
მ. ხ–ა გამართლდა საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში (დაზარალებულ ლ. ჯ–ს ეპიზოდი).
2.3. თ–ის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 27 თებერვლის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნინო ჟვანიამ და მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ ი. ა–ის, ი. ა–ას, ნ. ჭ–ის, თ. ზ–ის და მ. ხ–ას დამნაშავედ ცნობა მათთვის ბრალად წარდგენილ ყველა ქმედებაში.
2.4. განაჩენი ასევე გაასაჩივრეს მსჯავრდებულ ი. ა–ას ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ვ. მ–მა, მსჯავრდებულ ი. ა–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა რ. მ–ემ და მსჯავრდებულმა ნ. ჭ–ემ, რომლებმაც მოითხოვეს მსჯავრდებულთა მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:
3.1. თ–ის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 28 ივლისის განაჩენით თბილისის ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნინო ჟვანიას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. მსჯავრდებულ ნ. ჭ–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. მსჯავრდებულ ი. ა–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის რ. მ–ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მსჯავრდებულ ი. ა–ას ინტერესების დამცველი ადვოკატის ვ. მ–ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. თ–ის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 27 თებერვლის განაჩენში შევიდა ცვლილება:
ი. ა–ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში (დაზარალებულ თ. კ–ის ეპიზოდი).
ი. ა–ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში (დაზარალებულ თ. მ–ის ეპიზოდი).
ი. ა–ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში (დაზარალებულ ზ. მ–ის ქ.თ–ში, ქ–ს ქუჩა №...-ში მდებარე უძრავი ქონების ეპიზოდი).
ი. ა–ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში (დაზარალებულ ზ. მ–ის თ–ს რ/ნი, სოფელ ზემო .....ში მდებარე უძრავი ქონების ეპიზოდი).
ი. ა–ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში (დაზარალებულ ქ. ა–ს ზ–ს რაიონი, სოფელ კ–ში მდებარე უძრავი ქონების ეპიზოდი).
ი. ა–ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში (დაზარალებულ ლ. შ–ის ეპიზოდი).
ი. ა–ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებითა და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება (დაზარალებულ ე. პ–ის ეპიზოდი), გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტსა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებზე.
ი. ა–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (დაზარალებულ ე. პ–ის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლით, 10 თვითა და 16 დღით. ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-4 მუხლის თანახმად, ი. ა–ეს 1/5-ით შეუმცირდა დანიშნული სასჯელი და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წლითა და 6 თვით.
ი. ა–ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება (დაზარალებულ ლ. ო–ის ეპიზოდი), გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტსა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე.
ი. ა–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (დაზარალებულ ლ. ო–ის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლით, 10 თვითა და 16 დღით. ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-4 მუხლის თანახმად, ი. ა–ეს 1/5-ით შეუმცირდა დანიშნული სასჯელი და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წლითა და 6 თვით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, ერთმა თანაბარმა სასჯელმა შთანთქა მეორე თანაბარი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით, ი. ა–ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წლითა და 6 თვით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა სრულად შთანთქა თ–ის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 1 აგვისტოს განაჩენით დანიშნული დამატებით სასჯელი – ჯარიმა 5000 ლარი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით ი. ა–ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წლითა და 6 თვით.
ი. ა–ა ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში (დაზარალებულ თ. მ–ის ეპიზოდი).
ი. ა–ა ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში (დაზარალებულ ზ. მ–ის ქ.თ–ში, ქ–ს ქუჩა №...-ში მდებარე უძრავი ქონების ეპიზოდი).
ი. ა–ა ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში (დაზარალებულ ზ. მ–ის თ–ს რ/ნი, სოფელ ზემო .....ში მდებარე უძრავი ქონების ეპიზოდი).
ი. ა–ა ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში (დაზარალებულ ქ. ა–ს ზ–ს რაიონი, სოფელ კ–ში მდებარე უძრავი ქონების ეპიზოდი).
ი. ა–ა ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში (დაზარალებულ ქ. ა–იას თ–ში, სოფელ ტ–ში მდებარე მიწის ნაკვეთის ეპიზოდი).
ი. ა–ა ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში (დაზარალებულ ლ. შ–ის ეპიზოდი).
