ას-1260-1280-2011 2 თებერვალი, 2012 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მაია სულხანიშვილი, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი _ შპს «პ. ჯ-ა»
წარმომადგენელი – მ. ღ-ი
მოწინააღმდეგე მხარე _ კორპორაცია ... ნავსადგური
გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 30 ივნისის განჩინება
დავის საგანი – საიჯარო ხელშეკრულების შეჩერებისა და შეწყვეტის გადაწყვეტილების გაუქმება, საიჯარო ხელშეკრულების მოქმედების აღდგენა, ზიანის ანაზღაურება, საიჯარო ქირის დავალიანებისა და საურავის დაკისრება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2010 წლის 22 ოქტომბერს შპს «პ. ჯ-ამ» ფოთის საქალაქო სასამართლოში კორპორაცია ... ნავსადგურის წინააღმდეგ სარჩელი აღძრა. მოსარჩელემ მოითხოვა მხარეთა შორის 2003 წლის 19 ივლისს გაფორმებული იჯარის ხელშეკრულების შეჩერებისა და შეწყვეტის შესახებ მოპასუხის გადაწყვეტილების გაუქმება, ხელშეკრულების მოქმედების აღდგენა, მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების სახით 1 667 221 ლარის დაკისრება, ასევე სარჩელის შემოტანის დღიდან გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვალმდე ყოველთვიურად 416 805 ლარის გადახდის დაკისრება.
მოსარჩელის განმარტებით, 2003 წლის 19 ივლისს შპს «პ. ჯ-ასა» და «... ნავსადგურს» შორის ნავმისადგომების 10 წლის ვადით იჯარის ხელშეკრულება გაფორმდა. მოგვიანებით, მხარეთა შეთანხმებით, აღნიშნული ვადა 25 წლამდე გაიზარდა. 2010 წლის 17 ივნისს შპს «ჯე-ეს-კოს» წერილის პასუხად, მოპასუხემ შპს «პ. ჯ-ას» იჯარით გაცემული ამწეების ტექნიკური დათვალიერების აქტები გაუგზავნა და მოითხოვა მათში მითითებული დეფექტების აღმოფხვრის გრაფიკის წარდგენა. 2010 წლის 30 ივნისს მოპასუხემ განმეორებით მოითხოვა 45 დღის ვადაში ვალდებულების შესრულება, ამასთან, ამ პერიოდით შეუჩერა ¹3-4 ნავმისადგომების მომსახურების უფლება. 2010 წლის 27 ივლისს კი, ცალმხრივად შეწყვიტა ხელშეკრულება, რითაც უხეშად დაარღვია ხელშეკრულების პირობები.
2010 წლის 8 დეკემბერს კორპორაცია ... ნავსადგურმა ფოთის საქალაქო სასამართლოში შპს «პ. ჯ-ას» წინააღმდეგ სარჩელი აღძრა. მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების სახით 3 200 000 ევროს ეკვივალენტი ლარის, ასევე 2010 წლის ივნისის, ივლისისა და აგვისტოს საიჯარო ქირის, მასზე დარიცხული საურავითურთ - 722 977 ლარის დაკისრება.
მოსარჩელის განმარტებით, შპს «პ. ჯ-ას» უნდა უზრუნველეყო იჯარით გაცემული ქონების გამოყენებისას ტექნიკური უსაფრთხოების ყველა ნორმის დაცვა და ნებისმიერი დეფექტი აღმოეფხვრა დამოუკიდებლადაც, რაც მას არ შეუსრულებია. ხელშეკრულების 2009 წლის 9 თებერვალს შეტანილი ცვლილებების მიხედვით, თუ მოიჯარე ობიექტური მიზეზის გარეშე ვერ ახორციელებს კონტრაქტით გათვალისწინებული ძირითადი ვალდებულბების შესრულებას, ნავსადგურს შეუძლია არა ნაკლებ ორი წერილობითი შეტყობინების გაგზავნის შემდეგ შეაჩეროს მოიჯარის უფლება გაწიოს მე-3-მე-4 ნავმისადგომების მომსახურება. მოპასუხეს პირველი შეტყობინება 2010 წლის 17 ივნისს გაეგზავნა, რომელსაც ამწეების დათვალიერების აქტები ერთვოდა. 2010 წლის 30 ივნისს მას მეორე შეტყობინება გაეგზავნა, 45 დღის ვადაში დარღვევების აღმოფხვრის მოთხოვნით და ამავე ვადით შეუჩერდა ნავმისადგომის მომსახურების უფლება. ხელშეკრულების IV თავის მე-3 მუხლის თანახმად, მისი დროებით შეჩერება მოიჯარეს საიჯარო ქირის გადახდის ვალდებულებისაგან არ ათავისუფლებს.
