№ას-135-130-2012 22 მარტი, 2012 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ვასილ როინიშვილი, მაია სულხანიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – ლ. ხ-ა
მოწინააღმდეგე მხარე – პ. რ-ი, ზ. ჩ-ი
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 25 ნოემბრის განჩინება
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელების დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – სამკვიდროს მიღების ვადის გაგრძელება, სამკვიდრო მოწმობის ნაწილობრივ ბათილად ცნმობა, სამკვიდროს 1/3 წილის მესაკუთრედ ცნობა (პ. რ-ის სარჩელში); სამკვიდრო მოწმობაში ცვლილებების შეტანა, სამკვიდროს 1/3 წილის მესაკუთრედ ცნობა (ზ. ჩ-ის სარჩელში)
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2011 წლის 25 მარტს პ. რ-მა სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოში ლ. ხ-ას წინააღმდეგ და მოითხოვა გარდაცვლილი მამის – ა. ა-ის სამკვიდროს მიღების ვადის გაგრძელება, სამკვიდრო ქონების – ქ. თბილისში, ... მე-8 მ/რ-ის მე-8 კორპუსში მდებარე №29 ბინის 1/3 -ს მესაკუთრედ ცნობა და აღნიშნულ ნაწილში ნოტარიუსის მიერ 2009 წლის 13 მარტს ა. ა-ის სამკვიდროზე ლ. ხ-ას სასარგებლოდ გაცემული №2-70 სამკივდრო მოწმობის ბათილად ცნობა.
2011 წლის 31 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა ზ. ჩ-მა ლ. ხ-ას მიმართ და მოითხოვა გარდაცვლილი მამის – ა. ა-ის სამკვიდროს ქონების – ქ. თბილისში, ... მე-8 მ/რ-ის მე-8 კორპუსში მდებარე №29 ბინის 1/3 -ს მესაკუთრედ ცნობა და აღნიშნულ ნაწილში ნოტარიუსის მიერ 2009 წლის 13 მარტს ა. ა-ის სამკვიდროზე ლ. ხ-ას სასარგებლოდ გაცემული № 2-70 სამკივდრო მოწმობის ბათილად ცნობა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოელგიის 2011 წლის 2 ივნისის საოქმო განჩინებით აღნიშნული საქმეები გაერთიანდა ერთ წარმოებად.
მოპასუხემ სარჩელები არ ცნო უსაფუძვლობის გამო და მოითხოვა მათ დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 17 ივნისის გადაწყვეტილებით პ. რ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, პ. რ-ს გაუგრძელდა 2008 წლის 07 სექტემბერს გარდაცვლილი მამის, ა. ა-ის სამკვიდროს მიღების ვადა. იგი ცნობილ იქნა ქ.თბილისში, ... მე-8 მ/რ-ის მე-8 კორპუსში მდებარე №29 ბინის (უძრავი ქონების სარეგისტრაციო კოდი №...) 1/3-ის მესაკუთრედ და ამ ნაწილში ბათილად იქნა ცნობილი ნოტარიუს ლ.გზირიშვილის მიერ 2009 წლის 13 მარტს ა. ა-ის სამკვიდროზე ლ. ხ-ას სასარგებლოდ გაცემული №2-70 სამკვიდრო მოწმობა. მოპასუხე ლ. ხ-ას მოსარჩელე პ. რ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 450 (ოთხასორმოცდაათი) ლარის გადახდა მოსარჩელის წარმომადგენელ გული ჟვანიას მიერ სარჩელზე და სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ; ზ. ჩ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, იგი ცნობილ იქნა ქ.თბილისში, ... მე-8 მ/რ-ის მე-8 კორპუსში მდებარე №29 ბინის (უძრავი ქონების სარეგისტრაციო კოდი №...) 1/3-ის მესაკუთრედ და ამ ნაწილში ცვლილება შევიდა ნოტარიუს ლ.გზირიშვილის მიერ 2009 წლის 13 მარტს ა. ა-ის სამკვიდროზე ლ. ხ-ას სასარგებლოდ გაცემულ №2-70 სამკვიდრო მოწმობაში, მოპასუხე ლ. ხ-ას მოსარჩელე ზ. ჩ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 450 (ოთხასორმოცდაათი) ლარის გადახდა მოსარჩელის მიერ სარჩელზე და სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს დასახელებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ლ. ხ-ამ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელების დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 25 ნოემბრის განჩინებით ლ. ხ-ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
მამკვიდრებელი ა. ა-ი გარდაიცვალა 2008 წლის 7 სექტემბერს ( გარდაცვალების მოწმობა, ს.ფ.28, საქმე№2/3040-11). გარდაცვალების დროისათვის ა. ა-ის საკუთრებაში ირიცხებოდა უძრავი ქონება, მდებარე ქ.თბილისში, ... მე-8 მ/რ, მე-8 კორპ., ბინა №29 (საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ცნობა, ს.ფ. 31, საქმე №2/3040-11);
პ. რ-ი არის ა. ა-ის პირველი რიგის მემკვიდრე – შვილი, რომლის დედასთან, ირა რ-თან ავ. ა-ი განქორწინდა 1977 წლის 14 მაისს (ს.ფ. 25,26, 27 საქმე №2/3040-11).
