Facebook Twitter

¹ 3კ-46 21 მარტი, 2000 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით

თავმჯდომარე მ. ცისკაძის

მოსამართლეები: თ. აბესაძის, თ. ჩიქოვანის

განიხილა მოსარჩელე მ. გ-ეს საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის კოლეგიის 1999 წლის 7 დეკემბრის განჩინებაზე საქმეზე მ. გ-ეს სარჩელის გამო საგარეჯოს სააქციო საზოგადოება „ა.“-ს მიმართ სამუშაოზე აღდგენისა და კუთვნილი ხელფასის გადახდის დაკისრების შესახებ.

პალატამ მოისმინა რა თ. ჩიქოვანის მოხსენება,

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

მ. გ-ემ 1999 წლის 14 ივნისს სარჩელი აღძრა სასამართლოში და აღნიშნა შემდეგი: „1980 წლის იანვრიდან ვმუშაობდი საგარეჯოს სააქციო საზოგადოება „ა.“ მთავარი .... თანამდებობაზე. 1998 წლის ივნისში ახალი სამეწარმეო კანონის თანახმად მოხდა საწარმოს პრივატიზაცია და გამანთავისუფლეს სამსახურიდან. ჩემს ადგილზე აყვანილი იქნა ... სულ სხვა ორგანიზაციიდან.

„ა.“ ადმინისტრაციამ იმ მიზეზით თითქოს მქონდა დანაკლისი და აღძრული იყო სისხლის სამართლის საქმე, 1997 წლის სექტემბრიდან გამიჩერა ხელფასი და არ მომცა საშუალება მონაწილეობა მიმეღო პრივატიზაციის პროცესში. ამჟამად ჩემს მიმართ შეწყვეტილია სისხლის სამართლის საქმე, მე კი განთავისუფლებული ვარ უსაფუძვლოდ, ჩემს მიმართ შრომის ხელშეკრულების შეწყვეტის არE ერთი საფუძველი არ არსებობს, რომელიE მითითებულია საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 34-ე მუხლში. გარდა ამისა შრომის კანონთა კოდექსის 36-ე მუხლის თანახმად მაქვს სამუშაოზე დარჩენის უპირატესი უფლება. ვარ უმაღლესი განათლებით და მაქვს სპეციალობით მუშაობის 25 წლის სტაჟი.

ჩემი განთავისუფლებით დაირღვა ასევე, შრომის კანონთა კოდექსის 422 მუხლი, რომლის თანახმად, მოსალოდნელი განთავისუფლების შესახებ უნდა ეცნობებინათ ორი თვით ადრე.

მე ფაქტიურად არ ვიცოდი ჩემი განთავისუფლების შესახებ, არ გაფორმებულა არავითარი ბრძანება, 1998 წლის ოქტომბრამდე დავდიოდი სამსახურში და ვმუშაობდი ჩვეულებრივ, მაგრამ ხელფასს არ მაძლევდნენ. ამის შემდეგ მივმართე სასამართლოს ხელფასის ანაზღაურების თაობაზე, რის შემდეგაც, როდესაცE დავიწყე Eნობების შეგროვება აღმოჩნდა, რომ თურმე განთავისუფლებული ვარ. რა ეწერა ბრძანებაში არ ვიცოდი და როდესაცE მოვითხოვე მომEეს შრომის წიგნაკი და იმავე დღიდან მივმართე სასამართლოს. სასამართლოს კანცელარიამ ჩემი განცხადება არ გაატარა რეგისტრაციაში და როდესაცE მოვითხოვე კანცელარიის გამგემ მითხრა შენი განცხადება დაიკარგაო. ამის შემდეგ მე ვწერ განმეორებით განცხადებას“.

ამის გამო მ. გ-ემ ითხოვა სამუშაოზე აღდგენა და მოპასუხე ორგანიზაციაზე კუთვნილი ხელფასის 2500 (ორიათას ხუთასი) ლარის დაკისრება (აქედან 810 ლარი არის თანხა

1997 წლის 1 ოქტომბრიდან 1998 წლის 1 ივლისამდე, რომელიცE ეკუთვნოდა განთავისუფლებამდე.

1080 ლარი არის მისი ხელფასი, რომელიცE განთავისუფლების შემდეგ ეკუთვნის, ხოლო 410 ლარი არის ის თანხა, რომელიცE დაკარგა ლარის კურსის დაცემის გამო).

