ა-4927-შ-78-2011 9 თებერვალი, 2012 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვასილ როინიშვილი, მაია სულხანიშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი _ ნ. დ-ა
მოწინააღმდეგე მხარე _ ვ. კ-ე
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მოითხოვს მხარე _ რუსეთის ფედერაციის მოსკოვის ოლქის შელკოვსკის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 28 აპრილის გადაწყვეტილება
დავის საგანი – ალიმენტის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
რუსეთის ფედერაციის მოსკოვის ოლქის შელკოვსკის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 28 აპრილის გადაწყვეტილებით ნ. დ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა. ვ. კ-ეს ჩამოერთვა მშობლის უფლება 1999 წლის 16 ოქტომბერს დაბადებული თ. კ-ის მიმართ. ვ. კ-ეს ნ. დ-ას სასარგებლოდ დაეკისრა თ. კ-ის სარჩენად ალიმენტის _ ყველა სახის შემოსავლის 1/4-ის გადახდა სარჩელის შეტანის დღიდან. აღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2010 წლის 12 მაისს და რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე არ აღსრულებულა.
ნ. დ-ამ შუამდგომლობით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს რუსეთის ფედერაციის მოსკოვის ოლქის შელკოვსკის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 28 აპრილის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ ალიმენტის დაკისრების ნაწილში.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 6 იანვრის განჩინებით ნ. დ-ას შუამდგომლობა რუსეთის ფედერაციის მოსკოვის ოლქის შელკოვსკის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 28 აპრილის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ ალიმენტის დაკისრების ნაწილში მიღებულ იქნა წარმოებაში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ ნ. დ-ას შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
დადგენილია, რომ რუსეთის ფედერაციის მოსკოვის ოლქის შელკოვსკის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 28 აპრილის გადაწყვეტილებით ნ. დ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა. ვ. კ-ეს ჩამოერთვა მშობლის უფლება 1999 წლის 16 ოქტომბერს დაბადებული თ. კ-ის მიმართ. ვ. კ-ეს ნ. დ-ას სასარგებლოდ დაეკისრა თ. კ-ის სარჩენად ალიმენტის _ ყველა სახის შემოსავლის 1/4-ის გადახდა სარჩელის შეტანის დღიდან. აღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2010 წლის 12 მაისს და რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე არ აღსრულებულა.
«საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ» საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს. ამდენად, რუსეთის ფედერაციის მოსკოვის ოლქის შელკოვსკის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 28 აპრილის გადაწყვეტილება ალიმენტის დაკისრების ნაწილში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ უნდა იქნას ცნობილი და მიექცეს აღსასრულებლად საქართველოს ტერიტორიაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატამ იხელმძღვანელა «საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ» საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ნ. დ-ას შუამდგომლობა რუსეთის ფედერაციის მოსკოვის ოლქის შელკოვსკის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 28 აპრილის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ ალიმენტის დაკისრების ნაწილში დაკმაყოფილდეს.
2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას და მიექცეს აღსასრულებლად რუსეთის ფედერაციის მოსკოვის ოლქის შელკოვსკის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 28 აპრილის გადაწყვეტილება ალიმენტის დაკისრების ნაწილში, რომლითაც ვ. კ-ეს ნ. დ-ას სასარგებლოდ დაეკისრა თ. კ-ის სარჩენად ალიმენტის _ ყველა სახის შემოსავლის 1/4-ის გადახდა სარჩელის შეტანის დღიდან.
3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.