Facebook Twitter

¹ 3კ\24 24 მარტი 2000 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მ. ცისკაძე

მოსამართლეები: ქ. გაბელაია, ლ. ქაჯაია

განიხილა გ. კ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 1999 წლის 26 ნოემბრის განჩინებაზე, გ. კ-ის სარჩელის გამო ნ. ს-ის მიმართ ანდერძის ბათილად ცნობის შესახებ.

პალატამ მოისმინა უზენაესი სასამართლოს მოსამართლის ლ. ქაჯაიას მოხსენება და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

ქ. თბილისში, ... გზატკეცილი ¹ 21-ში მდებარე ერთოთახიანი პრივატიზებული ბინა ირიცხებოდა ნ. კ-ის სახელზე.

1992 წლის 19 ნოემბერს ნ. კ-მა მთელი თავისი ქონება, მათ შორის ბინა, ანდერძით დაუტოვა ძმის შვილიშვილს, მოსარჩელე გ. კ-ს.

1995 წლის 6 იანვარს მოანდერძემ მოშალა თავისი ანდერძი და ახალი ანდერძით ქონება და ბინა დაუტოვა ნ. ს-ს.

1995 წლის 19 სექტემბერს ნ. კ-ი გარდაიცვალა. გ. კ-მა 1998 წლის 14 მაისს სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა ანდერძის გაუქმება იმ მოტივით, რომ ანდერძზე ხელმოწერა ნ. კ-ს არ ეკუთვნის. შემდგომ სარჩელის საფუძველი შეცვალა და მოითხოვა ანდერძის ბათილად ცნობა იმის გათვალისწინებით, რომ მოანდერძე ვერ განაგებდა თავის მოქმედებას, რასაც საქმეში მოთავსებული სასამართლო ფსიქიატრიული ექსპერტიზების დასკვნა მოწმობს.

საქმე არაერთგზის იქნა განხილული სასამართლოში, საბოლოოდ, ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონის სასამართლომ 1999 წლის 2 სექტემბრის გადაწყვეტილებით გ. კ-ის სარჩელი არ დააკმაყოფილა.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ 1999 წლის 26 ნოემბრის განჩინებით გადაწყვეტილება უცვლელად დატოვა.

საკასაციო საჩივრით გ. კ-ი საოლქო სასამართლოს განჩინების გაუქმებას მოითხოვს იმ მოტივით, რომ სასამართლომ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მოთხოვნა: - სათანადოდ არ შეაფასა წარმოდგენილი მტკიცებულებანი და არ გააბათილა სასამართლო - ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნები.

პალატამ მოისმინა მხარეთა განმარტებანი, გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 1999 წლის 26 ნოემბრის განჩინება უცვლელი უნდა დარჩეს, ხოლო გ. კ-ის საკასაციო საჩივარი - დაუკმაყოფილებელი შემდეგი მოსაზრებით:

დადგენილია, რომ ქ. თბილისში, .... გზატკეცილი ¹ 21-ში ერთოთახიანი პრივატიზებული ბინა ირიცხებოდა ნ. კ-ის სახელზე. 1992 წლის 19 ნოემბერს მან თავისი ქონება, მათ შორის ბინა, ანდერძით დაუტოვა ჯერ ძმის შვილიშვილს მოსარჩელე გ. კ-ს, შემდგომ მოშალა ეს ანდერძი და 1995 წლის 6 იანვარს თავისი ქონება და ბინა დაუტოვა ნ. ს-ს.

1995 წლის 19 სექტემბერს მოანდერძე გარდაიცვალა.

პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ საოლქო სასა-მართლომ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 172-ე და 105-ე მუხლების მოთხოვნა. მოცემული მუხლებით სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რის შედეგადაE მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

სააპელაციო სასამართლომ საპროცესო კოდექსის 382-ე მუხლის თანახმად მთლიანად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები.

საგულისხმოა, რომ ექსპერტიზის დასკვნით (რომელიც მხოლოდ ამბულატორიულ ჩანაწერებს ეყრდნობა) მოანდერძეს როგორცE პირველი, ასევე მეორე ანდერძის შედგენისას არ შეეძლო თავისი მოქმედების განკარგვა. მოსარჩელეს პირველი ანდერძის რეალობა სადაოდ არ გაუხდია.

სამოქალაქო კოდექსის მე-15 მუხლის შესაბამისად მოანდერძე არაქმედუნარიანად არ ყოფილა აღიარებული. მეორე ანდერძის შედგენისას მან იმავე ნოტარიუსს მიმართა, რომელმაE დაადასტურა მისი პირველი ანდერძი. ნოტარიუსს ეჭვი ნ. კ-ის ქმედობაში არ შეპარვია.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის თანახმად საკასაციო საჩივარი შეიძლება ეფუძნებოდეს მხოლოდ იმას, რომ გადაწყვეტილება კანონის დარღვევითაა გამოტანილი.

მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ სწორად გამოიყენა კანონი, სახელდობრ, სამოქალაქო კოდექსის 551-ე და 553-ე მუხლები (1964 წლის რედაქციით) და მიიღო კანონიერი გადაწყვეტილება.

პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

გ. კ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 1999 წლის 26 ნოემბრის განჩინება.

განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება.