Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3კ-101 21 აპრილი 2000 წელი, ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე ვ. ხრუსტალი

მოსამართლეები: ლ. გოჩელაშაჩივილი, მ. წიქვაძე

განიხილა მზრუნველობას მოკლებულ ბავშაჩივთა ხსნის ფონდის „მ.“-ს საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 1999 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილებაზე, საქმეზე _ საზოგადოება „მ.“ სარჩელზე საქართველოს რკინიგზის დეპარტამენტის მიმართ ზარალის ანაზღაურების შესახებ.

მოსამართლე ლ. გოჩელაშაჩივილის მოხსენების საფუძველზე პალატამ

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1995 წლის 4 ოქტომბერს აფხაზეთში ტყვედნამყოფ რკინიგზელთა საზოგადოება „მ.“ (შემდგომში ინვალიდ მეომართა, ტყვედნამყოფთა, ომის ვეტერანთა და მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა ხსნის ფონდი „მ.“) და საქართველოს რკინიგზის დეპარტამენტს (შემდგომში შპს „ს. რ.“) შორის დაიდო იჯარის ხელშეკრულება 10 წლის ვადით. საიჯარო ქონებაზე _ ე. წ. „გადასასვლელ ხიდზე“ იჯარის გადასახადი შეადგენდა თვეში 200 აშშ დოლარის ექვივალენტ ლარს. 1996 წლის 24 ივნისს საზოგადოება „მ.“ საქართველოს რკინიგზის დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილემ გაუგზავნა შეტყობინება, რომლითაE ირკვეოდა რომ რკინიგზის არასაცხოვრებელი ფართის განაწილებისა და გამოყენების კომისიამ გააუქმა 1995 წლის 4 ოქტომბერს დადებული საიჯარო ხელშეკრულება საიჯარო ქირის გადაუხდელობის გამო.

აფხაზეთში ტყვედნამყოფ რკინიგზელთა საზოგადოება „მ.“ საქართველოს რკინიგზის დეპარტამეტის წინააღმდეგ სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა ზარალის ანაზღაურება, სულ _ 307 180 ლარის ოდენობით.

თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 1999 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 1999 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილებით გაუქმდა მოცემულ საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება და სარჩელს უარი ეთქვა ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო.

საკასაციო საჩივრის ავტორი მოითხოვს აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებას, რადგან სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიცE უნდა გამოეყენებინა.

კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1507-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე ხანდაზმულობის საკითხი უნდა გადაეწყვიტა ახალი სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის საფუძველზე.

საკასაციო საჩივრის ავტორი მოითხოვს, ასევე, აღნიშნულ საქმეზე 1999 წლის 5 ნოემბერს გამოტანილი განჩინების გაუქმებას, რადგან დარღვეულია სსსკ 375-ე მუხლის მოთხოვნა. ამასთან, მიუთითებს კასატორი, სასამართლომ განიხილა ორი სააპელაციო საჩივარი რაE კანონის დარღვევად მიაჩნია. ამასთან, მეორე სააპელაციო საჩივარი შეტანილ იქნა არა იმ სასამართლოში, რომელმაცE გადაწყვეტილება მიიღო, არამედ საოლქო სასამართლოში, რომლის საფუძველზეE იქნა გაუქმებული პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება. აღნიშნული გარემოებაE საკასაციო საჩივრის ავტორს მიაჩნია საპროცესო დარღვევად.

პალატამ შეისწავლა საქმის მასალები საკასაციო საჩივრის ფარგლებში, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებანი და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოების გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მეორე ნაწილით გადაწყვეტილება კანონის დარღვევითაა გამოტანილი თუ სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა. მოცემულ საქმეზე სასამართლომ გამოიყენა ძველი სამოქალაქო კოდექსის (1964 წ.) ნორმები და სასარჩელო მოთხოვნა მიიჩნია ხანდაზმულად, რადგან მოთხოვნის წარმოშობიდან (1996 წლის 24 ივნისი) ერთი წლის განმავლობაში არ იქნა სარჩელი წარდგენილი სასამართლოში.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1507-ე მუხლის მე-3 ნაწილით სამოქალაქო კოდექსის ამოქმედების გამო ძალადაკარგული ნორმატიული აქტების საფუძველზე წარმოშობილი ურთიერთობების მიმართ გამოიყენება ეს ნორმატიული აქტები, გარდა იმ შემთხვევებისა თუ სამოქალაქო კოდექსი უძრავი ნივთების შესახებ ახალ წესებს ითვალისწინებს. ამავე კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილით კი სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ხოლო უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნებისა _ ექვს წელს. ე. ი. უძრავი ნივთების მიმართ ახალი სამოქალაქო კოდექსით დადგენილია სახელშეკრულებო მოთხოვნათა ხანდაზმულობის ახალი წესი, რაც სასამართლომ გადაწყვეტილების გამოტანისას არ გაითვალისწინა.

პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მითითებას საქმის განხილვისას საპროცესო ნორმების დარღვევის შესახებ, რადგან ასეთ დარღვევებს საქმის განხილვისას ადგილი არ ჰქონია. მართალია, 1999 წლის 4 ნოემბერს შეტანილია ე. წ. პირველი სააპელაციო საჩივარი, მაგრამ იგი სასამართლომ განიხილა როგორც კერძო საჩივარი გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების შეჩერებაზე. მხარემ თავდაპირველად სასამართლოს წარუდგინა, კერძო საჩივარი მაგრამ მოსამართლის არასწორი განმარტების საფუძველზე შეცვალა იგი სააპელაციო საჩივრით. იმ შემთხვევაში, თუ მხარის საჩივარი არასწორად იქნება დასათაურებული, სასამართლომ უნდა მისEეს მას სწორი საპროცესო კვალიფიკაცია და განიხილოს იმ წესით, რაც ასეთი საჩივრისთვისაა დადგენილი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით. მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ სწორად შეაფასა საჩივრის არსი და განიხილა იგი, როგორც კერძო საჩივარი, ხოლო რაც შეეხება სააპელაციო საჩივარს, იგი კანონით დადგენილ ვადაში იქნა წარდგენილი საქმის განმხილველ სასამართლოში. ამდენად, მოცემული საქმის განხილვისას საპროცესო ნორმათა დარღვევას ადგილი არ ჰქონია, მაგრამ საკასაციო სასამართლო საქმეზე ახალ გადაწყვეტილებას ვერ გამოიტანს, რადგან სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არსებითად არ ყოფილა განხილული და ფაქტობრივი გარემოებები დადგენილი არ არის, რის გამოც პალატა თვლის, რომ საქმე უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატას ხელახლა არსებითად განსახილველად.

პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოთხოვნას მოცემულ საქმეზე 1999 წლის 5 ნოემბრის განჩინების გაუქმების ნაწილში, რადგან იგი კანონის მითითებული დარღვევის გარეშეა გამოტანილი.

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე, 412-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მზრუნველობას მოკლებულ ბავშაჩივთა ხსნის ფონდი "მ.“-ს საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.

გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 1999 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შესაბამის პალატას.

ძალაში დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 1999 წლის 5 ნოემბრის განჩინება.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.