Facebook Twitter

ლომსაქმე # 010140526900189162

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საქმე №5I-26 ქ. თბილისი

ლ. კ. 5I-26 3 აპრილი, 2026 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),

მამუკა ვასაძე, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს უფროსი აღმასრულებელის – ი. ნ–ის – განცხადება მსჯავრდებულ კ. ლ–სთვის განსაზღვრული სასჯელის – ჯარიმა – მიმართ ,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის გამოყენების თაობაზე და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 17 ივნისის განაჩენის თანახმად:

1.1. ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 31 აგვისტოს განაჩენით კ. ლ–, – დაბადებული 19.. წელს, – ცნობილ იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

1.1.1. საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 1 წლით, ხოლო დამატებითი სასჯელის სახით – ჯარიმა 1000 ლარი;

1.1.2. საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 1 წლით, ხოლო დამატებითი სასჯელის სახით – ჯარიმა 1000 ლარი;

1.1.3. საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით – თავისუფლების აღკვეთა 10 წლით;

1.1.4. საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 3 წლით, ხოლო დამატებითი სასჯელის სახით – ჯარიმა 2000 ლარი;

1.1.5. საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით – თავისუფლების აღკვეთა 10 წლით;

1.1.6. საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 3 წლით, ხოლო დამატებითი სასჯელის სახით – ჯარიმა 2000 ლარი;

1.1.7. საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, „გ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით – თავისუფლების აღკვეთა 10 წლით;

1.1.8. საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 3 წლით, ხოლო დამატებითი სასჯელის სახით – ჯარიმა 2000 ლარი;

1.1.9. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის შესაბამისად, დანაშაულთა ერთობლიობით კ. ლ–ს განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 41 წლით, რაც საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენებით, შეუმცირდა და საბოლოოდ მოსახდელად დაენიშნა – თავისუფლების აღკვეთა 30 წლით, ხოლო დამატებითი სასჯელის სახით – ჯარიმა 8000 ლარი;

1.1.10. კ. ლ–ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2011 წლის 11 დეკემბრიდან.

1.2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 25 დეკემბრის განაჩენით ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 31 აგვისტოს განაჩენში შევიდა ცვლილება, კერძოდ, კ. ლ–ს განაჩენიდან ამოერიცხა საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილი (2 ეპიზოდი);

1.2.1. კ. ლ– ცნობილ იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

1.2.1.1. საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით, – თავისუფლების აღკვეთა 1 წლით, ხოლო დამატებითი სასჯელის სახით – ჯარიმა 1000 ლარი;

1.2.1.2. საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 1 წლით, ხოლო დამატებითი სასჯელის სახით – ჯარიმა 1000 ლარი;

1.2.1.3. საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 3 წლით, ხოლო დამატებითი სასჯელის სახით – ჯარიმა 2000 ლარი;

1.2.1.4. საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით – თავისუფლების აღკვეთა 10 წლით;

1.2.1.5. საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით – თავისუფლების აღკვეთა 10 წლით;

1.2.1.6. საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით – თავისუფლების აღკვეთა 10 წლით;

1.2.1.7. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, კ. ლ–ს საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 30 წლით, ხოლო დამატებითი სასჯელის სახით – ჯარიმა 4000 ლარი;

1.3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 17 ივნისის განაჩენით გაუქმდა ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 21 იანვრის განჩინება მსჯავრდებულ კ. ლ–ს მიმართ;

1.3.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 25 დეკემბრის განაჩენში შევიდა ცვლილება, კერძოდ:

1.3.1.1. „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-3 მუხლის საფუძველზე, ასევე ამავე კანონის მე-18 მუხლში მოცემული მითითების გათვალისწინებით (ამ კანონის საფუძველზე სასჯელისაგან გათავისუფლებული პირები არ თავისუფლდებიან ჯარიმისაგან), მსჯავრდებული კ. ლ– გათავისუფლდა საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელის – 1 წლით თავისუფლების აღკვეთის - მოხდისაგან;

1.3.1.2. „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-3 მუხლის საფუძველზე, ასევე ამავე კანონის მე-18 მუხლში მოცემული მითითების გათვალისწინებით (ამ კანონის საფუძველზე სასჯელისაგან გათავისუფლებული პირები არ თავისუფლდებიან ჯარიმისაგან), მსჯავრდებული კ. ლ. გათავისუფლდა საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელის – 1 წლით თავისუფლების აღკვეთის – მოხდისაგან;

1.3.1.3. „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-3 მუხლის საფუძველზე, ასევე ამავე კანონის მე-18 მუხლში მოცემული მითითების გათვალისწინებით (ამ კანონის საფუძველზე სასჯელისაგან გათავისუფლებული პირები არ თავისუფლდებიან ჯარიმისაგან), მსჯავრდებული კ. ლ. გათავისუფლდა საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით დანიშნული სასჯელის – 3 წლით თავისუფლების აღკვეთის – მოხდისაგან;

1.3.1.4. „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე, მსჯავრდებულ კ. ლ–ს ერთი მეოთხედით შეუმცირდა საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით (2011 წლის 6 აპრილის ეპიზოდი) დანიშნული სასჯელი – თავისუფლების აღკვეთა 10 წლით, რაც შეადგენს 7 წელსა და 6 თვეს;

1.3.1.5. „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე, მსჯავრდებულ კ. ლ–ს ერთი მეოთხედით შეუმცირდა საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2011 წლის 4 დეკემბრის ეპიზოდი) დანიშნული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 10 წლით, რაც შეადგენს 7 წელსა და 6 თვეს;

