ბს-409-325-(კ-05) 3 ნოემბერი, 2005 წ.,
ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ნ. წკეპლაძე (თავმჯდომარე),
ი. ლეგაშვილი,
ნ. ქადაგიძე
დავის საგანი: ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობა.
საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1998წ. 22 სექტემბერს ი. ჭ-ამ, ლ. ჯ-ამ, მ. ჭ-ამ, ნ. თ-ამ, ნ. ჟ-ამ, ნ. ს-ამ, ლ. კ-ამ, ფ. ყ-ემ და მ. ფ-ამ სარჩელი აღძრეს ფოთის საქალაქო სასამართლოში, მოპასუხეების შპს “მ. ს.-პ.” დირექტორ რ. პ-ს და მ.ს-ას მიმართ, რომლითაც მოითხოვეს ქ. ფოთის მეზღვაურთა საავადმყოფო-პოლიკლინიკის პრივატიზაციის ბათილად ცნობა, რადგან პრივატიზაციის ხელშეკრულება დადებულ იქნა მოტყუების შედეგად, დოკუმენტების გაყალბებით, არარსებული ამხანაგობის შექმნით და ვადების დარღვევით.
ქ. ფოთის საქალაქო სასამართლოს 1998წ. 3 ნომებრის განჩინებით საქმეში მოპასუხედ ჩაბმულ იქნა სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს სამმართველო.
შ.მ-მა შეგებებული სარჩელი აღძრა ქ. ფოთის საქალაქო სასამართლოში, მოპასუხეების სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ფოთის სამმართველოს მიმართ, III პირების, შპს “მ. ს.-პ.”, მ. ს-ას მონაწილეობით ი. ჭ-ას, ლ. ჯ-ას, მ. ჭ-ას, ნ. თ-ას, ნ. ჟ-ას, ნ. ს-ას, ლ. კ-ას, ფ. ყ-ის, და მ. ფ-ას მონაწილეობით, რომლითაც მოითხოვა მოპასუხისათვის ფოთის მეზღვაურთა საავადმყოფოს ქონების ღირებულების გადახდის დავალება, ზიანის ანაზღაურება 31120,46 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარით და მოპასუხისათვის ვადის განსაზღვრა თანხის გადასახდელად, ხოლო სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, მოითხოვა მოპასუხისათვის სადავო ქონების ჩაბარება-დაცვის დავალება.
ქ. ფოთის საქალაქო სასამართლოს 1998წ. 17 დეკმებრის გადაწყვეტილებითY ი. ჭ-ას, ლ. ჯ-ას, მ. ჭ-ას, ნ. თ-ას, ნ. ჟ-ას, ნ. ს-ას, ლ. კ-ას, ფ. ყ-ის და მ. ფ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ქ. ფოთის მ. ს.-პ. 1996წ. 27 ნომებრის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება და 1996წ. 27 ნოემბერს გაცემული საკუთრების დამადასტურებელი ¹46/168 მოწმობა, მეზღვაურთა საავადმყოფო-პოლიკლინიკის დაცვა დაევალა სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ფოთის სამმართველოს, შ.მ-ის შეგებებული სარჩელი დაკამყოფილდა, სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ქ. ფოთის სამმართველოს დაეკისრა მის სასარგებლოდ 169 934 აშშ დოლარის გადახდა გადახდის დროისათვის შესაბამისი კურსით ლარებში გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან ორი თვის განმავლობაში და გათავისუფლდა სახელმწიფო შემოსავლის სასარგებლოდ სასამართლოს ხარჯების გადახდისაგან.
1999წ. 12 თებერვალს ი. ჭ-ამ და სხვებმა სარჩელი აღძრეს ფოთის საქალაქო სასამართლოში მოპასუხე ფოთის ქონების მართვის სამმართველოს მიმართ, რომლითაც მოითხოვეს ფოთის ქონების მართვის სამმართველოს 1998წ. 17 დეკემბრის ¹129 ბრძანების გაუქმება და ქ. ფოთის მ. ს.-პ. კოლექტივის მიერ ამ საავადმყოფოს პირდაპირი ფორმით უპირატესი შესყიდვის უფლების აღდგენა, შემდეგი საფუძვლით:
1999წ. 16 იანვარს გაზეთ “ფ. უ.” გამოქვეყნდა სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ქ. ფოთის სამმართველოს 1998წ. 17 დეკემბრის ¹129 ბრძანება, რომლითაც ქ. ფოთის ნ. ყოფილი ს.-პ. გაყიდვის მიზნით კომერციული კონკურსი გამოცხადდა. მითითებული ბრძანებით დაირღვა ს.-პ. კოლექტივის წევრთა უპირატესი შესყიდვის უფლება პირდაპირი მიყიდვის ფორმით, რაც კოლექტივის წევრებს 1995-1996 წლებში ობიექტის პრივატიზების დროს მოქმედი კანონმდებლობით ჰქონდათ მინიჭებული. საავადმყოფოს ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება, რომელიც ორმხრივ გარიგებას წარმოადგენს, ფოთის სასამართლომ იმ მოტივით გააუქმა, რომ იგი პრივატიზაციის შესახებ კანონმდებლობის დარღვევით იყო დადებული. სამოქალაქო კოდექსის 48-ე მუხლის მეორე აბზაცის საფუძველზე – ბათილი გარიგების თითოეული მხარე მოვალეა დაუბრუნოს მეორე მხარეს ყველაფერი, რაც გარიგებით მიიღო. ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში ქონება სახელმწიფომ დაიბრუნა, ქონებაში გადახდილი თანხა გადამხდელს უნდა დაუბრუნდეს. სასამართლომ 1998წ. 17 დეკემბრის გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მიუთითა, რომ პრივატიზაცია კანონმდებლობის დარღვევით ჩატარდა. სასამართლოს 1998წ. 17 დეკემბრის გადაწყვეტილების სამართლებრივი შედეგი უნდა ყოფილიყო საავადმყოფოს კოლექტივის დარღვეული უფლების აღდგენა ანუ ფოთის ქონების მართვის სამმართველო ვალდებული იყო პირდაპირი მიყიდვის ფორმით უპირატესი შესყიდვის უფლების საფუძველზე საავადმყოფო კოლექტივისათვის მიეყიდა, ხოლო თუ კოლექტივი ამ უფლებას არ ან ვერ გამოიყენებდა, მხოლოდ ამის შემდეგ უნდა მომხდარიყო კომერციული კონკურსის გამოცხადება. კოლექტივის დარღვეული უფლების აღდგენა გულისხმობს არა მხოლოდ უპირატესი შესყიდვის უფლების გამოყენებას, არამედ პირდაპირ მიყიდვას იმ ფასად, რაც საავადმყოფოს პრივატიზაციის დროს იყო დადგენილი ანუ 69851,66 აშშ დოლარად. წინააღმდეგ შემთხვევაში კოლექტივის დარღვეული უფლება სრულად არ აღდგება, რაც ფოთის სასამართლოს 1998წ. 17 დეკემბრის გადაწყვეტილების დარღვევა იქნება.
