¹ 3კ/31 21 მარტი, 2000 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მ. ცისკაძე
მოსამართლეები: თ. აბესაძე, თ. ჩიქოვანი
განიხილა მოსარჩელე ე. ს-ას საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის კოლეგიის 1999 წლის 3 დეკემბრის გადაწყვეტილებაზე, საქმეზე ე. ს-ას სარჩელის გამო რ. ს-ის მიმართ სესხის დაბრუნების შესახებ.
პალატის სხდომაზე გამოცხადდნენ: ადვოკატი გ. გ-ე, რ. ს-ის რწმუნებულებით ბ. ბ-ა, ე. ს-ას მინდობილობით ა. ნ-ი.
პალატამ მოისმინა რა თ. ჩიქოვანის მოხსენება,
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
ე. ს-ამ 1997 წლის 8 მაისს აღძრა სარჩელი სასამართლოში და აღნიშნა, რომ „ძმას (მოპასუხე) რ. ს-ს 1983 წელს ასესხა 12.500 მანეთი და იმის გამო, რომ მან დღემდე არ გადაიხადა სესხი, 1997 წლის 16 იანვარს დაწერა ხელწერილი, რომლითაცE ვალდებულებას კისრულობს გადაუხადოს მას სესხი მოქმედი კურსით, რომელიცE შეადგენს 21.452 ლარს.
მოპასუხე რ. ს-ს აქვს შესაძლებლობა გადაუხადოს მას სესხი მისი კუთვნილი სახლის წილის ანგარიშიდან და ამის გამო ე. ს-ამ ითხოვა თბილისში, .... ქუჩა ¹ 18-ში მდებარე სახლიდან რ. ს-ის კუთვნილი წილის (5/16-დი) საკუთრების უფლებით მასზე მიკუთვნება მის მიერ აღებული ვალის ანგარიშში“.
რ. ს-მა შეგებებული სარჩელი აღძრა და აღნიშნა, რომ „ე. ს-ამ 1983 წელს ასესხა ფული 12.500 მანეთი, რაE დღემდე არ გადაიხადა. 1992 წლის ნოემბერში შეთანხმების საფუძველზე რ. ს-მა საერთო საკუთრების სახლიდან მისი კუთვნილი 7/16-დი ნაწილი 1992 წლის 25 ნოემბერს სანოტარო წესით დამოწმებული ნაჩუქრობის ხელშეკრულებით აჩუქა ე. ს-ას. ამ ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ მათ შორის დავა არ უნდა ყოფილიყო სესხის თაობაზე, მაგრამ 1996 წლის დეკემბრის თვიდან დისა და სიძის ზემოქმედებით 1997 წლის 16 იანვარს დაწერა ხელწერილი სესხის შესახებ.
ამის გამო რ. ს-მა შეგებებული სარჩელით ითხოვა ნაჩუქრობის ხელშეკრულების ბათილად Eნობა, როგორE Eდომილების გავლენით დადებული გარიგება, მისი ქონების დაბრუნება და 12.500 მანეთის შესაბამისი კურსის მასზე გადასახდელად დაკისრება ე. ს-ას სასარგებლოდ“ (ს. ფ. 11).
თბილისის ჩუღურეთის რაიონის სასამართლომ 1997 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილებით დააკმაყოფილა პირვანდელი სარჩელი: კერძოდ, თბილისში, .... ქუჩა ¹ 18-ში მდებარე სახლის 5/16-დი ნაწილი საკუთრების უფლებით აღირიცხა ე. ს-ას სახელზე.
არ დააკმაყოფილა რ. ს-ის შეგებებული სარჩელი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა სასამართლო კოლეგიამ 1998 წლის 3 თებერვლის განჩინებით გადაწყვეტილება დატოვა უცვლელად შეგებებული სარჩელის უარყოფის ნაწილში, ხოლო გააუქმა პირვანდელი სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში და საქმე ამ ნაწილში ხელახლა განხილვისათვის დაუბრუნა იმავე სასამართლოს.
თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულმა სასამართლომ 1999 წლის 19 აგვისტოს გადაწყვეტილებით (მოსამართლე თ. ჩ-ე) სარჩელი დააკმაყოფილა: რ. ს-ს ე. ს-ას სასარგებლოდ დაეკისრა 21001 (ოცდაერთიათას ერთი) ლარის გადახდა. მასვე დაეკისრა ბაჟის 525.07 ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის კოლეგიამ (თავმჯდომარე მ. ნ-ე, მოსამართლეები: ლ. ა-ე, ც. დ-ი) 1999 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილებით დააკმაყოფილა სააპელაციო საჩივარი: გააუქმა თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 1999 წლის 19 აგვისტოს გადაწყვეტილება და არ დააკმაყოფილა სარჩელი ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო.