ფოთის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 14 დეკემბრის საოქმო განჩინებით ზემოაღნიშნული ორი სარჩელი ერთ წარმოებად გაერთიანდა.
ფოთის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 28 იანვრის გადაწყვეტილებით შპს «პ. ჯ-ას» სარჩელი არ დაკმაყოფილდა, კორპორაცია ... ნავსადგურის სარჩელი დაკმაყოფილდა, შპს «პ. ჯ-ას» კორპორაცია ... ნავსადგურის სასარგებლოდ დაეკისრა ზიანის ანაზღაურების სახით 4071379 აშშ დოლარის ეკვივალნეტი ლარისა და საიჯარო ქირის დავალიანების – 722977 ლარის გადახდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება შპს «პ. ჯ-ამ» სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 30 ივნისის განჩინებით შპს «პ. ჯ-ის» სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ფოთის საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა.
სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
1. შპს ,,პ. ჯ-ასა» და ... ნავსადგურს შორის 2003 წლის 19 ივლისს დაიდო ხელშეკრულება,... ნავსადგურის ¹3-4 ტერმინალის 10 წლის ვადით შპს ,,პ. ჯ-ისათვის» იჯარით გადაცემის შესახებ;
2. შპს ,,პ. ჯ-ასა» და ... ნავსადგურს შორის 2003 წლის 1 სექტემბერს დაიდო სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არსასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის იჯარის ხელშეკრულება, შპს ,,პ. ჯ-ისათვის» 0.6593 ჰა ფართობის მიწის ნაკვეთის გადაცემის თაობაზე, რომელიც ... ნავსადგურის სარეჟიმო ტერიტორიაზე ¹3-4 ნავმისადგომების ზურგში მდებარეობს;
3. შპს ,,პ. ჯ-ასა» და კორპორაცია ,,... ნავსადგურს» შორის 2003 წლის 19 ივლისს დადებული იჯარის ხელშეკრულების მე-2 თავის მე-4 მუხლის «ა» პუნქტის 1-ლი ქვეპუნქტის მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ მოიჯარე ობიექტური მიზეზების გარეშე ვერ ახორციელებს გემის მიღებისა და დატვირთვა_გადმოტვირთვისათვის სამუშაოების ჩატარებას, კონტრაქტით გათვალისწინებული ძირითადი ვალდებულების Aშესრულებას, ნავსადგურს შეუძლია მოიჯარისათვის არა უმცირეს ორი წერილობითი შეტყობინების შემდგომ, დროებით შეაჩეროს მოიჯარის უფლება – გაწიოს ნავმისადგომით მომსახურება;
4. 2005 წლის 9 თებერვლის შპს ,,პ. ჯ-ასა» და ... ნავსადგურს შორის დადებული საიჯარო კონტრაქტის დამატებით, ზემოაღნიშნულ ორ წერილობით შეტყობინებას შორის შუალედი განისაზღვრა 5 სამუშაო დღით;
5. იჯარის ხელშეკრულების მეორე თავის მე-5 მუხლის პირველი მე-2, მე-3 და მე-13 ნაწილების შესაბამისად, ნავსადგურს უფლება აქვს, საიჯარო კონტრაქტი შეწყვეტოს იმ შემთხვევაში, თუ მოიჯარე ვერ შესძლებს აღმოფხვრას შეტყობინებაში აღნიშნული წარუმატებლობა, იჯარის ხელშეკრულების მე-4 მუხლის მიხედვით, მოიჯარის მიერ შეტყობინების მიღებიდან 45 დღის განმავლობაში ან ამ პერიოდის შემდგომ, თუ ამაზე იქნება ნავსადგურის წერილობითი თანხმობა, ასევე, მეიჯარეს უფლება აქვს, შეწყვიტოს ხელშეკრულება, თუ მოიჯარე სათანადოდ, პუნქტუალურად და დროულად ვერ აუნაზღაურებს საიჯარო ან სხვა მოთხოვნილ გადასახდელებს მათი გადახდის ვადის გასვლის შემდეგ 45Dდღის განმავლობაში. ამასთან, ნავსადგურს შეუძლია, შეწყვიტოს ხელშეკრულება, კონტრაქტის მე-5 მუხლის შესაბამისად, მოიჯარისათვის შეწყვეტის შესახებ აუცილებელი წერილობითი შეტყობინების საფუძველზე და კონტრაქტი შეწყვეტილად ჩაითვლება აღნიშნული შეტყობინების მიწოდებიდან 30 დღის შემდეგ;
