Facebook Twitter

№ 3კ/360 9 მარტი 2000 წ. ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

თავნჯდომარე დ. ხელაია

მოსამართლეები: ლ. გოჩელაშილი, რ. ნადირიანი,

განიხილება ჟ. ო - ლის წარმომადგენელი მ. ჯ - ძის საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 1999 წლის 27 ოქტომბრის გადაწყვვეტილებაზე, საქმეზე - ჟ. ო - ლის სარჩელის გამო მოპასუხე თ. ლ - ვას მიმართ საერთო საკუთრების ფართიდან კუთვნილი წილის გამოყოფის შესახებ.

მოსამართლე ლ. გ - ის მოხსენების საფუძველზე პალატამ

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

მხარეები არიან მეზობლები და ცხოვრობენ ქ. თბილისში, ...-ის გამზირის № 28 - ში. 1982 – 92 წწ. მათ საცხოვრებელ კორპუსში დაიწყო ლოჯიების მიწენება. მოპასუხემ 1994 წელს მეზობლისაგან აიღო ნებართვა მიშენებული ლიფტების საძირკვლის გამაგრებაზე და იქ ავტოსადგომის მოწყობაზე. მოპასუხემ ააშენა 30 კვ /მ ფართის ავტოსადგომი და მასზე დააშენა საცხოვრებელი ბინა.

ჟ. ო - მა 1999 წლის 15 მარტს სასამართლოს მიმართა სარჩელით და მოითხოვა ნაგებობის პირველი სართულიდან წილის გამოყოფა.

თბილისის ვაკე - საბურთალოს რაიონული სასამართლოს 1999 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, მსამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 1999 წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ჟ. ო - ლის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო.

საკასაციო საჩივრის ავტორი მოითხოვს აღნიუშნული გადაწყვეტილების გაუქმებას იმ საფუძვლით, რომ სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, კერძოდ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (1963 წ)75 - მუხლი.

პალატა თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები შემდეგი გარემოებების გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391 - ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად საკასაციო საჩივარი ქონებრივ - სამართლებრივ დავებში დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საკასაციო საჩივრის საგნის ღირებულება 1000 ლარს აღემატება. მოცემულ შემთხვევაში კი, როგორც ამას ჟ. ო - ი მიუთითებს სააპელაციო საჩივარში, დავის საგნის ღირებულება 600 ლარია.

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391 - ე მუხლის მეორე ნაწილით, 401 - ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ჟ. ო - ლის წარმოდგენილი მ. ჯ - ძის საკასაციო საჩივარი დატოვებული იქნეს განუხილველად.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

განჩინების ასლები გაეგზავნოს მხარეებს.