მითითებული სარჩელი ფოთის საქალაქო სასამართლოს 1999წ. 01 მარტის განჩინებით ბაჟის სახით 5000 ლარის გადაუხდელობის გამო უმოძრაოდ იქნა დატოვებული. მოსარჩელეებს ხარვეზის გამოსწორებისათვის 19 მარტამდე მიეცათ ვადა. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მოსარჩელეებმა, რომლითაც მოითხოვეს მისი გაუქმება.
1999წ. 15 მაისს ახალი სასამართლო სისტემის ამოქმედების გამო, კერძოდ, სააპელაციო სასამართლო ინსტანციის შემოღების გამო, საქმე უზენაესი სასამართლოდან გადაეგზავნა ქუთაისის საოლქო სასამართლოს.
1999წ. 4 მარტს შ. მ-მა განცხადება შეიტანა ფოთის სასამართლოში, რომელშიც მიუთითა, რომ ფოთის სასამართლოს 1998წ. 17 დეკემბრის გადაწყვეტილება მის სასარგებლოდ თანხის გადახდევინების შესახებ 1999წ. 1 მარტამდე უნდა აღსრულებულიყო, რის გამოც განმცხადებელმა, სსკ-ის 144-ე მუხლის შესაბამისად, ქონების მართვის სამმართველოსაგან გადასახდელი თანხის ნაცვლად საკუთრებაში მეზღვაურთა საავადმყოფო-პოლიკლინიკის ქონების ან სხვა ქონების გადაცემა მოითხოვა.
ფოთის საქალაქო სასამართლოს 1999წ. 9 მარტის განჩინებით, შ. მ-ის განცხადება დაკმაყოფილდა, სარჩელის უზრუნველყოფის ერთი სახე შეიცვალა მეორეთი, კერძოდ, შ. მ-ს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ქ. ფოთის სამმართველოსაგან მის სასარგებლოდ გადასახდელი 168 157 დოლარის ნაცვლად საკუთრების უფლებით გადაეცა ამავე სამმართველოს გამგებლობაში მყოფი ქ. ფოთის მეზღვაურთა საავადმყოფო-პოლიკლინიკის ქონება.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს 1999წ. 25 ნოემბრის განჩინებით ი. ჭ-ასა და სხვათა კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ფოთის სასამართლოს 1999წ. 1 მარტის განჩინება სახელმწიფო ბაჟის 5000 ლარის გადახდევინების გამო სარჩელის უმოძრაოდ დატოვების შესახებ.
ფოთის საქალაქო სასამართლოს 2001წ. 26 ივლისის განჩინებით ბათილად იქნა ცნობილი ქ. ფოთის სასამართლოს 1999წ. 9 მარტის განჩინება.
2001წ. 27 ივლისს შ. მ-მა განცხადებით მიმართა ფოთის საქალაქო სასამართლოს, რომლითაც მოითხოვა ქ. ფოთის სასამართლოს 1998წ. 17 დეკემბრის გადაწყვეტილებაზე სააღსრულებო ფურცლის გაცემა, სააღსრულებო ფურცელი წარდგენილ იქნა სამეგრელო-ზემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროში შ. მ-ის მიერ, რომელმაც ფოთის სასამართლოს 1998წ. 17 დეკემბრის გადაწყვეტილების აღსრულება მოითხოვა.
2001წ. 31 ივლისს აღმასრულებელმა ფოთის ქონების მართვის სამმართველოს წინადადება მისცა გადაწყვეტილებით დაკისრებული თანხა გადაეხადა. ფოთის ქონების მართვის სამმართველომ სააღსრულებო ბიუროს 2001წ. 1 აგვისტოს აცნობა, რომ ქონების მართვის სამმართველოს 169934 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდის არანაირი საშუალება არ გააჩნდა.
სამეგრელო-ზემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის ზ. ნ-ის 2001წ. 30 ოქტომბრის განკარგულებით 2001წ. 6 ნოემბერს 12 საათზე დანიშნულ აუქციონზე გატანილ იქნა მ. ს.-პ. ქონება. 2001წ. 6 ნოემბერს აღმასრულებელ ზ. ნ-ის მიერ შედგა ოქმი, რომ არ მოხდა საწყისი ფასის - 262 325 ლარის შემოთავაზება, რის გამოც საწყისი ფასი შემცირდა 30%-ით. აღნიშნულის გამო დაინიშნა განმეორებითი აუქციონი, რაზედაც აღმასრულებელ ზ. ნ-ის მიერ 2002წ. 25 იანვარს შედგა ოქმი, რომლის მიხედვით აუქციონზე გატანილი ქონების გაყიდვა არ მოხდა.
2002წ. 28 იანვარს შ.მ-მა განცხადებით მიმართა სააღსრულებო ბიუროს, რომლითაც “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” კანონის 771-ე მუხლის საფუძველზე მოითხოვა ფოთის მ. ს.-პ. უძრავ-მოძრავი ქონების გადაცემა. 2002წ. 18 თებერვლის აქტით (უძრავი ქონების ნატურით გადაცემის შესახებ) შ.მ-ს ნატურით გადაეცა აღსრულების მომენტისათვის აღებული 183 628 ლარის უძრავი ქონება.
2001წ. 6 ნოემბერს ფოთის საქალაქო სასამართლოს განცხადებით მიმართეს ქ. ფოთის მ. ს. პ. თანამშრომლებმა და იმის გათვალისწინებით, რომ მათთვის ცნობილი გახდა დავის ობიექტის (ქ. ფოთის მეზღვაურთა საავადმყოფო პოლიკლინიკის) აუქციონის წესით საჯაროდ გაყიდვა, მოითხოვეს აუქციონის შეჩერება, რაც ფოთის საქალაქო სასამართლოს 2001წ. 19 ნოემბრის განჩინებით დაკმაყოფილდა, კერძოდ, შეჩერდა ქ. ფოთში ... ქ. ¹49-ში მდებარე ქ. ფოთის მ. ს.-პ. საჯარო წესით აუქციონზე გაყიდვა ფოთის საქალაქო სასამართლოში დავის გადაწყვეტამდე.
