№ 3კ/395 8 მარტი 2000 წ. ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
თავნჯდომარე მ. ცისკაძე
მოსამართლეები: თ. აბესაძე, ლ. ისაკაძე
განიხილა მ. ქ - ძის საკასაციო საჩივარი, აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 1999 წლის 12 ნოემბრის განჩინებაზე, საქმეზე მ. ქ - ის სარჩელის გამო. მოპასუხე ბათუმის აეროპორტის ადმინისტრაციის მიმართ სამუშაოზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების შესახებ.
პალატამ, რომელმაც მოისმინა საქართველოს უზენაესი სასამართლოს თ. ა - ის მოხსენება.
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა
მ. ქ - ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში, რომ იგი წლების განმავლობაში მუშაობდა ბათუმის აეროპორტის კადრების განყოფილების უფროს ინსპექტორად. აეროპორტის ადმინისტრაციის 1997 წლის 25 ივნისის ბრძანებით იგი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან შტატების შემცირების მოტივით. რაც მან მიიჩნია უკანონოდ და სასამართლოს მეშვეობით მოითხოვა სამუშაოზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 1999 წლის 24 სექტემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა. ეს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.
აჭარის ა/ რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 1999 წლის 12 ნოემბრის განჩინებით პირველი ინსტანციის სასამართლოს დასახელებული გადაწყვეტილება დატოვილ იქნა უცვლელად ამ განჩინებაზე გაუქმების და არსებითი გადაწყვეტილების გამოტანის სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით, შემდეგი მოტივით, რომ მას არ დაურღვევია სარჩელით სასამართლოსათვის მიმართვის ხანდახმულობის ვადა.
პალატა გაეცნო რა საქმის მასალებს, საკასაციო საჩივრის მოტივებს, მოუსმინა მოსარჩელეს მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო: როგორც სასამართლოთა მიერაა დადგენილი მ. ქ - ძე წლების განმავლობაში მუშობდა ბათუმის აეროპორტის კადრების უფროს ინსპექტორის თანამდებობაზე და ადმინისტრაციის 1997 წლის 25 ივნისის ბრძანებით შტატების შემცირების მოტივით გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან. სხვა მუშაკებთან ერთად (133 პირი). ხელვაჩაური რაიონული სასამართლოს 1997 წლის 2 დეკემბრის განჩინებით სარჩელი დატოვა განუხილველად მ. ქ - ძის ახალი განცხადების საფუძველზე დასახელებული რაიონული სასამართლომ ამ საქმის წარმოება განაახლა 1999 წლის 6 მაისს.
სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მ. ქ - ძემ სასამართლოში სარჩელი სამუშაოზე აღდგენის მოთხოვნით წარადგინა 1997 წლის 20 აგვისტოს, როცა საქმის მასალების მიხედვით დასტურდება, რომ სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ მისთვის ცნობილი იყო ამა წლის 3 ივლისიდან მაინც.
კანონიერია სასამართლოს დასკვნა, რომ მოსარჩელემ ასეთ შემთხვევაში დაარღვია საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 204 - ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნა, რომლის მიხედვით სასამართლოსათვის ამ საკითხზე სარჩელის მიმართვის ვადად დაწესებულია ერთი თვე.
პალატამ, რომელმაც იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410 - ე მუხლით,
დ ა ა დ გ ი ნ ა:
საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 1999 წლის 12 ნოემბრის განჩინება ამ საქმეზე დარჩეს უცვლელი.
განჩინება საბოლოა და არ გასაჩივრდება.