Facebook Twitter

¹ 3კ\22 21 მარტი, 2000 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მ. ცისკაძე

მოსამართლეები თ. აბესაძე, თ. ჩიქოვანი

განიხილა მოსარჩელე გ. თ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 1999 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილებაზე, საქმეზე გ. თ-ის სარჩელის გამო მოპასუხე ი. თ-ის მიმართ სამკვიდროს მიღების ვადის გაგრძელებისა და მემკვიდრედ ცნობის შესახებ.

პალატის სხდომაზე გამოცხადნენ: მხარეები, გ. თ-ის რწმუნებულებით ნ. ჯ-ი და ნ. ნ-ე.

პალატამ მოისმინა რა თ. ჩ-ის მოხსენება,

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

გ. თ-მა 1998 წლის 28 იანვარს სარჩელი აღძრა სასამართლოში და აღნიშნა, რომ „ი. თ-ი არის მისი და, რომლებიE Eხოვრობდნენ თბილისში, .... ქუჩა ¹ 73, ბინა ¹ 14-ში. ეს ბინა პრივატიზებული იქნა მათი მამის ო. თ-ის მიერ, რომელიE გარდაიცვალა 1993 წლის 13 ოქტომბერს. ბინასთან ერთად პრივატიზებული იქნა შემოქმედებითი სახელოსნო, რომელიცE მდებარეობს იმავე მისამართზე ცოკოლ-სართულში. აწ გარდაცვლილ ო. თ-ს დარჩა ორი კანონისმიერი მემკვიდრე შვილები: მოსარჩელე გ. თ-ი და მოპასუხე ი. თ-ი, რომელთა შორის არის დავა სამკვიდრო ქონების გაყოფის თაობაზე. ამის გამო გ. თ-მა ითხოვა სამკვიდრო ქონებიდან წილის ნატურით გამოყოფა.

გიორგი თუხარელმა დამატებითი სარჩელით ითხოვა სამკვიდროს მიღების ვადის გაგრძელება იმ საფუძვლით, რომ "მამის გარდაცვალება გახდა მისი სულიერი დეპრესიის საფუძველი, რის გამოცE ექვსი თვის ვადაში ვერ მიმართა სასამართლოს სამკვიდროს მიღემის შესახებ და ეს გარემოება არის საფუძველი სამკვიდროს მიღების ვადის გაგრძელებისა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1426-ე მუხლის შესაბამისად“. (საქმის ფურEელი 36). თბილისის ვაკის რაიონის სასამართლომ 1999 წლის 16 აპრილის გადაწყვეტილებით (მოსამართლე ლ. თ-ი) სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა: თბილისში, .... ქუჩა ¹ 73 სახლის ცოკოლ-სართულში მდებარე შემოქმედებითი სახელოსნო (ფართობი 88 მ2), რომელიც საკუთრების უფლებით ირიცხება აწგარდაცვლილ ო. თ-ის სახელზე საკუთრების უფლებით მიეკუთვნა გ. თ-ს მემკვიდრეობის საფუძველზე.

სასამართლომ არ დააკმაყოფილა გ. თ-ის სარჩელი თბილისში, .... ქუჩა ¹ 73-ში მდებარე 3 - ოთახიან ბინაზე სამკვიდროს მიღების ვადის გაგრძელების შესახებ. თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატამ (თავმჯდომარე ბ. კ-ე, მოსამართლეები: მ. ჭ-ა და ქ. დ-ე) 1999 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა გიორგი თუხარელის სააპელაციო საჩივარი: გააუქმა თბილისის ვაკის რაონის სასამართლოს 1999 წლის 16 აპრილის გადაწყვეტილება და ცნო მესაკუთრედ გ. თ-ი თბილისში, .... ქუჩა ¹ 73-ში მდებარე სახლმფლობელობის 65\811-დი ნაწილის 1\4-ზე და იმავე მისამართზე მდებარე 88 მ2 შემოქმედებითი სახელოსნოს 1\2 ნაწილზე.

