Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №827აპ-25 9 მარტი, 2026 წელი

მ–ე ვ., №827აპ-25 თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის

საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),

ნინო სანდოძე, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 30 ივნისის განაჩენზე მსჯავრდებულების – ვ. მ–ის, ლ. ქ–ს – და მათი ადვოკატის – პ. ბ–ის – საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. ვ. მ–ეს ბრალად ედებოდა:

· თაღლითობა, ესე იგი, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ-ის) 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (20 ეპიზოდი);

· თაღლითობა, ესე იგი, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (6 ეპიზოდი).

1.2. ლ. ქ–ს ბრალად ედებოდა:

· თაღლითობა, ესე იგი, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (16 ეპიზოდი);

· თაღლითობა, ესე იგი, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (4 ეპიზოდი).

1.3. რ. ლ–ს ბრალად ედებოდა:

· თაღლითობა, ესე იგი, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (4 ეპიზოდი);

· თაღლითობა, ესე იგი, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (2 ეპიზოდი).

1.4. ვ. მ–ის, ლ. ქ–ს და რ. ლ–ის ქმედება გამოიხატა შემდეგით:

1.4.1. 2020 წლის 3 აგვისტოს, შპს „მ–ე“ ვ. მ–ის მეუღლის – ლ. ქ–ს – მიერ დაფუძნდა. კომპანიის ოფისი მდებარეობდა თ–ში, ....., .....ქუჩის №.....-ში და მისი საქმიანობის სფერო მოიცავდა ინტერიერის დიზაინს, სხვადასხვა ავეჯის დამზადებას, აწყობასა და მონტაჟს. კომპანიას ფაქტობრივად ფლობდა და განკარგავდა ვ. მ–ე, რომელიც ოფიციალურად კომპანიის სარეკლამო მენეჯერის ფუნქციას ითავსებდა. ამავე კომპანიაში მენეჯერის პოზიციას იკავებდა ლ. ქ–. იგი ვ. მ–ესთან ერთად აქტიურად მონაწილეობდა საზოგადოების საქმიანობაში, მათ შორის, აკონტროლებდა კომპანიის ფინანსურ ტრანზაქციებს. ვ. მ–ემ და ლ. ქ–მ გადაწყვიტეს რა, მოტყუებით დაუფლებოდნენ მოქალაქეთა კუთვნილ თანხას, შპს „მ–ის“ სახელით დამკვეთებთან გააფორმეს შესაბამისი ხელშეკრულებები, არ უზრუნველყვეს ამ უკანასკნელთათვის სასურველი ავეჯის დამზადება და არც გადახდილი თანხა დაუბრუნეს მათ. კერძოდ: შპს „მ–ესა“ და თ. კ–ეს შორის შედგა შეთანხმება, რომ კომპანია ავეჯის დიზაინის შექმნას 190 ლარად უზრუნველყოფდა. .... წლის 10 ივნისს, დასახელებული თანხა თ. კ–ემ გადარიცხა კომპანიის ანგარიშზე. .... წლის 3 ივლისს, შპს „მ–ესა“ და თ. კ–ეს შორის დაიდო მომსახურების ხელშეკრულება, რომლის თანახმად, კომპანია დამკვეთისთვის სასურველი ავეჯის დამზადებას უზრუნველყოფდა 11300 ლარის სანაცვლოდ. შეთანხმდნენ, რომ, პირველ ეტაპზე, დამკვეთს ავეჯის ღირებულების 70% უნდა გადაეხადა, დარჩენილი 30% კი – ავეჯის მონტაჟის დაწყებამდე, არაუგვიანეს – ორი კალენდარული დღისა. იმავე დღეს, თ. კ–ემ კომპანიის წარმომადგენელს გადასცა ხელშეკრულებით განსაზღვრული თანხის 60% – 6780 ლარის ოდენობით, ხოლო .... წლის 12 ნოემბერს – დარჩენილი 40%, 4100 ლარი. ვ. მ–ისა და ლ. ქ–ს ქმედების შედეგად, თ. კ–ეს მიადგა 11070 ლარის, დიდი ოდენობით ზიანი.

1.4.2. 2020 წლის 3 აგვისტოს, შპს „მ–ე“ ვ. მ–ის მეუღლის – ლ. ქ–ს – მიერ დაფუძნდა. კომპანიის საქმიანობის სფერო მოიცავს ინტერიერის დიზაინს, სხვადასხვა ავეჯის დამზადებას, აწყობასა და მონტაჟს. კომპანიას ფაქტობრივად ფლობდა და განკარგავდა ვ. მ–ე, რომელიც, ოფიციალურად, კომპანიის სარეკლამო მენეჯერის ფუნქციას ითავსებდა. ამავე კომპანიაში მენეჯერის პოზიციას იკავებდა ლ. ქ–. იგი ვ. მ–ესთან ერთად აქტიურად მონაწილეობდა საზოგადოების საქმიანობაში, მათ შორის, აკონტროლებდა კომპანიის ფინანსურ ტრანზაქციებს. ვ. მ–ემ და ლ. ქ–მ გადაწყვიტეს რა, მოტყუებით დაუფლებოდნენ მოქალაქეთა კუთვნილ თანხას, შპს „მ–ის“ სახელით დამკვეთებთან გააფორმეს შესაბამისი ხელშეკრულებები, არ უზრუნველყვეს ამ უკანასკნელთათვის სასურველი ავეჯის დამზადება და არც გადახდილი თანხა დაუბრუნეს მათ. კერძოდ: შპს „მ–ესა“ და ლ. ქ–ეს შორის შედგა შეთანხმება, რომ კომპანია ავეჯის დიზაინის შექმნას 190 ლარად უზრუნველყოფდა. .... წლის 7 ივლისს, დასახელებული თანხა ლ. ქ–ის მითითებით, მისივე დისშვილის მეშვეობით, გადარიცხა კომპანიის ანგარიშზე. ასევე, მისი მითითებით, .... წლის 7 ივლისს, კომპანიის ანგარიშზე ჩარიცხულ იქნა თბილისის ფარგლებს გარეთ აზომვის ხარჯი – 40 ლარი. .... წლის 5 ივლისს, შპს „მ–ესა“ და ლ. ქ–ეს შორის დაიდო მომსახურების ხელშეკრულება, რომლის თანახმად, კომპანია დამკვეთისთვის სასურველი ავეჯის დამზადებას უზრუნველყოფდა 13687 ლარის სანაცვლოდ. შეთანხმდნენ, რომ, ვინაიდან ლ. ქ–ე საქართველოს სახელმწიფოს ფარგლებს გარეთ მიემგზავრებოდა, ავეჯის სრული ღირებულება უნდა გადაეხადა. .... წლის 5 აგვისტოს, თ–ში, ....., ასმათის ქუჩაზე მდებარე კომპანიის ოფისში, ლ. ქ–ემ წარმომადგენელს პირადად გადასცა 13687 ლარი. ვ. მ–ისა და ლ. ქ–ს ქმედების შედეგად, ლ. ქ–ეს მიადგა 13917 ლარის, დიდი ოდენობით ზიანი.

1.4.3. 2020 წლის 3 აგვისტოს, შპს „მ–ე“ ვ. მ–ის მეუღლის – ლ. ქ–ს – მიერ დაფუძნდა. კომპანიის ოფისი მდებარეობდა თ–ში, ....., .....ქუჩის №.....-ში და მისი საქმიანობის სფერო მოიცავდა ინტერიერის დიზაინს, სხვადასხვა ავეჯის დამზადებას, აწყობასა და მონტაჟს. კომპანიას ფაქტობრივად ფლობდა და განკარგავდა ვ. მ–ე, რომელიც ოფიციალურად კომპანიის სარეკლამო მენეჯერის ფუნქციას ითავსებდა. ამავე კომპანიაში მენეჯერის პოზიციას იკავებდა ლ. ქ. იგი ვ. მ–ესთან ერთად აქტიურად მონაწილეობდა საზოგადოების საქმიანობაში, მათ შორის, აკონტროლებდა კომპანიის ფინანსურ ტრანზაქციებს. ვ. მ–ემ და ლ. ქ–მ გადაწყვიტეს რა, მოტყუებით დაუფლებოდნენ მოქალაქეთა კუთვნილ თანხას, შპს „მ–ის“ სახელით დამკვეთებთან გააფორმეს შესაბამისი ხელშეკრულებები, არ უზრუნველყვეს ამ უკანასკნელთათვის სასურველი ავეჯის დამზადება და არც გადახდილი თანხა დაუბრუნეს მათ. კერძოდ: შპს „მ–ესა“ და ი. წ–ს შორის შედგა შეთანხმება, რომ კომპანია ავეჯის დიზაინის შექმნას 960 ლარის სანაცვლოდ უზრუნველყოფდა. .... წლის 6 მარტს, დასახელებული თანხა ი. წ–მა გადარიცხა კომპანიის ანგარიშზე. .... წლის 26 აპრილს, შპს „მ–ესა“ და ი. წ–ს შორის დაიდო მომსახურების ხელშეკრულება, რომლის თანახმად, კომპანია დამკვეთისთვის სასურველი ავეჯის დამზადებას უზრუნველყოფდა 19172 ლარის სანაცვლოდ. შეთანხმდნენ, რომ, პირველ ეტაპზე, დამკვეთს ავეჯის ღირებულების 60% უნდა გადაეხადა, დარჩენილი 40% კი – ავეჯის მონტაჟის დაწყებამდე, არაუგვიანეს – ხუთი კალენდარული დღისა. .... წლის 28 აპრილს, ი. წ–მა ავეჯის ღირებულების 60% – 11503 ლარის ოდენობით გადარიცხა კომპანიის ანგარიშზე, ხოლო, .... წლის 22 ივნისს – დარჩენილი 40%, 6719 ლარი. ვ. მ–ის და ლ. ქ–ს ქმედების შედეგად, ი. წ–ს მიადგა 19172 ლარის, დიდი ოდენობით ზიანი.

1.4.4. 2020 წლის 3 აგვისტოს, შპს „მ–ე“ ვ. მ–ის მეუღლის – ლ. ქ–ს – მიერ დაფუძნდა. კომპანიის ოფისი მდებარეობდა თ–ში, ....., .....ქუჩის №.....-ში და მისი საქმიანობის სფერო მოიცავდა ინტერიერის დიზაინს, სხვადასხვა ავეჯის დამზადებას, აწყობასა და მონტაჟს. კომპანიას ფაქტობრივად ფლობდა და განკარგავდა ვ. მ–ე, რომელიც, ოფიციალურად, კომპანიის სარეკლამო მენეჯერის ფუნქციას ითავსებდა. ამავე კომპანიაში მენეჯერის პოზიციას იკავებდა ლ. ქ–, რომელიც, ვ. მ–ესთან ერთად აქტიურად მონაწილეობდა საზოგადოების საქმიანობაში, მათ შორის, აკონტროლებდა კომპანიის ფინანსურ ტრანზაქციებს. ვ. მ–ემ და ლ. ქ–მ გადაწყვიტეს რა, მოტყუებით დაუფლებოდნენ მოქალაქეთა კუთვნილ თანხას, შპს „მ–ის“ სახელით დამკვეთებთან გააფორმეს შესაბამისი ხელშეკრულებები, არ უზრუნველყვეს ამ უკანასკნელთათვის სასურველი ავეჯის დამზადება და არც გადახდილი თანხა დაუბრუნეს მათ. კერძოდ: შპს „მ–ესა“ და ზ. ტ–ს შორის შედგა შეთანხმება, რომ კომპანია ავეჯის დიზაინის შექმნას 380 ლარის სანაცვლოდ უზრუნველყოფდა. .... წლის 28 ივლისს, დასახელებული თანხა ზ. ტ–მა გადარიცხა კომპანიის ანგარიშზე. .... წლის 19 აგვისტოს, შპს „მ–ესა“ და ზ. ტ–ს შორის დაიდო მომსახურების ხელშეკრულება, რომლის თანახმად, კომპანია დამკვეთისთვის სასურველი ავეჯის დამზადებას უზრუნველყოფდა 33540 ლარის სანაცვლოდ. შეთანხმდნენ, რომ, პირველ ეტაპზე, დამკვეთს ავეჯის ღირებულების 70% უნდა გადაეხადა, 30% კი – მონტაჟამდე, არაუგვიანეს – თოთხმეტი კალენდარული დღისა. იმავე დღეს, ზ. ტ–მა ავეჯის ღირებულების 70% – 23348 ლარის ოდენობით პირადად გადასცა ვ. მ–ეს, ხოლო, .... წლის 3 ნოემბერს, კომპანიის ანგარიშზე გადარიცხა დარჩენილი თანხის 30% – 10061 ლარი. ვ. მ–ისა და ლ. ქ–ს ქმედების შედეგად, ზ. ტ–ს მიადგა 33919 ლარის, დიდი ოდენობით ზიანი.

1.4.5. 2020 წლის 3 აგვისტოს, შპს „მ–ე“ ვ. მ–ის მეუღლის – ლ. ქ–ს – მიერ დაფუძნდა. კომპანიის საქმიანობის სფერო მოიცავს ინტერიერის დიზაინს, სხვადასხვა ავეჯის დამზადებას, აწყობასა და მონტაჟს. კომპანიას ფაქტობრივად ფლობდა და განკარგავდა ვ. მ–ე, რომელიც ოფიციალურად კომპანიის სარეკლამო მენეჯერის ფუნქციას ითავსებდა. ამავე კომპანიაში მენეჯერის პოზიციას იკავებდა ლ. ქ–. იგი ვ. მ–ესთან ერთად, აქტიურად მონაწილეობდა საზოგადოების საქმიანობაში, მათ შორის, აკონტროლებდა კომპანიის ფინანსურ ტრანზაქციებს. ვ. მ–ემ და ლ. ქ–მ გადაწყვიტეს რა, მოტყუებით დაუფლებოდნენ მოქალაქეთა კუთვნილ თანხას, შპს „მ–ის“ სახელით დამკვეთებთან გააფორმეს შესაბამისი ხელშეკრულებები, არ უზრუნველყვეს ამ უკანასკნელთათვის სასურველი ავეჯის დამზადება და არც გადახდილი თანხა დაუბრუნეს მათ. კერძოდ: .... წლის 13 დეკემბერს, შპს „მ–ეს“ და ტ. ხ–ს შორის დაიდო მომსახურების ხელშეკრულება, რომლის თანახმად, კომპანია დამკვეთისთვის სასურველი ავეჯის დამზადებას, საბოლოო აზომვიდან 40 დღეში უზრუნველყოფდა – 23983 ლარის სანაცვლოდ. შეთანხმდნენ, რომ, პირველ ეტაპზე, დამკვეთს ავეჯის ღირებულების 55% უნდა გადაეხადა, ხოლო, დარჩენილი 45% – მონტაჟის დაწყებამდე, არაუგვიანეს – ოცი კალენდარული დღისა. იმავე დღეს, ტ. ხ–მა კომპანიის ანგარიშზე გადარიცხა ხელშეკრულებით განსაზღვრული თანხის 55% - 13190 ლარის ოდენობით, ხოლო, 2022 წლის 8 თებერვალს – 45%, 10793 ლარის ოდენობით. ვ. მ–ისა და ლ. ქ–ს ქმედების შედეგად, ტ. ხ–ს მიადგა 23983 ლარის, დიდი ოდენობით ზიანი.