ფოთის საქალაქო სასამართლოს მითითებული 2001წ. 19 ნოემბრის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა შ.მ-მა, რომელმაც მოითხოვა მისი გაუქმება, რაც ფოთის საქალაქო სასამართლოს 2001წ. 3 დეკემბრის განჩინებით დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული განჩინება, რომლითაც შეჩერდა ქ. ფოთში, ... ქ.¹49-ში მდებარე ქ. ფოთის მ. ს. პ. საჯარო წესით აუქციონზე გაყიდვა, გაუქმდა.
მოგვიანებით, მესამე პირმა შ.მ-მა სარჩელით მოითხოვა საკუთრების ხელყოფის, ქონების უკანონო მფლობელობის, ქონებით სარგებლობის ხელშეშლის აღკვეთა კონსტიტუციის 21-ე მუხლისა და სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე.
2002წ. 2 მაისის სასამართლო სხდომაზე მოსარჩელეებმა დააზუსტეს სასარჩელო მოთხოვნა და მოითხოვეს ფოთის ქონების მართვის სამმართველოს 1998წ. 17 დეკემბრის ¹129 ბრძანების ძალადაკარგულად ცნობა ქ. ფოთის მ. ს.-პ. შრომითი კოლექტივის უპირატესი შესყიდვის უფლების აღდგენა და სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ფოთის სამმართველოსათვის ადმინისტრაციული აქტის, რომლითაც ფოთის მეზღვაურთა შრომით კოლექტივს აღუდგება პოლიკლინიკის პირდაპირი წესით შესყიდვის უფლება, საპრივატიზაციო კომისიის მიერ დადაგენილი ფასით, გამოცემის დავალება.
2002წ. 30 მაისს მოსარჩელეებმა იმ მოტივით, რომ საავადმყოფო-პოლიკლინიკა საკუთრების უფლებით შ. მ-ის სახელზე იქნა გატარებული საჯარო რეესტრში, გაზარდეს თავიანთი სასარჩელო მოთხოვნა და მოითხოვეს დამატებით უძრავი ქონების ნატურით გადაცემის შესახებ 2002წ. 18 თებერვლის აქტისა და ამ აქტის საფუძველზე აღნიშნული ქონების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის ბათილად ცნობა.
ფოთის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 15 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო, შ. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ხოლო მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოსარჩელეებმა, რომელბმაც მოითხოვეს მისი გაუქმება.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 10 თებერვლის გადაწყვეტილებით ი. ჭ-ას, ნ. ჟ-ას, ქ. ს-ას, მ. ჭ-ას, ლ. ჯ-ას, ნ. თ-ას, ლ. კ-ას, ფ. ყ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ფოთის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 15 ივლისის გადაწყვეტილება, მოსარჩელეების სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი უძრავი ქონების ნატურით გადაცემის შესახებ 2002წ. 18 თებერვლის აქტი და ამ აქტის საფუძველზე ს.-პ. შ. მ-ის საკუთრებად 2002წ. რეგისტრაცია საჯარო რეესტრში. დანარჩენ ნაწილში ი. ჭ-ასა და სხვათა სარჩელი არ დაკმაყოფილდა, ასევე არ დაკმაყოფილდა შ. მ-ის სარჩელი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2003წ. 19 ნომებრის განჩინებით შ. მ-ისა და ფოთის საავადმყოფო-პოლიკლინიკის თანამშრომელთა საკასაციო საჩივრების საფუძველზე გაუქმდა სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება ფოთის ქონების მართვის სამმართველოს 1998წ. 17 დეკმებრის ¹129 ბრძანების ბათილად ცნობის თაობაზე ფოთის მ. ს.-პ. თანამშრომელთა სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში, უძრავი ქონების ნატურით გადაცემის შესახებ 2002წ. 18 თებერვლის აქტისა და 2002წ. 26 თებერვალს ამ აქტის საფუძველზე განხორციელებული საჯარო რეესტრის ჩანაწერის ბათილად ცნობის ნაწილში, ასევე შ. მ-ის სარჩელზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილებში საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს, ხოლო სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უპირატესი შესყიდვის თაობაზე ფოთის მ. ს.-პ. თანამშრომელთა სასარჩელო მოთხოვნის შესახებ უარის თქმის ნაწილში დარჩა უცვლელად.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2004წ. 7 ივნისის განჩინებით დაკმაყოფილდა შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს შუამდგომლობა და იგი საქმეში ჩაბმული იქნა მესამე პირად.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2004წ. 27 დეკემბრის გადაწყვეტილებით ი. ჭ-ასა და სხვათა სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა ფოთის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 15 ივლისის გადაწყვეტილება ფოთის ქონების მართვის სამმართველოს 1998წ. 17 დეკემბრის ¹129 ბრძანების ბათილად ცნობაზე უარის თქმის ნაწილში და აღნიშნული ბრძანება ბათილად იქნა ცნობილი, ხოლო დანარჩენ ნაწილში მითითებული გადაწყვეტილება დარჩა უცველად, რაც სააპელაციო სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტები: ფოთის მ. ს.