Facebook Twitter
saqme #as-571-539-2011 25 maisi, 2011 weli

#as-126-121-2012 27თებერვალი, 2012 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნუნუ კვანტალიანი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი _ გ. დ-ი

მოწინააღმდეგე მხარე _ ს. ს-ე

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 6 დეკემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – მეუღლეთა თანასაკუთრებაში არსებული მოძრავი ნივთის ღირებულების ნახევრის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ს. ს-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში გ. დ-ის მიმართ ქონებიდან წილის გამოყოფის მოთხოვნით შემდეგი საფუძვლებით: 2004 წლის 3 ივლისიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა გ. დ-თან. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილებით შორის ქორწინება შეწყდა, ხოლო იმავე სასამართლოს 2011 წლის 19 ივლისის გადაწყვეტილებით დადგინდა ქორწინების განმავლობაში შეძენილი სხვა საერთო ქონების გაყოფა. გარდა სადავო ავტომანქანისა. ერთად ცხოვრების პერიოდში მამის – გ. ს-ის გამოგზავნილი თანხით შეიძინეს რუხი ფერის ავტომანქანა ,,ოპელ ვექტრა“. 2005 წელს გაყიდეს ძველი მანქანა 2500 აშშ დოლარად, ხოლო 4500 დოლარად შეიძინეს ახალი ავტომანქანა ,,ოპელ-ვექტრა.“ მანქანა იყო მისი ოჯახის კუთვნილება, მას ფლობდა, როგორც მოპასუხე, ასევე მე მისი ოჯახის წევრებიც ავტომანქანა ,,ოპელ-ვექტრა“ შეძენილია ქორწინების 4500 აშშ დოლარად და წარმოადგენდა მხარეების კუთვნილებას.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო იმ მოტივით, რომ სადავო ავტომანქანა შეიძინა მანამდე პირადად მისთვის ნაჩუქარი სხვა ავტომანქანის გაყიდვისა და საკუთარი თანხის დამატების შედეგად, ხოლო შემდგომ ავტომანქანა გადასცა გოქაძეს, ვინაიდან მისი ვალი ჰქონდა.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 22 სექტემბრის გადაწყვეტილებით ს. ს-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, გ. დ-ს ს. ს-ის სასარგებლოდ დაეკისრა 2 250 (ორი ათას ორას ორმოცდაათი) აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ. დ-მა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 6 დეკემბრის განჩინებით გ. დ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. პaლატამ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ს.ს-ე და გ.დ-ი რამოდენიმე წლის განმავლობაში არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდნენ და ერთ ოჯახად ცხოვრობდნენ ქ.ტყიბულში, მოსარჩელის მშობლების ბინაში. ამავე პერიოდში ს.ს-ის მამა გ. ს-ე რამოდენიმე წლის განმავლობაში მუშაობდა საზღვარგარეთ და პერიოდულად ოჯახში თანხას აგზავნიდა. 2004 წლიდან, ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე, მხარეები ფაქტობრივად გაშორდნენ ერთმანეთს, თუმცა რეგისტრირებული ქორწინება შეწყდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილებით, რომელიც შესულია კანონიერ ძალაში. 2005 წელს მეუღლეებმა ავტობაზრობაზე ერთად ყოფნისას გაყიდეს მანამდე მათსავე განკარგულებაში მყოფი ავტომანქანა „ოპელ-ვექტრა“ 2500 აშშ დოლარად და იმავე დღეს, თანხის დამატებით – 4 500 აშშ დოლარად შეიძინეს იმავე მარკის ავტომანქანა, რომელსაც შემდგომ წლებში მეუღლეები ფლობდნენ ერთობლივად, ან დამოუკიდებლად. მოწმის სახით დაკითხული მიხეილ ობოლაძის ჩვენებით, 2005 წელს მეუღლეებმა მანქანა შეიძინეს გ. ს-ის ესპანეთიდან გამოგზავნiლი ფულით. გ. ს-ის ჩვენებით დადგენილია, რომ „2002 წელს გამოაგზავნა ფული ესპანეთიდან და შვილს შეუძინა მანქანა. 2005 წელსაც ახალი მანქანის დასამატებელი ფულიც მან გამოაგზავნა ფოსტით ესპანეთიდან. იგი ფულს ფოსტით აგზავნიდა ხან ოჯახის სახელზე, ხანაც თბილისში სიძის სახელზე. არც ერთი ავტომანქანა, რომელსაც ერთობლივად ფლობდნენ მხარეები 2002 წლიდან 2010 წლამდე არ ყოფილა რეგისტრირებული რომელიმე მათგანზე. 2005 წელს მათ მიერ შეძენილი ავტომანქანა, რაც სარჩელის დავის საგანსაც წარმოადგენს, ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობით რეგისტრირებულია ნუგზარ მანაგაძის სახელზე. 2002 წელს ავტომანქანა „ოპელ ვექტრა“ შეძენილ იქნა ს.ს-ის მამის გ. ს-ის მიერ გამოგზავნილი ფულით, როგორც საჩუქარი იმ დროისათვის არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი ქალიშვილისა და სიძისათვის. ამასთან ავტომანქანა გაფორმდა გ. ს-ის მეორე ქალიშვილის ქმრის სახელზე. 2005 წელს მოდავე მხარეების მიერ შეძენილი მანქანა ,,ოპელ ვექტრა“ შეძენილია გ. ს-ის მიერ ესპანეთიდან გამოგზავნილი ფულით, იმ დროს, როცა მხარეები უკვე რეგისტრირებულ ქორწინებაში იყვნენ და აქედან გამომდინარე, იგი მეუღლეთა თანასაკუთრებას წარმოადგენდა.

