Facebook Twitter

№ას-209-202-2012 29 მარტი, 2012 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე

ბესარიონ ალავიძე

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლემ ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე ჯ. ჯ-ის, თ. დ-ის, ჯ., ა. და ს. ჯ-ეების საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 28 ნოემბრის განჩინებაზე, საქმეზე ი. ს-ის სარჩელის გამო მოპასუხეების: ჯ. ჯ-ის, თ. დ-ის, ჯ., ა. და ს. ჯ-ეების მიმართ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის თაობაზე და პალატამ

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ჯ. ჯ-ის, თ. დ-ის, ჯ., ა. და ს. ჯ-ეების საკასაციო საჩივარი ჯ. ჯ-ის საკასაცო პრეტენზიის ნაწილში განუხილველად უნდა დარეჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია, განახორციელოს მისთვის დაკისრებული მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარემ დაკარგა ინტერესი დავის მიმართ.

ამავე კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს მოცემულ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 16 თებერვლის განჩინებით წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და მის ავტორებს დაევალათ, განჩინების ჩაბარებიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში წარმოედგენიათ ჯ., ა. და ს. ჯ-ეების მიერ შედგენილი საკასაციო საჩივარი ან სათანადო მტკიცებულებით დაედასტურებინათ საკასაციო საჩივარზე ხელმომწერი პირების უფლებამოსილება; ასევე უნდა წარმოედგინათ ნ. დ-ის ადვოკატის მოწმობის ასლი და სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის ჩარიცხვის ქვითრის დედანი.

2012 წლის 5 მარტს კასატორებმა ხარვეზის შევსების მიზნით წარმოადგინეს სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის გადახდის ქვითარი, ს., ჯ. და ა. ჯ-ეების დაბადების მოწმობის ასლები და ნ. დ-ის ადვოკატის მოწმობის ასლი. აღნიშნული დოკუმენტებით უტყუარად დადასტურდა, რომ ჯ. ჯ-ე არის სრულწლოვანი, რის გამოც მშობლები ვერ იქნებიან მისი კანონიერი წარმომადგენლები სამოქალაქო დავაში.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 14 მარტის განჩინებით წარმოებაში იქნა მიღებული ჯ. ჯ-ის, თ. დ-ის, ჯ., ა. და ს. ჯ-ეების საკასაციო საჩივარი ჯ. ჯ-ის, თ. დ-ის, ა. და ს. ჯ-ეების პრეტენიზიის ნაწილში დასაშვებობის შესამოწმებლად. ჯ. ჯ-ეს კი გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა და დაევალა 2 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა უშუალოდ მის მიერ შედგენილი საკასაციო საჩივარი ან მის მიერ ნ. დ-ის სახელზე გაცემული მინდობილობა.

აღნიშნული განჩინება მხარეს გაეგზავნა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით საკასაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე და 2012 წლის 16 მარტს ჩაბარდა მისი ოჯახის ქმედუანარიან წევრს, დედას თ. დ-ეს (ტ.II, ს.ფ. 141).

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს, ხოლო თუ უწყება ბარდება სამუშაო ადგილის მიხედვით – სამუშაო ადგილის ადმინისტრაციას. უწყების ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაბარება ჩაითვლება უწყების ადრესატისათვის ჩაბარებად, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. დასახელებული ნორმის თანახმად, ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ორდღიანი ვადის დენა დაიწყო 2012 წლის 17 მარტს და ამოიწურა ამავე წლის 18 მარტს, მაგრამ ვინაიდან 18 მარტი დაემთხვა უქმე დღეს, საპროცესო ვადა დასრულებულად, 2012 წლის 19 მარტს უნდა მივიჩნიოთ. აღნიშნულ ვადაში ჯ. ჯ-ეს ხარვეზი არ შეუვსია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსათვის.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ ჯ. ჯ-ეს სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში არ შეუვსია ხარვეზი, რაც მისი საკასაციო პრეტენზიის განუხლიველად დატოვების საფუძველია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 396-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ჯ. ჯ-ის, თ. დ-ის, ჯ., ა. და ს. ჯ-ეების საკასაციო საჩივარი ჯ. ჯ-ის საკასაციო პრეტენზიის ნაწილში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 28 ნოემბრის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.