გ. თ-ს 1999 წლის 20 აგვისტოს „ს. ბანკის“ ვაკის ფილიალში საერთო სასამართლოების დეპარტამენტის ¹ 11514102 ანგარიშზე ჩარიცხული სახელმწიფო ბაჟის სახით 2220 ლარიდან (ქვითარი ¹ 47) უკან დაუბრუნდა ზედმეტად გადახდილი 511 ლარი. ი. თ-ს გ. თ-ის სასარგებლოდ გადახდა 1281 ლარი.

საკასაციო საჩივარი ითხოვს პალატის გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანას და ახალი გადაწყვეტილებით ბინიდან 1\3-დი ნაწილის მიკუთვნებას, ნაცვლად 1\4-დისა. საკასაციო სასამართლოს პალატა გაეცნო კასაციის მიზეზებს (გასაჩივრების საფუძვლებს) და კასაციის განაცხადს, მოუსმინა მხარეებს, წარმომადგენლებს და თვლის, რომ ამ საქმეზე სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახლა განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე პალატას შემდეგი გარემოებების გამო:

სააპელაციო პალატამ გ. თ-ის სააპელაციო საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილებას საფუძვლად დაუდო შემდეგი გარემოებები: „სადავო საცხოვრებელი ბინა, მდებარე თბილისში, .... ქუჩა ¹ 73-ში ააღრიცხულიყო აწ გარდაცვლილ ო. თ-ის სახელზე და ამ ბინაში ო. თ-თან ერთად ჩაწერილები იყვნენ და ცხოვრობდნენ მისი მეუღლე ვ. თ-ი და ქალიშვილი ი. თ-ი. გ. თ-მა 1986 წელს მიიღო 4 - ოთახიანი ბინა თბილისში, .... გამზირის მე-5 კვარტალში, სადაც Eცხოვრობს თავის ცოლ-შვილთან ერთად.

1992 წლის 7 აგვისტოს ო. თ-მა აღნიშნულ ბინას გაუკეთა პრივატიზაცია და ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროში აღირიცხა მის სახელზე.

1993 წლის 13 ოქტომბერს ო. თ-მა პრივატიზაცია გაუკეთა შემოქმედებით სახელოსნოსაც, რომელიც აგრეთვე აღირიცხა მის სახელზე.

ი. და გ. თ-ების დედა ვ. თ-ი გარდაიცვალა 1996 წლის 19 ოქტომბერს. სადავო ბინაში მის კუთვნილ 1\3-დ ნაწილზე გაიხსნა მემკვიდრეობა და დედის გარდაცვალებიდან 6 თვის ვადაში გ. თ-ს მისი წილი მემკვიდრეობა დედის დანატოვარი ქონებიდან არ მიუღია, არE განცხადება შეუტანია სამკვიდროს მიღების შესახებ და არE ფაქტიურად შედგომია დედის დანატოვარი სამკვიდრო ქონების ფლობას ან მართვას.

1997 წლის 14 თებერვალს გარდაიცვალა ო. თ-ი და მის კუთვნილ ქონებაზე გაიხსნა მემკვიდრეობა. მას დარჩა მემკვიდრე შვილები: ი. და გ. თ-ები. მართალია, გ. თ-ს არცE ამჯერად მიუმართავს კანონით დადგენილ ვადაში სანოტარო მოქმედებათა შემსრულებელი ორგანოსათვის განცხადებით სამკვიდროს მიღების შესახებ, მაგრამ ორივე მხარის მიერ წარმოდგენილი მოწმეთა განმარტებებიდან ირკვევა, რომ გ. თ-ს მამის გარდაცვალების შემდეგაცE არ მიუტოვებია მუშაობა შემოქმედებით სახელოსნოში და ფაქტიურად ფლობდა მას. სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ შემოქმედებითი სახელოსნო, ისევე, როგორE საცხოვრებელი ბინა, სამკვიდრო ქონების ნაწილია და მისი ცალკე გამოყოფა დაუშვებელია. აქედან გამომდინარე სადავო ბინიდან გ. თ-ს ეკუთვნის 1\4-დი ნაწილი, ვინაიდან ვ. თ-ის გარდაცვალების შემდეგ, მისი დანატოვარი სადავო ბინის 1\3-დი ნაწილი გაიყო ო. თ-სა და ი. თ-ს შორის.

