Facebook Twitter

Nას-403-382-2012 21 მარტი, 2012 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე

ვასილ როინიშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი - სს „ბანკი ...“

მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ს. ღ-ი“

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაცციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 6 თებერვლის განჩინება

დავის საგანი – უსწორობის შესწორება, გადაწყვეტილების განმარტება, სააღსრულებო ფურცლის გაცემა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სს „ბანკმა ...მ“ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას თბილისის საარბიტრაჟო-სამომრიგებლო პალატის 2010 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების შესახებ განცხადებით მიმართა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 30 დეკემბრის განჩინებით სს „ბანკი ...ს“ განცხადება არ დაკმაყოფილდა.

2012 წლის 26 იანვარს სს „ბანკმა ...მ“ იმავე პალატას ზემომითითებულ განჩინებაში დაშვებული უსწორობის გასწორების, განჩინების განმარტებისა და სააღსრულებო ფურცლის გაცემის შესახებ განცხადებით მიმართა.

სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 6 თებერვლის განჩინებით სს „ბანკი ...ს“ განცხადება უსწორობის გასწორების შესახებ დაკმაყოფილდა, გასწორდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 30 დეკემბრის განჩინებაში დაშვებული უსწორობა, კერძოდ, განჩინების შესავალ ნაწილში მოწინააღმდეგე მხარეების გრაფაში დამატებით მიეთითა შპს „ს. ღ-ი.“ სს „ბანკი ...ს“ განცხადება თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 30 დეკემბრის განჩინების განმარტებისა და სააღსრულებო ფურცლის გაცემის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

2012 წლის 15 თებერვალს სს „ბანკმა ...მ“ სასამართლოს 2012 წლის 6 თებერვლის განჩინებაში დაშვებული უსწორობის გასწორების შესახებ განცხადებით მიმართა.

სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 2 მარტის განჩინებით აღნიშნული განცხადება არ დაკმაყოფილდა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის შედეგად თვლის, რომ კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-ე მუხლზე, რომლის მიხედვითაც, კერძო საჩივრის შეტანა შეიძლება სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებებზე, მხოლოდ ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში და განმარტავს, რომ მითითებული კანონის დანაწესი განსაზღვრავს კერძო საჩივრის შეტანის პირობებს და ადგენს, რომ კერძო საჩივრის შეტანა დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც ეს პირდაპირაა მითითებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსში.

„არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მეორე ნაწილით დადგენილია, რომ დაუშვებელია ამ კანონით გათვალისწინებულ სამართლებრივ ურთიერთობებში სასამართლოს რაიმე სახით ჩარევა, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ეს ამ კანონით პირდაპირ არის გათვალისწინებული. ანალოგიური შინაარსისაა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 35612-ე მუხლის მე-2 ნაწილიც, რომლის თანახმადაც არბიტრაჟთან დაკავშირებულ საქმეებს სასამართლო განიხილავს მხოლოდ „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში. აღნიშნულიდან გამომდინარე პალატა მიიჩნევს, რომ სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას ნებისმიერი სახით განიხილოს მითითებული კატეგორიის საქმეები თუ ეს პირდაპირ არ არის გათვალისწინებული მითითებული ნორმატიული აქტებით, შესაბამისად, სს „ბანკი ...ს“ კერძო საჩივარი დაუშვებელია.

საკასაციო სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებული განჩინებით სს „ბანკი ...ს“ მოთხოვნა განჩინებაში დაშვებული უსწორობის შესწორების შესახებ დააკმაყოფილა, ამდენად, მხარეს ამ ნაწილში განჩინების გასაჩივრების იურიდიული ინტერესი არ გააჩნია, რაც ამ ნაწილში კერძო საჩივრის დაუშვებლად მიჩნევის კიდევ ერთი საფუძველია.

სახელმწიფო ბაჟის შესახებ კანონის მე-6 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ექვემდებარება მთლიანად ან ნაწილობრივ დაბრუნებას საქმის წარმოების შეწყვეტისას ან სარჩელის განუხილველად დატოვებისას, თუ საქმე სასამართლოში განხილვას არ ექვემდებარება, აგრეთვე როდესაც მოსარჩელე არ იცავს მოცემული კატეგორიის საქმეებისათვის წინასწარი დავის გადაწყვეტის დადგენილ წესს ან აღიარებულია ქმედუუნარო პირად.

ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში სს „ბანკი ...ს“ კერძო საჩივარი დაუშვებელია, მხარეს სრულად უნდა დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 414-ე, მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

სს „ბანკი ...ს“ (საიდენტიფიკაციო N...) კერძო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

სს „ბანკ ...ს“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის სადეპოზიტო ანგარიშიდან (სს ბანკი „რესპუბლიკა“ ბანკის BIC კოდი: REPLGE22, მიმღების IBAN ანგარიშის № GE79 BR00 0000 0033 0500 01) დაუბრუნდეს 2012 წლის 24 თებერვლის N2311 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარი სს „ბანკი რესპუბლიკის“ მეშვეობით;

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.