Facebook Twitter

საქმე # 110100124009355084

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №1086აპ-25 ქ. თბილისი

ს. რ. 1086აპ-25 6 აპრილი, 2026 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),

მამუკა ვასაძე, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 21 ივლისის განაჩენზე მსჯავრდებულ რ. ს–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის – თ. მ–ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი, იხელმძღვანელა „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანული კანონის მე-13 მუხლის მე-3 პუნქტის, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მე-4, მე-13, 25-ე მუხლებით და საქართველოს სსსკ-ის მე-10, 182-ე, 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ რ. ს–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის – თ. მ–ს საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 21 ივლისის განაჩენზე;

2. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 25-ე მუხლის შესაბამისად, დაზარალებულს და მის კანონიერ წარმომადგენელს უფლება აქვთ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მოითხოვონ მიყენებული ზიანის ანაზღაურება და კომპენსაცია;

3. მიღებული განჩინება სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნდეს საქართველოს სსსკ-ის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის გათვალისწინებით;

4. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: მ. ვასაძე

ლ. თევზაძე