№ 3კ/ 129 8 მარტი 2000 წ. ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
თავნჯდომარე დ. ხელაია
მოსამართლეები: რ. ნადირიანი, მ წიქვაძე
მოსამართლე რ. ნადირიანის მოხსენების საფუძველზე შეამოწმა ზ. ღ - ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა
ქარელის რაიონული მოსამართლის 1996 წლის 19 მარტის დადგენილებით რეგისტრაციაში გატარდა შ.პ.ს. „მ.-ი“, რომლის ჟამფუძნებლები იყვნენ მ. ყ - ლი და ზ. ღ - ძე. საზოგადოების დირექტორობა დაეკისრა მ. ყ - ლს.
1997 წლის 5 მაისს მ. ყ - ლი გარდაიცვალა. 1997 წლის 2 დეკემბერს გაცემული კანონიმიერი მემკვიდრეობის უფლება მოწმობით შ.პ.ს. „მ.-ის“ ½ ნაწილზე მემკვიდრედ ცნობილ იქნა მ. ყ - ის მეუღლე მ. ყ - ლი.
ქარელის რაიონის მოსამართლის 1998 წლის 19 იანვრის დადგენილებით შეიცვალა შ.პ.ს. „მ.-ის“ სამეწარმეო რეესტრი და აწ გარდაცვლილ მ. ყ - ის ნაცვლად პარტნიორად რეგისტრირებული იქნა მ. კ - ლი.
ზ. ღ - ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში და მოითხოვა შ.პ.ს. „მ.-ის“ საწესდებო კაპიტალის და ობიექტის ერთერთ მესაკუთრედ ცნობა. სარჩელი დასაბუთებულია იმით, რომ აწ. გარდაცვლილმა მ. ყ - მა შ.პ.ს. „მ.-ის“ მისეული წილი ვალში დაუთმო ვ. ხ - ლს, ხოლო ამ უკანასკნელისაგან აღნიშნული წილი თვითონ გამოისყიდა.
აღნიშნული დავა არაერთგზის იყო განხილული სასამართლო ორგანოების მიერ. ბოლოს ქარელის რაიონული სასამართლოს 1999 წლის 7 დეკემბრის გადაწყვეტილებით ზ. ღ - ის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა და იგი ცნობილ იქნა ქარელის რაიონის და აგარის ტერიტორიაზე მდებარე შ.პ.ს. „მ.-ის“ მთლიან საწესდებო კაპიტალის მესაკუთრედ.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2000 წლის 11 იანვრის გადაწყვეტილებით გაუქმდა ქარელის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება და ზ. ღ - ეს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
ზ. ღ - ემ საკასაციო საჩივრით შეცვალა დავის საგანი და ითხოვს მ. ყ - ის მიერ ხ - ისაგან აღებული ვალის - 1300 აშშ დოლარის მ. კ - ისათვის დაკისრებას მის სასარგებლოდ.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 406 - ე მუხლის თანახმად დავის საგნის შეცვლა ან გადიდება საკასაციო სასამართლოზე დაუშვებელია.პალატა თვლის, რომ არ არსებობა საკასაციო საჩივრის წიმნამძღვრები, რის გამოც საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396 - ე და 401 - ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ზ. ღ - ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.
განჩინება საბოლოა და არ გასაჩივრდება.