1.4.6. 2020 წლის 3 აგვისტოს, შპს „მ–ე“ ვ. მ–ის მეუღლის – ლ. ქ–ს – მიერ დაფუძნდა. კომპანიის საქმიანობის სფერო მოიცავს ინტერიერის დიზაინს, სხვადასხვა ავეჯის დამზადებას, აწყობასა და მონტაჟს. კომპანიას ფაქტობრივად ფლობდა და განკარგავდა ვ. მ–ე, რომელიც ოფიციალურად კომპანიის სარეკლამო მენეჯერის ფუნქციას ითავსებდა. ამავე კომპანიაში მენეჯერის პოზიციას იკავებდა ლ. ქ–. იგი ვ. მ–ესთან ერთად, აქტიურად მონაწილეობდა საზოგადოების საქმიანობაში, მათ შორის, აკონტროლებდა კომპანიის ფინანსურ ტრანზაქციებს. ვ. მ–ემ და ლ. ქ–მ გადაწყვიტეს რა, მოტყუებით დაუფლებოდნენ მოქალაქეთა კუთვნილ თანხას, შპს „მ–ის“ სახელით დამკვეთებთან გააფორმეს შესაბამისი ხელშეკრულებები, არ უზრუნველყვეს ამ უკანასკნელთათვის სასურველი ავეჯის დამზადება და არც გადახდილი თანხა დაუბრუნეს მათ. კერძოდ: 2022 წლის 16 თებერვალს, შპს „მ–ესა“ და გ. შ–ეს შორის დაიდო დიზაინის შექმნის მომსახურების ხელშეკრულება. ხელშეკრულების თანახმად, კომპანია დიზაინის შექმნას 570 ლარის სანაცვლოდ უზრუნველყოფდა. დასახელებული თანხა გ. შ–ემ გადარიცხა კომპანიის ანგარიშზე. 2022 წლის 7 მარტს, შპს „მ–ესა“ და გ. შ–ეს შორის დაიდო მომსახურების ხელშეკრულება, რომლის თანახმად, კომპანია დამკვეთისთვის სასურველი ავეჯის დამზადებას უზრუნველყოფდა 19478 ლარის სანაცვლოდ. შეთანხმდნენ, რომ, პირველ ეტაპზე, დამკვეთს ავეჯის ღირებულების 70% უნდა გადაეხადა, დარჩენილი 30% კი – ავეჯის მონტაჟის დაწყებამდე. 2022 წლის 9 მარტს, გ. შ–ემ კომპანიის ანგარიშზე გადარიცხა ღირებულების 70% – 13634 ლარი, ხოლო, 2022 წლის 7 ივლისს, კომპანიის წარმომადგენლის ანგარიშზე გადარიცხა 30% – 5274 ლარის ოდენობით. მანვე, 2022 წლის 3 ივლისს, თბილისის ფარგლებს გარეთ აზომვის ხარჯი – 200 ლარის ოდენობით, გადარიცხა შპს „მ–ის“ ანგარიშზე. ვ. მ–ისა და ლ. ქ–ს ქმედების შედეგად, გ. შ–ეს მიადგა 19678 ლარის, დიდი ოდენობით ზიანი.

1.4.7. 2020 წლის 3 აგვისტოს, შპს „მ–ე“ ვ. მ–ის მეუღლის – ლ. ქ–ს – მიერ დაფუძნდა. კომპანიის ოფისი მდებარეობდა თ–ში, ....., .....ქუჩის №.....-ში და მისი საქმიანობის სფერო მოიცავდა ინტერიერის დიზაინს, სხვადასხვა ავეჯის დამზადებას, აწყობასა და მონტაჟს. კომპანიას ფაქტობრივად ფლობდა და განკარგავდა ვ. მ–ე, რომელიც ოფიციალურად კომპანიის სარეკლამო მენეჯერის ფუნქციას ითავსებდა. ამავე კომპანიაში მენეჯერის პოზიციას იკავებდა ლ. ქ–. იგი ვ. მ–ესთან ერთად აქტიურად მონაწილეობდა საზოგადოების საქმიანობაში, მათ შორის, აკონტროლებდა კომპანიის ფინანსურ ტრანზაქციებს. ვ. მ–ემ და ლ. ქ–მ გადაწყვიტეს რა, მოტყუებით დაუფლებოდნენ მოქალაქეთა კუთვნილ თანხას, შპს „მ–ის“ სახელით დამკვეთებთან გააფორმეს შესაბამისი ხელშეკრულებები, არ უზრუნველყვეს ამ უკანასკნელთათვის სასურველი ავეჯის დამზადება და არც გადახდილი თანხა დაუბრუნეს მათ. კერძოდ: შპს „მ–ესა“ და ე. ს–ეს შორის შედგა შეთანხმება, რომ კომპანია ავეჯის დიზაინის შექმნას 380 ლარად უზრუნველყოფდა. 2022 წლის 28 თებერვალს, დასახელებული თანხა ე. ს–ემ გადარიცხა კომპანიის ანგარიშზე. 2022 წლის 15 აპრილს, შპს „მ–ესა“ და ე. ს–ეს შორის დაიდო მომსახურების ხელშეკრულება, რომლის თანახმად, კომპანია დამკვეთისთვის სასურველი ავეჯის დამზადებას უზრუნველყოფდა 8500 ლარის სანაცვლოდ. შეთანხმდნენ, რომ, პირველ ეტაპზე, დამკვეთს ავეჯის ღირებულების 40% უნდა გადაეხადა, 50% – კონსტრუქციულ ნახაზზე მხარეთა შეთანხმებისას, 5% – მონტაჟამდე, არაუგვიანეს – თხუთმეტი კალენდარული დღისა, ხოლო, დარჩენილი 5% – სამუშაოს სრულად დასრულებიდან, არაუგვიანეს – ერთი კალენდარული დღის ვადაში. 2022 წლის 15 აპრილს, ე. ს–ემ კომპანიის მენეჯერის – ლ. ქ–ს – ანგარიშზე გადარიცხა 3400 ლარი, ხოლო, 4250 ლარი გადარიცხა კომპანიის წარმომადგენლის – გ. თ–ის – ანგარიშზე. ვ. მ–ის და ლ. ქ–ს ქმედების შედეგად, ე. ს–ეს მიადგა 8030 ლარის, მნიშვნელოვანი ზიანი.

1.4.8. 2020 წლის 3 აგვისტოს, შპს „მ–ე“ ვ. მ–ის მეუღლის – ლ. ქ–ს – მიერ დაფუძნდა. კომპანიის ოფისი მდებარეობდა თ–ში, ....., .....ქუჩის №.....-ში და მისი საქმიანობის სფერო მოიცავდა ინტერიერის დიზაინს, სხვადასხვა ავეჯის დამზადებას, აწყობასა და მონტაჟს. კომპანიას ფაქტობრივად ფლობდა და განკარგავდა ვ. მ–ე, რომელიც ოფიციალურად კომპანიის სარეკლამო მენეჯერის ფუნქციას ითავსებდა. ამავე კომპანიაში მენეჯერის პოზიციას იკავებდა ლ. ქ–. იგი ვ. მ–ესთან ერთად აქტიურად მონაწილეობდა საზოგადოების საქმიანობაში, მათ შორის, აკონტროლებდა კომპანიის ფინანსურ ტრანზაქციებს. ვ. მ–ემ და ლ. ქ–მ გადაწყვიტეს რა, მოტყუებით დაუფლებოდნენ მოქალაქეთა კუთვნილ თანხას, შპს „მ–ის“ სახელით, დამკვეთებთან გააფორმეს შესაბამისი ხელშეკრულებები, არ უზრუნველყვეს ამ უკანასკნელთათვის სასურველი ავეჯის დამზადება და არც გადახდილი თანხა დაუბრუნეს მათ. კერძოდ: შპს „მ–ესა“ და ლ. დ–ეს შორის შედგა შეთანხმება, რომ კომპანია ავეჯის დიზაინის შექმნას 1000 ლარად უზრუნველყოფდა. .... წლის 11 ნოემბერს, დასახელებული თანხა ლ. დ–ემ გადარიცხა კომპანიის ანგარიშზე. .... წლის 22 დეკემბერს, შპს „მ–ესა“ და ლ. დ–ეს შორის დაიდო მომსახურების ხელშეკრულება, რომლის თანახმად, კომპანია დამკვეთისთვის სასურველი ავეჯის დამზადებას უზრუნველყოფდა 37617 ლარის სანაცვლოდ. შეთანხმდნენ, რომ, პირველ ეტაპზე, დამკვეთს ავეჯის ღირებულების 55% უნდა გადაეხადა, დარჩენილი 45% კი – ავეჯის მონტაჟის დაწყებამდე, არაუგვიანეს – ჩვიდმეტი კალენდარული დღისა. .... წლის 22 დეკემბერსვე, ლ. დ–ემ ავეჯის ღირებულების 55% – 20689 ლარი გადარიცხა შპს „მ–ის“ ანგარიშზე. ვ. მ–ისა და ლ. ქ–ს ქმედების შედეგად, ლ. დ–ეს მიადგა 21689 ლარის, დიდი ოდენობით ზიანი.

1.4.9. 2020 წლის 3 აგვისტოს, შპს „მ–ე“ ვ. მ–ის მეუღლის – ლ. ქ–ს – მიერ დაფუძნდა. კომპანიის ოფისი მდებარეობდა თ–ში, ....., .....ქუჩის №.....-ში და მისი საქმიანობის სფერო მოიცავდა ინტერიერის დიზაინს, სხვადასხვა ავეჯის დამზადებას, აწყობასა და მონტაჟს. კომპანიას ფაქტობრივად ფლობდა და განკარგავდა ვ. მ–ე, რომელიც ოფიციალურად კომპანიის სარეკლამო მენეჯერის ფუნქციას ითავსებდა. ამავე კომპანიაში მენეჯერის პოზიციას იკავებდა ლ. ქ–. იგი ვ. მ–ესთან ერთად აქტიურად მონაწილეობდა საზოგადოების საქმიანობაში, მათ შორის, აკონტროლებდა კომპანიის ფინანსურ ტრანზაქციებს. ვ. მ–ემ და ლ. ქ–მ გადაწყვიტეს რა, მოტყუებით დაუფლებოდნენ მოქალაქეთა კუთვნილ თანხას, შპს „მ–ის“ სახელით დამკვეთებთან გააფორმეს შესაბამისი ხელშეკრულებები, არ უზრუნველყვეს ამ უკანასკნელთათვის სასურველი ავეჯის დამზადება და არც გადახდილი თანხა დაუბრუნეს მათ. კერძოდ: შპს „მ–ესა“ და ნ. დ–ეს შორის შედგა შეთანხმება, რომ კომპანია ავეჯის დიზაინის შექმნას უზრუნველყოფდა. .... წლის 11 ნოემბერს, დასახელებული თანხა ნ. დ–ემ გადარიცხა კომპანიის ანგარიშზე. .... წლის 5 ოქტომბერს, შპს „მ–ესა“ და ნ. დ–ეს შორის დაიდო მომსახურების ხელშეკრულება, რომლის თანახმად, კომპანია დამკვეთისთვის სასურველი ავეჯის დამზადებას უზრუნველყოფდა 55043 ლარის სანაცვლოდ. შეთანხმდნენ, რომ, პირველ ეტაპზე, დამკვეთს ავეჯის ღირებულების 50% უნდა გადაეხადა, დარჩენილი 50% კი – ავეჯის მონტაჟის დაწყებამდე, არაუგვიანეს – ოცი კალენდარული დღისა. 2022 წლის 6 იანვარს, ნ. დ–ემ ავეჯის ღირებულების 50% – 27521 ლარი გადარიცხა შპს „მ–ის“ ანგარიშზე, ხოლო, 2022 წლის 22 მარტს დარჩენილი – 27521 ლარი. ვ. მ–ისა და ლ. ქ–ს ქმედების შედეგად, ნ. დ–ეს მიადგა 55043 ლარის, დიდი ოდენობით ზიანი.

1.4.10. 2020 წლის 3 აგვისტოს, შპს „მ–ე“ ვ. მ–ის მეუღლის – ლ. ქ–ს – მიერ დაფუძნდა. კომპანიის ოფისი მდებარეობდა თ–ში, ....., .....ქუჩის №.....-ში და მისი საქმიანობის სფერო მოიცავდა ინტერიერის დიზაინს, სხვადასხვა ავეჯის დამზადებას, აწყობასა და მონტაჟს. კომპანიას ფაქტობრივად ფლობდა და განკარგავდა ვ. მ–ე, რომელიც ოფიციალურად კომპანიის სარეკლამო მენეჯერის ფუნქციას ითავსებდა. ამავე კომპანიაში მენეჯერის პოზიციას იკავებდა ლ. ქ–. იგი ვ. მ–ესთან ერთად აქტიურად მონაწილეობდა საზოგადოების საქმიანობაში, მათ შორის, აკონტროლებდა კომპანიის ფინანსურ ტრანზაქციებს. ვ. მ–ემ და ლ. ქ–მ გადაწყვიტეს რა, მოტყუებით დაუფლებოდნენ მოქალაქეთა კუთვნილ თანხას, შპს „მ–ის“ სახელით დამკვეთებთან გააფორმეს შესაბამისი ხელშეკრულებები, არ უზრუნველყვეს ამ უკანასკნელთათვის სასურველი ავეჯის დამზადება და არც გადახდილი თანხა დაუბრუნეს მათ. კერძოდ: შპს „მ–ესა“ და მ. მ–ს შორის შედგა შეთანხმება, რომ კომპანია ავეჯის დიზაინის შექმნას 190 ლარის სანაცვლოდ უზრუნველყოფდა. 2022 წლის 17 იანვარს, დასახელებული თანხა მ. მ–მა გადარიცხა კომპანიის ანგარიშზე. 2022 წლის 14 მარტს, შპს „მ–ესა“ და მ. მ–ს შორის დაიდო მომსახურების ხელშეკრულება, რომლის თანახმად, კომპანია დამკვეთისთვის სასურველი ავეჯის დამზადებას უზრუნველყოფდა 16374 ლარის სანაცვლოდ. შეთანხმდნენ, რომ, პირველ ეტაპზე, დამკვეთს ავეჯის ღირებულების 70% უნდა გადაეხადა, 25% კი – კონსტრუქციულ ნახაზზე შეთანხმებიდან, არაუგვიანეს – ორი კალენდარული დღისა, ხოლო დარჩენილი 5% – მონტაჟის დასრულებისთანავე. 2022 წლის 16 მარტს, მ. მ–მა 6460 ლარი გადარიცხა კომპანიის ანგარიშზე, ხოლო, 2022 წლის 7 ივლისს, მენეჯერს დ. ლ–ს გადასცა 5684 ლარი. ვ. მ–ისა და ლ. ქ–ს ქმედების შედეგად, მ. მ–ს მიადგა 12334 ლარის, დიდი ოდენობით ზიანი.