-პ. პრივატიზაცია, პირდაპირი მიყიდვის წესით ამ დაწესებულების მუშაკთა მიერ შექმნილ ამხანაგობაზე, განხორციელდა რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1994წ. 10 ოქტომბრის ¹728 დადგენილებით დამტკიცებული “სახელმწიფო სამედიცინო დაწესებულებათა პრივატიზაციის დებულების” და რესპუბლიკის ჯანმრთელობის დაცვის ობიექტის პრივატიზაციის შესახებ რესპუბლიკის მინიტრთა კაბინეტის 1995წ. 30 ივნისის ¹392 დადგენილებით დამტკიცებული “რესპუბლიკის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო ობიექტების პრივატიზების სახელმწიფო პროგრამის” დარღვევით, რის გამოც ფოთის სასამართლოს 1998წ. 17 დეკემბრის გადაწყვეტილებით გაუქმდა ქ. ფოთის მ. ს.-პ. 1996წ. 27 ნომებრის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება და 1996წ. 27 ნოემბერს გაცემული საკუთრების დამადასტურებელი ¹46/168 მოწმობა. აღნიშნული გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში და ამ გადაწყვეტილებიდან გამომდინარე ფოთის მ. ს.-პ. კვლავ სახელმწიფო საკუთრებას წარმოადგენს. ფოთის ქონების მართვის სამმართველომ 1998წ. 17 დეკემბერს გამოსცა ¹129 ბრძანება, ფოთის ნავსადგურის საავადმყოფო-პოლიკლინიკის გაყიდვის მიზნით კომერციული კონკურსის წესით. ამ ბრძანების შესახებ გამოქვეყნდა გაზეთ “ფოთის უწყებანში” 1999წ. 16 იანვარს. 1998წ. 17 დეკემბერს ფოთის ქონების მართვის სამმართველომ ¹129 ბრძანებით გამოაცხადა მ. ს.-პ. კომერციული კონკურსის ფორმით გაყიდვის შესახებ, 1995წ. 30 ივნისის ¹392 დადგენილების საფუძველზე. აღნიშნული დადგენილება ძალადაკარგულად გამოცხადდა პრეზიდენტის 1997წ. 29 დეკემბრის ¹776 ბრძანებულების მე-3 პუნქტის “ბ” ქვეპუნქტის მიხედვით. კომერციული კონკურსის ფორმით მ. ს.-პ. გაყიდვის ბრძანება კი გამოცემული იქნა პრეზიდენტის დასახელებული ბრძანებულების მიღებიდან ერთ წელიწადში, კერძოდ 1998წ. 17 დეკემბერს. რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1995წ. 30 ივნისის ¹392 დადგენილებით დამტკიცებული “რესპუბლიკის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო ობიექტების პრივატიზების სახელმწიფო პროგრამის” ბოლო აბზაცის მიხედვით, აღნიშნული პროგრამით ბოლო მეოთხე ეტაპი გრძელდებოდა 1996წ. 1 ივლისიდან 1997წ. 1 იანვრამდე. შესაძლებელი იყო ზოგიერთი ობიექტის პრივატიზება უფრო ადრეულ ეტაპზე. პროგრამა არ ითვალისწინებდა სამედიცინო დაწესებულებათა პრივატიზაციის განხორციელების ვადის გაგრძელებას. 1997წ. 29 დეკემებრს მიღებულ იქნა პრეზიდენტის ¹776 ბრძანებულება “ ეროვნული მეურნეობის ცალკეულ დარგში პრივატიზების განხორციელების ერთიანი გეგმის შესახებ”, რომლის მე-3 პუნქტის “ბ” ქვეპუნქტის მიხედვით, ეროვნული მეურნეობის ცალკეულ დარგებში პრივატიზების ერთიანი გეგმის გამოქვეყნების დღიდან ძალადაკარგულად ჩაითვალა “რესპუბლიკის ჯანმრთელობის დაცვის ობიექტების პრივატიზების შესახებ” მინისტრთა კაბინეტის 1995წ. 30 ივნისის ¹392 დადგენილება.
სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა “ნორმატიული აქტების შესახებ” კანონის 50.1. “ბ” ქვეპუნქტი, სამოქალაქო კოდექსის 3.3. მუხლი და განმარტა, რომ პრეზიდენტის 1997წ. 29 დეკემბრის ¹776 ბრძანებულების მე-3 პუნქტის “ბ” ქვეპუნქტმა ძალადაკარგულად გამოაცხადა მინისტრთა კაბინეტის 1995წ. 30 ივნისის ¹392 დადგენილება, რის გამოც ქონების მართვის სამმართველოს არ ჰქონდა უფლება თავისი ¹129 ბრძანების გამოცემისას ეხელმძღვანელა ძალადაკარგული 1995წ. 30 ივნისის ¹392 დადგენილებით, რაც მითითებული ბრანების ბათილად გამოცხადების საფუძველს წარმოადგენდა.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ პრივატიზაციამდე ფოთის მ. ს.-პ. წარმოადგენდა სახელმწიფო ორგანიზაციას. პრივატიზაციის შემდეგ ამ ობიეტზე დაფუძნდა შპს “მ. ს.-პ.”. 1998წ. 17 დეკემბრის ფოთის სასამართლოს გადაწყვეტილებით გაუქმდა ფოთის მეზღვაურთა საავადმყოფო-პოლიკლინიკის 1996წ. 27 ნოემბრის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა. ამ გადაწყვეტილებით მეზღვაურთა საავადმყოფო-პოლიკლინიკა სახელმწიფოს დაუბრუნდა. აღნიშნულიდან გამომდინარე იგი აღარ წარმოადგენდა კერძო სამართლის სუბიექტს _ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებას. მითითებული გადაწყვეტილებიდან გამომდინარე ფაქტიურად ძალადაკარგულია საავადმყოფო-პოლიკლინიკის შპს-დ რეგისტრაცია. ს.-პ. რომ ისევ სახელმწიფოს დაუბრუნდა, აღნიშნული გარემოების გამო ქონების მართვის სამმართველოს დაევალა მეზღვაურთა საავადმყოფო-პოლიკლინიკის დაცვა 1998წ. 17 დეკემბრის კანონიერი ძალაში შესული გადაწყვეტილებით. ობიექტი რომ წარმოადგენს სახელმწიფო საკუთრებას არც მხარეებს გაუხდიათ სადაოდ, ამასთან მითითებული დასტურდება ასევე იმ გარემოებით, რომ ქონების მართვის სამმართველომ ვერ გადაიხადა შ. მ-ის სასარგებლოდ გადაწყვეტილებით დაკისრებული თანხა და გადახდევინების მიქცევა აუქციონის წესით მოხდა ს.-პ..