საგარეჯოს რაიონულმა სასამართლომ 1999 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი დააკმაყოფილა ნაწილობრივ. გადახდა სააქციო საზოგადოება „ა.“ მ. გ-ის სასარგებლოდ აუნაზღაურებელი ხელფასის თანხა 1080 ლარი შესაბამისი დანარიცხების გამოკლებით. სარჩელის დანარჩენ ნაწილში მოსარჩელეს ეთქვა უარი.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატამ (თავმჯდომარე ლ. ა-ე, მოსამართლეები: მ. ნ-ე და ც. დ-ი) 1999 წლის 7 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით დააკმაყოფილა გ. გ-ის სააპელაციო საჩივარი და გააუქმა საგარეჯოს რაიონის სასამართლოს 1999 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილება.

დაკმაყოფილდა მ. გ-ის სასარჩელო მოთხოვნა და იგი აღდგენილი იქნა სამუშაოზე საგარეჯოს სააქციო საზოგადოების „ა.“ მთავარი .... თანამდებობაზე.

გადახდა ს\ს „ა.“ მ. გ-ის სასარგებულოდ აუნაზღაურებელი ხელფასის და განაცდურის სახით 2500 (ორი ათას ხუთასი) ლარი.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის კოლეგიამ (თავმჯდომარე ლ. ა-ე, მოსამართლეები მ. ნ-ე და Eც. დ-ი) 1999 წლის 7 დეკემბრის განჩინებით დააკმაყოფილა საგარეჯოს ს\ს „ა.“ საჩივარი და გააუქმა თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 1999 წლის 7 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

უარი ეთქვას მ. გ-ეს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უსაფუძვლობის გამო და უცვლელად იქნა დატოვებული საგარეჯოს რაიონის სასამართლოს 1999 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილება.

საკასაციო საჩივარი ითხოვს სამუშაოზე აღდგენას და საგარეჯოს „ა.“ დირექციაზე იძულებით გაცდენილი დროის ხელფასის ანაზღაურებას.

საკასაციო სასამართლოს პალატა გაეცნო კასაციის მიზეზებს (გასაჩივრების საფუძვლებს) და კასაციის განაცხადს, მოუსმინა მხარეს, წარმომადგენლებს და თვლის, რომ ამ საქმეზე სააპელაციო პალატის კოლეგიის განჩინება დატოვებული უნდა იქნას უცვლელად, ხოლო საკასაციო საჩივარი დაუკმაყოფილებლად შემდეგი გარემოებების გამო:

სააპელაციო პალატის კოლეგიამ გასაჩივრებული განჩინებით დამტკიცებულად ცნო შემდეგი: ს\ს „ქ.“-სათვის შეტყობინების ჩაბარებისას დარღვეულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე, 73-ე მუხლის მე-3 ნაწილი და 77-ე მუხლის მოთხოვნები, რომლის თანახმად ორგანიზაციისათვის გაგზავნილი უწყება (შეტყობინება) უნდა ჩაბარდეს სათანადო თანამდებობის პირს, რომელიცE ასევე ხელს აწერს უწყების ეგზემპლარს, რასაცE კონკრეტულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია.

ამდენად, სააპელაციო კოლეგია თვლის, რომ მოწინააღმდეგე მხარე არ გამოცხადდა სასამართლოს სხდომაზე საპატიო მიზეზით, რის გამოცE დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის "ა“ პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით და სააპელაციო სასამართლომ მ. გ-ის სააპელაციო საჩივარი უნდა განიხილოს და სადაო სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა შეამოწმოს სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით.

აპელანტი მ. გ-ე 1998 წლის 8 ივნისამდე მუშაობდა საგარეჯოს „ა.“ მთავარ .....

1998 წლის 8 აპრილს ჩატარდა ს\ს საგარეჯოს „ა.“ მუშა-მოსამსახურეთა საერთო კრება, რომელსაცE ესწრებოდა 32 თანამშრომელი. აღნიშნულ კრებაზე განიხილეს საკითხი იმის შესახებ, რომ ორგანიზაციის პრივატიზაციასთან დაკავშირებით, ორი თვის შემდეგ 1998 წლის 8 ივნისს ყველა თანამშრომელი განთავისუფლებული იქნებოდა დაკავებული თანამდებობიდან.