ი. ა–ა ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში (დაზარალებულ ს. ბ–ის ეპიზოდი).
ი. ა–ას მიმართ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება (დაზარალებულ ე. პ–ის ეპიზოდი) გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტსა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე.
ი. ა–ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (დაზარალებულ ე. პ–ის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლითა და 3 თვით. ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-4 მუხლის თანახმად, ი. ა–ას 1/5-ით შეუმცირდა დანიშნული სასჯელი და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წლით.
ი. ა–ას მიმართ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება (დაზარალებულ ლ. ო–ის ეპიზოდი), გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტსა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე.
ი. ა–ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (დაზარალებულ ლ. ო–ის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლითა და 3 თვით. ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-4 მუხლის თანახმად, ი. ა–ას 1/5-ით შეუმცირდა დანიშნული სასჯელი და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წლით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, თანაბარი სასჯელების დანიშვნისას ერთმა სასჯელმა შთანთქა მეორე სასჯელი და საბოლოოდ, ი. ა–ას სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წლით.
ნ. ჭ–ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებითა და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში (დაზარალებულ ზ. მ–ის ქ.თ–ში, ქ–ს ქუჩა №...-ში მდებარე უძრავი ქონების ეპიზოდი).
ნ. ჭ–ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებითა და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში (დაზარალებულ ზ. მ–ის თ–ს რ/ნი, სოფელ ზემო .....ში მდებარე უძრავი ქონების ეპიზოდი).
ნ. ჭ–ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში (დაზარალებულ ქ. ა–იას ზ–ს რაიონი, სოფელ კ–ში მდებარე უძრავი ქონების ეპიზოდი).
ნ. ჭ–ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში (დაზარალებულ ლ. შ–ის ეპიზოდი).
ნ. ჭ–ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში (დაზარალებულ ხ. ბ–ის ეპიზოდი).
ნ. ჭ–ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებითა და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება (დაზარალებულ ე. პ–ის ეპიზოდი) გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტსა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებზე.
ნ. ჭ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (დაზარალებულ ე. პ–ის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 წლითა და 6 თვით. ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-4 მუხლის თანახმად, ნ. ჭ–ეს 1/5-ით შეუმცირდა დანიშნული სასჯელი და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლით.
ნ. ჭ–ის მიმართ სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება (დაზარალებულ ლ. ო–ის ეპიზოდი), გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტსა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებზე.
ნ. ჭ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (დაზარალებულ ლ. ო–ის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 წლითა და 6 თვით. ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-4 მუხლის თანახმად, ნ. ჭ–ეს 1/5-ით შეუმცირდა დანიშნული სასჯელი და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, ერთმა თანაბარმა სასჯელმა შთანთქა მეორე და ნ. ჭ–ეს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლით.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდა თ–ის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 8 ნოემბრის განაჩენით განსაზღვრული პირობითი მსჯავრი. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა სრულად შთანთქა თ–ის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 8 ნოემბრის განაჩენით დანიშნული მოუხდელი ძირითადი და დამატებითი სასჯელები და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ნ. ჭ–ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლით.
თ. ზ–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში (დაზარალებულ ზ. მ–ის თ–ში, ქ–ს ქუჩა №...-ში მდებარე უძრავი ქონების ეპიზოდი).
თ. ზ–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში (დაზარალებულ ზ. მ–ის თ–ს რ/ნი, სოფელ ზემო .....ში მდებარე უძრავი ქონების ეპიზოდი).
თ. ზ–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში (დაზარალებულ ქ. ა–ს ზ–ს რაიონი, სოფელ კ–ში მდებარე უძრავი ქონების ეპიზოდი).
თ. ზ–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში (დაზარალებულ ქ. ა–იას თ–ში, სოფელ ტ–ში მდებარე მიწის ნაკვეთის ეპიზოდი).
მ. ხ–ა ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში (დაზარალებულ ნ. მ–ის გ–ის რაიონი, სოფელ ქ–ში მდებარე უძრავი ქონების ეპიზოდი).
მ. ხ–ა ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში (დაზარალებულ ნ. მ–ის ქ.თ–ი, .........ის ქუჩაზე მდებარე ქონების ეპიზოდი).
