Facebook Twitter

¹ 3კ\16 10 მარტი 2000 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მ. Eისკაძე

მოსამართლეები: ქ. გაბელაია, ლ. ქაჯაია

განიხილა გ. დ.-ის საკასაციო საჩივარი აჭარის ა\რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 1999 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილებაზე, გ. დ.-ის სარჩელის გამო ქ. ბათუმის მერიის მიმართ - სამუშაოზე აღდგენის შესახებ.

პალატის სხდომაზე გამოEხადდა: გ. დ.-ის წარმომადგენელი მ. დ.-ე.

პალატამ მოისმინა უზენაესი სასამართლოს მოსამართლის ლ. ქაჯაიას მოხსენება და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

გ. დ.-ე 1994 წლის 21 იანვრიდან 1997 წლის 22 იანვრამდე მუშაობდა ქ. ბათუმის მერიის საბინაო განყოფილების უფროსად.

1997 წლის 22 იანვარს ¹ 1\14-18 ბრძანებით განთავისუფლდა სამუშაოდან.

1999 წლის 23 ივლისს გ. დ.-მ სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა სამუშაოზე აღდგენა განაცდურის ანაზღაურებით.

ბათუმის საქალაქო სასამართლომ 1999 წლის 22 სექტემბრის გადაწყვეტი-ლებით სარჩელი არ დააკმაყოფილა უსაფუძვლობისა და ხანდაზმულობის გამო.

აჭარის ა\რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრე-ბის საქმეთა პალატამ 1999 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა გ. დ.-ის სააპელაციო საჩივარი: არაკანონიერად ჩათვალა ქ. ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებლის 1997 წლის 22 იანვრის ¹ 1\14-18 ბრძანება დ.-ის განთავისუფლების შესახებ, გ. დ.-ის სარჩელის მოთხოვნა სამუშაოზე აღდგენისა და განაცდური ხელფასის ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ, სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის არასაპატიო მიზეზის გაშვების გამო, უცვლელად დატოვა.

საკასაციო საჩივრით გ. დ.-ე აჭარის ა\რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის გადაწყვეტილების გაუქმებას მოითხოვს სარჩელის უარყოფის ნაწილში. მართალია ერთი თვის ვადაში სასამართლოს არ მიმართა, მაგრამ საქმეში მოთავსებულია მასალები, რომლითაE ბრძანების გაცნობისთანავე მიმართა აჭარის უმაღლეს საბჭოს თავმჯდო-მარეს და მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარეს. საბოლოო პასუხი მხოლოდ 1999 წლის 6 ივნისს მიიღო, რომლითაცE ატყობინებდნენ, რომ დარღვეული უფლების აღსადგენად მიემართა სასამართლოსათვის.

პალატამ მოისმინა მხარეთა განმარტებანი, გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას, უცვლელი დარჩეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 1999 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება შემდეგი მოსაზრებით:

დადგენილია, რომ გ. დ.-ე 1994 წლიდან მუშაობდა ქ. ბათუმის მერიის საბინაო განყოფილების უფროსად და 1997 წლის 22 იანვრის ¹1\14-18 ბრძანებით გაათავისუფლეს დაკავებული თანამდებობიდან.

იმის გათვალისწინებით, რომ დ.-ე შრომის კანონთა კოდექსის 34-ე მუხლის მეორე პუნქტის დარღვევით დაითხოვეს, აჭარის ა\რ უმაღლესი სასა-მართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის თანახმად გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით მიიღო ახალი გადაწყვეტილება, რომლითაE 1997 წლის 22 იანვრის ¹ 1\14-18 ბრძანება არაკანონიერად ჩათვალა.

შრომის კანონთა კოდექსის 204-ე მუხლის თანახმად სამუშაოდან დათხოვნის გამო მუშაკმა სასამართლოს უნდა მიმართოს დათხოვნის ბრძანების ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში. გ. დ.-მ განთავისუფლების შესახებ ბრძანება 1997 წლის 28 იანვარს ჩაიბარა, სასამართლოს კი 2 წლისა და 6 თვის შემდეგ მიმართა.

ამდენად, კასატორის მოსაზრება, რომ სასამართლომ დაარღვია კანონი, სახელდობრ, შრომის კანონთა კოდექსის 204-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნა, საფუძველს მოკლებულია.

აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ სწორი შეფასება მისცა საქმეში მოთავსებულ მასალებს და საპროცესო კოდექსის 386-ე, 389-ე მუხლების თანახმად მიიღო კანონიერი გადაწყვეტილება.

პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 1999 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტი-ლება დარჩეს უცვლელად, ხოლო გ. დ.-ის საკასაციო საჩივარი - დაუკმაყოფილებელი.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.