ადმინისტრაციამ 1998 წლის 8 აპრილს გამოსცა ბრძანება, რომლითაც ისინი გაფრთხილებული იქნენ, რომ 2 თვის შემდეგ 1998 წლის 8 ივნისიდან განთავისუფლებული იქნებიან დაკავებული თანამდებობიდან.

ს\ს საგარეჯოს „ა.“ 1998 წლის 8 ივნისის ბრძანებით კი ორგანიზაციის პრივატიზაციასთან დაკავშირებით ყველა თანამშრომელი განთავისუფლებული იქნა დაკავებული თანამდებობიდან.

შრომის კანონთა კოდექსის 204-ე მუხლის პირველი ნაწილით "მუშებსა და მოსამსახურეებს შეუძლიათ მიმართონ შრომის დავის კომისიას სამი თვის ვადაში იმ დღიდან, როცა მათ გაიგეს ან უნდა გაეგოთ თავისი უფლებების დარღვევის შესახებ, ხოლო დათხოვნის საქმეთა გამო - რაიონულ სასამართლოს დათხოვნის ბრძანების ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში.

როგორE აპელანტი განმარტავს, მას შრომის წიგნაკი ადმინისტრაციამ ჩააბარა 1998 წლის ოქტომბერში, სასამართლოს კი სამუშაოზე აღდგენისა და ხელფასის ანაზღაურების თაობაზე მიმართა 1999 წლის 14 ივნისს, რითაცE დაირღვა შრომის კანონთა კოდექსის 204-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალის-წინებული სასარჩელო ხანდაზმულობის 1 თვიანი ვადა.

სააპელაციო კოლეგია ვერ გაიზიარეს და მტკიცებად ვერ გამოდგება აპელანტი მ. გურგენიძის განმარტება იმის თაობაზე, რომ თითქოს 1998 წლის ოქტომბრის თვეში, როცა მან ჩაიბარა შრომის წიგნაკი სარჩელით მიმართა სასამართლოს სამუშაოზე აღდგენისა და ხელფასის ანაზღაურების შესახებ, რომელიცEსასამართლოს კანცელარიაში დაიკარგა, რამდენადაცE აღნიშნულის რეალობა საქმის მასალებით არ დადასტურდა“.

ამ გარემოებების გათვალისწინებით უცვლელად იქნა დატოვებული საგარეჯოს რაიონის სასამართლოს 1999 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილება, რომლითაE არ დაკმაყოფილდა მ. გ-ის სარჩელი სამუშაოზე აღდგენის შესახებ.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, საოლქო სასამართლოს კოლეგიის ან პალატის მიერ დამტკიებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია.

საკასაციო სასამართლოს პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო პრეტენზია დაუსაბუთებელია და მასში აღნიშნულ მოსაზრებებზე, რომ "თითქოსდა მარინა გურგენიძე არასწორად იქნა განთავისუფლებული სამუშაოდან და მისი სამუშაოზე აღდგენის შესახებ შეტანილი თავდაპირველი განცხადება სასამართლოს კანცელარიის ბრალით დაიკარგა" სააპელაციო პალატის კოლეგიამ იმსჯელა და მიიღო შესაბამისი დასკვნა.

საკასაციო სასამართლოს სხდომაზე კი მოსარჩელე მ. გ-ემ ვერ დაადასტურა თავისი მოთხოვნა სათანადო მტკიცებულებებით სამართალწარმოების მიმდინარეობის შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლი).

ასეთ ვითარებაში საკასაციო სასამართლოს პალატა თვლის, რომ სააპელაციო პალატის კოლეგიის განჩინება გამოტანილია კანონისა და სასამართლოს წინაშე მხარეთა თანასწორობის საწყისებზე, რის გამოE პალატა არ აკმაყოფილებს კასაციის განაცხადს სამუშაოზე აღდგენისა და იძულებით გაცდენილი დროის ხელფასის ანაზღაურების შესახებ.

იხელმძღანელა რა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე, 265-ე მუხლებით და 264-ე მუხლის მე-3 ნაწილით, პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

არ დაკმაყოფილდეს მ. გ-ეს საკასაციო საჩივარი და უცვლელად იქნას დატოვებული თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის კოლეგიის 1999 წლის 7 დეკემბრის განჩინება.

განჩინება კანონიერ ძალაში შევიდა მისი გამოცხადებისთანავე და გასაჩივრებას არ ექვემდებარება.