¹ 3კ/42 24 მარტი 2000 წ., თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მ. ცისკაძე
მოსამართლეები: ქ. გაბელაია, ლ. ქაჯაია
განიხილა ღია სასამართლო სხდომაზე ა. ა.- ი ხ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 1999 წლის 21 დეკემბრის განჩინებაზე, საქმეზე ფ. ო-ას სარჩელით მოპასუხე ა. ა-ი ხ-ის მიმართ სამუშაოზე აღდგენის შესახებ.
პალატამ მოისმინა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის მ. ცისკაძის მოხსენება
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
ფ. ო-ა მუშაობდა მარნეულის რაიონის ალგეთის ამბულატორიის ..... ამბულატორიის .... ექიმის ა. ა-ი ხ-ის მიერ გათავისუფლებულ იქნა სამუშაოდან. ფ. ო-ამ სარჩელი აღძრა სასამართლოში და მოითხოვა სამუშაოზე აღდგენა.
მარნეულის რაიონულმა სასამართლომ 1999 წლის 10 სექტემბრის გადაწყვეტილებით დააკმაყოფილა ფ. ო-ას სარჩელი.
1999 წლის 20 ივლისის ¹ 12 ბრძანება მისი სამუშაოდან დათხოვნის შესახებ გაუქმდა და აღდგენილ იქნა სამუშაოზე სოფელ ... საექიმო ამბულატორიაში ექიმ-გინეკოლოგის თანამდებობაზე.
სასამართლო გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა ა. ხ-მა.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ 1999 წლის 26 ნოემბერს დაუსწრებელი გადაწყვეტილება გამოიტანა ა. ხ-ის გამოუცხადებლობის გამო. უცვლელად იქნა დატოვებული მარნეულის რაიონის სასამართლოს 1999 წლის 10 სექტემბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ 1999 წლის 21 დეკემბრის განჩინებით არ დააკმაყო-ფილა ა. ხ-ის საჩივარი 1999 წლის 26 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების და საქმის განახლების შესახებ უსაფუძვლობის გამო.
ა. ხ-მა საკასაციო საჩივარი შეიტანა სააპელაციო სასამართლოს 1999 წლის 21
დეკემბრის განჩინებაზე, მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი მოტივებით: 1999 წლის 26 ნოემბრის სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე ვერ გამოცხადდა იმის გამო, რომ დაბარებული იყო მარნეულის პროკურატურაში ფ. ო-ის დარღვევების გამო, სადაცE ცუდად გახდა ნერვიულობის გამო; სასამართლოში ვერ შეძლო დროულად წარედგინა ცნობები.
სააპელაციო პალატა საქმის მასალების განხილვის, მხარეთა განმარტებების მოსმენის, საკასაციო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად თვლის, რომ მოცემულ საქმეზე სააპელაციო პალატის განჩინება სწორია და უნდა დარჩეს უცვლელი შემდეგი გარემოებების გამო:
დადგენილია, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 1999 წლის 26 ნოემბრის სხდომის შესახებ ა. ხ-ს ეცნობა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით. მან დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება მოითხოვა იმ საფუძვლით, რომ პროკურატურაში იყო გამოძახებული, ინერვიულა და ავადმყოფობის გამო ვერ შეძლო სასამართლოში გამოცხადება.
საქმეში წარმოდგენილია მარნეულის რაიონის პროკურორის თანაშემწის ო. მ-ის Eნობა იმის შესახებ, რომ ა. ხ-თან არავითარი საგამოძიებო მოქმედება არ ჩაუტარებია (ს.ფ. 124). სააპელაციო პალატამ ასევე მართებულად არ გაიზიარა ა. ხ-ის განმარტება ავადმყოფობის შესახებ, რადგან ამის დამადასტურებლად მან წარმოადგინა ცნობა იმ სამედიცინო დაწესებულებიდან, რომლის ხელმძღვანელიE თვითონ არის და ამ ცნობას ხელს აწერს მედდა. ამდენად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 238-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისათვის ვერ იქნა სააპელაციო სასამართლოსათვის წარდგენილი.
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით
დ ა ა დ გ ი ნ ა :
არ დაკმაყოფილდეს ა. ა-ი ხ-ის საკასაციო საჩივარი.
უცვლელად დარჩეს მოცემულ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 1999 წლის 21 დეკემბრის განჩინება.
პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.