შემოქმედებითი სახელოსნო პრივატიზებული იყო ო. თ-ის სახელზე და აღნიშნულ ფართზე უფლებამოსილი პირი, როგორცE მესაკუთრე იყო მხოლოდ ო. თ-ი. აქედან გამომდინარე და იმდროისათვის მოქმედი სამოქალაქო კოდექსის 544-ე მუხლის თანახმად შემოქმედებითი სახელოსნო ორივე მემკვიდრეზე თანაბრად განაწილდა“.

საკასაციო სასამართლოს პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სააპელაციო პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია (შემოწმების ფაქტობრივი საფუძველი).

საკასაციო სასამართლოს პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დასაბუთებულია და მასში აღნიშნული მიზეზები (გასაჩივრების საფუძვლები) საჭიროებს გამოკვლევას სააპელაციო პალატის მიერ. კერძოდ, საკასაციო საჩივარში აღნიშნულია შემდეგი: „სასამართლომ არ ცნო გ. თ-ის უფლება დედის ვერა თუხარელის დანატოვარ სამკვიდროს წილზე იმ საფუძვლით რომ ის არც შედგომია სამკვიდრო ქონების ფლობას, მაშინ, როდესაცE ვ. თ-ს ეკუთვნოდა სამკვიდრო სახლში განთავსებული სახელოსნოს 1\2 ნაწილი, რომელიცE პრივატიზებული იქნა მისი მეუღლის ო. თ-ის მიერ 1993 წლის 10 ოქტომბერს. იმდროისათვის მოქმედი საქართველოს საქორწინო და საოჯახო კოდექსის 21-ე და 22-ე მუხლების თანახმად, ქონება, რომელიც შეძენილია მეუღლეების ქორწინების პერიოდში წარმოადგენს მათ საერთო თანასაკუთრებას. ვ. თ-ი გარდაიცვალა 1996 წლის 19 ოქტომბერს, ხოლო 3 თვისა და 26 დღის შემდეგ გარდაიცვალა ო. თ-ი.

სასამართლოს მიერ დადგენილად არის Eნობილი, რომ გ. თ-ს მამის გარდაცვალების შემდეგ არ მიუტოვებია მუშაობა შემოქმედებით სახელოსნოში და ფაქტიურად ფლობდა მას. ო. თ-ი გარდაიცვალა ვ. თ-ის გარდაცვალებიდან 3 თვისა და 26 დღის შემდეგ, როდესაცE გ. თ-ს დარჩენილი ჰქონდა კიდევ 2 თვეზე მეტი (6 თვემდე), რათა დაუფლებოდა დედის დანატოვარ ქონებას. სასამართლოს მიერ დადგინდა, რომ მამის გარდაცვალების შემდეგ გ. თ-ს არ მიუტოვებია სახელოსნოში მუშაობა და უნდა ჩაითვალოს, რომ იგი შეუდგა დედის დანატოვარი ქონების ფლობას, მისი გარდაცვალებიდან 6 თვის გასვლამდე, რადგანაცE სახელოსნოს 1\2 იყო დედის საკუთრება. იმ დროისათვის მოქმედი საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 556-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გ. თ-ს დედის სამკვიდრო წილი მიღებულად ეთვლება, ვინაიდან სასამართლოს მიერ დადგენილია ბინისა და სახელოსნოს, როგორცE სამკვიდრო ქონების განუყოფლობა, ასევე დადგენილია სახელოსნოს დაუფლების ფაქტი დედის გარდაEვალების შემდეგ, რის გამოE გ. თ-ს ეკუთვნის ბინიდან 1\3-დი ნაწილი, როგორცE ორივე მშობლის მემკვიდრეს“.

საკასაციო სასამართლოს პალატა აღნიშნავს, რომ კასაციის მიზეზები დასაბუთებულია და საჭიროებს გამოკვლევას სააპელაციო პალატის მიერ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლის თანახმად.

ამასთანავე, პალატა თვლის, რომ საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში ე. ი. სასამართლოს უფლება არა აქვს მიაკუთვნოს თავისი გადაწყვეტილებით მხარეს ის, რაE მას არ მოუთხოვია, ან იმაზე მეტი, ვიდრე ის მოითხოვდა (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 248-ე მუხლი).