1.4.11. 2020 წლის 3 აგვისტოს, შპს „მ–ე“ ვ. მ–ის მეუღლის – ლ. ქ–ს – მიერ დაფუძნდა. კომპანიის ოფისი მდებარეობდა თ–ში, ....., .....ქუჩის №.....-ში და მისი საქმიანობის სფერო მოიცავდა ინტერიერის დიზაინს, სხვადასხვა ავეჯის დამზადებას, აწყობასა და მონტაჟს. კომპანიას ფაქტობრივად ფლობდა და განკარგავდა ვ. მ–ე, რომელიც ოფიციალურად კომპანიის სარეკლამო მენეჯერის ფუნქციას ითავსებდა. ამავე კომპანიაში მენეჯერის პოზიციას იკავებდა ლ. ქ–. იგი ვ. მ–ესთან ერთად აქტიურად მონაწილეობდა საზოგადოების საქმიანობაში, მათ შორის, აკონტროლებდა კომპანიის ფინანსურ ტრანზაქციებს. ვ. მ–ემ და ლ. ქ–მ გადაწყვიტეს რა, მოტყუებით დაუფლებოდნენ მოქალაქეთა კუთვნილ თანხას, შპს „მ–ის“ სახელით დამკვეთებთან გააფორმეს შესაბამისი ხელშეკრულებები, არ უზრუნველყვეს ამ უკანასკნელთათვის სასურველი ავეჯის დამზადება და არც გადახდილი თანხა დაუბრუნეს მათ. კერძოდ: შპს „მ–ესა“ და თ. ჯ–ს შორის შედგა შეთანხმება, რომ კომპანია ავეჯის დიზაინის შექმნას 650 ლარის სანაცვლოდ უზრუნველყოფდა, რაც, თ. ჯ–მა გადარიცხა კომპანიის ანგარიშზე. 2022 წლის 17 იანვარს, შპს „მ–ესა“ და თ. ჯ–ს შორის დაიდო მომსახურების ხელშეკრულება, რომლის თანახმად, კომპანია დამკვეთისთვის სასურველი ავეჯის დამზადებას უზრუნველყოფდა 20040 ლარის სანაცვლოდ. შეთანხმდნენ, რომ, პირველ ეტაპზე, დამკვეთს ავეჯის ღირებულების 50% უნდა გადაეხადა, 40% კი – მონტაჟის დაწყებამდე, არაუგვიანეს – თორმეტი კალენდარული დღისა, ხოლო, დარჩენილი 10% – მონტაჟის დასრულების შემდგომ. დამატებით შედგა შეთანხმება, რომ სამზარეულოს კარადისა და ტელევიზორის მაგიდის ავეჯს კომპანია თ. ჯ–ს 5000 ლარად დაუმზადებდა. 2022 წლის 18 იანვრიდან 22 მარტამდე შუალედში, თ. ჯ–ის მითითებით, ანა გურგენიძემ რამდენიმე ეტაპად გადარიცხა ავეჯის ღირებულება – 23340 ლარის ოდენობით. ვ. მ–ისა და ლ. ქ–ს ქმედების შედეგად, თ. ჯ–ს მიადგა 23340 ლარის, დიდი ოდენობით ზიანი.

1.4.12. 2020 წლის 3 აგვისტოს, შპს „მ–ე“ ვ. მ–ის მეუღლის – ლ. ქ–ს – მიერ დაფუძნდა. კომპანიის ოფისი მდებარეობდა თ–ში, .....ი, .....ქუჩის №.....-ში და მისი საქმიანობის სფერო მოიცავდა ინტერიერის დიზაინს, სხვადასხვა ავეჯის დამზადებას, აწყობასა და მონტაჟს. კომპანიას ფაქტობრივად ფლობდა და განკარგავდა ვ. მ–ე, რომელიც ოფიციალურად კომპანიის სარეკლამო მენეჯერის ფუნქციას ითავსებდა. ამავე კომპანიაში მენეჯერის პოზიციას იკავებდა ლ. ქ–. იგი ვ. მ–ესთან ერთად აქტიურად მონაწილეობდა საზოგადოების საქმიანობაში, მათ შორის, აკონტროლებდა კომპანიის ფინანსურ ტრანზაქციებს. ვ. მ–ემ და ლ. ქ–მ გადაწყვიტეს რა, მოტყუებით დაუფლებოდნენ მოქალაქეთა კუთვნილ თანხას, შპს „მ–ის“ სახელით დამკვეთებთან გააფორმეს შესაბამისი ხელშეკრულებები, არ უზრუნველყვეს ამ უკანასკნელთათვის სასურველი ავეჯის დამზადება და არც გადახდილი თანხა დაუბრუნეს მათ. კერძოდ: შპს „მ–ესა“ და ე. ქ–ეს შორის შედგა შეთანხმება, რომ კომპანია ავეჯის დიზაინის შექმნას 660 ლარის სანაცვლოდ უზრუნველყოფდა. 2022 წლის 2 თებერვალს, დასახელებული თანხა ე. ქ–ემ გადარიცხა კომპანიის ანგარიშზე. 2022 წლის 15 მარტს, შპს „მ–ესა“ და ე. ქ–ეს შორის, დაიდო მომსახურების ხელშეკრულება, რომლის თანახმად, კომპანია დამკვეთისთვის სასურველი ავეჯის დამზადებას უზრუნველყოფდა 32832 ლარის სანაცვლოდ. შეთანხმდნენ, რომ, პირველ ეტაპზე, დამკვეთს ავეჯის ღირებულების 50% უნდა გადაეხადა, 35% კი – კონსტრუქციულ ნახაზზე შეთანხმებიდან, არაუგვიანეს – ორი კალენდარული დღისა, ხოლო, დარჩენილი 20% – მონტაჟამდე, არაუგვიანეს – თხუთმეტი კალენდარული დღისა, ხოლო 5% – მონტაჟის დასრულებისთანავე. 2022 წლის 17 მარტს, ე. ქ–ემ ღირებულების 50% – 16416 ლარი გადარიცხა კომპანიის ანგარიშზე, ხოლო, 2022 წლის 29 აპრილს 35% – 10700 ლარის ოდენობით. მანვე 2022 წლის 3 სექტემბერს გადაიხადა ავეჯის მასალის, აწყობისა და მონტაჟის თანხა – 1307,07 ლარი. ვ. მ–ისა და ლ. ქ–ს ქმედების შედეგად, ე. ქ–ეს მიადგა 29083,07 ლარის, დიდი ოდენობით ზიანი.

1.4.13. 2020 წლის 3 აგვისტოს, შპს „მ–ე“ ვ. მ–ის მეუღლის – ლ. ქ–ს – მიერ დაფუძნდა. კომპანიის ოფისი მდებარეობდა თ–ში, ....., .....ქუჩის №.....-ში და მისი საქმიანობის სფერო მოიცავდა ინტერიერის დიზაინს, სხვადასხვა ავეჯის დამზადებას, აწყობასა და მონტაჟს. კომპანიას ფაქტობრივად ფლობდა და განკარგავდა ვ. მ–ე, რომელიც ოფიციალურად კომპანიის სარეკლამო მენეჯერის ფუნქციას ითავსებდა. ამავე კომპანიაში მენეჯერის პოზიციას იკავებდა ლ. ქ–. იგი ვ. მ–ესთან ერთად აქტიურად მონაწილეობდა საზოგადოების საქმიანობაში, მათ შორის, აკონტროლებდა კომპანიის ფინანსურ ტრანზაქციებს. ვ. მ–ემ და ლ. ქ–მ გადაწყვიტეს რა, მოტყუებით დაუფლებოდნენ მოქალაქეთა კუთვნილ თანხას, შპს „მ–ის“ სახელით დამკვეთებთან გააფორმეს შესაბამისი ხელშეკრულებები, არ უზრუნველყვეს ამ უკანასკნელთათვის სასურველი ავეჯის დამზადება და არც გადახდილი თანხა დაუბრუნეს მას. კერძოდ: შპს „მ–ესა“ და გ. ვ–ს შორის შედგა შეთანხმება, რომ კომპანია ავეჯის დიზაინის შექმნას 950 ლარის სანაცვლოდ უზრუნველყოფდა. 2022 წლის 12 იანვარს, დასახელებული თანხა გ. ვ–მა გადარიცხა კომპანიის ანგარიშზე. 2022 წლის 14 მარტს, შპს „მ–ესა“ და გ. ვ–ს შორის დაიდო მომსახურების ხელშეკრულება, რომლის თანახმად, კომპანია დამკვეთისთვის სასურველი ავეჯის დამზადებას უზრუნველყოფდა 23050 ლარის სანაცვლოდ. შეთანხმდნენ, რომ, პირველ ეტაპზე, დამკვეთს ავეჯის ღირებულების 70% უნდა გადაეხადა, 30% კი – კონსტრუქციულ ნახაზზე შეთანხმებიდან, არაუგვიანეს – ორი კალენდარული დღისა. იმავე დღეს, გ. ვ–მა 13050 ლარის ოდენობით პირადად გადასცა კომპანიის წარმომადგენლებს, ასევე, კომპანიის მენეჯერს 2022 წლის 27 აპრილს გადასცა – 7925 ლარი. ვ. მ–ისა და ლ. ქ–ს ქმედების შედეგად, გ. ვ–ს მიადგა 21925 ლარის, დიდი ოდენობით ზიანი.

1.4.14. 2020 წლის 3 აგვისტოს, შპს „მ–ე“ ვ. მ–ის მეუღლის – ლ. ქ–ს – მიერ დაფუძნდა. კომპანიის ოფისი მდებარეობდა თ–ში, ....., .....ქუჩის №.....-ში და მისი საქმიანობის სფერო მოიცავდა ინტერიერის დიზაინს, სხვადასხვა ავეჯის დამზადებას, აწყობასა და მონტაჟს. კომპანიას ფაქტობრივად ფლობდა და განკარგავდა ვ. მ–ე, რომელიც ოფიციალურად კომპანიის სარეკლამო მენეჯერის ფუნქციას ითავსებდა. ამავე კომპანიაში მენეჯერის პოზიციას იკავებდა ლ. ქ–. იგი ვ. მ–ესთან ერთად აქტიურად მონაწილეობდა საზოგადოების საქმიანობაში, მათ შორის, აკონტროლებდა კომპანიის ფინანსურ ტრანზაქციებს. ვ. მ–ემ და ლ. ქ–მ გადაწყვიტეს რა, მოტყუებით დაუფლებოდნენ მოქალაქეთა კუთვნილ თანხას, შპს „მ–ის“ სახელით დამკვეთებთან გააფორმეს შესაბამისი ხელშეკრულებები, არ უზრუნველყვეს ამ უკანასკნელთათვის სასურველი ავეჯის დამზადება და არც გადახდილი თანხა დაუბრუნეს მათ. კერძოდ: შპს „მ–ესა“ და რ. ხ–ს შორის შედგა შეთანხმება, რომ კომპანია ავეჯის დიზაინის შექმნას 190 ლარის სანაცვლოდ უზრუნველყოფდა. 2022 წლის 8 თებერვალს, დასახელებული თანხა რ. ხ–მა გადარიცხა კომპანიის ანგარიშზე. მანვე, 2022 წლის 19 იანვარს, კომპანიის ანგარიშზე გადარიცხა თბილისის ფარგლებს გარეთ აზომვის ხარჯები – 180 ლარის ოდენობით. 2022 წლის 25 მარტს, შპს „მ–ესა“ და რ. ხ–ს შორის დაიდო მომსახურების ხელშეკრულება, რომლის თანახმად, კომპანია დამკვეთისთვის სასურველი ავეჯის დამზადებას უზრუნველყოფდა 9200 ლარის სანაცვლოდ. შეთანხმდნენ, რომ, პირველ ეტაპზე, დამკვეთს ავეჯის ღირებულების 20% უნდა გადაეხადა, 70% – კონსტრუქციულ ნახაზზე შეთანხმებიდან, არაუგვიანეს – ორი კალენდარული დღისა, 5% – მონტაჟამდე, არაუგვიანეს – ოცი დღისა, ხოლო, დარჩენილი 5% – მონტაჟის დასრულებისთანავე. იმავე დღეს, რ. ხ–მა კომპანიის მენეჯერს გადასცა ღირებულების 20% – 1920 ლარის ოდენობით, ხოლო, 2022 წლის 22 ივნისს, კომპანიის წარმომადგენლის ანგარიშზე ჩარიცხა დარჩენილი – 7280 ლარი. ვ. მ–ისა და ლ. ქ–ს ქმედების შედეგად, რ. ხ–ს მიადგა 9570 ლარის, მნიშვნელოვანი ზიანი.

1.4.15. 2020 წლის 3 აგვისტოს, შპს „მ–ე“ ვ. მ–ის მეუღლის – ლ. ქ–ს – მიერ დაფუძნდა. კომპანიის ოფისი მდებარეობდა თ–ში, ....., .....ქუჩის №.....-ში და მისი საქმიანობის სფერო მოიცავდა ინტერიერის დიზაინს, სხვადასხვა ავეჯის დამზადებას, აწყობასა და მონტაჟს. კომპანიას ფაქტობრივად ფლობდა და განკარგავდა ვ. მ–ე, რომელიც ოფიციალურად კომპანიის სარეკლამო მენეჯერის ფუნქციას ითავსებდა. ამავე კომპანიაში მენეჯერის პოზიციას იკავებდა ლ. ქ–. იგი ვ. მ–ესთან ერთად აქტიურად მონაწილეობდა საზოგადოების საქმიანობაში, მათ შორის, აკონტროლებდა კომპანიის ფინანსურ ტრანზაქციებს. ვ. მ–ემ და ლ. ქ–მ გადაწყვიტეს რა, მოტყუებით დაუფლებოდნენ მოქალაქეთა კუთვნილ თანხას, შპს „მ–ის“ სახელით დამკვეთებთან გააფორმეს შესაბამისი ხელშეკრულებები, არ უზრუნველყვეს ამ უკანასკნელთათვის სასურველი ავეჯის დამზადება და არც გადახდილი თანხა დაუბრუნეს მათ. კერძოდ: შპს „მ–ესა“ და მ. ვ–ს შორის შედგა შეთანხმება, რომ კომპანია ავეჯის დიზაინის შექმნას 190 ლარის სანაცვლოდ უზრუნველყოფდა. .... წლის 31 აგვისტოს, დასახელებული თანხა მ. ვ–მ გადარიცხა კომპანიის ანგარიშზე. .... წლის 16 ნოემბერს, შპს „მ–ესა“ და მ. ვ–ს შორის დაიდო მომსახურების ხელშეკრულება, რომლის თანახმად, კომპანია დამკვეთისთვის სასურველი ავეჯის დამზადებას უზრუნველყოფდა 11790 ლარის სანაცვლოდ. შეთანხმდნენ, რომ, პირველ ეტაპზე, დამკვეთს ავეჯის ღირებულების 50% უნდა გადაეხადა, დარჩენილი 50% კი – მონტაჟის დაწყებამდე, არაუგვიანეს – თორმეტი კალენდარული დღისა. .... წლის 17 ნოემბერს და 2022 წლის 7 თებერვალს, მ. ვ–მ კომპანიის ანგარიშზე ორ ეტაპად ჩარიცხა .....95 ლარი. ვ. მ–ისა და ლ. ქ–ს ქმედების შედეგად, მ. ვ–ს მიადგა 11980 ლარის, დიდი ოდენობით ზიანი.

