Facebook Twitter

№ 3/126 10 მარტი 2000 წ. ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

თავნჯდომარე თ. კობახიძე

მოსამართლეები: ლ. გოჩელაშვილი, თ. ჩიქოვანი

განიხილა მ. ზ.-ს განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ პალატამ

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატამ 1999 წლის 10 აგვისტოს გადაწყვეტილებით დააკმაყოფილა ჟ. მ - ის სარჩელი მ. ზ - ის მიმართ ქ. თბილისში ...-ის ქ. №136 - ში მდებარე ლიტ. „ა“ - დან გამოსახლების შესახებ ნ. და ს. მ - ების რწმუნებულს მ. ზ - ის უარი ეთქვა შეგებებულ სარჩელზე კ. მ - ის სახედზე გაცემული ანდერძის მიერ სამემკვიდრეო მოწმობის გაუქმების და ნ. და ს. მ - ების ლიტ „ა“ - ს მესაკუთრედ ცნობის შესახებ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 1999 წლის 15 ოქტომბრის განჩინებით სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება დატოვებული იქნა უცვლელად.

მ. ზ - ი განცხადებით მოითხოვს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოაების განახლებას იმ საფუძველით, რომ ქ. თბილისის ტექ. ინვენტარიზაციის ბიუროდან მიღებული ცნობის თანახმად 1994 წელს, ე. ი. ვ. მ.-ის ანდერძის დამოწმების პერიოდში სადავო სახლზე ცნობა - დახასიათება არ გაცემულა.

პალატა გაეცნო საქმის მასალებს, განცხადების საფუძვლებს განცხადებაზე თანდართულ მტკიცებულებას და თვლის, რომ განცხადება დატოვებულ უნდა იქნეს განუხილველად, როგორც დაუშვებელი, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423 - ე მუხლის „ე“ პუნქტის თანახმად კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით თუ მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილებების გამოტანას.

ამავე კოდექსის 426 - ე მუხლის შესაბამისად განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ შეტანილ უნდა იქნეს ერთი თვის განმავლობაში და ამ ვადის გაგრძელება არ დაიშვება ვადის დენა იწყება იმ დღიდან, როდესაც მხრისათვის ცნობილი გახდა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოაების განახლების საფუძვლების არსებობა.

ქ. თბილისის ტექ. ინვენტარიზაციის მიერ ზემოაღნიშნული ცნობის გაცემის ფაქტი მ. ზ - ის ცნობილი გახდა 1999 წლის სექტემბერში. განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით მოპასუხემ წარმოადგინა 1999 წლის 15 დეკემბერს, კანონით განსაზღვრულ ერთთვიან ვადის დარღვევით. ამ ვადის გაგრძელება არ დაიშვება.

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423 - ე მუხლის „ვ“ პუნქტით, 426 - ე 429 - ე 284 - ე 414 - უ, 416 - უ მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. მ. ზ - ის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ დატოვებულ იქნას განუხილველად როგორც დაუშვებელი.

2. განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა განჩინების გადაცემის მომენტიდან 12 დღის ვადაში.