¹ 3კ\183 1 მარტი 2000 წ. ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
თავნჯდომარე დ. ხელაია
მოსამართლეები: თ. კობახიძე, მ. წიქვაძე.
განიხილა ა. ჩ.-ს საკასაციო საჩივარი ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 1999 წლის 25 აგვისტოს განჩინებაზე, საქმეზე – ა. ჩ.-ს სარჩელის გამო ...-ის რაიონის საკრებულოს, განათლების განყოფილებისა და ...-ის სახლის მიმართ, განათლების განყოფილების ფილმოთეკის ლიკვიდაციის შესახებ საკრებულოს დადგენილების გაუქმების, ...-ის სახლის დირექტორის ძალადობის აღკვეთის, სამუშაოდან მისი განთავისუფლების ბრძანების გაუქმების და სამუშაოზე აღდგენის შესახებ და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა
ა. ჩ.-ი 1991 წლიდან 1999 წლის 11 მაისამდე მუშაობდა ...-ის რაიონის განათლების განყოფილებასთან არსებულ ფილმოთეკის გამგედ. ფილმოთეკა განთასებული იყო ¹... ...-ის შენობის მეორე სართულზე.
...-ის რაიონის საკრებულოს 1999 წლის 11 თებერვლის გადაწყვეტილებით ფილმოთეკა გაუქმდა.
...-ის რაიონის განათლების განყოფილების გამგის 1999 წლის 11 მაისის ბრძანების საფუძველზე ა. ჩ.-ი განთავისუფლებული იქნა დაკავებული თანამდებობიდან ფილმოთეკის ლიკვიდაციასთან დაკავშირებით.
...-ის ქალაქის 1998 წლის 26 ივნისის ¹ 23 გადაწყვეტილებით ყოფილი ¹... ...-ის შენობა ბალანსიდან ბალანსზე გადაეცა ... ასოციაციას ...-ის სახლს.
მერის გადაწყვეტილება დამტკიცებულ იქნა ...-ის რაიონის გამგეობის 1998 წლის 30 ივნისის ¹ 8\13 გადაწყვეტილებით.
...-ის რაიონის განათლების განყოფილების გამგის 1999 წლის 11 მაისის ¹ 9 ბრძანებით, განათლების განყოფილების მეთოდკაბინეტის რეორგანიზაციისა დამ ის ბაზაზე მეთოდური ცენტრის შვიდი თანამშრომელი, მათ შორის ჯ. ყ.-ი. გათავისუფლებულთაგან – ექვსი დანიშნულ იქნა მეთოდური ცენტრის მეთოდისტად.
ა. ჩ.-მ აღძრა სარჩელი ...-ის რაიონის საკრებულოს, განათლების განყოფილებისა და ...-ის სახლის მიმართ, განათლების განყოფილების ფილმოთეკის ლიკვიდაციის შესახებ საკრებულოს დადგენილების გაუქმებისა, ფილმოთეკის კუთვნილი შენობიდან ...-ის სახლის გამოსახლების, სამუშაოდან მისი გათავისუფლების ბრძანების გაუქმების და ფილმოთეკის გამგედ აღდგენის შესახებ.
...-ის რაიონული სასამართლოს 1999 წლის 19 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 1999 წლის 10 აგვისტოს განჩინებით გადაწყვეტილება დატოვებული იქნა უცვლელად.
საკასაციო საჩივრით ა. ჩ.-ი ითხოვს სააპელაციო პალატის განჩინების გაუქმებას იმ საფუძვლით, რომ დადგენილება ფილმოთეკის გაუქმების შესახებ არასამართლიანია, ფილმოთეკა ბოლო ათი წლის განმავლობაში მიტაცებული იყო ...-ის სახლის დირექციის მიერ; მეთოდური ცენტრის დაკომპლექტება მოხდა შრომის კანონმდებლობის უხეში დარღვევით, არ გაითვალისწინეს სამუშაოზე მისი დარჩენის უპირატესი უფლება და მეთოდისტად მიიღეს ინჟინერი ჯ. ყ.-ი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად პალატამ საჭიროდ მიიჩნია მხარეთა დაუსწრებლად – საქმის ზეპირი განხილვის გარეშე განჩინების მიღება.
პალატა გაეცნო საქმის მასალებს. საკასაციო საჩივარის საფუძვლებს და თვლის, რომ სააპელაციო პალატის განჩინება დატოვებულ უნდა იქნეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:
ფილმოთეკის ლიკვიდაციას საფუძვლად დაედო მისი უფუნქციოდ დარჩენა, რაც გამოწვეული იყო საბიუჯეტო სახსრების სიმცირით, მოძველებული ტექნიკის და ფილმების შეცვლის შეუძლებლობით.
...-ის რაიონის გამგეობის 1999 წლის 11 თებერვლის დადგენილება მიღებულია “ადგილობრივი მმართველობისა და თვითმმართველობის შესახებ” კანონის შესაბამისად. ამ კანონით საკრებულოს მინიჭებული აქვს რაიონის საბიუჯეტო ორგანიზაციების შექმნის და ლიკვიდაციის უფლება.
ფილმოთეკის ლიკვიდაციის შედეგად ა. ჩ.-ს სამუშაოდან განთავისუფლებისას დაცულია საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 422-ე მუხლის მოთხოვნა. ა ჩ.-ი ორი თვით ადრე გაფრთხილებულ იქნა მოსალოდნელი განთავისუფლების შესახებ და დასაქმების ფონდის ...-ის რაიონის განყოფილებას გაეგზავნა შეტყობინება მოსარჩელის აღრიცხვაზე აყვანის შესახებ.
პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ ჯ. ყ.-სთან შედარებით მას გააჩნდა მეთოდისტად მიღების უპირატესი უფლება. მეთოდკაბინეტის რეორგანიზაციამდეც ჯ. ყ.-ი ექვსი წლის განმავლობაში მუშაობდა ინფორმატიკის და ხაზვის მეთოდისტად. მეთოდურ ცენტრში იგი დაინიშნა იმავე თანამდებობაზე.
განათლების განყოფილებამ ა. ჩ.-ს შესთავაზა ოსტატ-პედაგოგის ადგილი ნორჩ ტექნიკოსთა სადგურში, რაზედაც მოსარჩელემ უარი განაცხადა.
...-ის სახლის მიერ ყოფილი ¹... ...-ის შენობის მიტაცების ფაქტი საქმის მასალებით არ დასტურდება. შენობა ბალანსიდან ბალანსზე გადაეცა კანონით დადგენილი წესის დაცვით.
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ა. ჩ.-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს – ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 1999 წლის 25 აგვისტოს განჩინება დარჩეს უცვლელი.
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.