1.4.16. 2020 წლის 3 აგვისტოს, შპს „მ–ე“ ვ. მ–ის მეუღლის – ლ. ქ–ს – მიერ დაფუძნდა. კომპანიის ოფისი მდებარეობდა თ–ში, ....., .....ქუჩის №.....-ში და მისი საქმიანობის სფერო მოიცავდა ინტერიერის დიზაინს, სხვადასხვა ავეჯის დამზადებას, აწყობასა და მონტაჟს. კომპანიას ფაქტობრივად ფლობდა და განკარგავდა ვ. მ–ე, რომელიც ოფიციალურად კომპანიის სარეკლამო მენეჯერის ფუნქციას ითავსებდა. ამავე კომპანიაში მენეჯერის პოზიციას იკავებდა ლ. ქ–. იგი ვ. მ–ესთან ერთად აქტიურად მონაწილეობდა საზოგადოების საქმიანობაში, მათ შორის, აკონტროლებდა კომპანიის ფინანსურ ტრანზაქციებს. ვ. მ–ემ და ლ. ქ–მ გადაწყვიტეს რა, მოტყუებით დაუფლებოდნენ მოქალაქეთა კუთვნილ თანხას, შპს „მ–ის“ სახელით დამკვეთებთან გააფორმეს შესაბამისი ხელშეკრულებები, არ უზრუნველყვეს ამ უკანასკნელთათვის სასურველი ავეჯის დამზადება და არც გადახდილი თანხა დაუბრუნეს მათ. კერძოდ: შპს „მ–ესა“ და მ. ი–ს შორის შედგა შეთანხმება, რომ კომპანია ავეჯის დიზაინის შექმნას 650 ლარის სანაცვლოდ უზრუნველყოფდა, რაც მ. ი–ის მხრიდან შესრულდა. 2022 წლის 14 თებერვალს, შპს „მ–ესა“ და მ. ი–ს შორის დაიდო მომსახურების ხელშეკრულება, რომლის თანახმად, კომპანია დამკვეთისთვის სასურველი საძინებელი ოთახის ავეჯის დამზადებას უზრუნველყოფდა 14538 ლარის სანაცვლოდ. დასახელებული თანხიდან 10000 ლარი პირადად გადასცა კომპანიის წარმომადგენელს. კვლავ გაფორმდა მომსახურების ხელშეკრულება, რომლის თანახმად, სამზარეულოსა და კარადების დამზადებას კომპანია 22437 ლარის სანაცვლოდ უზრუნველყოფდა. 2022 წლის 14 თებერვალს, მ. ი–მა კომპანიის ანგარიშზე ჩარიცხა 10097 ლარი, 2022 წლის 4 მაისს კი კომპანიის დირექტორს პირადად გადასცა 15000 ლარი. ვ. მ–ისა და ლ. ქ–ს ქმედების შედეგად, მ. ი–ს მიადგა 35747 ლარის, დიდი ოდენობით ზიანი.

1.4.17. 2020 წლის 3 აგვისტოს, შპს „მ–ე“ ვ. მ–ის მეუღლის – ლ. ქ–ს – მიერ დაფუძნდა. კომპანიის ოფისი მდებარეობდა თ–ში, ....., .....ქუჩის №.....-ში და მისი საქმიანობის სფერო მოიცავდა ინტერიერის დიზაინს, სხვადასხვა ავეჯის დამზადებას, აწყობასა და მონტაჟს. კომპანიას ფაქტობრივად ფლობდა და განკარგავდა ვ. მ–ე, რომელიც ოფიციალურად კომპანიის სარეკლამო მენეჯერის ფუნქციას ითავსებდა. ამავე კომპანიაში მენეჯერის პოზიციას იკავებდა ლ. ქ–. იგი ვ. მ–ესთან ერთად აქტიურად მონაწილეობდა საზოგადოების საქმიანობაში, მათ შორის, აკონტროლებდა კომპანიის ფინანსურ ტრანზაქციებს. ვ. მ–ემ და ლ. ქ–მ გადაწყვიტეს რა, მოტყუებით დაუფლებოდნენ მოქალაქეთა კუთვნილ თანხას, შპს „მ–ის“ სახელით დამკვეთებთან გააფორმეს შესაბამისი ხელშეკრულებები, არ უზრუნველყვეს ამ უკანასკნელთათვის სასურველი ავეჯის დამზადება და არც გადახდილი თანხა დაუბრუნეს მათ. კერძოდ: შპს „მ–ესა“ და გ. ა–ს შორის შედგა შეთანხმება, რომ კომპანია ავეჯის დიზაინის შექმნას 700 ლარის სანაცვლოდ უზრუნველყოფდა, რაც, გ. ა–ის მხრიდან შესრულდა. 2022 წლის 4 აპრილს, შპს „მ–ესა“ და გ. ა–ს შორის დაიდო მომსახურების ხელშეკრულება, რომლის თანახმად, კომპანია დამკვეთისთვის სასურველი ავეჯის დამზადებას უზრუნველყოფდა 23198 ლარის სანაცვლოდ. შეთანხმდნენ, რომ, პირველ ეტაპზე, დამკვეთს ავეჯის ღირებულების 20% უნდა გადაეხადა, 70% – კონსტრუქციულ ნახაზზე შეთანხმებიდან, არაუგვიანეს – ორი კალენდარული დღისა, 5% – მონტაჟამდე, არაუგვიანეს – თხუთმეტი კალენდარული დღისა, ხოლო, დარჩენილი 5% – სამუშაოს დასრულებიდან, არაუგვიანეს – ერთი კალენდარული დღისა. 2022 წლის 2 აპრილს, გ. ა–მა ღირებულების 20% – 4639 ლარი ჩარიცხა ლ. ქ–ს ანგარიშზე, ხოლო, 2022 წლის მაისში კომპანიის წარმომადგენელს გადასცა 14650 ლარი. ვ. მ–ისა და ლ. ქ–ს ქმედების შედეგად, გ. ა–ს მიადგა 19989 ლარის, დიდი ოდენობით ზიანი.

1.4.18. 2020 წლის 3 აგვისტოს, შპს „მ–ე“ ვ. მ–ის მეუღლის – ლ. ქ–ს – მიერ დაფუძნდა. კომპანიის ოფისი მდებარეობდა თ–ში, ....., .....ქუჩის №.....-ში და მისი საქმიანობის სფერო მოიცავდა ინტერიერის დიზაინს, სხვადასხვა ავეჯის დამზადებას, აწყობასა და მონტაჟს. კომპანიას ფაქტობრივად ფლობდა და განკარგავდა ვ. მ–ე, რომელიც ოფიციალურად კომპანიის სარეკლამო მენეჯერის ფუნქციას ითავსებდა. ამავე კომპანიაში მენეჯერის პოზიციას იკავებდა ლ. ქ–. იგი ვ. მ–ესთან ერთად აქტიურად მონაწილეობდა საზოგადოების საქმიანობაში, მათ შორის, აკონტროლებდა კომპანიის ფინანსურ ტრანზაქციებს. ვ. მ–ემ და ლ. ქ–მ გადაწყვიტეს რა, მოტყუებით დაუფლებოდნენ მოქალაქეთა კუთვნილ თანხას, შპს „მ–ის“ სახელით დამკვეთებთან გააფორმეს შესაბამისი ხელშეკრულებები, არ უზრუნველყვეს ამ უკანასკნელთათვის სასურველი ავეჯის დამზადება და არც გადახდილი თანხა დაუბრუნეს მათ. კერძოდ: შპს „მ–ესა“ და ს. ო–ეს შორის შედგა შეთანხმება, რომ კომპანია ავეჯის დიზაინის შექმნას 760 ლარის სანაცვლოდ უზრუნველყოფდა, რაც, ს. ო–ის მხრიდან შესრულდა. 2022 წლის 11 თებერვალს, შპს „მ–ესა“ და ს. ო–ეს შორის დაიდო მომსახურების ხელშეკრულება, რომლის თანახმად, კომპანია დამკვეთისთვის სასურველი ავეჯის დამზადებას უზრუნველყოფდა 11939 ლარის სანაცვლოდ. შეთანხმდნენ, რომ, პირველ ეტაპზე, დამკვეთს ავეჯის ღირებულების 45% უნდა გადაეხადა, ხოლო 55% – მონტაჟის დაწყებამდე, არაუგვიანეს – თხუთმეტი კალენდარული დღისა. 2022 წლის 14 თებერვალს, ს. ო–ემ 5372 ლარი გადარიცხა კომპანიის ანგარიშზე, ხოლო, 2022 წლის 6 ივლისს, კომპანიის დირექტორს პირადად გადასცა 5000 ლარი. ვ. მ–ისა და ლ. ქ–ს ქმედების შედეგად, ს. ო–ეს მიადგა 11132 ლარის, დიდი ოდენობით ზიანი.

1.4.19. 2020 წლის 3 აგვისტოს, შპს „მ–ე“ ვ. მ–ის მეუღლის – ლ. ქ–ს – მიერ დაფუძნდა. კომპანიის ოფისი მდებარეობდა თ–ში, ....., .....ქუჩის №.....-ში და მისი საქმიანობის სფერო მოიცავდა ინტერიერის დიზაინს, სხვადასხვა ავეჯის დამზადებას, აწყობასა და მონტაჟს. კომპანიას ფაქტობრივად ფლობდა და განკარგავდა ვ. მ–ე, რომელიც ოფიციალურად კომპანიის სარეკლამო მენეჯერის ფუნქციას ითავსებდა. ამავე კომპანიაში მენეჯერის პოზიციას იკავებდა ლ. ქ–. იგი ვ. მ–ესთან ერთად აქტიურად მონაწილეობდა საზოგადოების საქმიანობაში, მათ შორის, აკონტროლებდა კომპანიის ფინანსურ ტრანზაქციებს. ვ. მ–ემ და ლ. ქ–მ გადაწყვიტეს რა, მოტყუებით დაუფლებოდნენ მოქალაქეთა კუთვნილ თანხას, შპს „მ–ის“ სახელით დამკვეთებთან გააფორმეს შესაბამისი ხელშეკრულებები, არ უზრუნველყვეს ამ უკანასკნელთათვის სასურველი ავეჯის დამზადება და არც გადახდილი თანხა დაუბრუნეს მათ. კერძოდ: 2022 წლის 14 თებერვალს, შპს „მ–ესა“ და ბ. ბ–ის შორის დაიდო მომსახურების ხელშეკრულება, რომლის თანახმად, კომპანია დამკვეთისთვის სასურველი ავეჯის დამზადებას უზრუნველყოფდა 9161 ლარის სანაცვლოდ. შეთანხმდნენ, რომ, პირველ ეტაპზე, დამკვეთს ავეჯის ღირებულების 50% უნდა გადაეხადა, ხოლო, დარჩენილი 50% – მონტაჟის დაწყებამდე, არაუგვიანეს – თხუთმეტი კალენდარული დღისა. 2022 წლის 17 თებერვალს, ბ. ბ–იმ კომპანიის ანგარიშზე ჩარიცხა 4600 ლარი, ხოლო, 2022 წლის ივლისში, კომპანიის დირექტორს პირადად გადასცა 4560 ლარი. ვ. მ–ისა და ლ. ქ–ს ქმედების შედეგად, ბ. ბ–ის მიადგა 9160 ლარის, მნიშვნელოვანი ზიანი.

1.4.20. 2020 წლის 3 აგვისტოს, შპს „მ–ე“ ვ. მ–ის მეუღლის – ლ. ქ–ს – მიერ დაფუძნდა. კომპანიის ოფისი მდებარეობდა თ–ში, ....., .....ქუჩის №.....-ში და მისი საქმიანობის სფერო მოიცავდა ინტერიერის დიზაინს, სხვადასხვა ავეჯის დამზადებას, აწყობასა და მონტაჟს. კომპანიას ფაქტობრივად ფლობდა და განკარგავდა ვ. მ–ე, რომელიც ოფიციალურად კომპანიის სარეკლამო მენეჯერის ფუნქციას ითავსებდა. ამავე კომპანიაში მენეჯერის პოზიციას იკავებდა ლ. ქ–. იგი ვ. მ–ესთან ერთად აქტიურად მონაწილეობდა საზოგადოების საქმიანობაში, მათ შორის, აკონტროლებდა კომპანიის ფინანსურ ტრანზაქციებს. ვ. მ–ემ და ლ. ქ–მ გადაწყვიტეს რა, მოტყუებით დაუფლებოდნენ მოქალაქეთა კუთვნილ თანხას, შპს „მ–ის“ სახელით დამკვეთებთან გააფორმეს შესაბამისი ხელშეკრულებები, არ უზრუნველყვეს ამ უკანასკნელთათვის სასურველი ავეჯის დამზადება და არც გადახდილი თანხა დაუბრუნეს მათ. კერძოდ: შპს „მ–ე ....“-ის სახელით მ. კ–თან გაფორმდა დიზაინის შექმნის მომსახურების ხელშეკრულება მასზედ, რომ კომპანია ავეჯის დიზაინის შექმნას 190 ლარის სანაცვლოდ უზრუნველყოფდა, რაც შესრულდა დამკვეთის მხრიდან. .... წლის 17 დეკემბერს, შპს „მ–ესა“ და მ. კ–ს შორის დაიდო მომსახურების ხელშეკრულება, რომლის თანახმად, კომპანია დამკვეთისთვის სასურველი ავეჯის დამზადებას 8.....2 ლარის სანაცვლოდ უზრუნველყოფდა. შეთანხმდნენ, რომ, პირველ ეტაპზე, დამკვეთს ავეჯის ღირებულების 55% უნდა გადაეხადა, ხოლო, დარჩენილი 45% – მონტაჟის დაწყებამდე, არაუგვიანეს – თორმეტი კალენდარული დღისა. იმავე დღეს, მ. კ–მა კომპანიის ანგარიშზე გადარიცხა 4720 ლარი, ხოლო, 2022 წლის 16 ივნისს, დარჩენილი – 3862 ლარი პირადად გადასცა კომპანიის მენეჯერს. ვ. მ–ისა და ლ. ქ–ს ქმედების შედეგად, მ. კ–ს მიადგა 8772 ლარის, მნიშვნელოვანი ზიანი.

1.4.21. 2020 წლის 3 აგვისტოს, შპს „მ–ე“ ვ. მ–ის მეუღლის – ლ. ქ–ს – მიერ დაფუძნდა. კომპანიას ფაქტობრივად ფლობდა და განკარგავდა ვ. მ–ე, რომელიც ოფიციალურად კომპანიის სარეკლამო მენეჯერის ფუნქციას ითავსებდა. შპს „მ–ის“ შვილობილ კომპანიას წარმოადგენს შპს „მ–ე ....“, რომელიც ვ. მ–ესთან შეთანხმებით დააფუძნა რ. ლ–მა და თავად იკავებდა დირექტორის პოზიციას. ორივე კომპანიის საქმიანობის სფერო მოიცავს ინტერიერის დიზაინს, სხვადასხვა ავეჯის დამზადებას, აწყობასა და მონტაჟს. რ. ლ–ი ვ. მ–ესთან ერთად აქტიურად მონაწილეობდა შპს „მ–ე ....“-ის საქმიანობაში და ორივე მათგანს წვდომა ჰქონდა კომპანიის ფინანსურ ტრანზაქციებზე. ვ. მ–ემ და რ. ლ–მა გადაწყვიტეს რა, მოტყუებით დაუფლებოდნენ მოქალაქეთა კუთვნილ თანხას, შპს „მ–ე ....“-ს სახელით დამკვეთებთან გააფორმეს შესაბამისი ხელშეკრულებები, არ უზრუნველყვეს ამ უკანასკნელთათვის სასურველი ავეჯის დამზადება და არც გადახდილი თანხა დაუბრუნეს მათ. კერძოდ: .... წლის 20 დეკემბერს, შპს „მ–ე ....“-სა და გ. ს–ს შორის, დაიდო მომსახურების ხელშეკრულება, რომლის თანახმად, კომპანია დამკვეთისთვის სასურველი ავეჯის დამზადებას, ხელშეკრულების ხელმოწერისა და აზომვის პროცესის დასრულებიდან 65 დღეში უზრუნველყოფდა, 45985 ლარის სანაცვლოდ. შეთანხმდნენ, რომ, პირველ ეტაპზე, დამკვეთს ავეჯის ღირებულების 50% უნდა გადაეხადა, 15% – მონტაჟის დაწყებამდე, არაუგვიანეს – ოცდახუთი კალენდარული დღისა, ხოლო, დარჩენილი 35% – მონტაჟის დასრულებისთანავე. .... წლის 23 დეკემბერს, გ. ს–მა კომპანიის ანგარიშზე ჩარიცხა ხელშეკრულებით განსაზღვრული თანხის 50% – 22742 ლარის ოდენობით, ხოლო, 2022 წლის 9 მარტს, 15% – 6823 ლარი. კომპანიის მიმართ გამოთქმული არაერთი პრეტენზიის შემდგომ, მეორე ეტაპად გადარიცხული თანხა დაუბრუნდა დამკვეთს. ვ. მ–ისა და რ. ლ–ის ქმედების შედეგად, გ. ს–ს მიადგა 23209 ლარის, დიდი ოდენობით ზიანი.

