№-ა-3217-შ-53-2011 5 მარტი, 2012 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატამ
შემადგენლობა:
მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ვასილ როინიშვილი, თეიმურაზ თოდრია
საქმის ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა ო. დ-ის შუამდგომლობის დასაშვებობის საკითხი რუსეთის ფედერაციის კრასნოიარკის ოლქის ქ. აჩინსკის სასამართლოს 2011 წლის 9 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ ო. დ-ის სარჩელის გამო, მოპასუხე ზ. დ-ის მიმართ არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ ალიმენტის დაკისრების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ო. დ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა სასამართლოს მოპასუხე ზ. დ-ის მიმართ და მოითხოვა არასრულწლოვანი შვილის სარჩენად ალიმენტის დაკისრება.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ 1995 წლის 14 სექტემბერს იქორწინა მოპასუხესთან და ცხოვრობდა მასთან ერთად 1997 წლის 30 ოქტომბრამდე. 2008 წლის 17 ივნისს ისინი განქოქწინდნენ. ქორწინების პერიოდში შეეძინათ შვილი 1994 წლის 25 მარტს დაბადებული ანდრეი დ-ი. ბავშვი არის მოსარჩელის კმაყოფაზე, მოპასუხე არ მონაწილეობს შვილის რჩენასა და აღზრდაში.
რუსეთის ფედერაციის კრასნოიარკის ოლქის ქ. აჩინსკის სასამართლოს 2011 წლის 9 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ზ. ი-ის ძე დ-ს ო. ი-ს ასული დ-ის სასარგებლოდ არასრუწლოვანი ანდრეი ზ.ის ძე დ-ის სარჩენად დაეკისრა ალიმენტის გადახდა მოპასუხის ყველა შემოსავლის 1/4 ნაწილის ოდენობით, დაწყებული 2011 წლის 11 იანვრიდან ბავშვის სრულწლოვანების მიღწევამდე. ზ. ი-ის ძე დ-ს ო. ი-ს ასული დ-ის სასარგებლოდ დაეკისრა სასამართლო ხარჯების 62 რუბლის გადახდა.
ო. დ-მა შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს რუსეთის ფედერაციის კრასნოიარკის ოლქის ქ. აჩინსკის სასამართლოს 2011 წლის 9 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქოს აქმეთა პალატის 2011 წლის 19 სექტემბრის განჩინებით ო. დ-ის შუამდგომლობა რუსეთის ფედერაციის კრასნოიარკის ოლქის ქ. აჩინსკის სასამართლოს 2011 წლის 9 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატა გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ ო. დ-ის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
დადგენილია, რომ რუსეთის ფედერაციის კრასნოიარკის ოლქის ქ. აჩინსკის სასამართლოს 2011 წლის 9 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ზ. ი-ის ძე დ-ს ო. ი-ს ასული დ-ის სასარგებლოდ არასრუწლოვანი ანდრეი ზ.ის ძე დ-ის სარჩენად დაეკისრა ალიმენტის გადახდა მოპასუხის ყველა შემოსავლის 1/4 ნაწილის ოდენობით, დაწყებული 2011 წლის 11 იანვრიდან ბავშვის სრულწლო-ბის მიღწევამდე. ზ. ი-ის ძე დ-ს ო. ი-ს ასული დ-ის სასარგებლოდ დაეკისრა სასამართლო ხარჯების 62 რუბლის გადახდა.
აღნიშნული სასამართლოს გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა და არ აღსრულებულა.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე, 69-ე მუხლების თანახმად, არსებობს ყველა საფუძველი, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ ცნოს რუსეთის ფედერაციის კრასნოიარკის ოლქის ქ. აჩინსკის სასამართლოს 2011 წლის 9 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატამ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე, 69-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 285-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ო. დ-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.
2. ცნობილ იქნეს საქართველოს ტერიტორიაზე და მიექცეს აღსასრულებლად რუსეთის ფედერაციის კრასნოიარკის ოლქის ქ. აჩინსკის სასამართლოს 2011 წლის 9 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც რუსეთის ფედერაციის კრასნოიარკის ოლქის ქ. აჩინსკის სასამართლოს 2011 წლის 9 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ზ. ი-ის ძე დ-ს ო. ი-ს ასული დ-ის სასარგებლოდ არასრუწლოვანი ანდრეი ზ.ის ძე დ-ის სარჩენად დაეკისრა ალიმენტის გადახდა მოპასუხის ყველა შემოსავლის 1/4 ნაწილის ოდენობით, დაწყებული 2011 წლის 11 იანვრიდან ბავშვის სრულწლოვანების მიღწევამდე. ზ. ი-ის ძე დ-ს ო. ი-ს ასული დ-ის სასარგებლოდ დაეკისრა სასამართლო ხარჯების 62 რუბლის გადახდა
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.