6. 2005 წლის 9 თებერვალს, შპს ,,პ. ჯ-ასა» და ... ნავსადგურს შორის, 2003 წლის 19 ივლისს დადებულ იჯარის ხელშეკრულებაში მხარეებმა განახორციელეს მთელი რიგი ცვლილებები. დამატების პირველი მუხლის მე-14 ნაწილის შესაბამისად, მოიჯარეს ყოველთვიურად უნდა გადაეხადა მეიჯარისათვის წლიური ფიქსირებული საიჯარო გადასახადი, ამავე მუხლში მითითებული ფიქსირებული ოდენობის 12–ზე გაყოფის შედეგად, ამასთან, იჯარის ხელშეკრულების მე-4 თავის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, რეაბილიტაციის პერიოდში მოიჯარე ვალდებულია, გადაიხადოს საიჯარო გადასახადი. დამატების მე-2 მუხლის შესაბამისად, ხელშეკრულების მე-3 თავის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვადის დარღვევისათვის მოიჯარეს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ეკისრება საურავი გადასახდელი თანხის 0.1%-ის ოდენობით;
7. შპს ,,პ. ჯ-ასა» და კორპორაცია ,,... ნავსადგურს» შორის დადებული 2007 წლის 10 ოქტომბრის იჯარის ხელშეკრულებით, შპს ,,პ. ჯ-ას» იჯარით გადაეცა ... ნავსადგურის მეორე საწარმოო რაიონის ტერიტორიაზე არსებული ადმინისტრაციული შენობის პირველ და მეორე სართულზე არსებული არასაცხოვრებელი ფართი. იჯარით გადასაცემი ქონება შპს ,,პ. ჯ-ას» გადაეცა გამართულ მდგომარეობაში. იჯარის ხელშეკრულების შესაბამისად, მოიჯარე, ვალდებული იყო უზრუნველეყო იჯარით გადაცემული ქონების ექსპლუატაცია ტექნიკური და უსაფრთხოების ყველა ნორმების დაცვით და შეენარჩუნებინა ისინი მუშა მდგომარეობაში;
8. კორპორაცია ,,... ნავსადგურის» დირექტორის ბრძანების საფუძველზე, შპს ,,პ. ჯ-ასათვის» იჯარით გადაცემულ პორტალურ ამწეებს ჩაუტარდა ტექნიკური დათვალირება, რა დროსაც შემოწმებულ ამწეებზე გამოვლენილ იქნა მთელი რიგი დეფექტები. დადგინდა, რომ შპს ,,პ. ჯ-ასათვის» საიჯარო ხელშეკრულებით გადაცემული ქონება საიჯარო ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში დაზიანდა, აღნიშნული ქონება იმყოფებოდა შპს ,,პ. ჯ-ას» მფლობელობაში და მას ექსპლუატაციას უწევდა შპს ,,პ. ჯ-ა»;
9. D2010 წლის 17 ივნისს შპს ,,პ. ჯ-ას» ადმინისტრაციას კორპორაცია ,,... ნავსადგურმა» გაუგზავნა იჯარის ხელშეკრულებით გადაცემული პორტალური ამწეების ტექნიკური დათვალიერების აქტები და მოსთხოვა აქტში მითითებული დეფექტების აღმოფხვრის გრაფიკის დაუყოვნებლივ გაგზავნა;
10. 2010 წლის 30 ივნისსკორპორაცია ,,... ნავსადგურმა» შპს ,,პ. ჯ-ას» დროებით შეუჩერა საიჯარო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ¹3-4 ნავმისადგომებით მომსახურების უფლება და ვალდებულების შესრულებისათვის განუსაზღვრა 45 დღის ვადა;
11. 2010 წლის 1 ივლისს, კორპორაცია ,,... ნავსადგურმა» შპს ,,პ. ჯ-ას» მიმართა მოთხოვნით, დაუყოვნებლივ წარმოედგინა სრულყოფილი ინფორმაცია მოსალოდნელი ტვირთებისა და სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის შესახებ;
12. 2010 წლის 2 ივლისს, შპს ,,პ. ჯ-ამ» 2010 წლის 1 ივლისის წერილის პასუხად კორპორაცია ,,... ნავსადგურს» მიაწოდა ინფორმაცია მოსალოდნელი ტვირთებისა და სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის შესახებ;
