Facebook Twitter

№ას-134-129-2012 21 მარტი, 2012 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - შპს „ს. რ-ა“ (მოპასუხე)

წარმომადგენელი - დ. ს-ი

მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ს. ჯ. პ-ი“ (მოსარჩელე)

წარმომადგენელი - მ. ხ-ე

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 1 დეკემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

შპს „ს. ჯ. პ-მა“ თბილისის საქალაქო სასამართლოში შპს „ს. რ-ის“ წინააღმდეგ სარჩელი აღძრა მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების სახით 139 351,76 აშშ დოლარის დაკისრების მოთხოვნით, საიდანაც 127732,76 აშშ დოლარი სარ-ო ტრანსპორტით გადაზიდვისას დაღვრილი დიზელის საწვავის ღირებულებაა, ხოლო 11619 აშშ დოლარი კი, მოსარჩელის მიერ ტვირთის გადაზიდვისთვის გაწეული ხარჯი, დაღვრილი ნავთობის რაოდენობის პროპორციულად.

მოსარჩელის განმარტებით, 2010 წლის 30 მარტს აზერბაიჯანის რესპუბლიკიდან, კერძოდ, სადგურ გიუზდეკიდან საქართველოში ოთხი ვაგონ-ცისტერნით დიზელის საწვავი გამოიგზავნა. ტვირთის მიმღები იყო შპს „ს. ჯ. პ-ი“, გადაზიდვას კი, შპს „ს. რ-ა“ ახორციელებდა. 2010 წლის 2 აპრილს სადგურ „თბილისი-დამხარისხებელში“ მომხდარი ავარიის შედეგად ორი ცისტერნა გადატრიალდა და დაიღვარა 207483 კგ დიზელის საწვავი. ავარიის ფაქტთან დაკავშირებით შედგა კომერციული აქტი.

მოპასუხე შპს ,,ს. რ-ამ“ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ სატრანსპორტო შემთხვევა, რომელსაც შედეგად მოჰყვა დიზელის საწვავის დაღვრა, გამოიწვია აზერბაიჯანის რ-ის კუთვნილი სარ-ო ვაგონის გაუმართაობამ, რის გამოც საქმეში ერთ-ერთ მოპასუხედ უნდა ჩაბმულიყო აზერბაიჯანის რესპუბლიკის რ-ა, გარდა ამისა, სარჩელი აღძრული იყო „საერთაშორისო სარ-ო სატვირთო მიმოსვლის შესახებ შეთანხმებით“ დადგენილი ვადების დარღვევით. მოპასუხის წარმომადგენლის მოსაზრებით, „საერთაშორისო სარ-ო სატვირთო მიმოსვლის შესახებ შეთანხმების“ 24-ე მუხლის თანახმად, შპს ,,ს. რ-ა“ არ იყო პასუხისმგებელი დაკარგული ტვირთის მასის 2%-ზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 1 სექტემბრის გადაწყვეტილებით შპს „ს. ჯ. პ-ის“ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს 127 732,76 აშშ დოლარის გადახდა დაეკისრა, შპს „ს. ჯ.ს“ უარი ეთქვა მოპასუხისათვის ტვირთის გადაზიდვისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურების სახით 11 619 აშშ დოლარის დაკისრების შესახებ სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.

აღნიშნული გადაწყვეტილება მოპასუხემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 1 დეკემბრის განჩინებით შპს „ს. რ-ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა.

სააპელაციო სასამართლოს საქმეზე დადგენილად შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები მიიჩნია:

1. 2010 წლის 30 მარტს აზერბაიჯანის რესპუბლიკის ნავთობის სახელმწიფო კომპანიის მარკეტინგისა და ეკონომიკური ოპერაციების სამმართველომ აზერბაიჯანის რესპუბლიკიდან, კერძოდ, სადგურ გიუზდეკიდან, საქართველოში ოთხი ვაგონ-ცისტერნით (№79480125, №73023954, №7420070, №74051640) გამოგზავნა დიზელის საწვავი ლ-62, საერთო წონით 294868 კგ. საწვავის გადაზიდვის საბოლოო დანიშნულების ადგილი იყო სადგური „თბილისი-საკვანძო“, ხოლო ტვირთის მიმღები - შპს „ს. ჯ. პ-ი“;

2. 2010 წლის 6 იანვრის ხელშეკრულების საფუძველზე, შპს „ს. ჯ. პ-ის“ მიერ შეძენილი საწვავის აზერბაიჯანის რესპუბლიკიდან გადმოზიდვასთან დაკავშირებულ მოქმედებებს ახორციელებდა შპს ,,P. S. & C-y“. საექსპედიციო მომსახურება მოიცავდა სარ-ო ზედნადებების შევსებას, ვაგონ-ცისტერნების მიწოდების საფასურის გადახდას, ტრანსპორტირების ტარიფის გადახდას, სადგომის საფასურის გადახდას და ა. შ. ზემოაღნიშნული მომსახურებისთვის შპს „ს. ჯ. პ-ის“ მიერ სულ გადახდილ იქნა 250 000 აშშ დოლარი;