მოცემულ შემთხვევაში კი საკასაციო საჩივრის მოთხოვნის საგანია სააპელაციო პალატის გადაწყვეტილების შეცვლა იმ მიმართებით, რომ გ. თ-ს ბინიდან მიეკუთვნოს 1\3-დი ნაწილი, ნაცვლად მიკუთვნებული 1\4-დი ნაწილისა და აღნიშნულზე საკასაციო პრეტენზია (კასაციის მიზეზები - საფუძვლები) ემყარება სააპელაციო პალატის მიერ საქმის ფაქტობრივი გარემოების არასწორ შეფასებას (შემოწმების ფაქტობრივი საფუძველი - საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილი).

ამასთანავე, საკასაციო სასამართლო მტკიცებულებათა შეფასების დროს შეზღუდული არ არის კასაციის მიზეზებით (საფუძვლებით) და სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რის შედეგად გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლი).

აქედან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია სააპელაციო პალატის გადაწყვეტილების მთლიანად გაუქმება და ხელახლა განხილვისათვის დაბრუნება სააპელაციო პალატაში მიუხედავად იმისა, რომ კასაციის განაცხადი არ მოითხოვს გადაწყვეტილების გაუქმებას. მითუმეტეს, სააპელაციო პალატის გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის დასაბუთება გ. თ-ის მიერ მშობლების სამკვიდრო სახლიდან წილის განსაზღვრაზე ურთიერთწინააღმდეგობრივია. კერძოდ, გ. თ-ზე 1\4-დი ნაწილის განსაზღვრას სადავო ბინიდან საფუძვლად დაცდო მამის სამკვიდრო წილის დაუფლება, რაE გამოიხატა იმაში, რომ „გ. თ-ს მამის გარდაცვალების შემდეგაცE არ მიუტოვებია მუშაობა შემოქმედებით სახელოსნოში და ფაქტიურად ფლობდა მას“ ე. ი. სასამართლოს ამ დასაბუთებით გ. თ-ი შემოქმედებით სახელოსნოს, როგორცE სამკვიდრო ქონების განუყოფელ ნაწილს ფლობდა დედის სიცოცხლეში და მისი გარდაცვალების შემდეგაცE.

ასეთ ვითარებაში გასარკვევია: არის თუ არა ო. თ-ის სახელზე შემოქმედებითი სახელოსნოს პრივატიზება მთლიანად მის საკუთრებად ცნობის საფუძველი. მითუმეტეს, საკასაციო საჩივარში აღნიშნულია, რომ შემოქმედებითი სახელოსნო შეძენილია მეუღლეების: ო. და ვ. თ-ების ქორწინების პერიოდში. ამ საკითხის გარკვევას კი არსებითი მნიშვნელობა აქვს დავის სწორად გადაწყვეტისათვის, ვინაიდან შემოქმედებითი სახელოსნოს, როგორცE სამკვიდრო ქონების განუყოფელი ნაწილის დაუფლების ფაქტი არის სამკვიდრო მასაზე წილის განსაზღვრის საფუძველი (სამკვიდროს გახსნის დროისათვის მოქმედი საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 556-ე მუხლი).

ამასთანავე, პალატა თვლის, რომ მემკვიდრეთა შორის წილის განსაზღვრის საკითხზე არის დამოკიდებული ბაჟის გადახდის საკითხის გადაწყვეტა, რის გამოც მთლიანად უნდა გაუქმდეს გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე პალატას.

ასევე, პალატა აღნიშნავს: მიუხედავად იმისა, რომ სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლი), მართლმსაჯულებას სასამართლო ახორციელებს მხოლოდ კანონისა და სასამართლოს წინაშე ყველა პირის თანასწორობის საწყისებზე (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლი), და ამ პრინციპის დარღვევა გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია აღნიშნული კოდექსის 412-ე მუხლის თანახმად.

იხელმძღვანელა რა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე, 265-ე მუხლებით და 264-ე მუხლის მე-3 ნაწილით, პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 1999 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე პალატას.

განჩინება კანონიერ ძალაში შევიდა მისი გამოცხადებისთანავე და გასაჩივრებას არ ექვემდებარება.