ზ. ჩ-ი არის ა. ა-ის პირველი რიგის მემკვიდრე – შვილი (ს.ფ. 52,53, საქმე №2/3248-11).
ლ. ხ-ა არის ა. ა-ის პირველი რიგის მემკვიდრე – მეუღლე, რომელთანაც მამკვიდრებელი რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა 1979 წლის 3 მარტიდან (ს.ფ. 93, საქმე №2/3040-11).
2009 წლის 13 მარტს ნოტარიუს ლალი გზირიშვილმა ა. ა-ის სამკვიდრო ქონებაზე გასცა სამკვიდრო მოწმობა ლ. ხ-ას სასარგებლოდ, რომლის საფუძველზეც იგი დარეგისტრირდა ქ.თბილისში, ... მე-8 მ/რ-ის მე-8 კორპუსში მდებარე №29 ბინის მესაკუთრედ საჯარო რეესტრში (ს.ფ. 89-91, 29, საქმე №2/3040-11).
სააპელციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოება მასზე, რომ პ. რ-მა მამის, ა. ა-ის სამკვიდროს მიღების ვადა გაუშვა იმ მიზეზით, რომ მისთვის უცნობი იყო მამის გარდაცვალების ფაქტი და აღნიშნულის შესახებ შეიტყო 2010 წლის დეკემბერში მეზობელ რიმა მეგრაბიანისაგან.
პირველი ინსტანციის სასამართლოში 17.06.2011წ. სასამართლო სხდომაზე მოწმედ დაკითხულმა რიმა მეგრაბიანმა განმარტა, რომ მან 2010 წლის დეკემბრის თვეში შეიტყო ავათანდილ ა-ის გარადაცვალების შესახებ. რიმა მეგრბიანმა აღნიშნული ფაქტი აცნობა პ. რ-ის დედას, რომელმაც ამის შესახებ მანამდე არაფერი იცოდა. რიმა მეგრაბიანის ზემოაღნიშნული განმარტება ასევე დაადასტურა ამავე სხდომაზე მოწმედ დაკითხულმა ანაიდა აკოფოვმა, რომელმაც განმარტა, რომ მისი თანდასწრებით შეატყობინა რიმა მეგრაბიანმა პ. რ-ის დედას ვლ. ა-ის გარდაცვალების ფაქტი ( იხ.: მოწმეთა ჩვენებები: ს.ფ. 135-137, 139, საქმე №2/3040-11). ამასთან, სააპელაციო სასამართლომ საგულისხმოდ მიიჩნია ის გარემობა, რომ ლ. ხ-ასთვის, ასევე მამკვიდრებლის დის, თ. ა-ასთვის, მათივე განმარტებით, არ იყო ცნობილი პ. რ-ის არსებობის თაობაზე, რაც ცხადყოფდა, რომ პ. რ-ისათის არ შეუტყობინებიათ მისთვის მამის გარდაცვალების შესახებ (ს.ფ. 130,143 საქმე №2/3040-11).
აპელანტის მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლად მითითებული გარემოება, რომ პ. რ-მა გაცილებით ადრე იცოდა მამის გარდაცვალების შესახებ, სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა, ვინაიდან აღნიშნული გარემოების დამადასტურებელ რაიმე მტკიცებულება ლ. ხ-ას სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მოთხოვნათა გათვალიწინებით, არ წარუდგენია და არც მიუთითებია.
