№ას-338-323-2012 26 მარტი, 2012 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე – მაია სულხანიშვილი
საქმის ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა ბინათმესაკუთრეთა ამახანაგობა „ლ. ა-ის 38“-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 18 იანვრის განჩინებაზე, საქმეზე – თ. მ-ის სარჩელის გამო მოპასუხე ბინათმესაკუთრეთა ამახანაგობა „ლ. ა-ის 38“-ის მიმართ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა კრების ოქმის ბათილად ცნობა.
პ ა ლ ა ტ ა მ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
საკასაციო პალატა საქმის ზეპირი განხილვის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს და მიაჩნია, რომ ბინათმესაკუთრეთა ამახანაგობა „ლ. ა-ის 38“-ის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
მოცემულ შემთხვევაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 2 მარტის განჩინებით კასატორს განესაზღვრა 3 დღიანი ვადა სახელმწიფო ბაჟის – 300 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარმოსადგენად. საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ აღნიშნული განჩინება კასატორს სატელეფონო შეტყობინებით ეცნობა 2012 წლის 13 მარტს (ს.ფ.123), შესაბამისად, ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული ვადა ამოიწურა 2012 წლის 16 მარტს, მაგრამ აღნიშნულ ვადაში კასატორის მიერ ხარვეზი არ იქნა შევსებული.
2012 წლის 19 მარტს ბინათმესაკუთრეთა ამახანაგობა „ლ. ა-ის 38“-ის თავმჯდომარემ მ. კ-ემ განცხადებით მომართა საკასაციო პალატას, რასაც დაურთო სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ კასატორს ხარვეზის შესავსებად მიცემული საპროცესო ვადა ამოეწურა 2012 წლის 16 მარტს, ხოლო მის მიერ ხარვეზი გამოსწორებულ იქნა მიმდინარე წლის 19 მარტს, ანუ სასამართლოს მიერ დანიშნული საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ბინათმესაკუთრეთა ამახანაგობა „ლ. ა-ის 38“-ის მიერ საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ წარმოდგენილი დოკუმენტი განუხილველი უნდა დარჩეს და კასატორს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი – 300 ლარის ოდენობით.
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 285-ე მუხლით, 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ბინათმესაკუთრეთა ამახანაგობა „ლ. ა-ის 38“-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 18 იანვრის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად;
2. ბინათმესაკუთრეთა ამახანაგობა „ლ. ა-ის 38“-ს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის სადეპოზიტო ანგარიშიდან დაუბრუნდეს მ. კ-ის მიერ სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით (2012 წლის 14 მარტი, შემოსვლის ორდერი №... ) ს.ს. ბანკ „რესპუბლიკის” მეშვეობით;
3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.