Facebook Twitter

¹ას-214-207-2012 15 თებერვალი, 2012 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე

ბესარიონ ალავიძემ

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლემ ერთპიროვნულად, საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე მ. ს-ის საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 1 დეკემბრის განჩინებაზე, საქმეზე _ ა. მ-ის სარჩელის გამო, მ. ს-ის მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე.

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგი გარემოებების გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს მოცემულ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის თანახმად, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი ან, თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი, წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. საქმის მასალებიდან ნათელია, რომ კასატორის წარმომადგენელი დ. ყ-ე ესწრებოდა გადაწყვეტილების გამოცხადებას (იხ. რწ. ტ.I, ს.ფ. 54).

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილების გამოცხადებიდან მე-20 დღე არის 21 დეკემბერი, ხოლო 30-ე დღე _ 31 დეკემბერი. ამდენად კასატორს ან მის წარმომადგენელს შეეძლო, მისულიყო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაებარებინა განჩინების ასლი 2011 წლის 21 დეკემბრიდან ამავე წლის 31 დეკემბრის ჩათვლით. საქმეში არსებული განცხადებით დასტურდება, რომ კასატორის წარმომადგენელმა დ. ყ-ემ 2011 წლის 1 დეკემბრის განჩინება ჩაიბარა მისი გამოცხადებიდან მე-20 დღეს, 2011 წლის 21 დეკემბერს (ტ.I, ს.ფ. 114). ამ დროს მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის რედაქციით საკასაციო საჩივრის შეტანის ვადა იყო ერთი თვე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. მოცემულ შემთხვევაში, უდავოდ დასტურდება, რომ კასატორის წარმომადგენელმა გასაჩივრებული განჩინების ასლი ჩაიბარა 2011 წლის 21 დეკემბერს, აქედან გამომდინარე გასაჩივრების ერთთვიანი ვადის ათვლა იწყება 2011 წლის 22 დეკემბერს და იწურება 2012 წლის 22 იანვარს, მაგრამ ვინაიდან 22 იანვარი დაემთხვა უქმე დღეს, საპროცესო ვადა დასრულებულად უნდა მივიჩნიოთ 2012 წლის 23 იანვარს.

განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი შემოტანილია 2012 წლის 1 თებერვალს, გასაჩივრების ერთთვიანი ვადის დარღვევით (იხ.ტ.I, ს.ფ. 115), ამასთან, საკასაციო საჩივრის შედგენის თარიღად ასევე 2012 წლის 1 თებერვალია მითითებული, რაც უტყუარად ადასტურებს საპროცესო ვადის დარღვევას (იხ. ტ.I, ს.ფ. 121).

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 396-ე მუხლის მესამე ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მ. ს-ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 1 დეკემბრის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.