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ქონების აუქციონზე გატანა მოხდა კანონის შესაბამისად, კერძოდ, იუსტიციის სამინისტროს სამეგრელოსა და ზემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს 2001წ. 30 ივლისიდან წარმოებაში ჰქონდა სააღსრულებო ფურცელი ¹2/405, გაცემული ფოთის საქალაქო სასამართლოს 1998წ. 17 დეკემბრის გადაწყვეტილების საფუძველზე, რომლის თანახმადაც მოპასუხე სახელმწიფო ქონების მართვის სამინიტროს ფოთის სამმართველოს დაეკისრა 169 934 აშშ დოლარის გადახდა მოსარჩელე შ. მ-ის სასარგებლოდ. სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით, სასამართლო აღმასრულებლის მიერ “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” კანონის შესაბამისად, მოვალეს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ფოთის სამმართველოს ეცნობა წინადადება აღნიშნული დავალიანების ნებაყოფლობით გადახდის შესახებ. 2001წ. 01 აგვისტოს ¹181 წერილის საფუძველზე თანხების არარსებობის გამო მოვალემ უარი განაცხადა თანხის გადახდაზე.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” კანონის 921 მუხლი და განმარტა, რომ აღსრულების უზრუნველყიოფის მიზნით ე.ი. წინადადების მიცემიდან 3 თვის შემდეგ, 2001წ. 30 ოქტომბერს სასამართლო აღმასრულებლის მიერ გაცემული იქნა განკარგულება სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ფოთის სამმართველოს ბალანსზე რიცხული მ. ს.-პ., მდებარე ფოთი, ... ქ. ¹53, იძულებითი აუქციონის წესით რეალიზაციის შესახებ, რაც ასევე ეცნობა მოვალე მხარეს. 2001წ. 6 ნოემბერს დანიშნულ აუქციონზე გამოცხადებული მყიდველების მხრიდან შესაბამისი ფასის შემოთავაზების არარსებობის გამო, აუქციონზე გატანილი უძრავი ქონება არ გაიყიდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” კანონის შესაბამისად, სასამართლო აღმასრულებლის მიერ იმავე წესით დანიშნული იქნა განმეორებითი აუქციონი. მითითებული სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება, კერძოდ დანიშნული განმეორებითი აუქციონი შეჩერებული იქნა ფოთის საქალაქო სასამათლოს 2001წ. 19 ნოემბრის განჩინების საფუძველზე, სამოქალაქო დავის საბოლოო გადაწყვეტამდე. 2001წ. 03 დეკემბერს ფოთის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა შ. მ-ის კერძო საჩივარი და გაქუმდა 2001წ. 19 ნოემბრის განჩინება, რის შემდეგაც განახლდა აუქციონი და რადგან მყიდველი არ აღმოჩნდა, შ. მ-ის განცხადების საფუძველზე, მას ფოთის მეზღვაურთა პოლიკლინიკის უძრავ-მოძრავი ქონება ნატურით გადაეცა, რაზედაც შედგენილი იქნა შესაბამისი აქტი.
აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლომ მიიჩნია, რომ ქონების აუქციონზე გატანა და მისი ნატურით გადაცემა მოხდა კანონით დადგენილი წესით, რაც შეეხება ქონების შეფასებას, საქმეში წარმოდგენილი იქნა მ. ს.-პ. ძირითადი ფონდის შესახებ აუდიტორული დასკვნა, რომელიც გაცემულია “გ. ა.” მიერ და იგი არც მხარეების და არც სასამართლოს ეჭვს არ იწვევდა.
სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა I ინსტანციის სასამართლოს მითითება, რომ 2002წ. 18 თებერვლის ქონების ნატურით გადაცემის აქტისა და ამ აქტის საფუძველზე ქონების და მიწის საჯარო რეესტრში რეგისტრაციის შესახებ მოქმედება განხორციელდა “სააღსრლებო წარმოებათა შესახებ” კანონის შესაბამისად და განმარტა, რომ დაინიშნა რა სადავო ქონებაზე აუქციონი, მყიდველის არარსებობის გამო განმეორებითი აუქციონის შემდგომ განხორციელდა კრედიტორზე ქონების ნატურით გადაცემა, ხოლო რამდენადაც არ არსებობდა მოსარჩელეთა მოთხოვნა აუქციონის დანიშვნის კანონიერების შესახებ, სასამართლო ვერ გასცდებოდა სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებს და ვერ იმსჯელებდა აღნიშნულზე.
სააპელაციო სასამართლომ ასევე გაზიარა I ინსტანციის სასამართლოს მითითება, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებებით /ამონაწერი საჯარო რეესტრიდან/ დადგენილია რომ ქონების მესაკუთრეა შ. მ-ი, რის გამოც სამოქალაქო კოდექსის 21-ე და 172.2. მუხლის შესაბამისად მისი მოთხოვნა სწორად იქნა დაკმაყოფილებული.
სააპელაციო სასამართლოს მითითებული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქ. ფოთის მ. ს.-პ. თანამშრომელთა წარმომადგენელმა ვ. ს-ემ, რომლითაც მოითხოვა მისი გაქუმება სარჩელის მოთხოვნაზე უარის თქმის ნაწილში, შემდეგი მოტივით:
კასატორი მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ დაკმაყოფილდა რა მოთხოვნა ¹129 ბრძანების ბათილად ცნობის ნაწილში, ეს ავტომატურად ნიშნავს, რომ ადმინისტრაციული აქტი გასაჩივრებული იყო სასამართლოში, შესაბამისად მისი მოქმედება იყო შეჩერებული, რის გამოც სადავო ქონების გაყიდვა აუქციონზე არ შეიძლებოდა აქტის კანონიერების გადაწყვეტამდე. ამასთან, ფოთის სასამართლოს მიერ გაუქმებულ იქნა ფოთის მ. ს. პ. 1996წ. 27 ნოემბრის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება და 1996წ. 27 ნოემბერს გაცემული საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა, ხოლო გაუქმება ნიშნავს ბათილად ცნობას ან ძალადაკარგულად გამოცხადებას.
კასატორი აღნიშნავს, რომ 1995წ. 30 ივნისის ¹392 დადგენილებით გადაწყდა სადავო ობიექტის ბედი. თითოეული ობიექტის პრივატიზაციისათვის სავალდებულო იყო მასში დასაქმებული კოლექტივის უპირატესი შესყიდვის უფლების სავალდებულობა, თუ ის თანხმობას გამოაცხადებდა პრივატიზაციის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში. მითითებული ობიექტის პრივატიზება განხორციელდა სწორედ მითითებული პრინციპის დაცვით. ამასთან, დადგენილების მე-4 პუნქტით ჯანდაცვის ობიექტების პრივატიზებაში ქონების მართვის სამინისტროსთან ერთად მონაწილეობა უნდა მიეღო დარგობრივ სამინისტროს ანუ ჯანდაცვის სამინისტროს და ერთობლივად აგებდა ეს ორი უწყება პასუხს კანონმდებლობის შესრულებაზე.
კასატორი თვლის, რომ ბათილად გამოცხადდა რა სადავო აქტი, აღნიშნული ნიშნავს იმ გარემობას, რომ მხარეები დაბრუნდნენ საწყის მდგომარეობაში, კერძოდ, პრივატიზება გამოცხადებულია და კოლექტივს უპირატეს შესყიდვაზე თანხმობა აქვს ნათქვამი, შეფასებულია სახელმწიფო ქონება და არცერთი ადმინისტრაციული აქტი თუ ქმედება სასამართლოს არ გაუუქმებია, ამასთან მან გააუქმა კონკრეტული ხელშეკრულება, რადგან აღმოჩნდა, რომ ამხანაგობის მიერ მოწვეული პირის შ.მ-ის პრივატიზებაში მონაწილეობით შეილახა ამხანაგობის ანუ კოლექტივის უფლება. სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება კი გულისხმობს უკან დაბრუნდეს ამხანაგობის მიერ გადახდილი თანხა და მიეცეს მას პირობა კანონმდებლობის დაცვით ჩამოყალიბდეს იგი, შეიტანოს ობიექტის ღირებულება და კოლექტივის წევრთა რაოდენობის გამო გამოსყიდული ქონებით რეგისტრაციაში გატარდეს სააქციო საზოგადოება.
