Facebook Twitter

¹ 3-467 10 მარტი 2000 წელი, ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე დ. ხელაია

მოსამართლეები: ლ. გოჩელაშვილი, მ. წიქვაძე

განიხილა თბილისის გლდანის რაიონის .... გამზირის ¹ 21 კორპუსში მცხოვრებ მობინადრეთა ჟ. გ-ის, თ. გ-ისა და სხვათა საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 1999 წლის 21 ოქტომბრის დაუსწრებელ გადაწყვეტილბაზე.

პალატამ მოსამართლე ლ. გ-ის მოხსენების საფუძველზე

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

თბილისში, .... გამზირის ¹ 21 კორპუსის მცხოვრებლებმა ამავე კორპუსში მცხოვრებ ქ. მ-ისა და გლდანის რაიონის გამგეობის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანეს სასამართლოში და მოითხოვეს გლდანის გამგეობის 1995 წლის ¹ 560 გადაწყვეტილებისა და მათი საცხოვრებელი კორპუსის მე-5 სართულზე მდებარე დამხმარე სათავსოს პრივატიზაციის გაუქმება. მოსარჩელეები თავიანთ მოთხოვნას აფუძნებდნენ იმ გარემოებას, რომ მათი თანხმობით გლდანის გამგეობამ 1995 წლის 5 აგვისტოს ქ. მ-ს გამოუყო აღნიშნული ფართი დამხმარე სათავსოდ, რომლითაცEმას მიკუთვნების დღიდან არ უსარგებლია. აღნიშნულის გამო მობინადრეებმა მიმართეს სახლმართველობასა და გამგეობას, რათა ფართობი დაებრუნებინათ კორპუსის მობინადრეებისათვის, მაგრამ მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.

მოპასუხეებმა სარჩელი არ Eცნეს იმ საფუძვლით, რომ დავის საგანზე არსებობს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომლითაცE დადგენილია, რომ სადავო სათავსო გამგეობის მიერ ქ. მ-ზე კანონიერად არის გადაცემული. აღნიშნულიდან გამომდინარე, სადავო ფართის პრივატიზაცია მოხდენილია კანონის მოთხოვნათა დაცვით. ქ. მ-მა სადავო ფართით ვერ ისარგებლა, ვინაიდან ფართი უნებართვოდ დაიკავა ვინმე ჯ-ამ და იქ ცხოვრობდა 1999 წლის 22 ივნისამდე, ვიდრე იძულების წესით არ იქნა გამოსახლებული სასამართლოს გადაწყვეტილებით.

თბილისის გლდანის რაიონული სასამართლოს 1999 წლის 23 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 1999 წლის 21 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით უარი ეთქვა .... ქ. ¹ 21-ში მცხოვრებ მობინადრეებს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე.

აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე კანონით დადგენილ ვადაში მხარემ შეიტანა საჩივარი, რაE არ დაკმაყოფილდა ამავე სასამართლოს 1999 წლის 22 ნოემბრის განჩინებით.

საკასაციო საჩივრის ავტორები მოითხოვენ თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 1999 წლის 21 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებას.

პალატა გაეცნო საკასაციო საჩივარსა და საქმის მასალებს თვლის, რომ თბილისის გლდანის რაიონის .... გამზირის ¹21 კორპუსში მცხოვრებ მობინადრეთა საკასაციო საჩივარი დასაშვები არ არის შემდეგი გარემოების გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 392-ე მუხლის პირველი ნაწილით დაუსწრებელი გადაწყვეტილება არ შეიძლება საკასაციო წესით გაასაჩივროს იმ მხარემ, რომლის წინააღმდეგაცE არის იგი გამოტანილი. ამავე მუხლის მეორე ნაწილით საკასაციო საჩივარი დასაშვებია მხოლოდ ისეთი დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიმართ, რომელიც გამოტანილია განმეორებით დაუსწრებლობის შემდეგ. მოცემულ შემთხვევაში კი სახეზეა პირველი დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომელიE საკასაციო წესით არ გასაჩივრდება.

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 392-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

თბილისის გლდანის რაიონის .... გამზირის ¹ 21 კორპუსში მცხოვრებ მობინადრეთა საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.