მ. ხ–ა ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში (დაზარალებულ ნ. მ–ის გ–ს რაიონი, სოფელ ქ–ში მდებარე უძრავი ქონების ეპიზოდი).
მ. ხ–ა ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში (დაზარალებულ თ. კ–ის ეპიზოდი).
მ. ხ–ა ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში (დაზარალებულ ლ. ჯ–ს ეპიზოდი).
3.2. 2025 წლის 25 აგვისტოს, თ–ის ძველი თ–ის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნინო ჟვანიამ საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა და ი. ა–ის, ი. ა–ას, ნ. ჭ–ის, თ. ზ–ისა და მ. ხ–ას დამნაშავედ ცნობა მათთვის ბრალადწარდგენილი კვალიფიკაციით.
3.3. 2025 წლის 26 აგვისტოს, მსჯავრდებულ ი. ა–ას ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ვ. მ–მა საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ი. ა–ას მიმართ სასჯელის სახედ ჯარიმის დანიშვნა, ხოლო ალტერნატიულ მოთხოვნას წარმოადგენს ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე დანიშნული სასჯელის განახევრება.
4. კასატორთა არგუმენტები:
4.1. პროკურორის პოზიციით, სააპელაციო სასამართლოს განაჩენი უკანონო და დაუსაბუთებელია, ვინაიდან საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება ი. ა–ის, ი. ა–ას, ნ. ჭ–ის, თ. ზ–ისა და მ. ხ–ას მიერ მათთვის ბრალადწარდგენილი ქმედებების ჩადენა. პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაკითხული დაზარალებულების და მოწმეების ჩვენებებით, გამოკვლეული ხელშეკრულებებით, საჯარო რეესტრიდან ამოღებული დოკუმენტაციით და სხვა წერილობითი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ორგანიზებული ჯგუფის წევრების მიერ ადგილი ჰქონდა დაზარალებულთა მოტყუებას. კასატორის განმარტებით, სასამართლომ არასწორად დაადგინა, რომ ბრალდებულების მხრიდან არ გამოიკვეთა მოტყუების ელემენტი და, რომ ეს უკანასკნელნი დაზარალებულებთან იმყოფებოდნენ სასესხო ურთიერთობაში. კასატორის პოზიციით, თაღლითობას სამოქალაქო-სამართლებრივი ურთიერთობისგან განასხვავებს ის ფაქტი, რომ ქონების დაუფლებას წინ უძღვის მოტყუება, რაც მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში აშკარად არის გამოკვეთილი, რაც გამოიხატება ფულადი თანხის გადაცემაში გარკვეული სარგებლის მიღების წინაპირობით. სწორედ ამ სარგებლის მიღებით არიან მოტივირებულნი დაზარალებულები, როდესაც ტყუვდებიან და ბრალდებულად ცნობილ პირებს გადასცემენ ქონებას. შესაბამისად, ი. ა–ის, ი. ა–ას, ნ. ჭ–ის, თ. ზ–ის და მ. ხ–ას მიერ დანაშაულების ჩადენას ჰქონდა ორგანიზებული სახე და ისინი მსჯავრდებულნი უნდა იქნენ სწორედ ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი დანაშაულებისთვის.
4.2. მსჯავრდებულ ი. ა–ას ინტერესების დამცველის ადვოკატ ვ. მ–ის პოზიციით, სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას არ გაითვალისწინა ი. ა–ას მიერ დანაშაულის აღიარებისა და ზიანის ანაზღაურების ფაქტები და მას დაუნიშნა მკაცრი სასჯელი. დაცვის მხარეს მიაჩნია, რომ ი. ა–ასთვის სასჯელის სახედ ჯარიმის დანიშვნა იქნება სამართლიანი და კანონიერი, ხოლო ალტერნატიულ მოთხოვნას წარმოადგენს ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე დანიშნული სასჯელის განახევრება.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და მიაჩნია, რომ ისინი ვერ აკმაყოფილებენ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსსკ-ის) 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორები ვერ მიუთითებენ და ვერც ასაბუთებენ საკასაციო საჩივრების დასაშვებობის რომელიმე საფუძველს, რის გამოც, საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
5.2. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
5.3. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი. ამასთან, განსახილველი საქმე არ მოიცავს იმგვარ სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ კასატორის – სახელმწიფო ბრალმდებლის საკვანძო არგუმენტებს, რომლებიც დიდწილად გამეორებულია საკასაციო საჩივარში, ამომწურავი და დასაბუთებული პასუხები გასცა სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილებაში და მიუთითებს, რომ ზემდგომი ინსტანციის სასამართლოებს შეუძლიათ, დაეთანხმონ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001; Gorou v. Greece (No. 2) no.12686/03, §37, §41, ECtHR,20/03/2009). თუ საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, ძალიან მცირე დასაბუთებაც საკმარისია კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნების დაკმაყოფილებისთვის (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: Kuparadze v. Georgia, no. 30743/09, §76, ECtHR, 21/09/2017; Marini v. Albania, no. 3738/02, §106, ECtHR, 18/12/2007).