1.3.1.6. „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე, მსჯავრდებულ კ. ლ–ს ერთი მეოთხედით შეუმცირდა საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2011 წლის 9 დეკემბრის ეპიზოდი) დანიშნული სასჯელი – თავისუფლების აღკვეთა 10 წლით, რაც შეადგენს 7 წელსა და 6 თვეს;

1.3.1.7. „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ 2013 წლის 17 აპრილის საქართველოს კანონით დადგენილი და სამოქმედოდ შემოღებული ახალი რედაქციის სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნათა გათვალისწინებით, დანაშაულთა ერთობლიობით დანიშნული თანაბარი სასჯელებიდან ერთმა სასჯელმა შთანთქა მეორე და საბოლოოდ, კ. ლ–ს მოსახდელად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 7 წლითა და 6 თვით;

1.3.1.8. კ. ლ–ს სასჯელი აეთვალა 2011 წლის 11 დეკემბრიდან.

1.3.1.9. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 25 დეკემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული დამატებითი სასჯელები – ჯარიმა – „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-18 მუხლის თანახმად, დარჩა უცვლელად, შეიკრიბა და საბოლოოდ, დაეკისრა – 4000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 28 ივნისის სააღსრულებო ფურცლის თანახმად, სააღსრულებო ფურცელი ამოიწერა მოვალე – კ. ლ–ს მიმართ 2013 წლის 28 ივნისს.

3. 2026 წლის 18 თებერვალს საქართველოს უზენაეს სასამართლოს მომართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს ა–სა და გ–ს სააღსრულებო ბიუროს უფროსმა აღმასრულებელმა – ი. ნ–ემ და მოითხოვა განმარტება, უნდა გავრცელდეს თუ არა კ. ლ–ს მიმართ ,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტი და უნდა შეწყდეს თუ არა წარმოება საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 28 ივნისის სააღსრულებო ფურცელთან მიმართებით.

4. საქართველოს უზენაეს სასამართლოში კ. ლ–ს პირადი საქმე შემოვიდა 2026 წლის 2 აპრილს.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლო ითვალისწინებს, რომ:

5.1. კ. ლ–ს მიმართ სასამართლოს 2013 წლის 28 ივნისის სააღსრულებო ფურცელი – ჯარიმა 4000 ლარი – აღსრულების მიზნით მართალია გაიცა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 17 ივნისის განაჩენის საფუძველზე, თუმცა კ. ლ–ს სასჯელის სახედ ჯარიმა განესაზღვრა ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 31 აგვისტოს განაჩენით (კერძოდ, აღნიშნული განაჩენით ჯარიმის ოდენობა განისაზღვრა 8000 ლარით, თუმცა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 25 დეკემბრის განაჩენით ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 31 აგვისტოს განაჩენში შევიდა ცვლილება - კ. ლ–ს განაჩენიდან ამოერიცხა საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილი (2 ეპიზოდი) და საბოლოოდ, დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა – ჯარიმა 4000 ლარი. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული განაჩენი ჯარიმის ნაწილში დარჩა უცვლელად საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 17 ივნისის განაჩენით).

5.2. ,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, “საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის მსჯავრდებული პირი ჯარიმისაგან სრულად თავისუფლდება იმ შემთხვევაში, თუ ჯარიმის შეფარდების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილება მიღებულია 2012 წლის 1 ოქტომბრამდე და ჯარიმის დაკისრების თაობაზე სასამართლოს გადაწყვეტილება აღსრულებული არ არის. თუ სასამართლოს გადაწყვეტილება ნაწილობრივ არის აღსრულებული, ამნისტია გავრცელდება მხოლოდ ჯარიმის აღუსრულებელ ნაწილზე”. ამავე კანონის მე-14 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, “ამ კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ჯარიმის შეფარდების თაობაზე სასამართლოს განაჩენის აღსრულების მიზნით სააღსრულებო წარმოების დაწყება დაუშვებელია, ხოლო დაწყებული სააღსრულებო წარმოება უნდა შეწყდეს ამ კანონის ამოქმედებიდან 2 კვირის ვადაში”.

5.3. ამდენად, ვინაიდან კ. ლ. ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 31 აგვისტოს განაჩენით იქნა მსჯავრდებული იმ დანაშაულებისათვის (საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით – ჯარიმა – 1000 ლარი; საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით – ჯარიმა – 1000 ლარი; საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით – ჯარიმა – 2000 ლარი), რომლებისთვისაც განესაზღვრა საბოლოო დამატებითი სასჯელი ჯარიმა – 4000 ლარი და არც ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს და არც საქართველოს უზენაესი სასამართლოს განაჩენებით საბოლოოდ განსაზღვრული ჯარიმის – 4000 ლარი – ნაწილში ცვლილება არ შესულა, ,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტისა და მე-14 მუხლის მე-4 პუნქტის გათვალისწინებით, კ. ლ–ს მიმართ დაწყებული სააღსრულებო წარმოება უნდა შეწყვეტილიყო ,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის ამოქმედებიდან 2 კვირის ვადაში.

6. ,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს ა–სა და გურიის სააღსრულებო ბიუროს განემარტოს, რომ ,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტისა და მე-14 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, თუ ჯარიმის შეფარდების შესახებ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მიღებულია 2012 წლის 1 ოქტომბრამდე, უცვლელად დარჩა ზემოდგომის ინსტანციების სასამართლოების მიერ ჯარიმის ნაწილში და აღსრულებული არ არის, – მსჯავრდებული პირი ჯარიმისაგან სრულად თავისუფლდება;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: მ. ვასაძე

ლ. თევზაძე