1.4.22. 2020 წლის 3 აგვისტოს, შპს „მ–ე“ ვ. მ–ის მეუღლის – ლ. ქ–ს – მიერ დაფუძნდა. კომპანიას ფაქტობრივად ფლობდა და განკარგავდა ვ. მ–ე, რომელიც ოფიციალურად კომპანიის სარეკლამო მენეჯერის ფუნქციას ითავსებდა. შპს „მ–ის“ შვილობილ კომპანიას წარმოადგენს შპს „მ–ე ....“, რომელიც ვ. მ–ესთან შეთანხმებით დააფუძნა რ. ლ–მა და თავადვე იკავებდა დირექტორის პოზიციას. ორივე კომპანიის საქმიანობის სფერო მოიცავდა ინტერიერის დიზაინს, სხვადასხვა ავეჯის დამზადებას, აწყობასა და მონტაჟს. რ. ლ–ი ვ. მ–ესთან ერთად აქტიურად მონაწილეობდა შპს „მ–ე ....“-ის საქმიანობაში და ორივე მათგანს წვდომა ჰქონდა კომპანიის ფინანსურ ტრანზაქციებზე. ვ. მ–ემ და რ. ლ–მა გადაწყვიტეს რა, მოტყუებით დაუფლებოდნენ მოქალაქეთა კუთვნილ თანხას, შპს „მ–ე ....“-ს სახელით დამკვეთებთან გააფორმეს შესაბამისი ხელშეკრულებები, არ უზრუნველყვეს ამ უკანასკნელთათვის სასურველი ავეჯის დამზადება და არც გადახდილი თანხა დაუბრუნეს მათ. კერძოდ: .... წლის დეკემბერში, შპს „მ–ე ....“-სა და ნ. ხ–ას შორის გაფორმდა დიზაინის შექმნის მომსახურების ხელშეკრულება. ხელშეკრულების თანახმად, კომპანია ავეჯის დიზაინის შექმნას 370 ლარად უზრუნველყოფდა. ნ. ხ–ას მხრიდან ფინანსური ვალდებულება შესრულდა. .... წლის დეკემბერში, შპს „მ–ე ....“-სა და ნ. ხ–ას შორის დაიდო მომსახურების ხელშეკრულება, რომლის თანახმად, კომპანია დამკვეთისთვის სასურველი ავეჯის დამზადებას უზრუნველყოფდა 13054 ლარის სანაცვლოდ. შეთანხმდნენ, რომ, პირველ ეტაპზე, დამკვეთს ავეჯის ღირებულების 70% უნდა გადაეხადა, ხოლო, დარჩენილი 30% – სამუშაოს დასრულებისთანავე. .... წლის 27 დეკემბერს, ნ. ხ–ამ კომპანიის ანგარიშზე ჩარიცხა ხელშეკრულებით განსაზღვრული თანხის 70% – 9137 ლარის ოდენობით. ვ. მ–ისა და რ. ლ–ის ქმედების შედეგად, ნ. ხ–ას მიადგა 9507 ლარის, მნიშვნელოვანი ზიანი.

1.4.23. 2020 წლის 3 აგვისტოს, შპს „მ–ე“ ვ. მ–ის მეუღლის – ლ. ქ–ს – მიერ დაფუძნდა. კომპანიას ფაქტობრივად ფლობდა და განკარგავდა ვ. მ–ე, რომელიც ოფიციალურად კომპანიის სარეკლამო მენეჯერის ფუნქციას ითავსებდა. შპს „მ–ის“ შვილობილ კომპანიას წარმოადგენს შპს „მ–ე ....“, რომელიც ვ. მ–ესთან შეთანხმებით დააფუძნა რ. ლ–მა და თავადვე იკავებდა დირექტორის პოზიციას. ორივე კომპანიის საქმიანობის სფერო მოიცავდა ინტერიერის დიზაინს, სხვადასხვა ავეჯის დამზადებას, აწყობასა და მონტაჟს. რ. ლ–ი ვ. მ–ესთან ერთად აქტიურად მონაწილეობდა შპს „მ–ე ....“-ის საქმიანობაში და ორივე მათგანს წვდომა ჰქონდა კომპანიის ფინანსურ ტრანზაქციებზე. ვ. მ–ემ და რ. ლ–მა გადაწყვიტეს რა, მოტყუებით დაუფლებოდნენ მოქალაქეთა კუთვნილ თანხას, შპს „მ–ე ....“-ს სახელით დამკვეთებთან გააფორმეს შესაბამისი ხელშეკრულებები, არ უზრუნველყვეს ამ უკანასკნელთათვის სასურველი ავეჯის დამზადება და არც გადახდილი თანხა დაუბრუნეს მათ. კერძოდ: .... წლის 29 ოქტომბერს, შპს „მ–ე ....“-სა და მ. თ–ეს შორის გაფორმდა დიზაინის შექმნის მომსახურების ხელშეკრულება. ხელშეკრულების თანახმად, კომპანია ავეჯის დიზაინის შექმნას 190 ლარად უზრუნველყოფდა. დასახელებული თანხა მ. თ–ემ გადარიცხა კომპანიის ანგარიშზე. .... წლის 17 ნოემბერს კი, შპს „მ–ე ....“-სა და მ. თ–ეს შორის დაიდო მომსახურების ხელშეკრულება, რომლის თანახმად, კომპანია დამკვეთისთვის სასურველი ავეჯის დამზადებას, ხელშეკრულების ხელმოწერიდან 60 დღეში უზრუნველყოფდა 17179 ლარის სანაცვლოდ. შეთანხმდნენ, რომ, პირველ ეტაპზე, დამკვეთს ავეჯის ღირებულების 70% უნდა გადაეხადა, დარჩენილი 30% კი – ავეჯის მონტაჟის დაწყებამდე, არაუგვიანეს – თორმეტი კალენდარული დღისა. .... წლის 26 ნოემბერს, მ. თ–ემ კომპანიის ანგარიშზე ჩარიცხა ხელშეკრულების განსაზღვრული თანხის 70% – 12025 ლარის ოდენობით. ვ. მ–ისა და რ. ლ–ის ქმედების შედეგად, მ. თ–ეს მიადგა 12215 ლარის, დიდი ოდენობით ზიანი.

1.4.24. 2020 წლის 3 აგვისტოს, შპს „მ–ე“ ვ. მ–ის მეუღლის – ლ. ქ–ს – მიერ დაფუძნდა. კომპანიას ფაქტობრივად ფლობდა და განკარგავდა ვ. მ–ე, რომელიც ოფიციალურად კომპანიის სარეკლამო მენეჯერის ფუნქციას ითავსებდა. შპს „მ–ის“ შვილობილ კომპანიას წარმოადგენს შპს „მ–ე ....“, რომელიც ვ. მ–ესთან შეთანხმებით, დააფუძნა რ. ლ–მა და თავადვე იკავებდა დირექტორის პოზიციას. ორივე კომპანიის საქმიანობის სფერო მოიცავდა ინტერიერის დიზაინს, სხვადასხვა ავეჯის დამზადებას, აწყობასა და მონტაჟს. რ. ლ–ი, ვ. მ–ესთან ერთად აქტიურად მონაწილეობდა შპს „მ–ე ....“-ის საქმიანობაში და ორივე მათგანს წვდომა ჰქონდა კომპანიის ფინანსურ ტრანზაქციებზე. ვ. მ–ემ და რ. ლ–მა გადაწყვიტეს რა, მოტყუებით დაუფლებოდნენ მოქალაქეთა კუთვნილ თანხას, შპს „მ–ე ....“-ს სახელით დამკვეთებთან გააფორმეს შესაბამისი ხელშეკრულებები, არ უზრუნველყვეს ამ უკანასკნელთათვის სასურველი ავეჯის დამზადება და არც გადახდილი თანხა დაუბრუნეს მათ. კერძოდ: .... წლის 2 დეკემბერს, შპს „მ–ე ....“-სა და დ. ს–ს შორის გაფორმდა დიზაინის შექმნის ხელშეკრულება. ხელშეკრულების თანახმად, კომპანია სამზარეულოს ავეჯისა და საძინებელი ოთახის კარადის დიზაინის შექმნას 380 ლარად უზრუნველყოფდა. დასახელებული თანხა დ. ს–მა გადარიცხა კომპანიის ანგარიშზე. შპს „მ–ე ....“-სა და დ. ს–ს შორის შედგა ზეპირსიტყვიერი შეთანხმება, რომლის თანახმად, კომპანია დამკვეთისთვის სასურველი ავეჯის დამზადებას, არაუგვიანეს – 65 დღეში უზრუნველყოფდა 10328 ლარის სანაცვლოდ. .... წლის 14 დეკემბერს, დ. ს–მა კომპანიის ანგარიშზე ჩარიცხა შეთანხმებით განსაზღვრული ავეჯის სრული ღირებულება. ვ. მ–ისა და რ. ლ–ის ქმედების შედეგად, დ. ს–ს მიადგა 10708 ლარის, დიდი ოდენობით ზიანი.

1.4.25. 2020 წლის 3 აგვისტოს, შპს „მ–ე“ ვ. მ–ის მეუღლის – ლ. ქ–ს – მიერ დაფუძნდა. კომპანიას ფაქტობრივად ფლობდა და განკარგავდა ვ. მ–ე, რომელიც ოფიციალურად კომპანიის სარეკლამო მენეჯერის ფუნქციას ითავსებდა. შპს „მ–ის“ შვილობილ კომპანიას წარმოადგენს შპს „მ–ე ....“, რომელიც ვ. მ–ესთან შეთანხმებით დააფუძნა რ. ლ–მა და თავადვე იკავებდა დირექტორის პოზიციას. ორივე კომპანიის საქმიანობის სფერო მოიცავდა ინტერიერის დიზაინს, სხვადასხვა ავეჯის დამზადებას, აწყობასა და მონტაჟს. რ. ლ–ი, ვ. მ–ესთან ერთად აქტიურად მონაწილეობდა შპს „მ–ე ....“-ის საქმიანობაში და ორივე მათგანს წვდომა ჰქონდა კომპანიის ფინანსურ ტრანზაქციებზე. ვ. მ–ემ და რ. ლ–მა გადაწყვიტეს რა, მოტყუებით დაუფლებოდნენ მოქალაქეთა კუთვნილ თანხას, შპს „მ–ე ....“-ს სახელით დამკვეთებთან გააფორმეს შესაბამისი ხელშეკრულებები, არ უზრუნველყვეს ამ უკანასკნელთათვის სასურველი ავეჯის დამზადება და არც გადახდილი თანხა დაუბრუნეს მათ. კერძოდ: .... წლის 13 დეკემბერს, შპს „მ–ე ....“-სა და ქ. ჯ–ს შორის გაფორმდა დიზაინის შექმნის მომსახურების ხელშეკრულება. ხელშეკრულების თანახმად, კომპანია ავეჯის დიზაინის შექმნას 190 ლარად უზრუნველყოფდა. დასახელებული თანხა ქ. ჯ–მა გადარიცხა კომპანიის ანგარიშზე. .... წლის 28 დეკემბერს, შპს „მ–ე ....“-სა და ქ. ჯ–ს შორის დაიდო მომსახურების ხელშეკრულება, რომლის თანახმად, კომპანია დამკვეთისთვის სასურველი ავეჯის დამზადებას, ხელშეკრულების ხელმოწერიდან 55 დღეში უზრუნველყოფდა 10309 ლარის სანაცვლოდ. შეთანხმდნენ, რომ, პირველ ეტაპზე, დამკვეთს ავეჯის ღირებულების 70% უნდა გადაეხადა, დარჩენილი 30% – ავეჯის მონტაჟის დაწყებამდე, არაუგვიანეს – თორმეტი კალენდარული დღისა. 2022 წლის 5 იანვარს, ქ. ჯ–მა კომპანიის ანგარიშზე ჩარიცხა ხელშეკრულებით განსაზღვრული თანხის 70% –7216 ლარის ოდენობით. ვ. მ–ის და რ. ლ–ის ქმედების შედეგად, ქ. ჯ–ს მიადგა 7406 ლარის, მნიშვნელოვანი ზიანი.

1.4.26. 2020 წლის 3 აგვისტოს, შპს „მ–ე“ ვ. მ–ის მეუღლის – ლ. ქ–ს – მიერ დაფუძნდა. კომპანიას ფაქტობრივად ფლობდა და განკარგავდა ვ. მ–ე, რომელიც ოფიციალურად კომპანიის სარეკლამო მენეჯერის ფუნქციას ითავსებდა. შპს „მ–ის“ შვილობილ კომპანიას წარმოადგენს შპს „მ–ე ....“, რომელიც ვ. მ–ესთან შეთანხმებით დააფუძნა რ. ლ–მა და თავადვე იკავებდა დირექტორის პოზიციას. ორივე კომპანიის საქმიანობის სფერო მოიცავდა ინტერიერის დიზაინს, სხვადასხვა ავეჯის დამზადებას, აწყობასა და მონტაჟს. რ. ლ–ი, ვ. მ–ესთან ერთად აქტიურად მონაწილეობდა შპს „მ–ე ....“-ის საქმიანობაში და ორივე მათგანს წვდომა ჰქონდა კომპანიის ფინანსურ ტრანზაქციებზე. ვ. მ–ემ და რ. ლ–მა გადაწყვიტეს რა, მოტყუებით დაუფლებოდნენ მოქალაქეთა კუთვნილ თანხას, შპს „მ–ე ....“-ს სახელით დამკვეთებთან გააფორმეს შესაბამისი ხელშეკრულებები, არ უზრუნველყვეს ამ უკანასკნელთათვის სასურველი ავეჯის დამზადება და არც გადახდილი თანხა დაუბრუნეს მათ. კერძოდ: .... წლის 26 ნოემბერს, შპს „მ–ე ....“-სა და ი. მ–ეს შორის გაფორმდა დიზაინის შექმნის მომსახურების ხელშეკრულება. ხელშეკრულების თანახმად, კომპანია ავეჯის დიზაინის შექმნას 285 ლარად უზრუნველყოფდა. .... წლის 25 იანვარს, დასახელებული თანხა ი. მ–ის მეუღლემ გადარიცხა კომპანიის ანგარიშზე. .... წლის 28 დეკემბერს კი, შპს „მ–ე ....“-სა და ი. მ–ეს შორის დაიდო მომსახურების ხელშეკრულება, რომლის თანახმად, კომპანია დამკვეთისთვის სასურველი ავეჯის დამზადებას 14435 ლარის სანაცვლოდ, 2022 წლის აპრილამდე უზრუნველყოფდა. შეთანხმდნენ, რომ, პირველ ეტაპზე, დამკვეთს ავეჯის ღირებულების 70% უნდა გადაეხადა, ხოლო, დარჩენილი 30% – მონტაჟის დაწყებამდე თორმეტი დღით ადრე. 2022 წლის 4 იანვარს, ი. მ–ის მეუღლემ კომპანიის ანგარიშზე გადარიცხა ხელშეკრულებით განსაზღვრული თანხის 70% – 10389 ლარის ოდენობით. ვ. მ–ისა და რ. ლ–ის ქმედების შედეგად, ი. მ–ეს მიადგა 10674 ლარის, დიდი ოდენობით ზიანი.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

2.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 22 ნოემბრის განაჩენით:

ვ. მ–ეს წარდგენილი ბრალდებიდან ამოერიცხა საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები (6 ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი (19 ეპიზოდი), როგორც ზედმეტად წარდგენილი ეპიზოდები.