5.4. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება ბრალდების მხარის არგუმენტებს, რომელთა მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონოა, სასამართლომ არასრულფასოვნად შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებები, ვინაიდან, ერთი მხრივ, გადაწყვეტილება გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, ხოლო, მეორე მხრივ, განაჩენში ნათლად არის მითითებული იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც სარწმუნოდ დადგინდა ი. ა–ას, ნ. ჭ–ის და ი. ა–ის მიერ დაზარალებულების – ე. პ–ისა და ლ. ო–ის მიმართ თაღლითობების ჩადენა. ხოლო მათ მიერ ბრალად წარდგენილი დანარჩენი ეპიზოდების ჩადენა სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად ვერ დადგინდა. ასევე ვერ დადასტურდა: თ. ზ–ისა და მ. ხ–ას მიერ ბრალად წარდგენილი დანაშაულების ჩადენა. აღნიშნულის საპირისპიროს მტკიცება არ გამომდინარეობს ურთიერთშეჯერებული და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობიდან.
5.5. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლზე და მიუთითებს, რომ აღნიშნული მუხლი დასჯად ქმედებად მიიჩნევს მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სხვისი ნივთის დაუფლებას მოტყუებით. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ თაღლითობის თავისებურება გამოხატულია მისი ჩადენის ხერხში; „ქონებრივი სარგებლის მიღება (ქონების დაუფლება ან ქონებაზე უფლების მოპოვება) უნდა განხორციელდეს მოტყუებით. შესაბამისად, არ არის საკმარისი მხოლოდ მატერიალური სარგებლის მიღება, აუცილებელია დადგინდეს მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზანი და დანაშაულის სპეციალური ხერხით – დაზარალებულის მოტყუებით/ნდობის ბოროტად გამოყენებით – ჩადენა. მოტყუება, გულისხმობს ჭეშმარიტების განზრახ დამახინჯებას ან გარკვეულ გარემოებათა განზრახ დაფარვას ქონების მესაკუთრის შეცდომაში შეყვანის მიზნით (მაგალითად, წინასწარი შეცნობით ცრუ მონაცემების შეტყობინება ან იურიდიული მნიშვნელობის ფაქტების დაფარვა, რომლის შეტყობინება სავალდებულო იყო დაზარალებულისათვის)...“ ,,ქმედების საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლით კვალიფიკაციისთვის აუცილებელია რეალობის დამახინჯებულად მიწოდების მტკიცება“ (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს №698აპ-19 და №37აპ-23 განაჩენები).
5.6. საკასაციო სასამართლო კვლავ იმეორებს, რომ საკუთრების უფლება ექცევა, როგორც სამოქალაქოსამართლებრივი, ასევე სისხლისსამართლებრივი კანონმდებლობით დაცულ სფეროში. მათ შორის ზღვარის გავლებას კი, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება იმ კუთხით, რომ არც უდანაშაულო პირის მსჯავრდება მოხდეს და არც დამნაშავის ქმედებას მიეცეს იმგვარი არასწორი შეფასება, რომ მის მიერ ჩადენილი დანაშაული მიჩნეულ იქნეს მხოლოდ სამოქალაქოსამართლებრივი ვალდებულების დარღვევაში გამოვლენილ არაკეთილსინდისიერ საქციელად.