13. 2010 წლის 14 ივლისს შპს ,,პ. ჯ-ას» გაეგზავნა კორპორაცია ,,... ნავსადგურის» 2010 წლის 14 ივლისის წერილი – გაფრთხილება, რომლითაც შპს ,,პ. ჯ-ას» ვალდებულების შესასრულებლად მიეცა ვადა 2010 წლის 25 ივლისამდე და გაფრთხილებულ იქნა იმის შესახებ, რომ განსაზღვრულ ვადაში ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, შპს ,,პ. ჯ-ასა» და კორპორაცია ,,... ნავსადგურს» შორის დადებული იჯარის ხელშეკრულება ჩაითვლებოდა გაუქმებულად;
14. კორპორაცია ,,... ნავსადგურმა» 2010 წლის 27 ივლისს გაუგზავნა შპს ,,პ. ჯ-ას’’ შეტყობინება 2003 წლის 19 ივლისს დადებული იჯარის ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ;
15. შპს ,,პ. ჯ-ამ» კორპორაცია ,,... ნავსადგურის“ 2010 წლის 27 ივლისის წერილი იჯარის ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე ჩაიბარა 2010 წლის 27 ივლისს;
16. ,,... ნავსადგურის» 2010 წლის 30 ივნისის წერილის მიღებიდან 45 დღის ვადაში, შპს ,,პ. ჯ-ას» არ წარუდგენია პორტალურ ამწეებზე არსებული დეფექტების აღმოფხვრის გრაფიკი;
17. ,,პ. ჯ-ასა» და კორპორაცია ,,... ნავსადგურს» შორის 2003 წლის 19 ივლისს დადებული იჯარის ხელშეკრულების მეორე თავის მე-5 მუხლის მე-13 პუნქტის შესაბამისად, ნავსადგურს შეუძლია, შეწყვიტოს კონტრაქტი მე-5 მუხლის შესაბამისად, მოიჯარისათვის ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ აუცილებელი წერილობითი შეტყობინების საფუძველზე და კონტრაქტის შეწყვეტა განხორციელდება აღნიშნული შეტყობინების მიწოდებიდან 30 დღის შემდეგ. ვინაიდან, შეტყობინება იჯარის ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ მოიჯარეს ჩაბარდა 2010 წლის 27 ივლისს, იჯარის ხელშეკრულება შეწყდა 2010 წლის 26 აგვისტოს;
18. შპს ,,პ. ჯ-ას» კორპორაცია ,,... ნავსადგურისათვის» არ გადაუხდია 2010 წლის ივნისის, ივლისისა და აგვისტოს თვის საიჯარო გადასახადიAსულ – 677278 ლარი. შპს ,,პ. ჯ-ას» მიერ კორპორაცია ,,... ნავსადგურისათვის“ გადაუხდელ საიჯარო ქირის დავალიანებაზე – 677278 ლარზე დარიცხული საურავი დავალიანების წარმოშობის დღიდან აგვისტოს ჩათვლით შეადგენს 45699 ლარს;
19. იჯარით გადაცემული ქონების დაზიანების გამო, კორპორაცია ,,... ნავსადგურს» მიადგა 4071379 აშშ დოლარის ოდენობით ზიანი;
20. დაზიანებული პორტალური ¹4, ¹15, ¹16, ¹28, ¹25, ¹26, ¹32, ¹36 ამწეების შეკეთებას კერძოდ, დაზიანებული ნაწილების შესყიდვისა და მათი შეცვლისათვის საჭიროა 4054004 აშშ დოლარი.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, შპს «პ. ჯ-ამ» ვერ დაამტკიცა ის გარემოება, რომ საიჯარო ქონება ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში არ დაზიანებულა ან მას უკვე დაზიანებული გადაეცა.
სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ მხარეთა შორის გაფორმებული იჯარის ხელშეკრულების დამატების მე-2 თავის მე-3 მუხლის მე-17 პუქნტის მიხედვით, რეაბილიტაციის პერიოდში მოიჯარე ვალდებულია გადაიხადოს საიჯარო ქირა. აღნიშნულის გათვალისწინებით, შპს «პ. ჯ-ა» ვალდებული იყო ხელშეკრულების მოქმედების შეჩერების პერიოდისათვის საიჯარო ქირა გადაეხადა.
