Facebook Twitter

¹ 3კ-3 10 მარტი 2000 წელი, ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარედ. ხელაია

მოსამართლეები: ლ. გოჩელაშვილი, მ. წიქვაძე

განიხილა ნ. ყ.-თ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 1999 წლის 18 ნოემბრის განჩინებაზე სამოქალაქო საქმეზე ნ. ყ.-თ-ის სარჩელზე ს. ჭ-ის მიმართ საცხოვრებელ სახლზე საკუთრების უფლებით Eნობის შესახებ.

პალატამ მოსამართლე ლ. გოჩელაშვილის მოხსენების საფუძველზე

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

ნ. ყ.-თ-მა ს. ჭ-ის წინააღმდეგ სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა სახლის საკუთრების უფლებით Eნობა. გარდაბნის რაიონული სასამართლოს 1999 წლის 23 სექტემბერს იგი მოპასუხეებთან ერთად Eცნობილ იქნა სადავო სახლის თანამესაკუთრედ.

ნ. ყ.-თ-მა აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე შეიტანა სააპელაციო საჩივარი 1999 წლის 22 ოქტომბერს, მაგრამ იმავე წლის 3 ნოემბერს განცხადებით მიმართა გარდაბნის რაიონულ სასამართლოს და უარი განაცხადა სააპელაციო საჩივარზე.

1999 წლის 11 ნოემბერს ნ. თ-მა კვლავ მიმართა სასამართლოს განცხადებით და მოითხოვა სააპელაციო საჩივრისა და საქმის გადაგზავნა თბილისის საოლქო სასამართლოში.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 1999 წლის 18 ნოემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 370-ე მუხლის საფუძველზე დაუშვებლობის გამო განუხილველად დარჩა.

საკასაციო საჩივრის ავტორი მოითხოვს აღნიშნული განჩინების გაუქმებას იმ მოტივით, რომ მან სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის შესახებ განცხადებას ისე მოაწერა ხელი, რომ მისთვის Eნობილი არ იყო თუ რა ეწერა აღნიშნულ განცხადებაში.

პალატა გაეცნო რა საკასაციო საჩივრის ფარგლებში საქმის მასალებს თვლის, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოების გამო.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ ნ. ყ.-თ-მა გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ წერილობითი ფორმით უარი განაცხადა სააპელაციო საჩივარზე. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით 370-ე მუხლის თანახმად თუ გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ მხარე სასამართლოს ან მოწინააღმდეგე მხარეს წერილობითი ფორმით უარს განუცხადებს სააპელაციო გასაჩივრებაზე, სააპელაციო საჩივარი აღარ დაიშვება. ამასთან პალატა ვერ გაიზიარებს საკასაციო საჩივრის ავტორის მითითებას იმ გარემოებაზე, რომ მან არ იცოდა რა შინაარსის განცხადებას მოაწერა ხელი, რადგან საქმის მასალებიდან დადგენილია, რომ ნ. ყ.-თ-ი სრულწლოვანი, ქმედუნარიანი პირია და საქმის განხილვის დროს მის ინტერესებს იცავდა ადვოკატი. ნ. ყ.-თ-ის აღნიშნული საკასაციო პრეტენზია დაუსაბუთებელია, რის გამოცE პალატა მას ვერ გაიზიარებს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატამ მოცემულ საქმის განხილვის დროს გამოიყენა კანონი, რომელიცE უნდა გამოეყენებინა, რის გამოცE ნ. ყ.-თ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო, საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ნ. ყ.-თ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.