5.7. საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას დადგენილი გამამართლებელი განაჩენის დასაბუთების ნაწილში. სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა დაზარალებულთა უმეტესობამ განმარტა, რომ ბრალდებულებს თანხები გადასცეს ნებაყოფლობით, იმის გამო, რომ ისინი ზოგ შემთხვევაში დაჰპირდნენ გარკვეულ ბიზნესში თანხების ჩადებას და მათთვის სარგებლის მიცემას (ნ. მ–ის, თ. კ–ის, თ. მ–ის ეპიზოდები); რიგ შემთხვევაში დაზარალებულებს დაჰპირდნენ აღებული სესხის სანაცვლოდ პროცენტების გასტუმრებას (თ. მ–ის, ხ. ბ–ის, ლ. ჯ–ს ეპიზოდები) – რაც არ შეასრულეს. გარდა ამისა, დაზარალებულების: ზ. მ–ის, ლ. შ–ის და ქ. ა–იას შემთხვევაში ადგილი ჰქონდა შუამავლების მიერ გაწეული დახმარების სანაცვლოდ, კუთვნილი უძრავი ქონენების ნებაყოფლობით ჩადებას სესხის უზრუნველსაყოფად და ნდობის საფუძველზე, მათთვის თანხების ,,თხოვებას“, რაც აღარ დაუბრუნეს (მაგ. დაეხმარნენ ნ. ჭ–ეს და გადასცეს საპროცესო შეთანხმების გაფორმებისათვის საჭირო თანხა; ლ. შ–ემ .....ში მდებარე ფართი ,,ჩაუდო“ ზ. მ–ს, რადგან ენდობოდა მას, ზ. მ–მა კი აღებული თანხა, კვლავ ნდობის საფუძველზე გადასცა ნ. ჭ–ეს). დაზარალებულ ს. ბ–ის შემთხვევაში კი, გასესხებული თანხის უზრუნველსაყოფად ჩადებული მიწის ნაკვეთი არ აღმოჩნდა იმ ღირებულების, რაც ი. ა–ამ უთხრა. დაზარალებულებმა ასევე განმარტეს, რომ არ გადაუმოწმებიათ ბრალდებულთა მხრიდან ნათქვამის (მაგ. ბიზნესსაქმიანობის, მიწის ღირებულების და სხვა) ნამდვილობა, სიტყვაზე ენდნენ მათ და მისცეს ფულადი თანხები.
5.8. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ, ბრალის დასადასტურებლად სასამართლოში წარმოდგენილია მხოლოდ დაზარალებულების ჩვენებები. პალატის მიზანს არ წარმოადგენს რაიმე ფორმით მათ ჩვენებათა დისკრედიტაცია ან მათი არასანდოდ ქცევა, თუმცა, ამავდროულად, სასამართლოს ამოცანაა, შეაფასოს საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების უტყუარობა ერთობლიობით და ისე მიიღოს გადაწყვეტილება პირის დამნაშავეობა/უდანაშაულობის შესახებ. მოცემულ შემთხვევაში კი, სხვა პირდაპირი ხასიათის მტკიცებულება, რომელიც მიუთითებდა დანაშაულებრივი ხასიათის ქმედებების ჩადენას სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება; ხოლო იმისათვის, რათა თავიდან იქნეს აცილებული არსებითად უსამართლო და დაუსაბუთებელი განაჩენით პირის მსჯავრდება, სასამართლოსათვის აუცილებელია დამატებითი, ნეიტრალური მტკიცებულების არსებობა, რომელიც დაზარალებულის ნათქვამის სისწორეს დაადასტურებს.