აღნიშნული განჩინება შპს «პ. ჯ-ამ» საკასაციო წესით გაასაჩივრა, მისი გაუქმებისა და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების მოთხოვნით შემდეგი საფუძვლებით: სასამართლოს დასკვნა იმის თაობაზე, რომ საიჯარო ქონება დაზიანდა იჯარის ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, ემყარება მოწინააღმდეგე მხარის მიერ წარდგენილ ტექნიკური დათვალიერების აქტებს, რაც თავისთავად არასაკმარისი მტკიცებულებაა იმისათვის, რომ ზიანის მიმყენებლად ქონების ფაქტობრივი მფლობელი ჩაითვალოს. ზიანის ანაზღაურების ვალდებულების დაკისრებისას გადამწყვეტია ბრალის საკითხი, რაც სასამართლოს არ გამოუკვლევია. სააპელაციო სასამართლომ უსაფუძვლოდ გააიგივა ერთმანეთთან რეაბილიტაცია და ხელშეკრულების მოქმედების შეჩერება. ხელშეკრულების შეჩერების შემდეგ კასატორს ქონებით სარგებლობის საშუალება აღარ ჰქონდა, რის გამოც ამ პერიოდისათვის საიჯარო ქირის დაკისრება უსაფუძვლოა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ განიხილა საკასაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი დასაბუთებულობა და მიიჩნია, რომ შპს «პ. ჯ-ის» საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლომ დადგენილად შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები მიიჩნია:
1. შპს ,,პ. ჯ-ასა» და ... ნავსადგურს შორის 2003 წლის 19 ივლისს დაიდო ხელშეკრულება, ... ნავსადგურის ¹3-4 ტერმინალის 10 წლის ვადით შპს ,,პ. ჯ-ისათვის» იჯარით გადაცემის შესახებ;
2. შპს ,,პ. ჯ-ასა» და ... ნავსადგურს შორის 2003 წლის 1 სექტემბერს დაიდო სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არსასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის იჯარის ხელშეკრულება, შპს ,,პ. ჯ-ისათვის» 0.6593 ჰა ფართობის მიწის ნაკვეთის გადაცემის თაობაზე, რომელიც ... ნავსადგურის სარეჟიმო ტერიტორიაზე ¹3-4 ნავმისადგომების ზურგში მდებარეობს;
3. შპს ,,პ. ჯ-ასა» და კორპორაცია ,,... ნავსადგურს» შორის 2003 წლის 19 ივლისს დადებული იჯარის ხელშეკრულების მე-2 თავის მე-4 მუხლის «ა» პუნქტის 1-ლი ქვეპუნქტის მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ მოიჯარე ობიექტური მიზეზების გარეშე ვერ ახორციელებს გემის მიღებისა და დატვირთვა_გადმოტვირთვისათვის სამუშაოების ჩატარებას, კონტრაქტით გათვალისწინებული ძირითადი ვალდებულების Aშესრულებას, ნავსადგურს შეუძლია მოიჯარისათვის არა უმცირეს ორი წერილობითი შეტყობინების შემდგომ, დროებით შეაჩეროს მოიჯარის უფლება – გაწიოს ნავმისადგომით მომსახურება;
4. 2005 წლის 9 თებერვლის შპს ,,პ. ჯ-ასა» და ... ნავსადგურს შორის დადებული საიჯარო კონტრაქტის დამატებით, ზემოაღნიშნულ ორ წერილობით შეტყობინებას შორის შუალედი განისაზღვრა 5 სამუშაო დღით;
5. იჯარის ხელშეკრულების მეორე თავის მე-5 მუხლის პირველი მე-2, მე-3 და მე-13 ნაწილების შესაბამისად, ნავსადგურს უფლება აქვს, საიჯარო კონტრაქტი შეწყვეტოს იმ შემთხვევაში, თუ მოიჯარე ვერ შესძლებს, აღმოფხვრას შეტყობინებაში აღნიშნული წარუმატებლობა, იჯარის ხელშეკრულების მე-4 მუხლის მიხედვით, მოიჯარის მიერ შეტყობინების მიღებიდან 45 დღის განმავლობაში ან ამ პერიოდის შემდგომ, თუ ამაზე იქნება ნავსადგურის წერილობითი თანხმობა, ასევე, მეიჯარეს