Facebook Twitter

¹ 3კ-66 15 მარტი 2000 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე დ. ხელაია

მოსამართლეები: თ. კობახიძე, მ. წიქვაძე

განიხილა მ. ი-ის საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 1999 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილებაზე, საქმეზე – მ. ბ-ის სარჩელის გამო მოპასუხეების: მ. ი-ის და Eიცინო ვ-ის მიმართ, სესხის გადახდევინების შესახებ ც. ფ-ის შეგებებული სარჩელის გამო მ. ი-ის მიმართ, სესხის გადახდილად ჩათვლის შესახებ პალატამ

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

მ. ბ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში და აღნიშნა, რომ 1998 წლის 11 სექტემბერს მ. ი-ს ექვსი თვის ვადით ასესხა 1200 ამერიკული დოლარი საპროცენტო დანამატის გარეშე, მიუხედავად ვადის გავლისა, მსესხებელი არ უბრუნებს სესხს, რის გამოცE ითხოვა მისთვის თანხის დაკისრება. გორის რაიონულმა სასამართლომ 1999 წლის 23 სექტემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დააკმაყოფილა: მ. ი-ი და ც. ფ-ი ჩათვალა სოლიდარულ მოვალეებად.Eც. ფ-ს მ. ბ-ის სასარგებლოდ დააკისრა 600 აშშ დოლარის და წლიური საპროცენტო განაკვეთის - 576 აშშ დოლარის ექვივალენტის ლარებში გადახდა. ც. ფ-ს გ. ი-ის მიმართ დაუტოვა უკუმოთხოვნის უფლება.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ 1999 წლის 22 დეკემბრის განჩინებით გორის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება გააუქმა და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნა იმავე სასამართლოს იმ საფუძვლით, რომ მოცემული საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია.

მ. ი-ი საკასაციო საჩივრით ითხოვს სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმებას და გორის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებაში Eცვლილებების შეტანას იმ მიმართებით, რომ სადავო თანხის მსესხებლად მიჩნეულ იქნეს Eიცინო ფანიაშვილი და იგი გათავისუფლდეს თანხის გადახდის სოლიდარული მოვალეობისაგან შემდეგი საფუძვლით: სააპელაციო სასამართლომ არ შეამოწმა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და გამოიტანა ცალმხრივი და არაობიექტური განჩინება, რითაE დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის მოთხოვნები.

პალატა გაეცნო საკასაციო საჩივრის ფარგლებში საქმის მასალებს და თვლის, რომ საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის თანახმად სააპელაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს უბრუნებს პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად თუ ადგილი აქვს 394-ე მუხლის გათვალისწინებულ შემთხვევებს. მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლად მართალია, მიუთითა აღნიშნული ნორმა, მაგრამ არ მიუთითა, თუ რა გარემოებებია პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოსაკვლევი რისი გამოკვლევაE თვითონ არ შეეძლო.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის მეორე ნაწილით სააპელაციო სასამართლოს შეუძლია არ გადააგზავნოს საქმე უკან და თვითონ მიიღოს იგი. ამავე კოდექსის 372-ე მუხლით სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვა წარმოებს იმ წესების დაცვით, რა დადგენილია პირველი ინსტანციის საქმეთა განხილვისათვის. სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით და აღნიშნულიდან გამომდინარე, საქმის ზეპირი განხილვისას შეუძლია თვითონ მიიღოს საქმეზე იურიდიულად დასაბუთებული ახალი გადაწყვეტილება.

პალატა თვლის, რომ მოცემული საქმის განხილვისას სააპელაციო სასამართლოს უნდა გამოეყენებინა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის მეორე ნაწილის მოთხოვნები და არ გადაეგზავნა საქმე ხელახლა განსახილველად.

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. გაუქმდეს ამ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 1999 წლის 22 დეკემბრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.