ვ. მ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 8 წლით, რაც, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის თანახმად, შეუმცირდა 1/6-ით და საბოლოო სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლით და 8 თვით.

ვ. მ–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა – გაუქმდა და სასჯელის მოხდის ვადის ათვლის თარიღად განესაზღვრა დაკავების მომენტი.

საქართველოს სსსკ-ის მე-200 მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, ვ. მ–ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 25 ივნისის განჩინების შესაბამისად, გირაოს სახით გადახდილი თანხა – 7000 ლარი – გადაირიცხა სახელმწიფო ბიუჯეტში.

ლ. ქ–ს წარდგენილი ბრალდებიდან ამოერიცხა საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები (4 ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტები (15 ეპიზოდი), როგორც ზედმეტად წარდგენილი ეპიზოდები.

ლ. ქ– ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 7 წლით, რაც, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის თანახმად, შეუმცირდა 1/5-ით და საბოლოო სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წლით, 7 თვით და 6 დღით.

ლ. ქ–ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა – გაუქმდა და სასჯელის მოხდის ვადის ათვლის თარიღად განესაზღვრა დაკავების მომენტი.

რ. ლ–ს წარდგენილი ბრალდებიდან ამოერიცხა საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები (2 ეპიზოდი) და საქართველოს სსკ ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტები (3 ეპიზოდი), როგორც ზედმეტად წარდგენილი ეპიზოდები.

რ. ლ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 6 წლით, რაც, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის თანახმად, შეუმცირდა 1/6-ით და სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წლით.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 და მე-2 ნაწილების თანახმად, ამ განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 23 იანვრის განაჩენით და თბილისის საქალაქო სასამართლო 2024 წლის 24 ოქტომბრის განჩინებით, საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებითა და საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენისთვის დანიშნული სასჯელები და, საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, რ. ლ–ს სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლით, რაც, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის თანახმად, შეუმცირდა 1/6-ით და საბოლოო სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წლით, რაც აეთვალა 2023 წლის 20 სექტემბრიდან (თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 23 იანვრის განაჩენის შესაბამისად).

რ. ლ–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – გირაო – გაუქმდა.

2.2. თბილისის საქალაქო სასამართლომ დაადგინა:

ვ. მ–ემ, ლ. ქ–მ და რ. ლ–მა გადაწყვიტეს ერთობლივი ბიზნესსაქმიანობა, ამ მიზნით 2020 წლის 3 აგვისტოს, დაფუძნდა კომპანია შპს „მ–ე“, დამფუძნებელი იყო ლ. ქ–. კომპანიის საქმიანობის სფეროს წარმოადგენდა: ინტერიერის დიზაინი, სხვადასხვა ავეჯის დამზადება, აწყობა და მონტაჟი. რეალურად, კომპანიის მართვას და ფუნქციონირებას აკონტროლებდა ვ. მ–ე, მათ შორის, იგი იყო ლ. ქ–ს და რ. ლ–ის მონაწილეობით წამოწყებული ერთობლივი საქმიანობის სარეკლამო მხარდაჭერა. ამავე კომპანიაში მენეჯერის პოზიციას იკავებდა ლ. ქ–, რომელიც აკონტროლებდა კომპანიის ფინანსურ ტრანზაქციებს. ამავე მიზნებით დაფუძნდა მეორე კომპანია – შპს „მ–ე ....“, რომელიც, ვ. მ–ესთან შეთანხმებით, დააფუძნა რ. ლ–მა და თავად იკავებდა დირექტორის პოზიციას. რ. ლ–ი ვ. მ–ესთან ერთად, აქტიურად მონაწილეობდა შპს „მ–ე ....“-ის საქმიანობაში და ორივე მათგანს ჰქონდა წვდომა კომპანიის ფინანსურ ტრანზაქციებზე. ვ. მ–ეს, ლ. ქ–ს და რ. ლ–ს საქმიანობის პროცესში წარმოეშვათ მნიშვნელოვანი დაბრკოლება, რაც გამოწვეული იყო კომპანიების საქმიანობის არასწორი ხელმძღვანელებით, ფინანსების არადანიშნულებისამებრ გამოყენებით, დაგეგმილი შეკვეთების ვადის დარღვევით და უხარისხოდ შესრულებით, რამაც მათი საქმიანობა ფინანსურ კრიზისამდე მიიყვანა. ამ გარემოებიდან გამომდინარე, ვ. მ–ემ, ლ. ქ–მ და რ. ლ–მა ერთობლივად გადაწყვიტეს, მათთან სახელშეკრულებო ურთიერთობაში მყოფი პირების მოტყუება. მიუხედავად იმისა, რომ იცოდნენ მათი საქმიანობის კრიზისული მდგომარეობა, ასევე იცოდნენ, რომ არ შეეძლოთ დროულად და ხარისხიანად შეესრულებინათ აღებული შეკვეთები, ასევე ისიც – რომ ფიზიკური პირებისგან აღებულ თანხას არ გამოიყენებდნენ დანიშნულებისამებრ, ისინი დაინტერესებულ პირებს არ აწვდიდნენ რეალურ ინფორმაციას, უმალავდნენ ინფორმაციას საკუთარ შესაძლებლობებზე, ატყუებდნენ, რომ მათ მიერ გადახდილი თანხა გამოიყენებოდა მათი შეკვეთის დასამზადებლად, უმალავდნენ და არ აწვდიდნენ ინფორმაციას პასუხიმგებელი პირების შესახებ. ამავე პერიოდში აგრძელებდნენ კომპანიის საქმიანობაზე სარეკლამო კამპანიას, რითაც მეტ ფიზიკურ პირის იზიდავდნენ, აფორმებდნენ მათთან თითქოსდა ავეჯის დამზადების ხელშეკრულებებს, ატყუებდნენ მათ, ართმევდნენ ავეჯის დამზადებისთვის საჭირო თანხას, რეალურად კი, ამ თანხას პირადი მიზნებისთვის იყენებდნენ. ამ მიზნით, .... წლის შემოდგომიდან 2022 წლის ზაფხულამდე პერიოდში, შემდეგ პირებთან: თ. კ–ესთან, ლ. ქ–ესთან, ი. წ–თან, ზ. ტ–თან, ტ. ხ–თან, გ. შ–ესთან, ე. ს–ესთან, ლ. დ–ესთან, ნ. დ–ესთან, მ. მ–თან, თ. ჯ–თან, ე. ქ–ესთან, გ. ვ–თან, რ. ხ–თან, მ. ვ–სთან, მ. ი–თან, გ. ა–თან, ს. ო–ესთან, ბ. ბ–თან, მ. კ–თან, გ. ს–თან, ნ. ხ–ასთან, მ. თ–ესთან, დ. ს–თან, ქ. ჯ–თან და ი. მ–ესთან გააფორმეს ხელშეკრულებები, რითაც მათ დაჰპირდნენ ავეჯის დამზადებას, თუმცა მათ არ აუხსნეს და განუმარტეს, რომ კომპანიას ჰქონდა ფინანსური პრობლემები, არ ჰქონდათ სათანადო ტექნიკური გამოცდილება. ამასთან, 2022 წლის 20 იანვარს, შპს „მ–ეს“ ერიცხებოდა საგადასახადო დავალიანებები, მათ მთელ ქონებაზე დარეგისტრირდა საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლებები. დაზარალებულები მოატყუეს და მათ მიაწოდეს ცრუ ინფორმაცია, თითქოსდა მათი შეკვეთები მზადდებოდა. ამავდროულად, დაზარალებულების მიერ გადახდილ თანხას იყენებდნენ პირადი მიზნებისთვის. ვ. მ–ემ, ლ. ქ–მ და რ. ლ–მა არ უზრუნველყვეს ამ უკანასკნელთათვის სასურველი ავეჯის დამზადება და არც გადახდილი თანხა დაუბრუნეს მათ, კერძოდ:

· .... წლის 3 ივლისს, შპს „მ–ესა“ და თ. კ–ეს შორის გაფორმებული მომსახურების ხელშეკრულების საფუძველზე, ვ. მ–ე და ლ. ქ– მოტყუებით დაეუფლნენ თ. კ–ის კუთვნილ თანხას, 11070 ლარის ოდენობით.

· .... წლის 5 ივლისს, შპს „მ–ესა“ და ლ. ქ–ეს შორის გაფორმებული მომსახურების ხელშეკრულების საფუძველზე, ვ. მ–ე და ლ. ქ– მოტყუებით დაეუფლნენ ლ. ქ–ის კუთვნილ თანხას, 13917 ლარის ოდენობით.

· .... წლის 26 აპრილს, შპს „მ–ესა“ და ი. წ–ს შორის გაფორმებული მომსახურების ხელშეკრულების საფუძველზე, ვ. მ–ე და ლ. ქ– მოტყუებით დაეუფლნენ ი. წ–ის კუთვნილ თანხას, 19172 ლარის ოდენობით.

· .... წლის 19 აგვისტოს, შპს „მ–ესა“ და ზ. ტ–ს შორის გაფორმებული მომსახურების ხელშეკრულების საფუძველზე, ვ. მ–ე და ლ. ქ– მოტყუებით დაეუფლნენ ზ. ტ–ის კუთვნილ თანხას, 33919 ლარის ოდენობით.

· .... წლის 13 დეკემბერს, შპს „მ–ესა“ და ტ. ხ–ს შორის გაფორმებული მომსახურების ხელშეკრულების საფუძველზე, ვ. მ–ე და ლ. ქ– მოტყუებით დაეუფლნენ ტ. ხ–ის კუთვნილ თანხას, 23983 ლარის ოდენობით.

· 2022 წლის 7 მარტს, შპს „მ–ესა“ და გ. შ–ეს შორის გაფორმებული მომსახურების ხელშეკრულების საფუძველზე, ვ. მ–ე და ლ. ქ– მოტყუებით დაეუფლნენ გ. შ–ის კუთვნილ თანხას, 19678 ლარის ოდენობით.

· 2022 წლის 15 აპრილს, შპს „მ–ესა“ და ე. ს–ეს შორის გაფორმებული მომსახურების ხელშეკრულების საფუძველზე, ვ. მ–ე და ლ. ქ– მოტყუებით დაეუფლნენ ე. ს–ის კუთვნილ თანხას, 8030 ლარის ოდენობით.

· .... წლის 22 დეკემბერს, შპს „მ–ესა“ და ლ. დ–ეს შორის გაფორმებული მომსახურების ხელშეკრულების საფუძველზე, ვ. მ–ე და ლ. ქ– მოტყუებით დაეუფლნენ ლ. დ–ის კუთვნილ თანხას, 21689 ლარის ოდენობით.

· .... წლის 5 ოქტომბერს, შპს „მ–ესა“ და ნ. დ–ეს შორის გაფორმებული მომსახურების ხელშეკრულების საფუძველზე, ვ. მ–ე და ლ. ქ– მოტყუებით დაეუფლნენ ნ. დ–ის კუთვნილ თანხას, 55043 ლარის ოდენობით.

· 2022 წლის 14 მარტს, შპს „მ–ესა“ და მ. მ–ს შორის გაფორმებული მომსახურების ხელშეკრულების საფუძველზე, ვ. მ–ე და ლ. ქ– მოტყუებით დაეუფლნენ მ. მ–ის კუთვნილ თანხას 12334 ლარის ოდენობით.

· 2022 წლის 17 იანვარს, შპს „მ–ესა“ და თ. ჯ–ს შორის გაფორმებული მომსახურების ხელშეკრულების საფუძველზე, ვ. მ–ე და ლ. ქ– მოტყუებით დაეუფლნენ თ. ჯ–ის კუთვნილ თანხას, 23340 ლარის ოდენობით.

· 2022 წლის 15 მარტს, შპს „მ–ესა“ და ე. ქ–ეს შორის გაფორმებული მომსახურების ხელშეკრულების საფუძველზე, ვ. მ–ე და ლ. ქ– მოტყუებით დაეუფლნენ ე. ქ–ის კუთვნილ თანხას, 29083,07 ლარის ოდენობით.

· 2022 წლის 14 მარტს, შპს „მ–ესა“ და გ. ვ–ს შორის გაფორმებული მომსახურების ხელშეკრულების საფუძველზე, ვ. მ–ე და ლ. ქ– მოტყუებით დაეუფლნენ გ. ვ–ის კუთვნილ თანხას, 21925 ლარის ოდენობით.

· 2022 წლის 25 მარტს, შპს „მ–ესა“ და რ. ხ–ს შორის გაფორმებული მომსახურების ხელშეკრულების საფუძველზე, ვ. მ–ე და ლ. ქ– მოტყუებით დაეუფლნენ რ. ხ–ის კუთვნილ თანხას, 9570 ლარის ოდენობით.

· .... წლის 16 ნოემბერს, შპს „მ–ესა“ და მ. ვ–ს შორის გაფორმებული მომსახურების ხელშეკრულების საფუძველზე, ვ. მ–ე და ლ. ქ– მოტყუებით დაეუფლნენ მ. ვ–ს კუთვნილ თანხას, 11980 ლარის ოდენობით.

· 2022 წლის 14 თებერვალს, შპს „მ–ესა“ და მ. ი–ს შორის გაფორმებული მომსახურების ხელშეკრულების საფუძველზე, ვ. მ–ე და ლ. ქ– მოტყუებით დაეუფლნენ მ. ი–ის კუთვნილ თანხას, 35747 ლარის ოდენობით.

· 2022 წლის 4 აპრილს, შპს „მ–ესა“ და გ. ა–ს შორის გაფორმებული მომსახურების ხელშეკრულების საფუძველზე, ვ. მ–ე და ლ. ქ– მოტყუებით დაეუფლნენ გ. ა–ის კუთვნილ თანხას, 19989 ლარის ოდენობით.