კასატორი აღნიშნავს, რომ ფოთის ქონების მართვის სამმართველოს არ ჰქონდა უფლება გამოეცა 1998წ. 17 დეკემბრის ბრძანება, რადგან ფოთის ქონების მართვის სამმართველოს უნდა ეცნობებინა თავისი სამინისტროსა და ჯანდაცვის სამინისტროსათვის ობიექტის სახელმწიფო საკუთრებაში დაბრუნების შესახებ და შესაბამისად პრეზიდენტს უნდა შეეტანა დამატება ან ცვლილება თავის 1997წ. 29 დეკემბრის ¹776 ბრძანებულებაში და კონკრეტულად გადაეწყვიტა მისი პრივატიზების ფორმა.
სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ კონკრეტული დავა გამომდინარეობდა ადმინისტარციული კანონმდებლობიდან, კერძოდ ადმინისტრაციული ორგანოების კანონსაწინააღმდეგო ქმედებას ეხებოდა, ხოლო ადმინისტრაციული აქტის და ქმედების კანონიერების დამტკიცება ადმინისტრაციულ ორგანოებს ეკისრებათ. ქონების მართვის ფოთის სამმართველოს და სამეგრელო ზემო სვანეთის სააღსრულებო ბიურომ ვერ დაასაბუთა მტკიცებულებებით თუ რის საფუძველზე იყო კანონიერი აუციონი, ამასთან სასამათლომ თვითონ მიიჩნია გაუქმებულად მინისტრთა კაბინეტის 1995წ. 30 ივნისის ¹392 დადგენილება, აღნიშნულით კი დადგენილად იქნა მიჩნეული ის ფაქტი, რომ აღარ არსებობს კომპეტენტური ორგანოს გადაწყვეტილება პრივატიზაციის შესახებ.
კასატორი მიიჩნევს, რომ რამდენადაც მინისტრთა კაბინეტის 1995წ. 30 ივნისი ¹392 დადგენილება წარმოადგენს ნორმატიული აქტს, შესაბამისად მისი შეცვლა შესაძლებელი იყო მხოლოდ ნორმატიული აქტით, შესაბამისად ის შეიცვალა კიდეც კანონით პრივატიზაციის შესახებ და ამდენად მხოლოდ ამ კანონის საფუძველზეა შესაძლებელი სახელმწიფო ქონების გასხვისება.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ასევე საკასაციო წესით გაასაჩივრა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ, რომლითაც მოითხოვა მითითებული გადაწყევტილების გაუქმება სარჩელის მოთხოვნაზე უარის თქმის ნაწილში, შემდეგი მოტივით:
კასატორი თვლის, რომ ბათილად გამოცხადდა რა სადავო აქტი, აღნიშნული ნიშნავს იმ გარემოებას, რომ მხარეები დაბრუნდნენ საწყის მდგომარეობაში, კერძოდ პრივატიზება გამოცხადებულია და კოლექტივს უპირატეს შესყიდვაზე თანხმობა აქვს ნათქვამი, შეფასებულია სახელმწიფო ქონება და არცერთი ადმინისტრაციული აქტი თუ ქმედება სასამართლოს არ გაუუქმებია, ამასთან მან გააუქმა კონკრეტული ხელშეკრულება, რადგან აღმოჩნდა, რომ ამხანაგობის მიერ მოწვეული პირის შ. მ-ის პრივატიზებაში მონაწილეობით შეილახა ამხანაგობის ანუ კოლექტივის უფლება. სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება კი გულისხმობს უკან დაბრუნდეს ამხანაგობის მიერ გადახდილი თანხა და მიეცეს მას პირობა კანონმდებლობის დაცვით ჩამოყალიბდეს იგი, შეიტანოს ობიექტის ღირებულება და კოლექტივის წევრთა რაოდენობის გამო გამოსყიდული ქონებით რეგისტრაციაში გატარდეს სააქციო საზოგადოება.
კასატორი აღნიშნავს, რომ ფოთის ქონების მართვის სამმართველოს არ ჰქონდა უფლება გამოეცა 1998წ. 17 დეკემბრის ბრძანება, რადგან ფოთის ქონების მართვის სამმართველოს უნდა ეცნობებინა თავისი სამინისტროსა და ჯანდაცვის სამინისტროსათვის ობიექტის სახელმწიფო საკუთრებაში დაბრუნების შესახებ და შესაბამისად პრეზიდენტს უნდა შეეტანა დამატება ან ცვლილება თავის 1997წ. 29 დეკემბრის ¹776 ბრძანებულებაში და კონკრეტულად გადაეწყვიტა მისი პრივატიზების ფორმა.
კასატორი მიიჩნევს, რომ ფოთის მეზღვაურთა საავადმყოფო-პოლიკლინიკის პრივატიზება არ არის სასამართლო აღმსარულებლის გადასაწყვეტი საკითხი, სასამართლო აღმასრულებელმა სახელმწიფოს ფულადი სახსრებიდან უნდა გაისტუმროს მისი ფულადი ვალდებულება.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის და გასაჩივრებული განჩინების დასაბუთებულობა-კანონიერების შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს და ფოთის მეზღვაურთა საავადმყოფო პოლიკლინიკის თანამშრომელთა წარმომადგენლის ლადო სანიკიძის საკასაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 27 დეკემბრის გადაწყვეტილება, გასაჩივრებულ ნაწილში შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო სსკ-ის 404.1. მუხლის საფუძველზე განმარტავს, რომ საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიღებისას, სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში, სასამართლოს მიერ არ არის დარღვეული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმები. კერძოდ, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სწორად განმარტა იგი და სწორად შეუფარდა მატერიალური სამართლის ნორმა სადავო სამართალურთიერთობას.
სსკ-ის 407.2. მუხლის შესაბამისად, საკასაციო სასამართლოსათვის სავალდებულოა სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები თუ არ არის წამოყენებული დასაბუთებული და დამატებითი საკასაციო პრეტენზია.
