ა-3303-შ-59-2011 15 თებერვალი, 2012 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვასილ როინიშვილი, მაია სულხანიშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი _ ზ. ე-ი
წარმომადგენელი _ ბ. მ-ი
მოწინააღმდეგე მხარე _ შ. ქ. ე-ი
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მოითხოვს მხარე _ გერმანიის ქ.მიუნხენის უბნის სასამართლოს 2011 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილება
დავის საგანი – განქორწინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
გერმანიის ქ.მიუნხენის უბნის სასამართლოს 2011 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილებით ზ. ე-სა და შ. ქ. ე-ს შორის 2006 წლის 27 აპრილს თბილისის მმაჩის ბიუროში რეგისტრირებული ¹მნ ... ქორწინება შეწყდა. აღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2011 წლის 31 მაისს.
ზ. ე-ის წარმომადგენელმა ბ. მ-მა შუამდგომლობით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს გერმანიის ქ.მიუნხენის უბნის სასამართლოს 2011 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 3 ოქტომბრის განჩინებით ზ. ე-ის წარმომადგენელ ბ. მ-ის შუამდგომლობა გერმანიის ქ.მიუნხენის უბნის სასამართლოს 2011 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ მიღებულ იქნა წარმოებაში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ ზ. ე-ის წარმომადგენელ ბ. მ-ის შუამდგომლობა გერმანიის ქ.მიუნხენის უბნის სასამართლოს 2011 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო ამავე გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე აღსრულების მოთხოვნის ნაწილში შუამდგომლობას უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება, რომ გერმანიის ქ.მიუნხენის უბნის სასამართლოს 2011 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2007 წლის 29 ოქტომბერს.
«საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ» საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს. ამდენად, გერმანიის ქ.მიუნხენის უბნის სასამართლოს 2011 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ უნდა იქნას ცნობილი საქართველოს ტერიტორიაზე.
რაც შეეხება მოცემული შუამდგომლობის საქართველოს ტერიტორიაზე აღსრულებას, საკასაციო პალატა მიუთითებს შემდეგზე:
«საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ» საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შუამდგომლობას აღსრულებისათვის თან უნდა დაერთოს სასამართლო გადაწყვეტილების დამოწმებული ასლი და დამოწმებული ქართული თარგმანი, აგრეთვე ცნობა გადაწყვეტილების ძალაში შესვლისა და მისი აღსრულების აუცილებლობის შესახებ. დასახელებული ნორმა ადგენს, რომ უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე აღსრულებისათვის უნდა ერთვოდეს კომპეტენტური ორგანოს მიერ გაცემული ცნობა მისი აღსრულების აუცილებლობის შესახებ, რომლითაც დადასტურდება ის ფაქტი, რომ გადაწყვეტილების მიმღები ქვეყნის ტერიტორიაზე აღნიშნული გადაწყვეტილება არ აღსრულებულა და მის აღსრულება სწორედ საქართველოს ტერიტორიაზეა სავალდებულო მხარისათვის სასამართლო წესით მინიჭებული უფლებისა თუ სამართლებრივი სიკეთის რეალიზაციისათვის.
მოცემულ შემთხვევაში შუამდგომლობის ავტორის წარმომადგენელი მიუთითებს, რომ გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე აღსრულებასაც იგი მოითხოვს, მისი მიმღები ქვეყნის ტერიტორიაზე აღსრულებულია. ამდენად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ აღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე განმეორებით აღსრულების სავალდებულობა არ არსებობს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა «საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ» საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ზ. ე-ის წარმომადგენელ ბ. მ-ის შუამდგომლობა გერმანიის ქ.მიუნხენის უბნის სასამართლოს 2011 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ დაკმაყოფილდეს.
2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას გერმანიის ქ.მიუნხენის უბნის სასამართლოს 2011 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილება, რომლითაც ზ. ე-სა და შ. ქ. ე-ს შორის 2006 წლის 27 აპრილს თბილისის მმაჩის ბიუროში რეგისტრირებული ¹მნ ... ქორწინება შეწყდა.
3. ზ. ე-ის წარმომადგენელ ბ. მ-ის შუამდგომლობა გერმანიის ქ.მიუნხენის უბნის სასამართლოს 2011 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე აღსრულების შესახებ არ დაკმაყოფილდეს.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.