· 2022 წლის 11 თებერვალს, შპს „მ–ესა“ და ს. ო–ეს შორის გაფორმებული მომსახურების ხელშეკრულების საფუძველზე, ვ. მ–ე და ლ. ქ– მოტყუებით დაეუფლნენ ს. ო–ის კუთვნილ თანხას, 11132 ლარის ოდენობით.

· 2022 წლის 14 თებერვალს, შპს „მ–ესა“ და ბ. ბ–ს შორის გაფორმებული მომსახურების ხელშეკრულების საფუძველზე, ვ. მ–ე და ლ. ქ– მოტყუებით დაეუფლნენ ბ. ბ–ის კუთვნილ თანხას, 9160 ლარის ოდენობით.

· .... წლის 17 დეკემბერს, შპს „მ–ესა“ და მ. კ–ს შორის გაფორმებული მომსახურების ხელშეკრულების საფუძველზე, ვ. მ–ე და ლ. ქ– მოტყუებით დაეუფლნენ მ. კ–ის კუთვნილ თანხას, 8772 ლარის ოდენობით.

· .... წლის 20 დეკემბერს, შპს „მ–ე ....“-სა და გ. ს–ს შორის გაფორმებული მომსახურების ხელშეკრულების საფუძველზე, ვ. მ–ე და რ. ლ–ი მოტყუებით დაეუფლნენ გ. ს–ის კუთვნილ თანხას, 23209 ლარის ოდენობით.

· .... წლის დეკემბერში, შპს „მ–ე ....“-სა და ნ. ხ–ას შორის გაფორმებული მომსახურების ხელშეკრულების საფუძველზე, ვ. მ–ე და რ. ლ–ი მოტყუებით დაეუფლნენ ნ. ხ–ას კუთვნილ თანხას, 9507 ლარის ოდენობით.

· .... წლის 29 ოქტომბერს, შპს „მ–ე ....“-სა და მ. თ–ეს შორის გაფორმებული მომსახურების ხელშეკრულების საფუძველზე, ვ. მ–ე და რ. ლ–ი მოტყუებით დაეუფლნენ მ. თ–ის კუთვნილ თანხას, 12215 ლარის ოდენობით.

· .... წლის 2 დეკემბერს, შპს „მ–ე ....“-სა და დ. ს–ს შორის გაფორმებული მომსახურების ხელშეკრულების საფუძველზე, ვ. მ–ე და რ. ლ–ი მოტყუებით დაეუფლნენ დ. ს–ის კუთვნილ თანხას, 10708 ლარის ოდენობით.

· .... წლის 28 დეკემბერს, შპს „მ–ე ....“-სა და ქ. ჯ–ს შორის გაფორმებული მომსახურების ხელშეკრულების საფუძველზე, ვ. მ–ე და რ. ლ–ი მოტყუებით დაეუფლნენ ქ. ჯ–ის კუთვნილ თანხას, 7406 ლარის ოდენობით.

· .... წლის 26 ნოემბერს, შპს „მ–ე ....“-სა და ი. მ–ეს შორის გაფორმებული მომსახურების ხელშეკრულების საფუძველზე, ვ. მ–ე და რ. ლ–ი მოტყუებით დაეუფლნენ ი. მ–ის კუთვნილ თანხას, 10674 ლარის ოდენობით.

2.3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 27 ნოემბრის განჩინებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 22 ნოემბრის განაჩენში შევიდა ცვლილება, კერძოდ:

განაჩენის სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგნაირად: ვ. მ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (დაზარალებულების: თ. კ–ის, ლ. ქ–ის, ი. წ–ის, ზ. ტ–ის, ტ. ხ–ის, გ. შ–ის, ე. ს–ის, ლ. დ–ის, ნ. დ–ის, მ. მ–ის, თ. ჯ–ის, ე. ქ–ის, გ. ვ–ის, რ. ხ–ის, მ. ვ–ს, მ. ი–ის, გ. ა–ის, ს. ო–ის, ბ. ბ–ის, მ. კ–ის, გ. ს–ის, ნ. ხ–ას, მ. თ–ის, დ. ს–ის, ქ. ჯ–ის და ი. მ–ის მიმართ) და სასჯელად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 8 წლით, რაც, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის თანახმად, შეუმცირდა 1/6-ით და მოსახდელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლით და 8 თვით.

განაჩენის სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგნაირად: ლ. ქ– ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (დაზარალებულების: თ. კ–ის, ლ. ქ–ის, ი. წ–ის, ზ. ტ–ის, ტ. ხ–ის, გ. შ–ის, ე. ს–ის, ლ. დ–ის, ნ. დ–ის, მ. მ–ის, თ. ჯ–ის, ე. ქ–ის, გ. ვ–ის, რ. ხ–ის, მ. ვ–ს, მ. ი–ის, გ. ა–ის, ს. ო–ის, ბ. ბ–ის და მ. კ–ის მიმართ) და სასჯელად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 7 წლით, რაც, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის თანახმად, შეუმცირდა 1/5-ით და მოსახდელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წლით, 7 თვით და 6 დღით.

განაჩენის სარეზოლუციო ნაწილის მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგნაირად: რ. ლ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (დაზარალებულების: გ. ს–ის, ნ. ხ–ას, მ. თ–ის, დ. ს–ის, ქ. ჯ–ის და ი. მ–ის მიმართ) და სასჯელად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 6 წლით, რაც, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის თანახმად, შეუმცირდა 1/6-ით და მოსახდელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წლით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 22 ნოემბრის განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელი.

2.4. თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ, ვ. მ–ის და ლ. ქ–ს მსჯავრდების ნაწილში, მათი უდანაშაულოდ ცნობისა და გამართლების მოთხოვნით.

3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:

3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 30 ივნისის განაჩენით, მსჯავრდებულების – ვ. მ–ის და ლ. ქ–ს – ადვოკატის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 22 ნოემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

3.2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ. მსჯავრდებულები – ვ. მ–ე და ლ. ქ–, ასევე, მათი ადვოკატი პ. ბ–ე საკასაციო საჩივრებით ითხოვენ თბილისის სააპელაციო სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებას და, მის ნაცვლად, გამამართლებელი განაჩენის დადგენას, შემდეგ არგუმენტებზე მითითებით: ლ. ქ–სა და ვ. მ–ის ბრალდების დასადასტურებლად არ არის წარმოდგენილი საკმარისი და უტყუარი მტკიცებულებები. მათი ქმედება არ შეიძლება ჩაითვალოს დანაშაულად, რადგან კლიენტთა წინაშე ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობა სამოქალაქოსამართლებრივი საკითხია; სააპელაციო სასამართლომ არ განიხილა თაღლითობისა და სამოქალაქოსამართლებრივი ურთიერთობის გამიჯვნის საკითხი; თ. ს–ი დასაქმებული იყო არა შპს „მ–ე“, არამედ – შპს „მ–ე ....“-ში, რომლის დამფუძნებელი და დირექტორი ლ. ქ– არ ყოფილა. შესაბამისად, ქვედა ინსტანციის სასამართლოებს არ უნდა გაეთვალისწინებინათ აღნიშნული მოწმის ჩვენება ლ. ქ–ს ბრალდების დასადასტურებლად; ვ. მ–ესა და ლ. ქ–ს არცერთ დაზარალებულთან არ ჰქონიათ მოლაპარაკება ხელშეკრულების პირობებთან დაკავშირებით; მათ არც ავეჯის დამზადების საფასური განუსაზღვრავთ და არც რაიმე თანხა მიუღიათ; ბრალდების მხარის საჩივრის არქონის მიუხედავად, სააპელაციო სასამართლომ გააუარესა ლ. ქ–ს სამართლებრივი მდგომარეობა. კერძოდ, გააფართოვა დაზარალებულთა წრე და, შესაბამისად, გაზარდა მისი მსჯავრდების ეპიზოდთა რაოდენობა.

4. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

4.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და მიაჩნია, რომ ისინი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსსკ-ის) 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორები ვერ უთითებენ და ასაბუთებენ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველს, რის გამოც, საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

4.2. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ვ. მ–ისა და ლ. ქ–ს მსჯავრდების შესახებ და აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები საკმარისია, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად, შემდეგ გარემოებათა გამო:

4.3. განსახილველ სისხლის სამართლის საქმეში სადავო არ არის ის ფაქტობრივი გარემოებები, რომლებიც დადასტურებულია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, საბანკო დაწესებულებებიდან გამოთხოვილი ინფორმაციითა და თემატური რევიზიის აქტით. აღნიშნული მტკიცებულებებით დადასტურებულია ლ. ქ–ს მიერ შპს „მ–ის“ და რ. ლ–ის მიერ შპს „მ–ე ....“-ის დაფუძნება, ასევე – აღნიშნული კომპანიების საბანკო ანგარიშებზე ფიზიკური პირების მიერ დიდი ოდენობით ფულადი თანხების ჩარიცხვა ავეჯის დამზადებისა და მონტაჟის დანიშნულებით. მოცემულ შემთხვევაში, კასატორები აღნიშნავენ, რომ ვ. მ–ის და ლ. ქ–ს ქმედება არ შეიცავს დანაშაულებრივ განზრახვას, რის საფუძველზეც, დავობენ გამოტანილ მსჯავრთან მიმართებით. მათი პოზიციით, საქმეში არ მოიპოვება მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც უტყუარად დაადგენდა ვ. მ–ის და ლ. ქ–ს დანაშაულებრივ განზრახვას. პირიქით, არსებული გარემოებები ასახავს სამოქალაქოსამართლებრივი ურთიერთობის ფარგლებში ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობას, რაც, სამართლებრივად გამორიცხავს სისხლის სამართლის დანაშაულის არსებობას.

4.4. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ თაღლითობისა და სამოქალაქოსამართლებრივი ურთიერთობის გამიჯვნისათვის გადამწყვეტია იმის დადგენა, ჰქონდა თუ არა პირს გარიგების დადების მომენტში განზრახვა – მოტყუებით დაუფლებოდა სხვის ქონებას და შემდგომში თავისუფლად განეკარგა ის. თუ დადასტურდა, რომ, ქონებრივი სარგებლის მიღების მიზნით, პირი თავიდანვე შეგნებულად უქმნიდა მეორე მხარეს მცდარ წარმოდგენას, ქმედება შეფასდება თაღლითობად. მეორე მხრივ, თუ გარიგების დადებისას მხარეებს შორის არსებობდა სამოქალაქოსამართლებრივი ვალდებულების შესრულების ნება და მხოლოდ შემდგომში წარმოიშვა ვალდებულების შეუსრულებლობა, პირის ქმედება გამოიწვევს სამოქალაქოსამართლებრივ პასუხისმგებლობას. ამგვარად, თაღლითობისა და სამოქალაქოსამართლებრივი ურთიერთობის განმასხვავებელი კრიტერიუმი არის თავდაპირველი განზრახვა. სწორედ ამ გარემოებაზეა დამოკიდებული, საკითხი მოექცევა სამოქალაქო სამართლის ურთიერთობის ფარგლებში თუ წარმოშობს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას.

4.5. განსახილველ შემთხვევაში, პირებმა, რომლებიც ....-2022 წლებში შპს „მ–ეში“ იკავებდნენ დირექტორის პოზიციას, ერთმნიშვნელოვნად დაადასტურეს, რომ შპს „მ–ეს“ რეალურად მართავდა და ყველა საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებდა ვ. მ–ე. აღნიშნულ კომპანიაში გადაწყვეტილებების ერთ-ერთი მიმღები პირი იყო ლ. ქ–ც, რომელსაც ვ. მ–ის მსგავსად, ჰქონდა დიჯიპასი და აკონტროლებდა ფინანსურ ტრანზაქციებს. მოწმეთა განმარტებით, ლ. ქ– აქტიურად იყო ჩართული კომპანიის მართვაში, რაც, იმაშიც ვლინდებოდა, რომ დეკრეტულ პერიოდშიც კი, დისტანციურად განაგებდა კომპანიის საქმიანობას და აკონტროლებდა მენეჯერებს. შეკვეთების თანხის გარკვეული ნაწილი ვ. მ–ეს სახლში მიჰქონდა, რასაც აკონტროლებდა ლ. ქ–, ვ. მ–ის დავალებით. საგულისხმოა თემატური რევიზიის აქტით დადგენილი ფაქტი, რომ სადავო პერიოდში, დიდი ოდენობით თანხებია ჩარიცხული ვ. მ–ის და ლ. ქ–ს ანგარიშებზე. საკასაციო სასამართლოსთვის მნიშვნელოვანი მტკიცებულებაა შპს „მ–ეში“ ბუღალტრის პოზიციაზე დასაქმებული თ. ს–ის ჩვენებაც. აღნიშნული მოწმის განმარტებით, შპს „მ–ეში“ შესულ თანხებზე წვდომა თავდაპირველად ვ. მ–ეს ჰქონდა, მოგვიანებით კი – ლ. ქ–ს, რომელიც თანხის ტრანზაქციებთან დაკავშირებით, მას აძლევდა მითითებებს.

4.6. აქვე, სასამართლო უპასუხებს ადვოკატის საკასაციო საჩივარში დაფიქსირებულ არგუმენტს თ. ს–ის პიროვნების არასანდოობასთან დაკავშირებით. ადვოკატის მოსაზრებით, რამდენადაც თ. ს–ი დასაქმებული იყო შპს „მ–ე ....“-ში (და არა შპს „მ–ეში“), სადაც დამფუძნებელი და დირექტორი ლ. ქ– არ ყოფილა, მისი ჩვენება ქვედა ინსტანციის სასამართლოებს ლ. ქ–ს მსჯავრდების ნაწილში არ უნდა გაეთვალისწინებინათ.

4.7. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში ჩვენების მიცემისას თ. ს–მა ერთმნიშვნელოვნად განმარტა, რომ დასაქმებული იყო შპს „მ–ეში“ (და არა შპს „მ–ე ....“-ში), რასაც იგი გამოძიების ეტაპზეც ადასტურებდა. მისი განმარტების სისწორეზე მიუთითებს სასამართლოს განჩინების საფუძველზე გამოთხოვილი დოკუმენტაციაც. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 8 სექტემბრის №19525 განჩინებით, თ. ს–ის „ფ-ას“ პროგრამიდან გამოთხოვილ იქნა 2020 წლის სექტემბრიდან 2022 წლის მარტამდე პერიოდში, შპს „მ–ის“ სრული საბუღალტრო მონაცემები, მათ შორის, ელექტრონული სასაქონლო ზედნადებები და ანგარიშფაქტურები. აღნიშნული მონაცემები წარმოადგენს ობიექტურ და ოფიციალურ წყაროს, რომელიც ცალსახად ადასტურებს, რომ თ. ს–ი ნამდვილად იყო დასაქმებული შპს „მ–ეში“ ბუღალტრის პოზიციაზე. ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დგინდება მიკერძოებული დამოკიდებულება მსჯავრდებულების მიმართ ან აღნიშნული მოწმის ჩვენების არსებითი წინააღმდეგობა სხვა მტკიცებულებებთან, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თ. ს–ის ჩვენების ეჭვქვეშ დაყენების საფუძველი არ არსებობს. მით უფრო, რომ მისი ჩვენება თანხვდება, როგორც გამოძიების ეტაპზე მოპოვებულ ინფორმაციას, ისე – სასამართლოს განჩინების საფუძველზე გამოთხოვილ საბუღალტრო დოკუმენტაციას.