გადახდა ე. ს-ას ბაჟი 630 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. საკასაციო სასამართლოს პალატა გაეცნო კასაციის მიზეზებს (გასაჩივრების საფუძვლებს)და კასაციის განაცხადს, მოუსმინა ადვოკატს, წარმომადგენლებს და თვლის, რომ ამ საქმეზე პალატის კოლეგიის გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახლა განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე პალატას შემდეგი გარემოებების გამო:
თბილისის საოლქო სასამართლოს აღნიშნული პალატის კოლეგიამ სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებას და სარჩელის უარყოფას საფუძვლად დაუდო შემდეგი გარემოებები: "როგორE მხარეები ადასტურებენ, მათ შორის დადებული იყო სესხის ზეპირი ხელშეკრულება, მაგრამ სესხის დაბრუნების ვადა არ იყო განსაზღვრული. თანახმად სამოქალაქო სამართლის კოდექსის 269-ე მუხლისა, როEა ვალდებულების შესრულების ვადა არ არის განსაზღვრული, კრედიტორს უფლება აქვს მოითხოვოს შესრულება, როEა კი მოისურვებს.
მოსარჩელემ განმარტა, რომ მან სესხის დაბრუნება მოპასუხისგან მოითხოვა უკვე 1984 წელს და ითხოვდა სისტემატიურად. გამომდინარე აქედან, მან 1984 წელს შეიტყო, რომ მისი უფლება დარღვეულია, რადგანაც მისი მოთხოვნა სესხის დაბრუნების შესახებ არ იქნა შესრულებული მოპასუხის მიერ და ამ მომენტიდან დაიწყო მისთვის სამწლიანი სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის დენა, რომელიც ამოიწურა 1987 წელს.
თანახმად ამავე კოდექსის 79-ე მუხლისა, სასარჩელო ხანდაზმულობა სასამართლოს მიერ გამოყენებულ უნდა იქნეს მხარეთა განცხადების დამოუკიდებლად, ხოლო 84-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გასვლა სარჩელის წარდგენამდე არის სარჩელზე უარის თქმის საფუძველი, ხოლო სასარჩელო ვადის აღდგენის საპატიო მიზეზი არ არსებობს“.
საკასაციო სასამართლოს პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სააპელაციო პალატის მიერ დამტკიცებულადEნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის თუ წამოყენებული არ არის დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია შემოწმების ფაქტობრივი საფუძველი - საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილი).
საკასაციო სასამართლოს პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დასაბუთებულია და მასში აღნიშნული მიზეზები (გასაჩივრების საფუძვლები) საჭიროებს ხელახლა გამოკვლევას. კერძოდ, ე. ს-ა საკასაციო საჩივარში აღნიშნავს შემდეგს: „1983 წელს მოპასუხე რ. ს-მა ე. ს-გან ზეპირი გარიგების საფუძველზე ისესხა 12500 მანეთი. იმის გამო, რომ არიან და-ძმანი ვალის დაბრუნების ვადა მათ შორის არ იყო განსაზღვრული. მოპასუხე რ. ს-ი ე. ს-ას დაპირდა ვალის დაბრუნებას, როდესაცE მას ექნებოდა შესაძლებლობა. მერეც 3 წელი რ. ს-ი იმყოფებოდა პატიმრობაში და განთავისუფლდა 1987 წელს. რ. ს-მა 1997 წელს დაწერა ხელწერილი ვალის არსებობის თაობაზე და სამოქალაქო კოდექსის 169-ე მუხლის შესაბამისად ვადა ვალის არ იყო დათქმული. 1987 წელს მოპასუხე რ. ს-მა მთხოვა მომეცა მისთვის ვალის გადახდის ვადა, ვინაიდან მას არ ჰქონდა თანხის გადახდის შესაძლებლობა ოჯახური მდგომარეობის გამო. იმის გამო, რომ იმდროისათვის მე არ ვსაჭიროებდი თანხას მე შევპირდი მას, რომ დაველოდებოდი ვალის დაბრუნებას განსაზღვრულ დროს. ვიყავი კიდევაც დარწმუნებული, რომ მოპასუხე დამიბრუნებდა ვალს, რადგანაცE იგი არასოდეს არ უარყოფდა მის დაბრუნებას და მხოლოდ მთხოვდა გადავადებას.
