Facebook Twitter

¹ 3\69 1 მარტი 2000 წ. ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

თავნჯდომარე დ. ხელაია

მოსამართლეები: თ. კობახიძე, მ. წიქვაძე.

ე. ჩ.-ს განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, საქმის წარმოების განახლების შესახებ, საქმეზე – ჩუღურეთის რაიონის კეთილმოწყობისა და საბინაო საკითხთა გაერთიანების სარჩელის გამო ე. ჩ.-ს მიმართ, ბინიდან გამოსახლების შესახებ, პალატამ

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა

საქრთველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ 1999 წლის 20 აგვისტოს განჩინებით ე. ჩ.-ს საზედამხედველო საჩივარი თბილისის ჩუღურეთის რაიონის სასამართლოს 1999 წლის 26 იანვრის გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ არ დაკმაყოფილდა.

განცხადების ავტორი საქმის წარმოების განახლების საფუძვლად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ ჩუღურეთის რაიონის გამგეობას მის სახელზე გამოსანთავისუფლებელი სადავო ბინის სანაცვლოდ გამოყოფილი ქონდა 4500 ამერიკული დოლარი. ბინის შეფასების დოკუმენტი დროულად ვერ მოიპოვა და ვერ წარადგინა პალატის სხდომაზე.

პალატა გაეცნო განცხადებას და თანდართულ დოკუმენტაციას, მოისმინა მხარეთა და მის ინტერესების დამცველი ადვოკატის ახსნა-განმარტება და თვლის, რომ განცხადება, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, საქმის წარმოების განახლების შესახებ უსაფუძვლოა შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის მესამე ნაწილით, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, საქმის წარმოების განახლება დასაშვებია ამ მუხლის პირველი ნაწილის “ე” - “ვ.” ქვეპუნქტებში აღნიშნული საფუძვლებით. თუ მხარეს თავისი ბრალის გარეშე არ ჰქონდა შესაძლებლობა საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დროს წარედგინა ან მიეთითებინა ახალ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე.

განმცხადებლის მიერ რაიმე მტკიცებულება იმის თაობაზე, რომ ჩუღურეთის რაიონის გამგეობის გადაწყვეტილებით სადავო ბინის სანაცვლოდ მას გამოყოფილი ჰქონდა 4500 ამერიკული დოლარი წარმოდგენილი არ ყოფილა, რის გამოც პალატის 1999 წლის 20 აგვისტოს განჩინებით ე. ჩ.-ს მოთხოვნა გამოყოფილი ბინის სანაცვლოდ ფულადი კომპენსაციის მიცემის შესახებ არ დაკმაყოფილდა.

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 430-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

ე. ჩ.-ს განცხადება, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, საქმის წარმოების განახლების შესახებ არ დაკმაყოფილდეს

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.