№ა-4277-შ-68-2011 15 მარტი, 2012 წელი
ქ. თბილის
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვასილ როინიშვილი, თეიმურაზ თოდრია
საქმის ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა მ. ჰ.-ქ-ის წარმომადგენლის მ. ჟ-ას შუამდგომლობის დასაშვებობის საკითხი კარლსრუეს პირველი ინსტანციის სასამართლოს 2010 წლის 22 ოქტომბრის განაჩენის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ ერიკ იან-ფილიპე ჰ.ის მიმართ განქორწინების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
კარლსრუეს პირველი ინსტანციის სასამართლოს 2010 წლის 22 ოქტომბრის განაჩენით კარლსრუეს მმაჩის ბიუროს გამგის მიერ 2004 წლის 28 მაისს (რეგისტრაციის ნომერი ...) რეგისტრირებული წყვილის ქორწინება გაუქმდა.
მ. ჰ.-ქ-ის წარმომადგენელმა მ. ჟ-ამ შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს კარლსრუეს პირველი ინსტანციის სასამართლოს 2010 წლის 22 ოქტომბრის განაჩენის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 28 ნოემბრის განჩინებით მ. ჰ.-ქ-ის წარმომადგენლის მ. ჟ-ას შუამდგომლობა კარლსრუეს პირველი ინსტანციის სასამართლოს 2010 წლის 22 ოქტომბრის განაჩენის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ მიღებულ იქნა წარმოებაში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატა გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ მ. ჰ.-ქ-ის წარმომადგენლის მ. ჟ-ას შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
დადგენილია, რომ კარლსრუეს პირველი ინსტანციის სასამართლოს 2010 წლის 22 ოქტომბრის განაჩენით გაუქმდა კალსრუეს მმაჩის ბიუროს გამგის მიერ 2004 წლის 28 მაისს (რეგისტრაციის ნომერი ...) რეგისტრირებული წყვილის ქორწინება.
საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე, 69-ე მუხლების თანახმად, არსებობს ყველა საფუძველი, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ ცნოს კარლსრუეს პირველი ინსტანციის სასამართლოს 2010 წლის 22 ოქტომბრის განაჩენი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატამ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე, 69-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 285-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მ. ჰ.-ქ-ის წარმომადგენლის მ. ჟ-ას შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს:
ცნობილ იქნეს საქართველოს ტერიტორიაზე კარლსრუეს პირველი ინსტანციის სასამართლოს 2010 წლის 22 ოქტომბრის განაჩენი, რომლითაც გაუქმდა კალსრუეს მმაჩის ბიუროს გამგის მიერ 2004 წლის 28 მაისს (რეგისტრაციის ნომერი ...) რეგისტრირებული წყვილის ქორწინება.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.