სააპელაციო პალატამ მოწმეთა ჩვენებებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების ერთობლიობაში შეფასების საფუძველზე, დადგენილად მიიჩნია, რომ პ. რ-მა სამკვიდროს მიღების ვადა გაუშვა იმ მიზეზით, რომ მისთვის უცნობი იყო მამის გარდაცვალების ფაქტი და აღნიშნულის შესახებ შეიტყო მხოლოდ 2010 წლის დეკემბერში.
სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილ გარემოებას იმის შესახებ, რომ ზ. ჩ-ი ფაქტობრივი ფლობით დაეუფლა მამის სამკვიდრო ქონების ნაწილს, კერძოდ, პირველი ინსტანციის სასამართლოში, 17.06.2011წ. სასამართლო სხდომაზე მოწმედ დაკითხულმა თ. ა-მა განმარტა, რომ ზ. ჩ-ი მამის გარდაცვალების შემგომ მიდიოდა სადავო ბინაში, მამკვიდრებლის სახლში გააჩნდა თავისი ოთახი, სადაც რჩებოდა. მოწმის მითითებით, ვ. ა-ის დაკრძალვისა და ორმოცის ხარჯები ზ. ჩ-მა გაიღო და თ. ა-მა ვ. ა-ის ორმოცის შემდგომ გადასცა მას მოძრავი ნივთები: საგვარეულო ხალიჩა, ჭიქები და ფიალები (ს.ფ. 141-143, საქმე №2/3040-11). ასევე, ამავე სხდომაზე მოწმედ დაკითხული ტარიელ ქენქაძის განმარტებით, მამის გარდაცვალების შემდგომ სადავო ბინაში ზ. ჩ-ი დადიოდა, გასაღებიც ჰქონდა. მოწმის მითითებით, ვ. ა-ის გარდაცვალების შემდგომ ხარჯის ნაწილიც ზ.მ გაიღო. ზ. ჩ-ი დაეუფლა ასევე საგვარეულო ხალიჩას (ს.ფ. 141-143, საქმე №2/3040-11). ზ. ჩლაბაშვილის მიერ მამკვიდრებლის დაკრძაკლვასთან დაკავშირებული ხარჯების გაღება არ უარუყვია თავად მოპასუხესაც (ს.ფ. 132, საქმე №2/3040-11).
ამდენად, მოწმეთა ჩვენებებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების ერთობლიობაში შეფასების საფუძველზე, სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ვ. ა-ის გარდაცვალებიდან კანონით დადგენილ ვადაში ზ. ჩ-ი დაეუფლა მამის სამკვიდრო ქონების ნაწილს ფაქტობრივი ფლობით და, შესაბამისად, მიიღო სამკვიდრო.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილი ფატობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასებისას გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1336-ე, 1421-ე, 1424-ე, 1426.1-ე, 1328-ე, 1433-ე მულხები და მიიჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ მართებულად დააკმაყოფილა პ. რ-ისა და ზ. ჩ-ის სარჩელები და არ არსებობდა სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლბერივი საფუძველი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 25 ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ლ. ხ-ამ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელების დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით:
კასატორის განმარტებით, სასამართლომ გადაწყვეტილება გამოიტანა საქმეში არსებული მტკიცებულებების ობიექტური განხილვის უგულებელყოფით, კერძოდ, ისე გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, რომ ყურადრება არ მიუქციევია ზ. ჩ-ის მხრიდან კანონით განსაზღვრული სამკვიდრო მიღების ვადის გაშვებზე და არასწორად მიიცნია დადგენილ ფატქობრივ გარემოებად, რომ ზ. ჩ-ი მამის – ა. ა-ის გარდაცვალების შემდეგ ფაქტობრივად დაეუფლა სამკვიდრო ქონების ნაწილს მოძრავი ნივთების სახით. ამასთან, მხოლოდ მოწმეთა ჩვენებები ჩათვალა საკმარისად პ. რ-ის სარჩელის დასაკმაყოფილებლად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 3 თებერვლის განჩინებით ლ. ხ-ას საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ლ. ხ-ას საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას ლ. ხ-ას საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კასატორი ლ. ხ-ა გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ლ. ხ-ა საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.