Facebook Twitter

საქმე # 330141326012361767

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საქმე №10I-26 თბილისი

ტ-ი გ, №10I-26 1 აპრილი, 2026 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის

სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),

მერაბ გაბინაშვილი, ნინო სანდოძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ. ტ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. ნ-ის საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2026 წლის 5 მარტის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. სპეციალური პენიტენციური სამსახურის №... დაწესებულებიდან თბილისის საქალაქო სასამართლოში შესული, მსჯავრდებულ გ. ტ-ის პირადი საქმის მასალების მიხედვით, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 22 მაისის განაჩენით:

გ. ტ-ი, დაბადებული .... წლის ... მარტს, პირადი №..., ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის 1-ელი ნაწილით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციით), საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის 1-ელი ნაწილით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციით) თავისუფლების აღკვეთა – 1 წლით;

საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით თავისუფლების აღკვეთა – 5 წლით;

საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით თავისუფლების აღკვეთა – 6 თვით;

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე, გ. ტ-ის მიმართ დანიშნული სასჯელები შეიკრიბა მთლიანად და საბოლოოდ, გ. ტ-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა – 6 წლითა და 6 თვით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის თანახმად, სასჯელის ნაწილი – თავისუფლების აღკვეთა 3 წლით განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო თავისუფლების აღკვეთა – 3 წლითა და 6 თვით – ჩაეთვალა პირობითად, 5 წლის გამოსაცდელი ვადით.

მასვე, საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა – 8 000 ლარი.

გ. ტ-ს სასჯელი აეთვალა დაკავებიდან – 2007 წლის 27 იანვრიდან.

2. გ. ტ-ი პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლდა – 2009 წლის 3 დეკემბერს.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 22 სექტემბრის განაჩენით:

გ. ტ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა – 1 წლით.

მასვე, საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა – 2 000 ლარი.

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 22 მაისის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 3 წელი და 6 თვე და საბოლოოდ, გ. ტ-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა – 4 წლითა და 6 თვით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის თანახმად, სასჯელის ნაწილი – თავისუფლების აღკვეთა – 1 წელი განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო თავისუფლების აღკვეთა – 3 წელი და 6 თვე ჩაეთვალა პირობით, 4 წლისა და 6 თვის გამოსაცდელი ვადით.

გ. ტ-ს, საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა – 2 000 ლარი.

გ. ტ-ს, შესაბამისი ვადით ჩამოერთვა ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებები.

გ. ტ-ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთალა პატიმრობაში ყოფნის დრო 2011 წლის 19 აგვისტოდან – 2011 წლის 22 სექტემბრის ჩათვლით; სასჯელის მოხდა დაეწყო განაჩენის მიღების დღიდან.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 5 მარტის განჩინებით (,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის საფუძველზე):

გ. ტ-ს, აღუდგა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 22 სექტემბრის განაჩენით ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, ჩამორთმეული უფლებები.

გ. ტ-ი გათავისუფლდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 22 სექტემბრის განაჩენზე დამატებული, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 22 მაისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის 1-ელი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით დანიშნული სასჯელებისგან.

გ. ტ-ს ¼-ით შეუმცირდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 22 მაისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა – 3 წლითა და 9 თვით.

გ. ტ-ს საბოლოოდ, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა – 10 თვითა და 23 დღით, რაც ჩათვლილია პირობით – 1 წლის, 10 თვისა და 23 დღის გამოსაცდელი ვადით.

გ. ტ-ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 22 სექტემბრის განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 3 თებერვლის განაჩენით:

გ. ტ-ი (მისი მონაწილეობის გარეშე, იმჟამად ძებნილი) ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა – 9 თვით.

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 22 სექტემბრის განაჩენით დადგენილი და ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 5 მარტის განჩინებით განსაზღვრული პირობითი მსჯავრი; საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა მოუხდელი სასჯელის ნაწილი – თავისუფლების აღკვეთა 3 თვით და საბოლოოდ, გ. ტ-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა – 1 წლით.

გ. ტ-ს, შესაბამისი ვადით ჩამოერთვა ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებები.

6. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 29 ნოემბრის განჩინებით (,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის საფუძველზე):

გ. ტ-ი გათავისუფლდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 3 თებერვლის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელისგან; მას აღუდგა ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, ჩამორთმეული უფლებები, გარდა იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებისა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 22 მაისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დანიშნულ სასჯელზე არ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონი და გ. ტ-ს საბოლოო სასჯელად განესაზღვრა – 3 თვით თავისუფლების აღკვეთა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 3 თებერვლის განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.

7. 2026 წლის 25 თებერვალს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა სპეციალური პენიტენციური სამსახურის №... დაწესებულების დირექტორმა, რომელმაც ითხოვა მსჯავრდებულ გ. ტ-ის მიმართ „ამნისტიის შესახებ‘‘ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის გავრცელება.

8. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2026 წლის 5 მარტის განჩინებით:

გ. ტ-ის მიმართ, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 3 თებერვლის განაჩენით დანიშნულ და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 5 მარტის განჩინებით, საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით შემცირებულ სასჯელზე, არ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მოქმედება; მსჯავრდებულ გ. ტ-ს საბოლოო სასჯელად განესაზღვრა – 3 თვით თავისუფლების აღკვეთა.

9. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2026 წლის 5 მარტის განჩინება გაასაჩივრა – მსჯავრდებულ გ. ტ-ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა გ. ნ-მა და მოითხოვა აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმება, გ. ტ-ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლით საბოლოოდ დანიშნულ სასჯელზე (3 თვით თავისუფლების აღკვეთაზე) „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის გავრცელება და მისი 1/6-ით, ესე იგი – 15 დღით შემცირება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ დაცვის მხარის საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს.

2. განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალების მიხედვით, გ. ტ-ი დამნაშავედ არის ცნობილი:

· თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 22 მაისის განაჩენით: საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის 1-ელი ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით;

· თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 22 სექტემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით;

· თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 3 თებერვლის განაჩენით (ძებნილი) საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით;

3. ზემოაღნიშნულ განაჩენებზე გავრცელებულია ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრისა და 2021 წლის 11 იანვრის კანონები, კერძოდ:

3.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 5 მარტის განჩინებით (,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის საფუძველზე): გ. ტ-ი გათავისუფლდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 22 სექტემბრის განაჩენზე დამატებული, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 22 მაისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის 1-ელი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით დანიშნული სასჯელებისგან; მას ¼-ით შეუმცირდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 22 მაისის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა – 3 წლითა და 9 თვით; რაც შეეხება, თავად თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 22 სექტემბრის განაჩენით განსაზღვრულ სასჯელს, დანიშნულს საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით, აღნიშნულზე მოცემული განჩინების სამოტივაციო ნაწილში აღნიშნულია, რომ ამ დანაშაულისათვის გ. ტ-ს სასჯელი სრულად ჰქონდა უკვე მოხდილი.

3.2. წარმოდგენილი მასალებიდან, ბოლო, ესე იგი, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 29 ნოემბრის განჩინებით (,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის საფუძველზე მიღებული): გ. ტ-ი გათავისუფლდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 3 თებერვლის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისათვის დანიშნული თავისუფლების აღკვეთისაგანაც; თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 22 მისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დანიშნულ სასჯელზე არ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონი და მას საბოლოო სასჯელად განესაზღვრა – 3 თვით თავისუფლების აღკვეთა.

3.3. ამდენად, საბოლოოდ, გ. ტ-ს მოსახდელად დარჩა 3 თვით თავისუფლების აღკვეთა საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედების ჩადენისათვის. ამასთან, გ. ტ-ი დააკავეს 2026 წლის 14 იანვარს.

4. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ერთი მეექვსედით უნდა შეუმცირდეს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი პირს, რომელზედაც არ ვრცელდება ამ კანონის პირველი−მე-3 მუხლებით გათვალისწინებული ამნისტია და რომელსაც ამ კანონის მე-7 მუხლით განსაზღვრული დანაშაული არ ჩაუდენია. განსახილველ შემთხვევაში, ამ კანონის მე-7 მუხლი არ კრძალავს ამნისტიის გამოყენებას საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის. ამდენად, გ. ტ-ს 1/6-ით, ესე იგი – 15 დღით, უნდა შეუმცირდეს მოსახდელად დარჩენილი 3 თვით თავისუფლების აღკვეთა. მაშასადამე, გ. ტ-ს სასჯელის ვადა უნდა აეთვალოს დაკავებიდან – 2026 წლის 14 იანვრიდან და ვინაიდან, დანიშნული თავისუფლების აღკვეთა – 2 თვითა და 15 დღით, დღეის მდგომარეობით არის მოხდილი, იგი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს პენიტენციური დაწესებულებიდან.

5. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მსჯავრდებულ გ. ტ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. ნ-ის საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2026 წლის 5 მარტის განჩინება უნდა გაუქმდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ გ. ტ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. ნ-ის საჩივარი დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2026 წლის 5 მარტის განჩინება გაუქმდეს:

1.1. გ. ტ-ის (პ/ნ: ...) მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 5 მარტის განჩინებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 3 თებერვლის განაჩენით, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 29 ნოემბრის განჩინებით საბოლოოდ მოსახდელ (საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით) 3 თვით თავისუფლების აღკვეთაზე, გავრცელდეს საქართველოს ,,ამნისტიის შესახებ“ 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის მოქმედება და გ. ტ-ს 1/6-ით შეუმცირდეს დანიშნული სასჯელი (3 თვით თავისუფლების აღკვეთა) და მოსახდელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა - 2 თვითა და 15 დღით;

2. გ. ტ-ს სასჯელის მოხდა დაეწყოს დაკავებიდან - 2026 წლის 14 იანვრიდან; დანიშნული თავისუფლების აღკვეთა - 2 თვითა და 15 დღით, დღეის მდგომარეობით არის მოხდილი, რის გამოც, იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს პენიტენციური დაწესებულებიდან;

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 5 მარტის განჩინება, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 3 თებერვლის განაჩენი, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 29 ნოემბრის განჩინება სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად;

4. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. თევზაძე

მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი

ნ. სანდოძე