Facebook Twitter

ას-168-162-2012 10 თებერვალი, 2012 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე

ბესარიონ ალავიძე

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლემ ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე მ. კ-ისა და ზ. შ-ის საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 6 დეკემბრის განჩინებაზე, საქმეზე _ ლ. შ-ის სარჩელის გამო, ზ. შ-ის, მ. კ-ისა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ლაგოდეხის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ ქონების თანამესაკუთრედ ცნობის, ნასყიდობის ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანისა და საჯარო რეესტრის ჩანაწერებში ცვლილების შეტანის თაობაზე და პალატამ

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

საკასაციო სასამართლო საქმის ზეპირი განხილვის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს და მიაჩნია, რომ მ. კ-ისა და ზ. შ-ის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის თანახმად, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. საქმის მასალებით დასტურდება, რომ გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას ესწრებოდნენ ზარურ შ-ე და ასევე მისი და მ. კ-ის წარმომადგენელი ი. დ-ე (იხ. რწ. ტ. II, ს.ფ. 151-154). პალატა მიიჩნევს, რომ სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან მე-20 დღე არის 26 დეკემბერი, ხოლო 30-ე დღე _ 2012 წლის 5 იანვარი, კასატორთა წარმომადგენელმა კი განჩინების ასლი ჩაიბარა ვადის დარღვევით _ 2012 წლის 10 იანვარს. ამდენად გასაჩივრების ვადის ათვლა უნდა დაიწყოს 2012 წლის 5 იანვარს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადაა 21 დღე. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან (2012 წლის პირველი იანვრიდან მოქმედი რედაქცია). ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება. გამომდინარე აქედან საკასაციო საჩივრის შეტანის ვადა დაიწყო 2012 წლის 5 იანვარს და დასრულდა 2012 წლის 26 იანვარს. საქმის მასალებით კი დასტურდება, რომ საკასაციო საჩივარი შემოტანილია 2012 წლის 30 იანვარს, საპროცესო ვადის დარღვევით, რაც მისის განუხილველად დატოვების უტყუარი საფუძველია.

განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიზანშეწონილად თვლის განმარტოს შემდეგი: მართალია გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილით მხარეებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2011 წლის 6 დეკემბერს მოქმედი რედაქციის შესაბამისად განემარტათ, რომ განჩინების გასაჩივრების ვადა შეადგენდა ერთ თვეს, თუმცა საკასაციო საჩივრის შემოტანის დროისათვის _ 2012 წლის 30 იანვრისათვის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლი მოქმედებდა ახალი რედაქციით, რომლითაც ახლებურად განისაზღვრა საკასაციო საჩივრის შეტანის ვადის გამოთვლის წესი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სამოქალაქო საქმეების წარმოება სასამართლოში ხორციელდება სამოქალაქო საპროცესო კანონებით, რომლებიც მოქმედებს საქმის განხილვის, ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების ან სასამართლო გადაწყვეტილებათა აღსრულების დროს. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა უფლებამოსილია საპროცესო მოქმედების სისწორის გარკვევის მიზნით იხელმძღვანელოს იმ ნორმით, რომელიც ამ მოქმედების განხორციელებისას მოქმედებდა. სასამართლოს აღნიშნული განმარტება გარდა კანონის მოთხოვნისა ასევე შეესაბამება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ერთგვაროვან სტაბილურ პრაქტიკას (იხ. სუსგ. ¹ას-58-57-2010 3 თებერვალი 2010 წელი).

მ. კ-ესა და ზ. შ-ეს უნდა დაუბრუნდეთ ლ. კ-ის (...) მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით 2012 წლის 23 იანვრის ¹6 სალაროს შემოსავლის ორდერით გადახდილი 675 ლარი და 2012 წლის ¹6 სალაროს შემოსავლის ორდერით გადახდილი 26 ლარი, «სახელმწიფო ბაჟის შესახებ» საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მესამე პუნქტის თანახმად, გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ექვემდებარება მთლიანად ან ნაწილობრივ დაბრუნებას საქმის წარმოების შეწყვეტისას ან სარჩელის განუხილველად დატოვებისას, თუ საქმე სასამართლოში განხილვას არ ექვემდებარება, აგრეთვე როდესაც მოსარჩელე არ იცავს მოცემული კატეგორიის საქმეებისათვის წინასწარი დავის გადაწყვეტის დადგენილ წესს ან აღიარებულია ქმედუუნარო პირად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლით, 397-ე მუხლის პირველი ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მ. კ-ისა და ზ. შ-ის საკასაციო საჩივარი 2011 წლის 6 დეკემბრის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად.

2. მ. კ-ესა და ზ. შ-ეს დაუბრუნდეთ ლ. კ-ის (პ/ნ ...) მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით 2012 წლის 23 იანვრის ¹6 სალაროს შემოსავლის ორდერით გადახდილი 675 ლარი და 2012 წლის ¹6 სალაროს შემოსავლის ორდერით გადახდილი 26 ლარი შემდეგი ანგარიშიდან ს.ს. ბანკი «რესპუბლიკა» ბანკის BIC კოდი: ღEPLGE22, მიმღების IBAN ანგარიშის ¹GE79 Bღ00 0000 0033 0500 01, დანიშნულება _ სახელმწიფო ბაჟი საქართველოს უზენაეს სასამართლოში განსახილველ საქმეებზე.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.