Facebook Twitter

№ა-3216-შ-52-2011 12 მარტი, 2012 წელი,

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

შემადგენლობა:

ნუნუ კვანტალიანი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი - ა. ფ-ი

მოწინააღმდეგე მხარე - ლ. წ-ა

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მხარე მოითხოვს - ყაზახეთის რესპუბლიკის ქ.ა-ს №2 სასამართლოს 2010 წლის 5 მაისის განაჩენი

დავის საგანი – დანაშაულით მიყენებული ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ყაზახეთის რესპუბლიკის ქ.ა-ს №2 სასამართლოს 2010 წლის 5 მაისის განაჩენით ლ. წ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ ყაზახეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 175-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, რისთვისაც მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა. იმავდროულად, სასამართლომ აღნიშნული განაჩენით ა. ფ-ას სამოქალაქო სარჩელის განხილვის შედეგად დაადგინა, რომ ლ. წ-ას ა. ფ-ას სასარგებლოდ უნდა დაკისრებოდა 209928 (ორას ცხრა ათას ცხრაას ოცდარვა ) ტენგეს გადახდა.

საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა ა. ფ-მა და მოითხოვა საქართველოს ტერიტორიაზე განაჩენის იმ ნაწილში ცნობა და აღსასრულებლად მიქცევა, რომლითაც ლ. წ-ას მის სასარგებლოდ დაეკისრა 209 928 ტენგეს გადახდა.

შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი ცნობით დასტურდება, რომ გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასაც მხარე მოითხოვს, კანონიერ ძალაში შევიდა 2010 წლის 14 ივლისს, ასევე დასტურდება, რომ მოცემული გადაწყვეტილება ყაზახეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე არ აღსრულებულა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 8 დეკემბრის განჩინებით ა. ფ-ის შუამდგომლობა ყაზახეთის რესპუბლიკის ქ.ა-ს №2 სასამართლოს 2010 წლის 5 მაისის განაჩენის (საქმე №1-116/10, დანაშაულით მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად ლ. წ-ასათვის ა. ფ-ის სასარგებლოდ 209 928 ტენგეს დაკისრების ნაწილში) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ მიღებულ იქნა წარმოებაში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ ა. ფ-ის შუამდგომლობა ყაზახეთის რესპუბლიკის ქ.ა-ს №2 სასამართლოს 2010 წლის 5 მაისის განაჩენის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

ყაზახეთის რესპუბლიკის ქ.ა-ს №2 სასამართლოს 2010 წლის 5 მაისის განაჩენით ლ. წ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ ყაზახეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 175-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, რისთვისაც მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა. იმავდროულად, სასამართლომ აღნიშნული განაჩენით ა. ფ-ას სამოქალაქო სარჩელის განხილვის შედეგად დაადგინა, რომ ლ. წ-ას ა. ფ-ას სასარგებლოდ უნდა დაკისრებოდა 209928 (ორას ცხრა ათას ცხრაას ოცდარვა ) ტენგეს გადახდა.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ განაჩენი, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებასაც მხარე მოითხოვს კანონიერ ძალაში შევიდა 2010 წლის 14 ივლისს, მოწინააღმდეგე მხარე - ლ. წ-ა ინფორმირებული იყო სასამართლო სხდომის დროისა და ადგილის შესახებ.

„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს.

ამდენად, ყაზახეთის რესპუბლიკის ქ.ა-ს №2 სასამართლოს 2010 წლის 5 მაისის განაჩენი საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ უნდა იქნას ცნობილი და მიექცეს აღსასრულებლად საქართველოს ტერიტორიაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ა. ფ-ის შუამდგომლობა ყაზახეთის რესპუბლიკის ქ.ა-ს №2 სასამართლოს 2010 წლის 5 მაისის განაჩენის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების თაობაზე დაკმაყოფილდეს.

საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას და მიექცეს აღსასრულებლად ყაზახეთის რესპუბლიკის ქ.ა-ს №2 სასამართლოს 2010 წლის 5 მაისის განაჩენი თანხის დაკისრების ნაწილში, რომლითაც ლ. წ-ას დაეკისრა ა. ფ-ის სასარგებლოდ დანაშაულით მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად 209928 (ორას ცხრა ათას ცხრაას ოცდარვა ) ტენგეს გადახდა.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.