Facebook Twitter

¹ 3კ\4 1 მარტი 2000 წ. ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

თავნჯდომარე დ. ხელაია

მოსამართლეები: თ. კობახიძე, მ. წიქვაძე.

განიხილა ვ. გ.-ს საკასაციო საჩIვარი ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 1999 წლის 8 ნოემბრის განჩინებაზე, საქმეზე – ჯ. გ.-ს სარჩელის გამო შპს “ა.-ს” და ლ. ტ.-ს მიმართ – სასაფლაოდ გამოყოფილი ადგილის გამოთავისუფლების შესახებ.

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა

1983 წლის 25 იანვარს გარდაიცვალა ჯ. გ.-ს დეიდა თ. ს.-ე, რომელიც დაკრძალულია ქუთაისში, ---ს სასაფლაოზე.

1987 წლის ნოემბერში გარდაცვლილი ვ. ტ.-ც დაკრძალულია ...-ს სასაფლაოზე.

1998 წლის ოქტომბერში ჯ. გ.-მ აღძრა სარჩელი შპს “ა.-ს” მიმართ ვ. ტ.-ს ნეშტის სხვა ადგილზე გადასვენების შესახებ, იმ საფუძვლით, რომ ვ. ტ.-ე დაკრძალულია თ. ს.-ს საფლავზე.

ქუთაისის სასამართლომ 1999 წლის 16 აგვისტოს გადაწყვეტილებით ჯ. გ.-ს სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 1999 წლის 8 ნოემბრის განჩინებით გადაწყვეტილება დატიოვებულ იქნა უცვლელად.

საკასაციო საჩივრით ჯ. გ.-ე ითხოვს სააპელაციო პალატის განჩინების გაუქმებას იმ საფუძვლით, რომ სასამართლომ სადავო ადგილზე თ. ს.-ს საფლავის არსებობის საკმარის მტკიცებულებად არასწორად არ ჩათვალა “...-ს” ხის და უწარწერო ქვის არსებობა; უსაფუძვლოდ არ დაკმაყოფილდა მისი შუამდგომლობა ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის შესაბამისად, პალატამ საჭიროდ მიიჩნია მხარეთა დაუსწრებლად – საქმის ზეპირი განხილვის გარეშე, განჩინების მიღება.

პალატა გაეცნო საქმის მასალებს, საკასაციო საჩივრის საფუძვლებს და თვლის, რომ სააპელაციო პალატის განჩინება დატოვებულ უნდა იქნეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებუულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა.

სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მატს ყოველმხრივ სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

ამავე კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად საოლქო სასამართლოს კოლეგიის ან პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წარმოებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია.

დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია ჯ. გ.-ს მიერ არ ყოფილა წამოყენებული.

ჯ. გ.-ს შუამდგომლობა ექსპერტიზის ჩAტარების შესახებ არ დაკმაყოფილდა იმ საფუძვლით, რომ მოსარჩელემ უარი განაცხადა საპროცესო მოქმედების ჩატარებისათვის საჭირო ხარჯების გაწევაზე.

სააპელაციო პალატის განჩინება ექსპერტიზის დანიშვნაზე უარის თქმის შესახებ, შეესაბამება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 52-ე მუხლის მოთხოვნას.

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. ჯ. გ.-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს – ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 1999 წლის 8 ნოემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.