Facebook Twitter

¹ 3კ-52 21 მარტი, 2000 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მ. ცისკაძე

მოსამართლეები: თ. აბესაძე, თ. ჩიქოვანი

განიხილა მოსარჩელე ნ. ე-ას საკასაციო საჩივარი ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 1999 წლის 1 დეკემბრის განჩინებაზე საქმეზე ნ. ე-ას სარჩელის გამო ს\ს „ე.“-ს თანამშრომლების: რ. ქ-ისა და კ. თ-ას მიმართ მორალური ზიანის ანაზღაურების შესახებ პალატის სხდომაზე გამოცხადდა: რ. ქ-ი, კ. თ-ა, არ გამოცხადდა: ნ. ე-ა, რომელსაცE ეცნობა სხდომის დღე და დეპეშით ითხოვა საქმის მის დაუსწრებლად განხილვა.

პალატამ მოისმინა რა თ. ჩიქოვანის მოხსენება,

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

ნ. ე-ამ 1999 წლის 19 მაისს სარჩელი აღძრა სასამართლოში და აღნიშნა, რომ ქუთაისის ს\ს „ე.-ს“ ხელმძღვანელობის მიერ არასწორად იქნა იგი დათხოვნილი სამუშაოდან თითქოსდა ამავე წლის აპრილის თვეში 5,5 (ხუთნახევარი) საათის უმიზეზოდ გაცდენისათვის და მის სარჩელს სამუშაოზე აღდგენის შესახებ ეთქვა უარი. ამ მოქმედებამ მას სულიერი ტრავმა მიაყენა. ამის გამო ნ. ე-ამ ითხოვა სამართლისა და კანონთა თანაბრობის პრინციპებიდან გამომდინარე რ. ქ-ის (მთავარი ინჟინერი) მხრიდან სამსახუ-რებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებით მის მიმართ განხორEიელებული რეპრესიული შეურაცხმყოფელი ქმედებისათვის ხელშემწყობი პირობების შეგნებულად შექმნისათვის, რ. ქ-ის მიმართ პასუხისმგებლობის აღძვრა და ამასთანავე, რ.ქ-ის მიერ მორალური ზიანის ანაზღაურება“.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს (მოსამართლე ზ. ყ-ე) 1999 წლის 2 სექტემბრის გადაწყვეტილებით "მოსარჩელე ნ. ე-ას მოთხოვნას მისთვის მიყენებული მორალური ზიანისათვის მოპასუხეების: რ. ქ-ის და კ. თ-ას სამუშაოდან დათხოვნის შესახებ ეთქვა უარი“.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ (თავმჯდომარე მ. ს-ე, მოსამართლეები: მ. ქ-ე და მ. ს-ი) 1999 წლის 1 დეკემბრის განჩინებით სასამართლოს გადაწყვეტილება დატოვა უცვლელად, ხოლო ნ. ე-ას სააპელაციო საჩივარი დაუკმაყოფილებლად.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ (თავმჯდომარე მ. ს-ე) 1999 წლის 14 დეკემბრის განჩინებით უარყო ნ. ე-ას შენიშვნები სხდომის ოქმის მიმართ.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ (თავმჯდომარე მ. ს-ე, მოსამართლეები: მ. ს-ი და მ. ქ-ე) 2000 წლის 6 იანვრის განჩინებით განმარტა შემდეგი: „ნ. ე-ას, რომ ქუთაისის საოლქო სასამართლოს 1999 წლის 1 დეკემბრის განჩინებით, მას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ეთქვა უარი. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 1999 წლის 2 სექტემბრის გადაწყვეტილება დატოვებული იქნა უცვლელად“.

საკასაციო საჩივარი ითხოვს ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 1999 წლის 1 დეკემბრის განჩინების გაუქმებას და „ახალი გადაწყვეტილებით საქართველოს სისხლის სამართლის 186-ე, 188-ე და 211-ე მუხლების მოთხოვნებიდან გამომდინარე კ. თ-ას და რ. ქ-ის თანამდებობიდან დათხოვნას საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის შესაბამისად“.

საკასაციო სასამართლოს პალატა გაეცნო კასაციის მიზეზებს (გასაჩივრების საფუძვლებს), კასაციის განაცხადს, მოუსმინა რ. ქ-ს, კ. თ-ას და თვლის, რომ ამ საქმეზე უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და ამ განჩინებასთან დაკავშირებით გამოტანილი განჩინებები და საქმე ხელახლა განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე პალატას შემდეგი გარემოებების გამო:

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ დამტკიცებულად ცნო შემდეგი: „1990 წლის 30 აგვისტოს ¹ 234 ბრძანება სამუშაოდან დათხოვნის შესახებ დაშვებულია ნ. ე-ას განცხადების საფუძველზე მიუხედავად იმისა, რომ ბრძანება არსებობდა ურთიერთშეთანხმებით ადმინისტრაციასა და ნ. ე-ას შორის, ამ უკანასკნელმა განაგრძო მუშაობა და ეს ბრძანება არ მოყვანილა სისრულეში, მასთან გაგრძელდა შრომითი ურთიერთობები თანახმად შრომის კანონთა კოდექსის მე-19 მუხლის მესამე ნაწილისა.

პირველი ინსტანციის სასამართლომ, სწორად მიუთითა, რომ შრომის დავასთან დაკავშირებით ბრძანების გასაჩივრების ვადაა ერთი თვე, საერთო სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა კი საქართველოს სამოქალაქო კოდექსის თანახმად (1964 წლის რედაქEიით) იყო სამი წელი. თითქმის 9 წელი გავიდა სადაო ბრძანების დაწერის დღიდან.

სააპელაციო პალატა არ თვლის, რომ მოწინააღმდეგე მხარეთა კ. თ-ას და რ. ქ-ის მოქმედება მიმართული იყოს ნ. ე-ას საწინააღმდეგოდ.

აპელანტის მოთხოვნა, რომ კ. თ-ა და რ. ქ-ი სასამართლოს მიერ დათხოვნილი იქნან სამუშაოდან არ შეიძლება დაკმაყოფილებული იქნას, რადგან მოცემულ შემთხვევაში მოთხოვნა არ გამომდინარეობს კანონიდან“.

საკასაციო სასამართლოს პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სააპელაციო პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია.

საკასაციო სასამართლოს პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრის მოთხოვნა გასაჩივრებული განჩინების გაუქმების შესახებ საფუძვლიანია: ნ. ე-ა თავდაპირველი სარჩელის საგანი იყო რ. ქ-ის გასამართლება. მის მიმართ განხორციელებული შეურაცხმყოფელი მოქმედებისათვის და მორალური ზიანის ანაზღაურება.

სასამართლოს სხდომაზე საქმის განხილვისას ნ. ე-ამ ითხოვა მის მიმართ დევნის გამო კ. თ-ას და რ. ქ-ის სამუშაოდან დათხოვნა და მორალური ზიანის ანაზღაურება 20 000 ლარის ოდენობით (საქმის ფურEელი 43).

სასამართლომ არ დააკმაყოფილა ნ. ე-ას მოთხოვნა მისთვის მიყენებული მორალური ზიანისათვის რ. ქ-ის და კ. თ-ას სამუშაოდან დათხოვნის შესახებ იმ საფუძვლით, რომ "მოთხოვნა არ გამომდინარეობს კანონიდან“.

საკასაციო სასამართლოს პალატას მიაჩნია, რომ გასაჩივრებული განჩინების ეს დასაბუთება არასწორია, რამდენადაცE ნ. ე-ა სარჩელით ითხოვს რ. ქ-ის და კ. თ-ას სამუშაოდან დათხოვნას, მაშინ, როდესაცE შრომის ხელშეკრულების (კონტრაქტის) შეწყვეტა ადმინისტრაციის ინიციატივაა (საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 34-ე მუხლი), ხოლო სასამართლო კი სარჩელის საფუძველზე იხილავს პირის დარღვეულ უფლებას ან კანონით გათვალისწინებულ ინტერესებს. მოცემულ შემთხვევაში რ. ქ-ის და კ. თ-ას მიმართ ადმინისტრაციის მიერ შრომის ხელშეკრულება არ შეწყვეტილა:

ასეთ ვითარებაში გასარკვევია: ნ. ე-ა არის თუ არა სათანადო მოსარჩელე და მისი სარჩელის მოთხოვნა რ. ქ-ის და კ. თ-ას სამუშაოდან დათხოვნის შესახებ არის თუ არა სასამართლოს განხილვის ქვემდებარე და მისი განხილვა კანონის თანახმად, შედის თუ არა სხვა უწყების კომპეტენციაში (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „ა“ პუნქტი).

ამასთანავე, ნ. ე-ას სარჩელის მოთხოვნაზე (მორალური ზიანის ანაზღაურება) პალატის განჩინება დაუსაბუთებელია და განჩინებაში არ არის აღნიშნული პალატის დასკვნა და კანონები (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლი). ამის გამო გასარკვევია: მორალური ზიანის ანაზღაურება რა პერიოდს ეხება და ამის შესაბამისად, სასამართლომ უნდა მიიღოს სათანადო დასკვნა სარჩელის მოთხოვნის საფუძვლიანობის საკითხზე. 1997 წლის 25 ნოემბრიდან მოქმედი სამოქალაქო კოდექსი (მე-18 მუხლი) ვრცელდება მხოლოდ იმ ურთიერთობებზე, რომლებიცE წარმოიშვა ამ კოდექსის ამოქმედების შემდეგ (სამოქალაქო კოდექსის 1507-ე მუხლი).

ამასთანავე, პალატა თვლის, რომ 1999 წლის 1 დეკემბრის განჩინების გაუქმებასთან ერთად უნდა გაუქმდეს ამ განჩინებასთან დაკავშირებით მიღებული განჩინებები (სხდომის ოქმის მიმართ ნ.ე-ას შენიშვნების უარყოფის შესახებ და 1999 წლის 1 დეკემბრის განჩინების განმარტების თაობაზე) (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის მე-2 ნაწილი).

საქმის ხელახლა განხილვის დროს მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები სამართალწარმოების მიმდინარეობის შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლი), ხოლო სასამართლომ უნდა მიიღოს შესაბამისი დასკვნა კანონისა და სასამართლოს წინაშე მხარეთა თანასწორობის საწყისებზე.

იხელმძღვანელა რა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე, 265-ე მუხლებით და 264-ე მუხლის მესამე ნაწილით, პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

გაუქმდეს ამ საქმეზე ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 1999 წლის 1 დეკემბრის, 14 დეკემბრის და 2000 წლის 6 იანვრის განჩინებები და საქმე ხელახლა განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე პალატას.

განჩინება კანონიერ ძალაში შევიდა მისი გამოცხადებისთანავე და გასაჩივრებას არ ექვემდებარება.

განჩინების ასლი გადაეგზავნოს მხარეებს.