¹ 3კ\387 1 მარტი 2000 წ. ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
თავნჯდომარე მ. ცისკაძე
მოსამართლეები: თ. აბესაძე, ლ. ისაკაძე
განიხილა ნ. ქ.-ს საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 1999 წლის 27 ოქტომბრის განჩინებაზე, საქმეზე კასატორის სარჩელის გამო ნ. ც.-ს მიმართ სამემკვიდრეო წილის გამოყოფის შესახებ.
პალატამ, რომელმაც მოისმინა უზენაესი სასამართლოს მოსამართლის ლ. ისაკაძის მოხსენება
გ ა მ ო არ კ ვ ი ა
ნ. ქ.-მ განცხადებით მიმართა სასამართლოს თავისი ძმიშვილის ნ. ც.-ს მიმართ მშობლებისეულ სამკვიდრო წილის მიღების შესახებ.
მცხეთის რაიონის სასამართლოს 1999 წლის 18 აგვისტოს გადაწყვეტილებით, რომელიც უცვლელად დარჩა თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 1999 წლის 27 ოქტომბრის განჩინებით, სარჩელი უარყოფილი იქნა.
საკასაციო საჩივარი ითხოვს განჩინების გაუქმებას და სარჩელის დაკმაყოფილებას იმის გამო, რომ:
კასატორმა მოუარა მშობლებს და დაასაფლავა ისინი;
მოსარჩელის ძმამ – აწ გარდაცვლილმა ი. ქ.-მ უნებართვოდ ააშენა სახლი მშობლებისეულ მამულში.
პალატა თვლის, რომ განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად, ხოლო საკასაციო საჩივარი – დაუკმაყოფილებლად.
დადგენილია, რომ სოფელ დიღომში მდებარე ნ. ქ.-ს მამა – პაპისეული სახლი აშენდა 1918 წელს, სადაც ის ცხოვრობდა მშობლებთან ერთად. მოსარჩელის მამა გარდაიცვალა 1961 წელს, დედა – 1967 წელს მშობლების გარდაცვალების შემდეგ მან გააგრძEლა სახლში ცხოვრება, მაგრამ 1971 წელს, ამ სახლის დანგრევის შემდეგ მიატოვა ის და სხვაგან გადავიდა საცხოვრებლად. 1977 წლიდან ცხოვრობს თბილისის ... საერთო საცხოვრებელში; აქ ჩაწერილია 1992 წლიდან. ამდენად, მისი მშობლებისეული სამკვისრო ქონება – 1918 წელს აშენებული სახლი 1971 წლიდან აღარ არსებობდა; მიწის ნაკვეთი კი, რომელზეც ეს სახლი იდგა, იმ დროისათვის სახელმწიფო საკუთრებას წარმოადგენდა და არ შEიძლებოდა მემკვიდრეობით მიეღო მოსარჩელეს. ამის გათვალისწინებით და სამოქალაქო სამართლის კოდექსის მე-7 კარის (1964 წლის რედაქციით) შესაბამისად პალატამ სწორად უარყო სარჩელი.
ამასთან დადგენილია, რომ მოსარჩელის ძმიას – ი. ქ.-ს, როგორც დიღმის ...-ის მუშას, სარგებლობაში გადაეცა მშობლებისეული მიწის ნაკვეთი და 1973 წელს ამ ნაკვეთზე სახლის აშენების ნებართვაც მიეცა. აწ გარდაცვლილი ი. ქ.-ს დარჩა პირველი რიგის მემკვიდრე, მისი ქალიშვილი – ამ საქმეზე მოპასუხე ნ. ც.-ი და ამიტომ მოსარჩელე, აწ გარდაცვლილი ი. ქ.-ს და, როგორც მეორე რიგის მემკვიდრე, სამოქალაქო კოდექსის 1336-ე მუხლის შესაბამისად მისი მემკვიდრე არ შეიძლება იყოს.
არ შეიძლება გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი გახდეს საკასაციო საჩივრის მოსაზრება იმის შესახებ, რომ კასატორმა მოუარა მშობლებს და დაასაფლავა ისინი. დადგენილია, რომ კასატორის მშობლებს სამკვიდრო ქონება არ დარჩენიათ და მოსარჩელემ თუ მოუარა მშობლებს და დაასაფლავა ისინი, ამით მან ვალი მოიხადა მშობლების წინაშE.
არასწორია საკასაციო საჩივრის მოსაზრება იმის შესახებ, რომ მისმა აწ გარდაცვლილმა ძმამ უნებართვოდ ააშებნა სახლი მშობლებისეულ მამულში, აწ გარდაცვლილმა. ი. ქ.-მ სახლი ააშენა სათანადო ნებართვით, მისთვის სარგებლობით გამოყოფილ მიწის ნაკვეთში.
პალატამ, რომელმაც იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით
დ ა ა დ გ ი ნ ა
უცვლელად დარჩეს ამ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 1999 წლის 27 ოქტომბრის განჩინება, ხოლო საკასაციო საჩივარი – დაუკმაყოფილებლად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.