კონკრეტულ შემთხვევაში, საკასაციო პრეტენზია დაუსაბუთებულია, რამდენადაც საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორთა მოტივს იმის შესახებ, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ 1998წ. 17 დეკემბრის სახელმწიფო ქონების მართვის ფოთის სამმართველოს ¹129 ბრძანების ბათილად ცნობა ავტომატურად იწვევს მხარეთა საწყის მდგომარეობაში დაბრუნებას, კერძოდ მოსარჩელეთათვის სადავო ობიექტზე პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების უფლების აღდგენას, ვინაიდან საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ უზენაესი სასამართლოს 2003წ. 19 ნოემბრის განჩინებით შ.მ-ისა და ფოთის ს.-პ. თანამშრომელთა საკასაციო საჩივრების საფუძველზე გაუქმდა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება სახელმწიფო ქონების მართვის ფოთის სამმართველოს 1998წ. 17 დეკმებრის ¹129 ბრძანების ბათილად ცნობის თაობაზე ფოთის მ. ს.-პ. თანამშრომელთა სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში, უძრავი ქონების ნატურით გადაცემის შესახებ 2002წ. 18 თებერვლის აქტისა და ამ აქტის საფუძველზე საავადმყოფო-პოლიკლინიკის შ.მ-ის საკუთრებად 2002წ. 26 თებერვლის საჯარო რეესტრში რეგისტრაციის ბათილად ცნობის ნაწილში, ასევე შ. მ-ის სარჩელზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილებში საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს, ხოლო სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება სადავო ობიექტის პირდაპირი ფორმით უპირატესი შესყიდვის თაობაზე ფოთის მ. ს.-პ. თანამშრომელთა სასარჩელო მოთხოვნის შესახებ უარის თქმის ნაწილში დარჩა უცვლელად, შესაბამისად საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მითითებულ ნაწილში სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული, რის გამოც სააპელაციო სასამართლო არ იყო უფლებამოსილი ემსჯელა მასზე.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს ასევე კასატორთა მოტივს იმის შესახებ, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება დაუსაბუთებელი და უსაფუძვლოა მოსარჩელეთა სასარჩელო მოთხოვნაზე, კერძოდ, სამეგრელო-ზემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს 2002წ. 18 თებერვლის აქტის, უძრავი ქონების ნატურით გადაცემისა და ამ აქტის საფუძველზე ს.-პ. შ.მ-ის საკუთრებად 2002წ. 26 თებერვლის საჯარო რეესტრის ჩანაწერის ბათილად ცნობის შესახებ, უარის თქმის ნაწილში, რამდენადაც საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას სწორად იქნა დადგენილი ფაქტობრივი გარემოებანი, კერძოდ, საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ შ.მ-მა 2001წ. 27 ივლისს განცხადებით მიმართა ფოთის საქალაქო სასამართლოს, რომლითაც მოითხოვა ქ. ფოთის სასამართლოს 1998წ. 17 დეკემბრის გადაწყვეტილებაზე სააღსრულებო ფურცლის გაცემა, რაც წარდგენილ იქნა სამეგრელო-ზემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროში შ. მ-ის მიერ, რომელმაც ფოთის სასამართლოს 1998წ. 17 დეკემბრის გადაწყვეტილების აღსრულება მოითხოვა. საქმის ფურცელ 448-ზე არსებული მტკიცებულების შესაბამისად 2001წ. 31 ივლისს აღმასრულებელმა ფოთის ქონების მართვის სამმართველოს წინადადება მისცა გადაწყვეტილებით დაკისრებული თანხა გადაეხადა, მაგრამ ფოთის ქონების მართვის სამმართველომ სააღსრულებო ბიუროს 2001წ. 1 აგვისტოს აცნობა, რომ ქონების მართვის სამმართველოს 169934 აშშ დოლარის შესატყვისი თანხის ლარებში გადახდის არანაირი საშუალება არ გააჩნდა. სამეგრელო-ზემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლმა ზ. ნ-მა 2001წ. 30 ოქტომბერს გასცა განკარგულება 2001წ. 6 ნოემბერს 12 საათზე იძულებითი აუქციონის დანიშვნის შესახებ, რაც მოსარჩელეებს სადავოდ არ გაუხდიათ. სასამართლოს აღმასრულებელის ზ. ნ-ის მიერ 2001წ. 6 ნოემბერს შედგა ოქმი, რომლის მიხედვით, საწყისი ფასის 262 325 ლარის შემოთავაზება არ განხორციელებულა, რის გამოც საწყისი ფასი შემცირდა 30%-ით. აღნიშნულის გამო დაინიშნა განმეორებითი აუქციონი. აღმასრულებელ ზ. ნ-ის მიერ 2002წ. 25 იანვარს შედგა ოქმი, რომლის მიხედვით აუქციონზე გატანილი ქონება არ გაიყიდა. 2002წ. 28 იანვარს შ.მ-მა განცხადებით მიმართა სააღსრულებო ბიუროს, რომლითაც “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” კანონის 771-ე მუხლის საფუძველზე მოითხოვა ფოთის მეზღვაურთა საავადმყოფო-პოლიკლინიკის უძრავ-მოძრავი ქონების გადაცემა. 2002წ. 18 თებერვლის აქტით (უძრავი ქონების ნატურით გადაცემის შესახებ) შ. მ-ს ნატურით გადაეცა აღსრულების მომენტისათვის აღებული 183 628 ლარის უძრავი ქონება.
ამასთან, უზენაესი სასამართლოს 2003წ. 19 ნოემბრის განჩინებით გაუქმდა რა ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 10 თებერვლის გადაწყვეტილება ფოთის ქონების მართვის სამმართველოს 1998წ. 17 დეკემბრის ¹129 ბრძანების ბათილად ცნობის თაობაზე, ფოთის მ. ს.-პ. თანამშრომელთა სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში, უძრავი ქონების ნატურით გადაცემის შესახებ 2002წ. 18 თებერვლის აქტისა და ამ აქტის საფუძველზე საავადმყოფო-პოლიკლინიკის შ.მ-ის საკუთრებად 2002წ. 26 თებერვლის საჯარო რეესტრში რეგისტრაციის ბათილად ცნობის ნაწილში, ასევე, შ.მ-ის სარჩელზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილებში საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნა იმავე სასამართლოს, უზენაესმა სასამართლომ მიუთითა, რომ “საქმის ხელმეორედ განხილვისას, სააპელაციო სასამართლოს უნდა დაედგინა რამდენად კანონიერად მოხდა სადავო ქონების აუქციონზე გატანა და შემდგომში მისი ნატურით გადაცემა, მოხდა თუ არა ქონების შეფასება იმ დროს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად”, აღნიშნულთან მიმართებაში, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში განვითარებულ მსჯელობას იმის თაობაზე, რომ სააპელაციო სასამართლო არ იყო უფლებამოსილი ემსჯელა მითითებულზე “მოსარჩელეთა მოთხოვნის, აუქციონის დანიშვნის კანონიერების შესახებ, არ არსებობის გამო”, მით უფრო, რომ გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულების მიზნით ჩატარებული აუქციონი, ისევე, როგორც განმეორებით ჩატარებული აუქციონი სადავოდ არ გაუხდიათ მხარეებს არც პირველი და არც სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში.
