Facebook Twitter

¹ 3კ/1 10 მარტი 2000 წელი, ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე თ. კობახიძე

მოსამართლეები: რ. ნადირიანი, მ. წიქვაძე

განიხილა კ. გ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 1999 წლის 26 ნოემბრის განჩინებაზე, საქმეზე _ სს "ს. ბანკის“ სარჩელის გამო კ. გ-ის მიმართ კრედიტის დაბრუნების შესახებ პალატამ

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1998 წლის 6 ოქტომბერს სს „ს. ბანკსა“ და კ. გ-ს შორის დაიდო ¹ 254 საკრედიტო ხელშეკრულება 50 000 აშშ დოლარზე 9 თვის ვადით. საპროცენტო განაკვეთი შეადგენდა თვეში 1%-ს, ხოლო ყოველი ვადაგადაცილებულ დღეზე 0,1%-ს.

საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე „ს. ს. ბანკის“ გასავლის ორდერით კ. გ-მა მიიღო 50 000 აშშ დოლარი.

1999 წლის ივნისში სს „ს. ს. ბანკმა“ აღძრა სარჩელი კ. გ-ის მიმართ კრედიტის დაბრუნების შესახებ.

ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულმა სასამართლომ 1999 წლის 6 აგვისტოს გადაწყვეტილებით სარჩელი დააკმაყოფილა.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 1999 წლის 26 ნოემბრის განჩინებით გადაწყვეტილება დატოვებულ იქნა უცვლელად.

საკასაციო საჩივრით კახა გაგლოშვილი მოითხოვს სააპელაციო პალატის განჩინების გაუქმებას იმ საფუძვლით, რომ საკრედიტო ხელშეკრულება გაფორმებული იყო „ს. ს. ბანკსა“ და შპს „ი. ...“-ს შორის დადებული გარიგების დასაფარავად, რის გამოც ეს უკანასკნელი საქმეში ჩაბმული უნდა ყოფილიყო სათანადო მხარედ.

პალატა გაეცნო საქმის მასალებს, საკასაციო საჩივრის საფუძვლებს, მოისმინა მხარეთა განმარტებები და თვლის, რომ სააპელაციო პალატის განჩინება დატოვებულ უნდა იქნეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმეში არსებული მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ სადავო ხელშეკრულება დადებული იყო მოსაჩვენებლად, სხვა გარიგების დასაფარავად. აღნიშნული ხელშეკრულებაზე კ. გ-ი ხელს აწერს, როგორE ფიზიკური პირი, ხოლო 1997 წლის 5 თებერვლის საკრედიტო ხელშეკრულებაზე როგორE შპს „ი. ....“-ს გამგეობის თავმჯდომარე.

¹ 254 საკრედიტო ხელშეკრულების გაცემის მიზანს წარმოადგენდა ფიზიკური პირის კ. გ-ის მიერ კომერციული საქმიანობის წარმართვა.

შპს „ი. ....“-ს დამფუძნებელთა კრების 1998 წლის 1 ნოემბრის და 1999 წლის იანვრის ოქმებიდან ირკვევა, რომ პარტნიორები კახა გაგლოშვილის, როგორE შპს „ი... ...“-ს ხელმძღვანელისაგან ითხოვდნენ საზოგადოების შემოსავლების, ბანკის სესხების და ხარჯების გრაფიკების დადგენილ ვადებში სრულ და უპირობო შესრულებას.

შპს „ი. ....“-ს საგარანტიო წერილი საზოგადოების გენერალური დირექტორის კ. გ-ის ხელმოწერით საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 879-ე მუხლის შესაბამისად არ წარმოადგენს საბანკო გარანტიას, რადგან საბანკო გარანტიის გაცემის უფლება აქვთ ბანკს, სხვა საკრედიტო დაწესებულებეებს ან სადაზღვევო ორგანიზაციას.

აღნიშნული დოკუმენტი არ არის არE თავდებობა, რადგან არ შეესაბამება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 892-ე მუხლით განსაზღვრულ თავდებობის ფორმას.

ასეთ პირობებში პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ სს

„ს. ს. ბანკსა“ და კ. გ-ის შორის დაიდო ფიქტიური გარიგება.

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე, 410-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. კ. გ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 1999 წლის 26 ნოემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად.

3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.