5.9. საქმეზე დაკითხულ მოწმეთა უმეტესობა, ასევე გამოკვლეული წერილობითი მტკიცებულებები ადასტურებენ ფაქტებს, რომ ბრალდებულთა შუამავლობით, დაზარალებულებსა და მესამე პირებს შორის გაფორმდა სხვადასხვა სახის ხელშეკრულებები (ყიდვა-გაყიდვის ან სესხის), რაც არ არის სადავო და დადასტურებულია არაერთი წერილობითი მტკიცებულებით, მათ შორის ამოღებული ხელშეკრულებებით. რაც შეეხება ხელშეკრულებების გაფორმების პროცედურებს, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ დაზარალებულებად ცნობილი პირები იცნობდნენ ხელშეკრულების პირობებს, ხელშეკრულებები გაფორმებულია სანოტარო წესით და მათში დეტალურად არის აღწერილი მხარეთა შორის დადებული გარიგების შინაარსი, რასაც მხარეები გაეცნენ და ნებაყოფლობით მოაწერეს ხელი. სადავო არ არის ის გარემოებაც, რომ რიგ შემთხვევებში ბრალდებულად ცნობილი პირები ხელშეკრულებების გაფორმების პროცესში დაზარალებულებს უწევდნენ სხვადასხვა სახის დახმარებას, რაშიც იღებდნენ შესაბამის გასამრჯელოს ზეპირი გარიგების საფუძველზე. აღნიშნული ტიპის გარიგებას საქართველოს სამოქალაქო კოდექსი იცნობს როგორც სამაკლერო/შუამავლობის მომსახურებას და ამ ურთიერთობასთან დაკავშირებული საკითხები გაწერილია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-16 თავში. შესაბამისად, ნათელია, რომ მხარეები ერთმანეთთან იმყოფებოდნენ სამოქალაქო სამართლებრივ ურთიერთობაში. დაზარალებულებად ცნობილმა პირებმა იცოდნენ ყველა ის პირობა, რის საფუძველზეც ვალდებულებებით დატვირთეს თავიანთი ქონებები და აიღეს ფულადი თანხები. ამდენად, მხარეთა შორის ხელშეკრულებები გაფორმდა სამოქალაქო ნორმათა დაცვით და მათი სამართლებრივი ძალა ეჭვქვეშ არ დგას.
5.10. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ, სამართლის ნორმების სრული დაცვით შეაფასა წარმოდგენილი მტკიცებულბები, სწორად დაადგინა ფაქტები და მიიღო კანონიერი გადაწყვეტილება.
5.11. ამასთან, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ დაზარალებულთა დიდი ოდენობით თანხების მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოტყუებით დაუფლება განხორციელდა ორგანიზებული ჯგუფის შექმნის გზით.
5.12. საქართველოს სსკ-ის 27-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დანაშაული ორგანიზებული ჯგუფის მიერაა ჩადენილი, თუ იგი განახორციელა დროის განსაზღვრულ პერიოდში არსებულმა, შეთანხმებულად მოქმედმა, სტრუქტურული ფორმის მქონე ჯგუფმა, რომლის წევრები წინასწარ შეკავშირდნენ ერთი ან რამდენიმე დანაშაულის ჩასადენად. ამავე მუხლის შენიშვნის თანახმად, ამ მუხლის მესამე ნაწილის მიზნებისათვის, სტრუქტურული ფორმის მქონე ჯგუფად მიიჩნევა ჯგუფი, რომელიც არ არის შემთხვევით შექმნილი დანაშაულის დაუყოვნებლივ ჩასადენად და რომელშიც არ არის აუცილებელი, ფორმალურად იყოს განაწილებული როლები მის წევრთა შორის, წევრობას ჰქონდეს უწყვეტი ხასიათი ან ჩამოყალიბებული იყოს განვითარებული სტრუქტურა.
5.13. საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო პალატის მსჯელობას, რომ განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, არ დგინდება, რომ ქმედებები მყარი დანაშაულებრივი კავშირის მქონე, სტრუქტურული ფორმის ორგანიზებული ჯგუფის მიერ არის ჩადენილი, კერძოდ, არ ირკვევა, თუ როდის, ვის მიერ, რა ვითარებაში შეიქმნა ორგანიზებული ჯგუფი, ვინ ხელმძღვანელობდა მას, ქმედებების ჩადენამდე, რა გეგმა შეიმუშავეს ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა და რა ფორმით მოახდინეს ჯგუფის საქმიანობის შემდგომი ორგანიზება. ხოლო ერთ სამუშაო სივრცეში მყოფი შუამავლების მოქმედება, რომლებიც სამაკლერო საქმიანობას ეწევიან და თავიანთი სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე, ისედაც აქტიურ ურთიერთობაში იმყოფებიან როგორც მოქალაქეებთან, ასევე ერთმანეთთან არ შეიძლება შეფასდეს როგორც ორაგნიზებული ჯგუფის მოქმედება.