3. ტვირთვის სარ-ო გადაზიდვას სადგურ გიუზდეკიდან საქართველოს ტერიტორიამდე ახორციელებდა აზერბაიჯანის რესპუბლიკის რ-ა, ხოლო საქართველოს ტერიტორიაზე - შპს „ს. რ-ა“. საქართველოს ტერიტორიაზე სატვირთო მატარებლის შემადგენლობა ჩაბმული იყო შპს „ს. რ-ის“ კუთვნილ ელმავალზე;

4. 2010 წლის 2 აპრილს სადგურ „თბილისი-მახარისხებელში“ მომხდარი სარ-ო შემთხვევის შედეგად მატარებლის შემადგენლობის ორი ვაგონ-ცისტერნა გადაბრუნდა;

5. საქმეში წარმოდგენილი სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს 2010 წლის 28 ივნისის №7109/02/5 დასკვნის თანახმად, 2010 წლის 2 აპრილს, სადგურ „თბილისი-მახარისხებელთან“ 300 მეტრი რადიუსის მრუდეში, ლიანდაგს ასცდა მატარებლის 27-ე ვაგონ-ცისტერნა №79480125. აცდენიდან დაახლოებით 800 მეტრში №102 და №106 ისრულ გადამყვანზე დაიშალა აღნიშნული რვაღერძიანი ვაგონ-ცისტერნის პირველი ურიკა, რამაც გამოიწვია მომდევნო №73023954, №74220070, №7405164 და №74080912 ვაგონების ლიანდაგიდან აცდენა, რის შედეგადაც გადაბრუნდა №79480125 და №74220070 ვაგონები, ხოლო №74051640 ვაგონის ქვაბმა მიიღო გამჭოლი დაზიანება. სარ-ო შემთხვევის შედეგად დაიღვარა 207483 კგ დიზელის საწვავი. სარ-ო შემთხვევა გამოიწვია №79480125 რვაღერძიანი ვაგონ-ცისტერნის წინა ურიკის ტექნიკურმა გაუმართაობამ;

6. შპს „ს. რ-ისა“ და შპს „ს. ჯ. პ-ის“ წარმომადგენლების მიერ ერთობლივად ხელმოწერილი №... კომერციული აქტის თანახმად, სარ-ო შემთხვევის შედეგად ვაგონ-ცისტერნებიდან დაიღვარა 207483 კგ დიზელის საწვავი;

7. საქმეში წარმოდგენილი ელექტრონული პასპორტის ამონაბეჭდის თანახმად, №73023954, №7420070, №74051640 და ასევე №79480125 ვაგონ-ცისტერნა, რომლის გაუმართაობამაც სარ-ო შემთხვევა გამოიწვია, აზერბაიჯანის რ-ის საკუთრებაა;

8. სარ-ო შემთხვევის გამო დაღვრილ 207483 კგ საწვავში მოსარჩელეს გადახდილი ჰქონდა 127732,76 აშშ დოლარი;

9. 2010 წლის 11 მაისს შპს „ს. ჯ. პ-მა“ პრეტენზიით მიმართა შპს „ს. რ-ას“ და მოითხოვა №... კომერციული აქტით დადგენილი დაღვრილი 207483 კგ დიზელის საწვავის ღირებულების ანაზღაურება. შპს „ს. რ-ას“ შპს „ს. ჯ. პ-ის“ პრეტენზიაზე წერილობითი პასუხი არ გაუცია. შპს „ს. ჯ. პ-ს“ მოპასუხისათვის დაღვრილი დიზელის საწვავის პროპორციულად გადაზიდვისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურებაზე პრეტენზია არ წარუდგენია;

10. ტვირთის გადაზიდვა ხდებოდა ერთიანი ზედნადებით აზერბაიჯანის რესპუბლიკიდან საქართველოში, აზერბაიჯანის რ-ის და შპს „ს. რ-ის’’ მეშვეობით. ამდენად, საერთაშორისო გადაზიდვა ხორციელდებოდა.

სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის მოსაზრება სარჩელის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ, ს. სარ-ო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადგილობრივი გადაზიდვისას რ-ას პრეტენზია შეიძლება წარედგინოს საქათველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილ ვადებში, ხოლო საერთაშორისო გადაზიდვისას _ „საერთაშორისო სარ-ო სატვირთო მიმოსვლის შესახებ შეთანხმებით“ განსაზღვრულ ვადებში.