უფლება აქვს, შეწყვიტოს ხელშეკრულება, თუ მოიჯარე სათანადოდ, პუნქტუალურად და დროულად ვერ აუნაზღაურებს საიჯარო ან სხვა მოთხოვნილ გადასახდელებს მათი გადახდის ვადის გასვლის შემდეგ 45Dდღის განმავლობაში. ამასთან, ნავსადგურს შეუძლია, შეწყვიტოს ხელშეკრულება, კონტრაქტის მე-5 მუხლის შესაბამისად, მოიჯარისათვის შეწყვეტის შესახებ აუცილებელი წერილობითი შეტყობინების საფუძველზე და კონტრაქტის შეწყვეტილად ჩაითვლება აღნიშნული შეტყობინების მიწოდებიდან 30 დღის შემდეგ;
6. 2005 წლის 9 თებერვალს, შპს ,,პ. ჯ-ასა» და ... ნავსადგურს შორის, 2003 წლის 19 ივლისს დადებულ იჯარის ხელშეკრულებაში მხარეებმა განახორციელეს მთელი რიგი ცვლილებები. დამატების პირველი მუხლის მე-14 ნაწილის შესაბამისად, მოიჯარეს ყოველთვიურად უნდა გადაეხადა მეიჯარისათვის წლიური ფიქსირებული საიჯარო გადასახადი, ამავე მუხლში მითითებული ფიქსირებული ოდენობის 12–ზე გაყოფის შედეგად, ამასთან, იჯარის ხელშეკრულების მე-4 თავის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, რეაბილიტაციის პერიოდში მოიჯარე ვალდებულია გადაიხადოს საიჯარო გადასახადი. დამატების მე-2 მუხლის შესაბამისად, ხელშეკრულების მე-3 თავის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვადის დარღვევისათვის მოიჯარეს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ეკისრება საურავი გადასახდელი თანხის 0.1%-ის ოდენობით;
7. შპს ,,პ. ჯ-ასა» და კორპორაცია ,,... ნავსადგურს» შორის დადებული 2007 წლის 10 ოქტომბრის იჯარის ხელშეკრულებით, შპს ,,პ. ჯ-ას» იჯარით გადაეცა ... ნავსადგურის მეორე საწარმოო რაიონის ტერიტორიაზე არსებული ადმინისტრაციული შენობის პირველ და მეორე სართულზე არსებული არასაცხოვრებელი ფართი. იჯარით გადასაცემი ქონება შპს ,,პ. ჯ-ას» გადაეცა გამართულ მდგომარეობაში. იჯარის ხელშეკრულების შესაბამისად, მოიჯარე, ვალდებული იყო უზრუნველეყო იჯარით გადაცემული ქონების ექსპლუატაცია ტექნიკური და უსაფრთხოების ყველა ნორმების დაცვით და შეენარჩუნებინა ისინი მუშა მდგომარეობაში;
8. კორპორაცია ,,... ნავსადგურის» დირექტორის ბრძანების საფუძველზე, შპს ,,პ. ჯ-ასათვის» იჯარით გადაცემულ პორტალურ ამწეებს ჩაუტარდა ტექნიკური დათვალირება, რა დროსაც შემოწმებულ ამწეებზე გამოვლენილ იქნა მთელი რიგი დეფექტები. დადგინდა, რომ შპს ,,პ. ჯ-ასათვის» საიჯარო ხელშეკრულებით გადაცემული ქონება საიჯარო ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში დაზიანდა. აღნიშნული ქონება იმყოფებოდა შპს ,,პ. ჯ-ას» მფლობელობაში და მას ექსპლუატაციას უწევდა შპს ,,პ. ჯ-ა»;
9. D2010 წლის 17 ივნისს შპს ,,პ. ჯ-ას» ადმინისტრაციას კორპორაცია ,,... ნავსადგურმა» გაუგზავნა იჯარის ხელშეკრულებით გადაცემული პორტალური ამწეების ტექნიკური დათვალიერების აქტები და მოსთხოვა აქტში მითითებული დეფექტების აღმოფხვრის გრაფიკის დაუყოვნებლივ გაგზავნა;
10. 2010 წლის 30 ივნისს კორპორაცია ,,... ნავსადგურმა» შპს ,,პ. ჯ-ას» დროებით შეუჩერა საიჯაროხელშეკრულებით გათვალისწინებული ¹3-4 ნავმისადგომებით მომსახურების უფლება და ვალდებულების შესრულებისათვის განუსაზღვრა 45 დღის ვადა;