5.14. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ბრალდების მხარის საკასაციო საჩივრის საფუძვლიანი შემოწმებისა და საქმის მასალების გაცნობის შემდეგ, საკასაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ განსახილველ საქმეში არ იკვეთება ისეთი სამართლებრივი პრობლემა, რაც სამართლის განვითარებისათვის ახლებურ გადაწყვეტას საჭიროებს ან აქამდე დადგენილი სასამართლო პრაქტიკისგან განსხვავებულ სამართლებრივ მოცემულობას ქმნის. ამასთან, ბრალდების მხარის საკასაციო საჩივარი არ წარმოაჩენს ისეთ არსებით გარემოებებს, რაც სასამართლოებმა ყურადღების გარეშე დატოვეს ან სამართლებრივად სათანადოდ არ შეაფასეს.
5.15. რაც შეეხება დაცვის მხარის მოთხოვნას და მსჯავრდებულ ი. ა–ას მიმართ დანიშნულ სასჯელს – საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა სასჯელის დანიშვნისას გასათვალისწინებელი გარემოებები, ჩადენილი ქმედების ხასიათი და სიმძიმე, პირის ინდივიდუალური მახასიათებლები, ზიანის ანაზღაურების ფაქტი, სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი და საქართველოს სსკ-ის 39-ე, 53-ე და 59-ე მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებით, მას თავისუფლების აღკვეთის სახით კანონიერი და სამართლიანი სასჯელები განუსაზღვრა. მოცემულ შემთხვევაში, განსაზღვრული სასჯელები საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციის ფარგლებშია და საბოლოო სასჯელის განსაზღვრის წესი სრულად შეესაბამება როგორც საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მოთხოვნებს, ისე – საქმის ინდივიდუალურ გარემოებებს (ჩადენილი დანაშაულის ხასიათსა და მსჯავრდებულის პიროვნებას).
5.16. ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, დანიშნული სასჯელი უნდა გაუნახევრდეს განზრახი დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის არმქონე პირს, რომელმაც ჩაიდინა დანაშაული, რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის ... 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, თუ თითოეული დაზარალებული ამ კანონის აღსრულებისას გამოძიების ორგანოს ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს ამ პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია.
5.17. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მართალია ი. ა–ას სასჯელი დაენიშნა საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში, რაზეც წინაპირობების (განზრახი დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლობის არქონა და დაზარალებულის თანხმობა) არსებობისას, ვრცელდება ზემოხსენებული ამნისტიის კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შეღავათი, თუმცა ამ შემთხვევაში გასათვალისწინებელია, რომ მას მხოლოდ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის არ დანიშვნია სასჯელი, კერძოდ: მისთვის მსჯავრადშერაცხილი კვალიფიკაცია მოიაზრებს თაღლითობის ჩადენას წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით), რაზეც ამნისტიის კანონის პირველი-მე-3 მუხლების მოქმედება არ ვრცელდება. შესაბამისად, კანონმდებლის მოთხოვნიდან გამომდინარე, დაზარალებულის თანხმობის არსებობა/არარსებობის მიუხედევად, ი. ა–ას მიმართ დანიშნული ერთიანი სასჯელის მხედველობაში მიღებით, არ არსებობს ამნისტიის კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის გავრცელების საფუძველი.
5.18. თუმცა, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სახეზეა ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-4 მუხლით გათვალისწინებული შეღავათის გამოყენების წინაპირობა. კერძოდ, ერთი მეხუთედით უნდა შეუმცირდეს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი არასრულწლოვანს ან ქალ მსჯავრდებულს, რომელზედაც არ ვრცელდება ამ კანონის პირველი−მე-3 მუხლებით გათვალისწინებული ამნისტია და რომელსაც ამ კანონის მე-7 მუხლით განსაზღვრული დანაშაული არ ჩაუდენია.
5.19. შესაბამისად, აღნიშნული საფუძველიც ვერ გახდება საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძველი.
5.20. ამდენად, საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და მიაჩნია, რომ ისინი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი თბილისის ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნინო ჟვანიასა და მსჯავრდებულ ი. ა–ას ინტერესების დამცველის, ადვოკატ ვ. მ–ის საკასაციო საჩივრები;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნინო სანდოძე
მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი
ლევან თევზაძე