№ა-162-შ-4-2012 29 მარტი, 2012 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვასილ როინიშვილი, თეიმურაზ თოდრია
საქმის ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა ი. კ-ის წარმომადგენლის ს. ჭ-ის შუამდგომლობის დასაშვებობის საკითხი გერმანიის მიუნხენის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2011 წლის 3 აგვისტოს გადაწყვეტილებაზე საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ სპირიდონ მპოუკოევალას მიმართ განქორწინების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
გერმანიის მიუნხენის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2011 წლის 3 აგვისტოს გადაწყვეტილებით მიუნხენის მმაჩის ბიუროს მოხელის მიერ 2007 წლის 9 ნოემბრის (რეგისტრაციის ნომერი ...) რეგისტრირებული წყვილის ქორწინება გაუქმდა.
ი. კ-ის წარმომადგენელმა ს. ჭ-ემ შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს გერმანიის მიუნხენის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2011 წლის 3 აგვისტოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 23 იანვრის განჩინებით ი. კ-ის წარმომადგენლის ს. ჭ-ის შუამდგომლობა გერმანიის მიუნხენის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2011 წლის 3 აგვისტოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ მიღებულ იქნა წარმოებაში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატა გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ ი. კ-ის წარმომადგენლის ს. ჭ-ის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
დადგენილია, რომ გერმანიის მიუნხენის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2011 წლის 3 აგვისტოს გადაწყვეტილებით გაუქმდა მიუნხენის მმაჩის ბიუროს მოხელის მიერ 2007 წლის 9 ნოემბრის (რეგისტრაციის ნომერი ...) რეგისტრირებული წყვილის ქორწინება.
საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე, 69-ე მუხლების თანახმად, არსებობს ყველა საფუძველი, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ ცნოს გერმანიის მიუნხენის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2011 წლის 3 აგვისტოს გადაწყვეტილება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატამ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე, 69-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 285-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ი. კ-ის წარმომადგენლის ს. ჭ-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს:
ცნობილ იქნეს საქართველოს ტერიტორიაზე გერმანიის მიუნხენის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2011 წლის 3 აგვისტოს გადაწყვეტილება, რომლითაც გაუქმდა მიუნხენის მმაჩის ბიუროს მოხელის მიერ 2007 წლის 9 ნოემბრის (რეგისტრაციის ნომერი ...) რეგისტრირებული წყვილის ქორწინება.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.