11. 2010 წლის 1 ივლისს, კორპორაცია ,,... ნავსადგურმა» შპს ,,პ. ჯ-ას» მიმართა მოთხოვნით, დაუყოვნებლივ წარმოედგინა სრულყოფილი ინფორმაცია მოსალოდნელი ტვირთებისა და სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის შესახებ;
12. 2010 წლის 2 ივლისს, შპს ,,პ. ჯ-ამ» 2010 წლის 1 ივლისის წერილის პასუხად კორპორაცია ,,... ნავსადგურს» მიაწოდა ინფორმაცია მოსალოდნელი ტვირთებისა და სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის შესახებ;
13. 2010 წლის 14 ივლისს შპს ,,პ. ჯ-ას» გაეგზავნა კორპორაცია ,,... ნავსადგურის» 2010 წლის 14 ივლისის წერილი, გაფრთხილება, რომლითაც შპს ,,პ. ჯ-ას» ვალდებულების შესასრულებლად მიეცა ვადა 2010 წლის 25 ივლისამდე და გაფრთხილებულ იქნა იმის შესახებ, რომ განსაზღვრულ ვადაში ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, შპს ,,პ. ჯ-ასა» და კორპორაცია ,,... ნავსადგურს» შორის დადებული იჯარის ხელშეკრულება ჩაითვლებოდა გაუქმებულად;
14. კორპორაცია ,,... ნავსადგურმა» 2010 წლის 27 ივლისს გაუგზავნა შპს ,,პ. ჯ-ას» შეტყობინება 2003 წლის 19 ივლისს დადებული იჯარის ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ;
15. შპს ,,პ. ჯ-ამ» კორპორაცია ,,... ნავსადგურის» 2010 წლის 27 ივლისის წერილი იჯარის ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე ჩაიბარა 2010 წლის 27 ივლისს;
16. ,,... ნავსადგურის» 2010 წლის 30 ივნისის წერილის მიღებიდან 45 დღის ვადაში, შპს ,,პ. ჯ-ას» არ წარუდგენია პორტალურ ამწეებზე არსებული დეფექტების აღმოფხვრის გრაფიკი;
17. ,,პ. ჯ-ასა» და კორპორაცია ,,... ნავსადგურს» შორის 2003 წლის 19 ივლისს დადებული იჯარის ხელშეკრულების მეორე თავის მე-5 მუხლის მე-13 პუნქტის შესაბამისად, ნავსადგურს შეუძლია, შეწყვიტოს კონტრაქტი მე-5 მუხლის შესაბამისად, მოიჯარისათვის ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ აუცილებელი წერილობითი შეტყობინების საფუძველზე და კონტრაქტის შეწყვეტა განხორციელდება აღნიშნული შეტყობინების მიწოდებიდან 30 დღის შემდეგ. ვინაიდან, შეტყობინება იჯარის ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ მოიჯარეს ჩაბარდა 2010 წლის 27 ივლისს, იჯარის ხელშეკრულება შეწყდა 2010 წლის 26 აგვისტოს;
18. შპს ,,პ. ჯ-ას» კორპორაცია ,,... ნავსადგურისათვის» არ გადაუხდია 2010 წლის ივნისის, ივლისისა და აგვისტოს საიჯარო გადასახადიAსულ – 677278 ლარი. შპს ,,პ. ჯ-ას» მიერ კორპორაცია ,,... ნავსადგურისათვის» გადაუხდელ საიჯარო ქირის დავალიანებაზე – 677278 ლარზე დარიცხული საურავი დავალიანების წარმოშობის დღიდან აგვისტოს თვის ჩათვლით შეადგენს 45699 ლარს;
19. იჯარით გადაცემული ქონების დაზიანების გამო, კორპორაცია ,,... ნავსადგურს» მიადგა 4071379 აშშ დოლარის ოდენობით ზიანი;
20. დაზიანებული პორტალური ¹4, ¹15, ¹16, ¹28, ¹25, ¹26, ¹32, ¹36 ამწეების შეკეთებას, კერძოდ, დაზიანებული ნაწილების შესყიდვის და მათი შეცვლისათვის საჭიროა 4054004 აშშ დოლარი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). «დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია» გულისხმობს მითითებას პროცესუალურ დარღვევებზე, რის შედეგადაც საქმის ფაქტობრივი გარემოებები არასწორად დადგინდა. კასატორს ამგვარი პრეტენზია არ წარმოუდგენია, ამდენად, მითითებული ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის.
საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის პრეტენზიას, რომ სააპელაციო სასამართლოს არ გამოუკვლევია შპს «პ. ჯ-ის» ბრალეულობა იჯარით გადაცემული ქონების დაზიანებაში.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ამ შემთხვევაში ზიანის ანაზღაურების საფუძველი არის არა დელიქტი, არამედ საიჯარო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულება.
მხარეებს შორის გაფორმებული იჯარის ხელშეკრულების შესაბამისად, მოიჯარე, ვალდებული იყო უზრუნველეყო იჯარით გადაცემული ქონების ექსპლუატაცია ტექნიკური და უსაფრთხოების ყველა ნორმების დაცვით და შეენარჩუნებინა ისინი მუშა მდგომარეობაში.
მითითებული ხელშეკრულების მე-4 თავის მე-3 მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად, მოიჯარის ან ქვემოიჯარის მიზეზით გამოწვეული იჯარით გადაცემული ქონების ნებისმიერი დაზიანება, განადგურება (რამაც გამოიწვია ან შეიძლება მომავალში გამოიწვიოს იჯარით გაცემული ქონების მთლიანად ან ნაწილობრივ გამოუყენებლობა), ექვემდებარება მოიჯარის მიერ უპირობო ანაზღაურებას.
აღნიშნული პირობების გათვალისწინებით, მოიჯარეს ევალებოდა გადაცემული ქონების ტექნიკურ გამართულობაზე ზრუნვა. ქონების ფლობის პერიოდში, მოპასუხეს უნდა აღმოეფხვრა ამწეების და სხვა დანადგარების ფუნქციონირებისას წარმოშობილი ნებისმიერი გაუმართაობა. ქონების ნებისმიერი დაზიანება კი, რომელიც არასათანადო მოპყრობითაა გამოწვეული, მოიჯარის მიზეზით გამოწვეულად უნდა ჩაითვალოს. განსახილველ შემთხვევაში, მოიჯარეს დათვალიერების შედეგად აღმოჩენილი დაზიანებების გამოსწორება არ უცდია, უფრო მეტიც, ხელშეკრულების შეჩერებამდე იგი დაზიანებული ქონების გამოყენებას აგრძელებდა, რაც «ტექნიკური და უსაფრთხოების ნორმების დაცვად» ნამდვილად ვერ ჩაითვლება.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მითითებას, რომ მოპასუხეს არ წარუდგენია ქონების მის მფლობელობაში გადაცემამდე დაზიანების დამადასტურებელი მტკიცებულება. მხარეს არც პასუხისმგებლობის გამომრიცხავ სხვა გარემოებებზე, მაგალითად, დაუძლეველი ძალის მოქმედებაზე, მიუთითებია.
მოცემულ შემთხვევაში, წერილობითი გაფრთხილების შემდეგ, შპს «პ. ჯ-ას» მოსარჩელისათვის ნაკისრი ვალდებულების დარღვევის აღმოფხვრის გეგმა არ წარუდგენია, რაც, ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, «... ნავსადგურს» ხელშეკრულების მოშლისა და ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას აძლევდა.
საკასაციო სასამართლო კასატორის ვერც იმ მოსაზრებას გაიზიარებს, რომ ხელშეკრულების შეჩერების პერიოდისათვის საიჯარო ქირის გადახდა არ უნდა დაჰკისრებოდა.
იჯარის ხელშეკრულების მე-4 თავის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, რეაბილიტაციის პერიოდში მოიჯარე ვალდებულია, გადაიხადოს ფიქსირებული საიჯარო გადასახადი. რეაბილიტაცია კი, ხელშეკრულების შეჩერების ანალოგიური პროცედურაა, რომელიც ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობას უკავშირდება.
აღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს «პ. ჯ-ის» საკასაციო საჩივარში არ არის მითითებული ისეთ სამართლებრივ უსწორობაზე, რომელსაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება შეიძლებოდა გამოეწვია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის «ა» ქვეპუნქტის მიხედვით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არ აქვს ადგილი.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს «პ. ჯ-ას» საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 30 ივნისის განჩინება;
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.