საკასაციო სასამართლო სსკ-ის მე-3 მუხლის საფუძველზე განმარტავს, რომ სამართალწარმოებისათვის დამახასიათებელი დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე, მხარეები განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის შეტანის შესახებ, ხოლო ამავე კოდექსის 248-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს უფლება არა აქვს მიაკუთვნოს თავისი გადაწყვეტილებით მხარეს ის, რაც მას არ უთხოვია ან იმაზე მეტი, ვიდრე ის მოითხოვდა. მით უფრო იმ პირობებში, როდესაც საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ ფოთის საქალაქო სასამართლოს 2001წ. 19 ნოემბრის განჩინება, რომლითაც შეჩერებული იყო სადავო ობიექტის საჯარო წესით აუქციონზე გაყიდვა, შ.მ-ის კერძო საჩივრის საფუძველზე, ფოთის საქალაქო სასამართლოს 2001წ. 3 დეკემბრის განჩინებით გაუქმებული იქნა, რაც მოსარჩელეთა მიერ არ გასაჩივრებულა. მოსარჩელეებს ასევე სადავოდ არ გაუხდიათ სასამართლო აღმასრულებლის მიერ დანიშნული განმეორებითი აუქციონის კანონიერება, რაზედაც აღმასრულებელ ზ. ნ-ის მიერ 2002წ. 25 იანვარს შედგა ოქმი, რომლის მიხედვით აუქციონზე გატანილი ქონების გაყიდვა არ მოხდა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორთა მოტივს იმის თაობაზე, რომ ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2001წ. 21 დეკემბრის განჩინებით, რომლითაც ფოთის მ. ს.-პ. სარჩელი განსჯადობის წესით განსახილველად დაუბრუნდა ფოთის საქალაქო სასამართლოს განსახილველად, ავტომატურად გაუქმდა ფოთის საქალაქო სასამართლოს 2001წ. 3 დეკემბრის განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების შესახებ, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელეებს არ გამოუყენებიათ კანონით მინიჭებული უფლება და სსკ-ის 197-ე მუხლის შესაბამისად არ გაუსაჩივრებიათ სარჩელის უზრუნველყოფის გაუქმების შესახებ სასამართლოს მიერ გამოტანილი განჩინება კერძო საჩივრით. აღნიშნულის გამო, სარჩელის მოთხოვნის მითითებულ საფუძველზე დაკმაყოფილების სამართლებრივი წინაპირობა არ არსებობს, რაც საპროცესო ნორმების საფუძველზე მართებულად შეაფასა სააპელაციო სასამართლომ.
საკასაციო სასამართლო “კანონის სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” 68-ე მუხლის საფუძველზე განმარტავს, რომ განცხადება სააღსრულებო საბუთის საფუძველზე იძულებითი აუქციონის შესახებ სასამართლო აღმასრულებელთან შეიძლება შეიტანოს კრედიტორმა, რასაც მოცემულ შემთხვევაში რეალურად ადგილი ჰქონდა. ამდენად, სასამართლო აღმასრულებელი სააღსრულებო მოქმედებას იწყებს იძულებითი აღსრულების შესახებ კრედიტორის წერილობითი განცხადებისა და სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, ასევე, ამავე კანონის 29.1. მუხლის მიხედვით, სასამართლო აღმასრულებელმა ყოველი სააღსრულებო მოქმედების შესახებ უნდა შეადგინოს ოქმი, რომლის ერთ-ერთ რეკვიზიტს წარმოადგენს სააღსრულებო მოქმედების შესრულების საგნის მითითება (პუნქტი “ე”).
კონკრეტულ შემთხვევაში, სადავო ადმინისტრაციული აქტი, კერძოდ სამეგრელო-ზემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს 2002წ. 18 თებერვლის განკარგულება ნატურით ქონების გადაცემის შესახებ, გამოცემულია კანონის “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” 71-ე – 77-ე მუხლების საფუძველზე, რომლის ნორმების დარღვევა არ წარმოადგენს სარჩელის საფუძველს, მოსარჩელეებს სააღსრულებო წარმოების პროცედურის დარღვევა სადავოდ არ გაუხდიათ.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას იმის თაობაზე, რომ უსაფუძვლოა მოსარჩელეთა სასარჩელო მოთხოვნა საჯარო რეესტრის ჩანაწერის, ბათილად ცნობის თაობაზე, რამდენადაც შ.მ-ზე ქონების საკუთრების უფლებით დარეგისტრირების საფუძველს წარმოადგენს სწორედ აღმასრულებლის განკარგულება, რომლითაც მას ქონება ნატურით გადაეცა.
ამდენად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სახეზე არ არის საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები, ვინაიდან კასატორთა მიერ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ შეიცავს სსკ-ის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ საკასაციო საჩივრის საფუძვლებს ან აბსოლუტურ საფუძვლებს.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ კასატორები ფიზიკური პირები ფოთის მეზღვაურთა საავადმყოფოს-პოლიკლინიკის თანამშრომელები ლ. ჯ-ა, ქ. ს-ა, ლ. რ-ე, გ. ხ-ა, მ. ჭ-ა, ი. ჭ-ა სსკ-ის 47.1. მუხლის საფუძველზე უნდა გათავისუფლდნენ სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან, მათი ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, ხოლო კასატორს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით 100 ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სსკ-ის 53.1. მუხლის საფუძველზე.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის I, სსკ-ის 47.1, 53-ე, 257-ე, 372-ე, 390-ე, 399-ე, 401-ე, 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ფოთის მ. ს.-პ. თანამშრომელთა წარმომადგენლის ვ. ს-ის და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 27 დეკემბრის გადაწყვეტილება;
3. კასატორი ფოთის მ. ს.-პ. თანამშრომლები გათავისუფლდნენ სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან;
4. კასატორს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს გადახდეს სახელმწიფო ბაჟი 100 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ;
5. უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.