4.8. გარდა ზემოაღნიშნული მტკიცებულებებისა, პირველი ინსტანციის სასამართლოში დაიკითხნენ დაზარალებულები, რომლებმაც განმარტეს, რომ სოციალურ ქსელში განთავსებული რეკლამის საფუძველზე გადაწყვიტეს ავეჯის დამზადება, რის გამოც, დაუკავშირდნენ, ერთი მხრივ, შპს „მ–ეს“, ხოლო, მეორე მხრივ – შპს „მ–ე ....“-ს. აღნიშნული კომპანიის წარმომადგენლებთან კონსულტაციის შემდეგ, ირწმუნეს, რომ კომპანია კეთილსინდისიერად შეასრულებდა ნაკისრ ვალდებულებებს, რაც გახდა მათთან ხელშეკრულებების გაფორმების საფუძველი.

4.9. განსახილველ სისხლის სამართლის საქმეში დაზარალებულად ცნობილმა ყველა პირმა აღნიშნა, რომ ხელშეკრულებით ნაკისრი ორმხრივი ვალდებულება ცალმხრივად, მხოლოდ მათი მხრიდან შესრულდა, რის შედეგადაც, თითოეულ მათგანს ქონებრივი ზიანი მიადგა, რადგან შეკვეთილი ავეჯი არ მიუღიათ. მათი მცდელობა – დაებრუნებინათ გადახდილი თანხა ან მიეღოთ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ავეჯი – უშედეგო აღმოჩნდა. ვ. მ–ე მათ არწმუნებდა, რომ წარმოებაში იყო ჩაშვებული შეკვეთები, რასაც მალე მიიღებდნენ. რეალურად კი, ვ. მ–ე ლ. ქ–სთან ერთად მათი თანხების მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებას გეგმავდა, რაც მტკიცებულებათა ერთობლივი ანალიზით დასტურდება.

4.10. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებებით ასევე დადასტურებულია, რომ ავეჯის დამკვეთები ზოგიერთ შემთხვევაში თანხას რიცხავდნენ კომპანიის ანგარიშზე, ზოგიერთ შემთხვევაში – კომპანიის წარმომადგენლების პირად ანგარიშებზე, ხოლო, ცალკეულ შემთხვევებში, ავეჯის დამზადების საფასურს ნაღდი ანგარიშსწორებით იხდიდნენ. მაგალითად, დაზარალებულ გ. ა–ის ჩვენებით დგინდება, რომ შეკვეთილი ავეჯის ღირებულების ნაწილი გადაიხადა ხელზე, რაც გადასცა კომპანიის თანამშრომელს, ხოლო, 4 500 ლარი გადარიცხა არა კომპანიის, არამედ – ლ. ქ–ს ანგარიშზე. დაზარალებულ ზ. ტ–ის განმარტებით, ავეჯის დამზადების მიზნით, ნდობის საფუძველზე, ვ. მ–ეს პირადად გადასცა თანხის ნაწილი – 23 478 ლარი. თანხის გადაცემას ესწრებოდა მისი მეუღლეც, თუმცა გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი არ შეუდგენიათ. დაზარალებულ მ. ი–ის ჩვენებით დასტურდება, რომ შეკვეთილი ავეჯის ღირებულების ნაწილი – 15 000 ლარი პირადად გადაუხადა შპს „მ–ის“ კომპანიის თანამშრომელს. დაზარალებულ ბესარიონ ხმელნიცკის განმარტებით, 2022 წლის თებერვალში, შეძენილი ავეჯი ასაწყობად უნდა მიეტანათ, რის გამოც, საჭირო იყო დარჩენილი თანხის გადახდა ნაღდი ანგარიშსწორებით. საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვაზე უარი მიიღო, რამაც ეჭვი გაუჩინა, თუმცა კომპანიაში განუმარტეს, რომ ქვითარს გადასცემდნენ. ამის შემდეგ, მან ხელზე გადაიხადა 4 500 ლარი, თუმცა კომპანიას ნაკისრი ვალდებულება არ შეუსრულებია. სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნული ფაქტები აქარწყლებს კასატორთა არგუმენტს, რომ მსჯავრდებულებს დამკვეთებისგან ავეჯის დამზადების საფასური არ მიუღიათ.

4.11. პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმედ დაკითხულმა გ. ნ–მ, რომელიც შპს „მ–ის“ ფორმალური (ფიქტიური) დამფუძნებელი იყო, განმარტა, რომ, იმ პერიოდში, როდესაც კომპანიას არაერთი უკმაყოფილო მომხმარებელი ჰყავდა, კომპანიაში შესული თანხები არამიზნობრივად იხარჯებოდა. კერძოდ, იყო შემთხვევა, როდესაც ერთ-ერთმა ახალმა მომხმარებელმა ავეჯის დასამზადებლად გადაიხადა 20 000 ლარი, რა დროსაც მან ვ. მ–ეს შესთავაზა აღნიშნული თანხა გამოყენებულიყო არსებული დავალიანების დასაფარად და ავეჯის მასალის შესაძენად, თუმცა, ვ. მ–ემ უარი განუცხადა და უთხრა, რომ თანხა ავტომობილის შესაკეთებლად სჭირდებოდა. იმავდროულად, ეს უკანასკნელი არწმუნებდა, რომ ყველაფერს მოაგვარებდა.

4.12. დამკვეთთა კუთვნილი თანხის მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრების განზრახვის ნაწილში გასათვალისწინებელია ვ. მ–ის ურთიერთგამომრიცხავი ქმედებაც – მიუხედავად იმისა, რომ იგი დაზარალებულთა და თანამშრომელთა ნაწილს არწმუნებდა ნაკისრი ვალდებულების შესრულებაში (აღნიშნული ქმედებით იგი იღებდა პასუხიმგებლობას დამკვეთთა წინაშე), ცალკეულ დაზარალებულებთან მოქმედებდა საწინააღმდეგოდ. კერძოდ, საქართველოს სსსკ-ის 243-ე მუხლის საფუძველზე, დაზარალებულ თ. ჯ–ის გამოკითხვის ოქმის თანახმად, ვ. მ–ემ პირადი შეხვედრისას განუმარტა, რომ იგი არ იყო პასუხისმგებელი მისი შეკვეთის შესრულებაზე და მხოლოდ შპს „მ–ის“ პიარით იყო დაკავებული. საპირისპიროდ ამისა, მოწმე გ. ხ–ემ (შპს „მ–ის“ ფიქტიური დამფუძნებელი) განმარტა, რომ კომპანიის ოფისში მისულ უკმაყოფილო მომხმარებლებს ვ. მ–ე არწმუნებდა, თითქოს შეკვეთების დაგვიანება განპირობებული იყო თანამშრომლების მიერ ავეჯის დროულად დამზადების ვალდებულების შეუსრულებლობით. რეალურად კი, კომპანიის ყველა თანამშრომელი გეგმის მიხედვით, დადგენილ ვადებში ასრულებდა მის საქმეს. დაზარალებულ ქ. ჯ–ის განმარტებით, მას შემდეგ, რაც კომპანიის მიმართ გაუჩნდა უნდობლობა, ითხოვა ვ. მ–ესთან პირადად შეხვედრა, თუმცა, მის ნაცვლად, შეხვდა კომპანიის იურისტი და ვ. მ–ის მეუღლე – ლ. ქ–, რომელმაც აღნიშნა, რომ მათი კომპანია რ. ლ–მა დააზარალა. სასამართლოს შეფასებით, აღნიშნული ურთიერთგამომრიცხავი პოზიციები აძლიერებს დასკვნას, რომ ვ. მ–ის და ლ. ქ–ს ქმედება დამკვეთთა კუთვნილი თანხის მართლსაწინააღმდეგო მიღება იყო.

4.13. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების, მათ შორის, დაზარალებულებისა და მოწმეების სანდო და ურთიერთშეჯერებული ჩვენებების ერთობლივი ანალიზით ცალსახად დასტურდება, რომ შპს „მ–ეში“ დირექტორის თანამდებობაზე გაფორმებული პირები წარმოადგენდნენ მხოლოდ ფორმალურ მმართველებს. რეალურად კი, როგორც შპს „მ–ეში“, ისე – შპს „მ–ე ....“-ში ხელმძღვანელ პირად გვევლინებოდა ვ. მ–ე. ასევე დადგენილია, რომ არსებითი მნიშვნელობის საკითხები – შეკვეთის მიღება, კლიენტისთვის საბოლოო ფასის განსაზღვრა, ჩარიცხული თანხების განკარგვა და შეკვეთის დამზადებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები – ყოველთვის თანხმდებოდა ვ. მ–ესთან. ამასთან, შპს „მ–ეში“ გადაწყვეტილებების მიღებაში მასთან ერთად მონაწილეობდა ლ. ქ–, ხოლო, შპს „მ–ე ....“-ში – რ. ლ–ი.

4.14. ამდენად, წარმოდგენილი მტკიცებულებათა ერთობლიობა ცხადყოფს, რომ ვ. მ–ე და ლ. ქ– კლიენტებს შეგნებულად აწვდიდნენ მცდარ ინფორმაციას. მათი მიზანი იყო მომხმარებელთა დარწმუნება და შეცდომაში შეყვანა. აღნიშნულ ქმედებათა განხორციელების საშუალებად მათ გამოიყენეს სახელშეკრულებო ურთიერთობა, რაც, მათ საბოლოოდ დაეხმარა კლიენტების (ხელშეკრულების მეორე მხარის) ნდობის მოპოვებაში. საგულისხმოა ისიც, რომ მსჯავრდებულთა ქმედების შედეგად, მატერიალური ზიანი მიადგა ათობით დაზარალებულს. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, ვ. მ–ისა და ლ. ქ–ს ზემოაღნიშნული ქმედება არ შეიძლება შეფასდეს სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობად და, შესაბამისად – მხოლოდ სამოქალაქოსამართლებრივი ურთიერთობის ფარგლებში წარმოშობილ დავად. თავისი შინაარსით აღნიშნულ პირთა ქმედებები სცდება სამოქალაქო სამართლის ფარგლებს და წარმოშობს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას.

4.15. იმავდროულად, საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორთა მოსაზრებას, რომ ბრალდების მხარის საჩივრის არქონის მიუხედავად, სააპელაციო სასამართლომ გააუარესა ლ. ქ–ს სამართლებრივი მდგომარეობა: კერძოდ, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, გაიზარდა დაზარალებულთა წრე და, შესაბამისად – ლ. ქ–ს მსჯავრდების ეპიზოდთა რაოდენობა.

4.16. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ არც პირველი ინსტანციის და არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, რომელიმე მსჯავრდებულის სამართლებრივი მდგომარეობა არ გაუარესებულა. მეტიც, ქვედა ინსტანციის სასამართლომ კანონიერად მიიჩნია, რომ ვ. მ–ის და ლ. ქ–ს ქმედება ჩადენილი იყო ერთიანი მიზნითა და საერთო განზრახვით და არა – დამოუკიდებელად, თითოეულ დაზარალებულთან მიმართებით ახლადაღმოცენებული განზრახვით. შესაბამისად, ვ. მ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ არა ოცდაექვსი დამოუკიდებელი დანაშაულებრივი ეპიზოდისთვის, რასაც ბრალდების მხარე ედავებოდა მას, არამედ – ერთ ეპიზოდში, რომლის ფარგლებში ზიანი მიადგა ოცდაექვს დაზარალებულს. მის მსგავსად, ლ. ქ–, ოცი დამოუკიდებელი დანაშაულებრივი ეპიზოდის ნაცვლად, ცნობილ იქნა დამნაშავედ ერთ ეპიზოდში, რომლის შედეგადაც დაზარალდა ოცი ადამიანი.

4.17. საგულისხმოა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 27 ნოემბრის განჩინებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 22 ნოემბრის განაჩენში შევიდა ცვლილება. კერძოდ, სარეზოლუციო ნაწილში თითოეულ მსჯავრდებულთან მიმართებით დაზუსტდა დაზარალებული პირების ვინაობა. აღსანიშნავია, რომ ხსენებულ განჩინებას აქვს წმინდა ტექნიკური ხასიათი, ვინაიდან პირველი ინსტანციის განაჩენის აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილის 1.1. პუნქტში სასამართლოს ისედაც ჰქონდა დადგენილი, რომელი მსჯავრდებულის ქმედებით რომელ პირს მიადგა ზიანი და რა ოდენობით. შესაბამისად, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 27 ნოემბრის განჩინება არსებითად არ ცვლიდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 22 ნოემბრის განაჩენს. სასამართლოს განჩინების მიზანი იყო მხოლოდ ბუნდოვანების აღმოფხვრა აღნიშნული განაჩენის სარეზოლუციო ნაწილში და არა მსჯავრდებულთა სამართლებრივი მდგომარეობის გაუარესება (კასატორთა მოსაზრებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ უზუსტობის განჩინების მიღება განაპირობა დაცვის მხარის მიერ სააპელაციო საჩივრის წარდგენამ. რეალურად, ეს ორი სამართლებრივი დოკუმენტი ერთმანეთთან არ არის დაკავშირებული. მით უფრო, რომ სასამართლოს განჩინება მიღებულ იქნა 2024 წლის 27 ნოემბერს, ხოლო, დაცვის მხარემ სააპელაციო საჩივარი სასამართლოში წარადგინა გაცილებით გვიან, 2024 წლის 19 დეკემბერს).

4.18. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, რამდენადაც აღნიშნული უზუსტობის განჩინება წარმოადგენს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 22 ნოემბრის განაჩენის შემადგენელ ნაწილს, სააპელაციო სასამართლოს მიერ მისი გათვალისწინება, პირველი ინსტანციის გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების შემთხვევაში, თუნდაც ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის არარსებობის პირობებში, წარმოადგენდა სააპელაციო სასამართლოს კანონით გათვალისწინებულ ვალდებულებას. შესაბამისად, კასატორთა ზემოაღნიშნული არგუმენტი სამართლებრივი თვალსაზრისით მყიფეა.

4.19. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2001 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილება Hirvisaari v. Finland, განაცხადი №49684/99, §30). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2009 წლის 20 მარტის გადაწყვეტილება Gorou v. Greece (No. 2), განაცხადი №12686/03, §37, §41). შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გამეორება გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტაციისა, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.

4.20. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო დაუშვებლად ცნობს საქმეს სამართლებრივი საფუძვლების არარსებობის გამო, ამ შემთხვევაში, მცირე დასაბუთებამაც კი შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2006 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილება Jaczkó v. Hungary, განაცხადი №40109/03, §29).

4.21. ამდენად, საკასაციო სასამართლოს შეფასებით, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, როგორც ვ. მ–ის და ლ. ქ–ს მსჯავრდების, ისე – მათთვის დანიშნული სასჯელის სახისა და ზომის შერჩევის ნაწილში სწორი და კანონიერია.

4.22. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლი ამომწურავად ადგენს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლებს. მოცემულ შემთხვევაში, საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რომლის გამოც, მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორები არ უთითებენ სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრების განხილვის შედეგად, არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

4.23. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, დაცვის მხარის საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

4.24. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მსჯავრდებულების – ვ. მ–ის, ლ. ქ–ს – და მათი ადვოკატის – პ. ბ–ის – საკასაციო საჩივრები ცნობილ იქნეს დაუშვებლად;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: ნ. სანდოძე

მ. ვასაძე