„საერთაშორისო სარ-ო სატვირთო მიმოსვლის შესახებ შეთანხმების“ 29-ე მუხლის მე-2 პარაგრაფის თანახმად, პრეტენზიები შეიძლება წარდგენილ იქნეს წერილობითი სახით შესაბამისი დასაბუთებითა და ასანაზღაურებელი თანხის მითითებით გამზავნის მიერ _ გაგზავნის რ-ისადმი, ხოლო მიმღების მიერ _ დანიშნულების გზისადმი. ამავე შეთანხმების 30-ე მუხლის პირველი პარაგრაფის თანახმად, გადაზიდვის ხელშეკრულებაზე დაფუძნებული სარჩელის წარდგენის უფლება ეკუთვნის იმ პირს, რომელსაც უფლება აქვს, განუცხადოს პრეტენზია რ-ას. სარჩელი შეიძლება წარდგენილ იქნეს მხოლოდ 29-ე მუხლის შესაბამისად პრეტენზიის განცხადების შემდეგ. 31-ე მუხლის პირველი და მე-2 პარაგრაფების მიხედვით, გამგზავნის და მიმღების პრეტენზიები და სარჩელები რ-ებისადმი გადაზიდვის ხელშეკრულების გამო განცხადებულ უნდა იქნეს 9 თვის განმავლობაში. შპს „ს. ჯ. პ-მა“ პრეტენზია შპს „ს. რ-ას“ 2010 წლის 11 მაისს, ტვირთის მიღებიდან (2010 წლის 9 აპრილი, კომერციული აქტის შედგენის თარიღის მიხედვით) 9 თვის ვადის გასვლამდე წარუდგინა. პრეტენზიის წარდგენით შეჩერდა ხანდაზმულობის ვადის დენა. მოპასუხეს შპს „ს. ჯ. პ-ის“ პრეტენზიაზე წერილობითი პასუხი არ გაუცია, შესაბამისად ხანდაზმულობის 9-თვიანი ვადის დენა განახლდა 29-ე მუხლის მე-8 პარაგრაფით დადგენილი 180-დღიანი ვადის გასვლის შემდეგ, ამდენად სარჩელი ხანდაზმული არ არის.

სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, ტვირთის დაზიანების ან მისი დანაკლისისას, ტვირთის მიმღების წინაშე ზიანის ანაზღაურების ვალდებულება ეკისრება იმ გადამზიდველს, რომელიც ახორციელებდა გადაზიდვას, ამასთან, შპს „ს. რ-ას“ აზერბაიჯანის რ-ისაგან რეგრესის წესით ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება გააჩნდა.

სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მსჯელობა, რომ შპს „ს. რ-ას“ არ უნდა დაეკისროს დაღვრილი ნავთობის 2%-ის ღირებულების ანაზღაურება და აღნიშნა, რომ „საერთაშორისო სარ-ო სატვირთო მიმოსვლის შესახებ შეთანხმების“ 24-ე მუხლის პირველი პარაგრაფის დებულებით, იმ ტვირთის მიმართ, რომელიც თავისი განსაკუთრებული თვისებების შედეგად განიცდის მასის კლებას გადაზიდვის დროს, რ-ას არ ეკისრება პასუხისმგებლობა ტვირთის მიერ გავლილი მანძილის მიუხედავად ტვირთის მასის დანაკლისის იმ ნაწილისათვის, რომელიც თხევადი ტვირთვისთვის არ აღემატება 2%-ს. სასამართლოს პოზიციით, ამ შემთხვევაში საუბარია რ-ის პასუხისმგებლობის შეზღუდვაზე ისეთ პირობებში, როდესაც, არა ტვირთის დაუცველობის გამო, არამედ ნორმალურ პირობებში გადაზიდვისას თავად ტვირთის თვისებებიდან გამომდინარე მოსალოდნელია მისი მასის კლება.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება შპს „ს. რ-ამ“ საკასაციო წესით გაასაჩივრა, მისი გაუქმებისა და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების მოთხოვნით. კასატორის მტკიცებით, უსაფუძვლოა ზიანის ანაზღაურების სრულად მხოლოდ შპს „ს. რ-ისათვის“ დაკისრება, რადგანაც ერთ-ერთი გადამზიდავი აზერბაიჯანის რ-აც იყო. სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ სარჩელი ხანდაზმული იყო. სარ-ო შემთხვევა 2010 წლის 2 აპრილს მოხდა, ხოლო სარჩელი 2011 წლის აპრილში, ანუ „საერთაშორისო სარ-ო სატვირთო მიმოსვლის შესახებ“ შეთანხმებით გათვალისწინებული 9-თვინი ვადის ამოწურვის შემდეგაა აღძრული. არასწორია სასამართლოს პოზიცია რ-ის პასუხისმგებლობის შეზღუდვასთან დაკავშირებით, რადგანაც „საერთაშორისო სარ-ო სატვირთო მიმოსვლის შესახებ“ შეთანხმების 24-ე მუხლი ყველა იმ ტვირთზე ვრცელდება, რომელიც მასის კლებას განიცდის.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 1 თებერვლის განჩინებით შპს „ს. რ-ის“ სარჩელი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „ს. რ-ის“ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებზე დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, ხოლო საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით, რის გამოც შპს „ს. რ-ის“ საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნას დაშვებული.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (8000 ლარის) 70% - 5600 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 391-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „ს. რ-ის“ (საიდენტიფიკაციო N2...) საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. კასატორს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის სადეპოზიტო ანგარიშიდან (სს ბანკი „რესპუბლიკა“ ბანკის BIC კოდი: REPLGE22, მიმღების IBAN ანგარიშის № GE79 BR00 0000 0033 0500 01) დაუბრუნდეს 2012 წლის 20 იანვრის N56 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (8000 ლარის) 70% - 5600 ლარი სს „ბანკი რესპუბლიკის“ მეშვეობით;

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.