სამოქალაქო კოდექსის 1158-ე, 1164-ე, 1168-ე და 1176-ე მუხლების შესაბამისად, პალატამ დადგენილი გარემოების გათვალისწინებით განმარტა, რომ 2005 წელს მხარეთა მიერ 4 500 აშშ დოლარად შეძენილი ავტომანქანა ითვლება მეუღლეთა თანასაკუთრებად, მეუღლეთა თანასაკუთრების ნივთი მათ შორისვე უნდა გაიყოს ღირებულების მიხედვით და მიუხედავად იმისა, რეალურად არის თუ არა სადავო ნივთი აპელანტის განკარგულებაში ან საკუთრებაში, მისი ღირებულების ნახევრის ანაზღაურება უნდა დაეკისროს აპელანტს, რამდენადაც შენაძენის რაიმე წესით განკარგვაში ს. ს-ეს მონაწილეობა ან სარგებელი არ მიუღია. ს.ს-ე სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებას უკავშირებდა სადავო ქონების რეგისტრირებულ ქორწინებაში ყოფნისას შეძენის ფაქტს, რაც აპელანტმაც აღიარა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 6 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა გ. დ-მა და მოითხოვა მის გაუქმება შემდეგი საფუძვლებით: სასამართლოს საერთოდ არ უმსჯელია სადავო ავტომანქანის ღირებულებაზე მისი გასხვისების დროისათვის 2011 წლისათვის და ყოველგვარი საფუძვლისა და დასაბუთების გარეშე მიიჩნია, რომ მანქანის ღირებულება 6 წლის განმავლობაში არ შემცირებულა, რაც მცდარია. საყოველთაოდ ცნობილია, რომ ავტომანქანის საბაზრო ღირებულება მცირდება ყოველწლიურად. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ 2008 წლის საყოველთაოდ ცნობილი რუსეთ- საქართველოს ომისა და ეკონომიკური კრიზისის გამო, მნიშვნელოვნად შემცირდა, როგორც მოძრავი ისე უძრავი ქონების ღირებულება, ამ შემთხვევაში იგულისხმება საბაზრო ღირებულების შემცირების ფაქტი და არა კონკრეტული ღირებულება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ გ. დ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი სხვა ქონებრივ და არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგებზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით.

მოცემული დავის საგანია მეუღლეთა თანასაკუთრებაში არსებული ქონების გაყოფა სამოქალაქო კოდექსის 1164-ე და 1168-ე მუხლების შესაბამისად. აღნიშნულ საკითხზე არსებობს სასამართლოს პრაქტიკა, რაც ასახულია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებაში.

სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ გ. დ-ის საერთო სასამართლოების დეპარტამენტის სადეპოზიტო ანგარიშიდან დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის –300 ლარის 70% _ 210 ლარი

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

გ. დ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

გ. დ-ის საერთო სასამართლოების დეპარტამენტის სადეპოზიტო ანგარიშიდან დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის –300 ლარის 70% _ 210 ლარი ( 2012 წლის 6 თებერვალი, შემოსავლის ორდერი #...) სს ბანკ ,,რესპუბლიკის“ მეშვეობით.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.