1997 წლის დასაწყისში, მე უკვე მეპარებოდა ეჭვი მოპასუხის მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებაში, რის გამოც ვთხოვე მოპასუხეს წერილობით ეღიარებინა ვალის არსებობა. მან 1997 წლის 16 იანვარს ნებაყოფლობით დაწერა ხელწერილი, რითაE აღიარა ვალის არსებობა და უარს არ იძახდა ვალის დაბრუნებაზე, რამდენიმე ხნის შემდეგ ჩემთვის ნათელი გახდა, რომ მოპასუხე საკუთარი სურვილით არ დამიბრუნებდა ვალს, მას არ სურდა რაიმე ქონების გაყიდვა და ვალის დაბრუნება, რის გამოცE აღვძარი სარჩელი სასამართლოში.
სასამართლომ არასწორად გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის მე-80 მუხლი სარჩელის უარსაყოფად, ვინაიდან 1997 წლის იანვრის თვეში მე მჯეროდა, რომ მოპასუხე დამიბრუნებდა ვალს, მაგრამ შემდგომში, როდესაც მე შევთავაზე მას გაესხვისებინა რაიმე ქონება მათ შორის სახლის ნაწილი და გადაცხადა ვალი, მან უარით გამისტუმრა და ამ დროიდან გახდა ჩემთვის Eცნობილი ჩემი უფლებების შელახვის შესახებ, რის გამოცE სარჩელი აღვძარი 1997 წელს. ამდენად სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა დაიწყო 1997 წელს.
საკასაციო სასამართლოს პალატა აღნიშნავს, რომ კასაციის მიზეზები დასაბუთებულია და საჭიროებს გამოკვლევას, რის გამოცE უნდა გაუქმდეს გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე პალატას საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლის შესაბამისად.
ამასთანავე, საკასაციო სასამართლო მტკიცებულებათა შეფასების დროს შეზღუდული არ არის კასაციის მიზეზებით (გასაჩივრების საფუძვლებით) და სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რის შედეგად გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლი).
აქედან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს პალატა აღნიშნავს, თბილისის საოლქო სასამართლოს ზემოაღნიშნულმა პალატამ ისე გამოიყენა სასარჩელო ხანდაზმულობა სარჩელის უარყოფის საფუძვლად, რომ სათანადოდ არ გაარკვია: გამსესხებელს ე. ს-ას წარმოეშვა თუ არა სარჩელის აღძვრის უფლება იმ დროს, როდესაცE რ. ს-მა ნებაყოფლობით უარი განაცხადა თანხის გადახდაზე. მითუმეტეს, ე. ს-ამ სესხის არსებობის დასადასტურებლად გააფორმა ხელწერილი 1997 წლის 16 იანვარს, ხოლო სარჩელი აღძრა იმავე წლის 8 მაისს.
ასეთ ვითარებაში გასარკვევია: „ე. ს-ამ აღძრა თუ არა სარჩელი მისი უფლების დარღვევის მომენტიდან იმდროისათვის მოქმედი საქართველოს სამოქალაქო სამართლის კოდექსის მე-80 მუხლის შესაბამისად და აქედან გამომდინარე, სარჩელის არსაყოფად შეიძლება თუ არა გამოყენებული იქნას იმავე კოდექსის 84-ე მუხლი“.
პალატა თვლის, რომ ამ საკითხის გარკვევას არსებითი მნიშვნელობა აქვს დავის სწორად გადაწყვეტისათვის, ვინაიდან რ. ს-ი აღიარებს ე. ს-ასაგან ფულის სესხებას.
ასევე, პალატა აღნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლი), მართლმსაჯულებას სასამართლო ახორციელებს მხოლოდ კანონისა და სასამართლოს წინაშე ყველა პირის თანასწორობის საწყისებზე (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლი) და ამ პრინციპის დარღვევა გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია აღნიშნული კოდექსის 412-ე მუხლის თანახმად.
იხელმძღვანელა რა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე, 265-ე მუხლებით და 264-ე მუხლის მე-3 ნაწილით, პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის კოლეგიის 1999 წლის 3 დეკემბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე პალატას.
განჩინება კანონიერ ძალაში შევიდა მისი გამოცხადებისთანავე და გასაჩივრებას არ ექვემდებარება.