Facebook Twitter

¹ 3კ\5 1 მარტი 2000 წ. ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

თავნჯდომარე დ. ხელაია

მოსამართლეები: მ. წიქვაძე, თ. კობახიძე.

განიხილა შ. ხ.-ს საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 1999 წლის 10 ნოემბრის განჩინებაზე, საქმეზე შ. ხ.-ს სარჩელის გამო ...-ის რაიკოოპერატივის მიმართ ქ. ...-ის ცენტრალური ბაზრის მესაკუთრედ ცნობის შესახებ პალატამ

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა

ქ. ...-ის პრეფექტურის 1991 წლის 18 აპრილის ¹ 403 განკარგულებით რეგისტრაციაში გატარდა ...-ის საიჯარო საკოლმეურნეო ბაზრის დებულება. ...-ის კოპვაჭრობასთან 1991 წლის 24 მაისს გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე საიჯარო ბაზრის დირექტორს შ. ხ.-ს იჯარით გადაეცა ბაზრის მფლობელობაში არსებული შენობა-ნაგებობები. ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 10 წლით.

1993 წლის 29 დეკემბრის მიწის ნაკვეთის შერჩევის აქტით შ. ხ.-ს რაიკოოპერატივის საკოლმეურნეო ბაზრის ფილიალის მოსაწყობად ქ. ...-ის ცენტრში დროებით სარგებლობაში გამოეყო 2200 კვ. მეტრის მიწის ნაკვეთი.

საქრთველოს უზენაესი საარბიტრაჟო სასამართლოს 1996 წლის 6 აგვისტოს გადაწყვეტილებით გაუქმდა 1991 წლის 24 მაისის საიჯარო ხელშეკრულება. “გადაწყვეტილება უცვლელად იქნა დატოვებული უზენაესი საარბიტრაჟო სასამართლოს 1996 წლის 30 აგვისტოს დადგენილებით.

საიჯარო ხელშეკრულების გაუქმების შემდგომ მომხდარი რეორგანიზაციის შედეგად ჩამოყალიბდა შპს “აგრარული ბაზარი”, რომლის დირექტორი გახდა ა. ს.-ა, ხოლო შ. ხ.-ა დაინიშნა ბაზრის კონტროლიორად.

1999 წლის ივნისში შ. ხ.-მ აღძრა სარჩელი ქ. ...-ის ცენტრალური ბაზრის მეესაკუთრედ ცნობის შესახებ.

აბაშის რაიონულმა სასამართლომ 1999 წლის 31 აგვისტოს გადაწყვეტილებით სარჩელი არ დააკმაყოფილა.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 1999 წლის 10 ნოემბრის განჩინებით განჩინება დატოვებულ იქნა უცვლელად.

საკასაციო საჩივრით შ. ხ.-ა ითხოვს სააპელაციო პალატის განჩინების გაუქმებას იმ საფუძვლით, რომ ქ. ...-ის ცენტრში 2200 კვ. მეტრის მიწის ნაკვეთი პირადად მას გამოეყო; 1998 წლის დეკემბერში გადახდილი აქვს სადაო მიწის ნაკვეთის ერთჯერადი გადასახადი 130 ლარი; სასამართლომ არასწორად განმარტა 1998 წლის 28 ოქტომბრის კანონი “არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ”.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად პალატამ საჭიროდ მიიჩნია მხარეთა დაუსწრებლად – საქმის ზეპირი განხილვის გარეშე განჩინების მიღEბა.

პალატა გაეცნო საქმის მასალებს, საკასაციო საჩივრის საფუძვლებს და თვლის, რომ სააპელაციო პალატის განჩინება დატოვებულ უნდა იქნეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

1993 წლის 22 დეკემბრის მიწის ნაკვეთის შერჩევის აქტის საფუძველზე ქ. ...-ის ცენტრში 2200 კვ. მეტრის მიწის ნაკვეთი გამოეყო დროებითი სარგებლობისათვის, ...-ის რაიკოოპერატივის საჯარო საკოლმეურნეო ბაზრის მოსაწყობად და არა პირადად შ. ხ.-ს მფლობელობაში გადაცემის მიზნით.

მიწის ნაკვეთის ერთჯერადი გადასახადის – 130 ლარის გადახდის ფაქტი არ წარმოადგენს შ. ხ.-ს სადაო მიწის ნაკვეთის მესაკუთრედ ცნობის საფუძველს.

სააპელაციო პალატამ სწორად მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ “არასასოფლო-სამეურნეო მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ” კანონის მე-4 მუხლის მიხედვით საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაციისათვის წარსადგენად აუცილებელია მიწით სარგებლობის უფლების დამადასტურებელი საბუთი და კერძო საკუთრების უფლებით მისანიჭებელი მიწის ნაკვეთთან მყარად დაკავშირებული უძრავ ქონებაზე საკუთრების დამადასტურებელი საბუთი, რომლებიც შ. ხ.-ს არ გააჩნია.

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. შ. ხ.-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს – ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 1999 წლის 10 ნოემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად.

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.