¹ 3\53 2000 წლის 18 თებერვალი, ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
თავნჯდომარე მ. ცისკაძე
მოსამართლეები: ლ. ისაკაძე, ლ. ქაჯაია
განიხილა საბინაო-სამშენებლო ამხანაგობა “ხ.-ს” გამგეობის თავმჯდომარის გ. ლ.-ს განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრეზიდიუმის 1997 წლის 16 მაისის ¹ 4ბ/23 დადგენილების გაუქმების და საქმის წარმოების განახლების შესახებ, საქმეზე ი., გ., ლ., გი. ბ.-ებისა და ნ. ხ.-ს სარჩელით მოპასუხე ინდივიდუალური მშენებლობის ამხანაგობა “ხ.-ს” გამგეობასთან, მესამე პირებთან – მ. მ.-სთან, რ. შ.-სთან და საბურთალოს რაიონის გამგეობასთან, ხელშეკრულების გაუქმებისა და საეზოვე მიწის ნაკვეთის გამოთავისუფლების თაობაზე.
პალატამ მოისმინა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის მარიამ ცისკაძის მოხსენება
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა
ქ. თბილისში, ...-ს ქ. ¹12-ში მდებარე საცხოვრებელი სახლი ეკუთვნოდა ი. .-ს. 1991 წლის 9 მარტს ი. ბ-სა და ინდივიდუალური მშენებლობის ამხანაგობა “ხ.-ს” გამგეობას შორის გაფორმდა ხელშეკრულება იმის სესახებ, რომ ამხანაგობა დაანგრევდა ი. ბ.-ს საცხოვრებელ სახლს. სახლის აშენების სანაცვლოდ აამხანაგობამ ეს ტერიტორია გამოიყენა კომერციული საქმიანობისათვის.
გი., ი. და გ. ბ.-ებმა, ლ. ც.-მ სარჩელი აღძრეს სასამართლოში ამხანაგობის მიმართ და მოითხოვეს ხელსეკრულების გაუქმება და ნაკვეთის გამოთავისუფლება.
თბილისის საბურთალოს რაიონის სასამართლომ 1994 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი დააკმაყოფილა. 1991 წლის 9 მარტის ხელშეკრულება ცნო ბათილად. ამასთანავე, ი. ბ.-ს დაუბრუნდა მისი საეზოვე – 1787 კვ.მ. მიწის ნაკვეთი. “ხ.-ს” გამგეობას დაევალა ამ ნაკვეთის გამოთავისუფლება.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა სასამართლო კოლეგიამ 1994 წლის 21 ივნისის განჩინებით გადაწყვეტილება დატოვა უცვლელად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილემ პროტესტი დაწერა მოცემულ საქმეზე გამოტანილი სასამართლო გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრეზიდიუმმა 1997 წლის 16 მაისის გადაწყვეტილებით არ დააკმაყოფილა პროტესტი მოცემულ საქმეზე.
პრეზიდიუმის დადგენილებაში აღნიშნულია, რომ “ყურადსაღებია ის გარემოება, რომ საბურთალოს რაიონის პროკურატურის წარმოებაში არის სისხლის სამართლის საქმე გ. ლ.-ს მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ 94-ე მუხლის მესამე ნაწილით, ...-ს ქ. ¹12-ში მდებარე მშენებარე ობიექტის გამო”.
ამხანაგობის გამგეობის თავმჯდომარე გ. ლ.-მ 1999 წლის 15 მაისს განცხადებით მიმართა სასამართლოს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს 1997 წლის 16 მაისის დადგენილების გაუქმების შესახებ.
ახლად აღმოჩენილ გარემოებად უთითებს საბურთალოს რაიონის პროკურორის თანაშემწის თ. ხ.-ს 1999 წლის 26 აპრილის წერილს; ამ წერილში აღნიშნულია, რომ საბურთალოს რაიონის პროკურატურამ წარმოებით შეწყვიტა სისხლის სამართლის საქმე ¹ 7536813 გ. ლ.-ს მიმართ მის მოქმედებაში დანაშაულის შემადგენლობის არარსებობის გამო 1999 წლის 26 იანვარს.
საკასაციო პალატის სხდომაზე წარმოდგენილი იქნა საბურთალოს რაიონის პროკურორის თანაშემწის თ. ხ.-ს პასუხი იმის შესახებ, რომ ქ. თბილისის საბურთალოს რაიონის პროკურორის მიერ გაუქმებულად იქნა 1999 წლის 26 იანვრის დადგენილება გ. ლ.-ს მიმართ აღძრული სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის შესახებ. ამის გამო გ. ლ.-მ პალატის წინაშე იშუამდგომლა თავისი განცხადება – ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ – განუხილვლად იქნეს დატოვებული.
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-7 და 378-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა
განუხილველი დარჩეს საბინაო-სამშენებლო ამხანაგობა “ხ.-ს” გამგეობის თავმჯდომარის გ. ლ.-ს განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო. საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრეზიდიუმის 1997 წლის 16 მაისის ¹ 4ბ.23 დადგენილების გაუქმების და საქმის წარმოების განახლების შესახებ, საქმეზე ი., გი., ლ., გ. ბ.-სა და ნ. ხ.-ის სარჩელის მოპასუხე ინდივიდუალური მშენებლობის ამხანაგობა “ხ.-ი” გამგეობასთან, მესამე პირებთან მ. მ.-სთან, რ. შ.-სთან, საბურთალოს რაიონის გამგეობასთან, ხელშეკრულების გაუქმებისა და საეზოვე მიწის ნაკვეთის გათავისუფლების შესახებ.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.