Facebook Twitter

¹ 3კ-72 21 მარტი, 2000 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მ. ცისკაძე

მოსამართლეების: თ. აბესაძე, თ. ჩიქოვანი

განიხილა მოსარჩელე ა. ი-ეს საკასაციო საჩივარი აჭარის ა\რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 1999 წლის 22 დეკემბრის განჩინებაზე საქმეზე ა. ი-ეს სარჩელის გამო მოპასუხეებთან: ჯ. შ-ესთან, გ. ხ-თან და ა. შ-ესთან სანოტარო მოქმედებების გაუქმების შესახებ.

პალატამ მოისმინა რა თ. ჩიქოვანის მოხსენება,

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

ა. ი-ემ 1999 წლის 7 სექტემბერს აღძრა სარჩელი და აღნიშნა შემდეგი: "ქ. ბათუმში ... (ყოფილი ....) ქუჩა ¹ 36-ში კერძო საკუთრების უფლებით ფლობს მთელი სახლმფლობელობის ერთ მეთორმეტდ ნაწილს. სახლმფლობელობის თანამესაკუთრეები იყვნენ ჯ. შ-ე, ი. ს-ი, ნ. ა-ე, ლ. ჩ-ა და ა. ი-ე.

1991 წელს ამ პირებთან ერთად სახლმფლობელობის თანამესაკუთრე იყო ი. ქ-ი, რომელსაცE ეკუთვნოდა სახლმფლობელობის ნახევარი, სადაც ცხოვრობენ 10 ოჯახი.

1991 წელს ჯ. შ-ე ყველა თანამესაკუთრეთა მალულად დაუკავშირდა ი. ქ-ის მემკვიდრეებს გამოართვა მინდობილობა მისი ცოლის მოპასუხე გც ხ-ის სახელზე თავისი წილის (სახლმფლობელობის ნახევრის) გაყიდვის უფლების შესახებ. ამ მინდობილობის საფუძველზე გ. ხ-მა ქ-ების წილი სახლმფლობელობა თანამესაკუთრეთაგან მალულად მიყიდა მოქალაქეებს: ლ. შ-ეს, კ. კ-ეს, ა. შ-ეს და ს. ი-ეს.

ამ პირებმა 1996 წლის 12 მარტს სანოტარო მოქმედებით მათზე ვითომდა მიყიდული ბინები აჩუქეს ჯ. შ-ეს. ყიდვა-გაყიდვა და ჩუქება მოხდა მალულად და თანამესაკუთრეებმა გავიგეთ ახლა. ჯ. შ-ისა და გ. ხ-ის მოქმედებით დაირღვა ჩემი როგორცE თანამესაკუთრის საერთო საკუთრების წილის უპირატესი შესყიდვის უფლება.

ასევე ჯ. შ-ე 1998 წლის აგვისტოში დაუკავშირდა სახლმფლობელობის ერთ-ერთ თანამესაკუთრეს ლ. ჩ-ას და გააფორმებინა მინდობილობა თავის შვილზე ა. შ-ეზე და 1998 წლის შვიდ სექტემბერს გაიფორმა ჩერქეზოვის წილი სახლმფლობელობაE ისე, რომ მე როგორცE თანამესაკუთრე და არE სხვები ჩ-ას წილი სახლმფლობელობის გაყიდვის შესახებ ინფორმირებული არ ვიყავით, რითაცE დარღვეული იქნა ჩემი უფლება გასაყიდი წილის უპირატესი შესყიდვისა.

იმის გამო, რომ ბათუმის სანოტარო ბიუროს ნოტარიუსის მიერ 1991 წლის 27 დეკემბერს დამოწმებული ხელშეკრულება გ. შ-ის მიერ ქ.-ო-ების წილი სახლმფლობლობის გაყიდვის შესახებ და შ-ის მიერ ჩ-ას წილის გაყიდვის შესახებ შესრულებულია კანონის დარღვევით (მაშინ მოქმედი სამოქალაქო სამართლის კოდექსის 116-ე მუხლი) ამიტომ ეს გარიგება უნდა გაუქმდეს და ასევ უნდა გაუქმდეს სხვა გარიგებანიც, როგორცE უკანონო გარიგებიდან გამომდინარე და თანამესაკუთრეებს მიცეეს უფლება შეიძინონ ქ-ების და ჩ-ას წილი სახლმფლობელობანი იმავე ფასში დღევანდელი კურსის გათვალისწინებით“.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 1999 წლის 29 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ა. ი-ეს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უსაფუძვლობის გამო.

აჭარის ა\რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატამ 1999 წლის 22 დეკემბრის განჩინებით ა. ი-ეს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარი უთხრა უსაფუძვლობის გამო და ბათუმის საქალაქო სასამართლოს 1999 წლის 29 ოქტომბრის გადაწყვეტილება დატოვა უცვლელად.

საკასაციო საჩივარი ითხოვს სააპელაციო პალატის განჩინების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებას.

საკასაციო სასამართლოს პალატა გაეცნო კასაციის მიზეზებს (გასაჩივრების საფუძვლებს) და კასაციის განაცხადს, მოუსმინა გამოცხადებულ პირებს და თვლის, რომ ამ საქმეზე გასაჩივრებული განჩინება დატოვებული უნდა იქნას უცვლელად, ხოლო საკასაციო საჩივარი დაუკმაყოფილებლად შემდეგი გარემოებების გამო:

აჭარის ა\რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატამ სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას საფუძვლად დაუდო შემდეგი გარემოებები: „საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 183-ე მუხლის თანახმად ჯ. შ-ემ მოიპოვა საფუძველი დ. ჩ-ას სახელზე რიცხული 1\12 წილის საკუთრებაზე. ასევე ამავე კოდექსის 963-ე მუხლის თანახმად საზიარო უფლება უქმდება ნატურით გაყოფისას, თუ საზიარო საგანი შეიძლება დაიყოს ერთგვაროვან ნაწილებად ღირებულების შემცირების გარეშე. მოცემულ შემთხვევაში მომხდარია სახელმფლობელობის თანამესაკუთრეთა შორის წილის რეალური გაყოფა, გამოირიცხა წილის უპირატესი შესყიდვის უფლება (ძველი სამოქალაქო კოდექსის 117-ე მუხლი)“.

საკასაციო სასამართლოს პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია (შემოწმების ფაქტობრივი საფუძველი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილი).

საკასაციო სასამართლოს პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო პრეტენზია დაუსაბუთებელია და მასში აღნიშნული მოსაზრებები არ ცვლის სააპელაციო პალატის მიერ დადგენილ საქმის ფაქტობრივ გარემოებას. კერძოდ, კასაციის მიზეზი იმის თაობაზე, რომ „ყოველ თანამესაკუთრეს აქვს საერთო საკუთრების წილის უპირატესი შეძენის უფლება (1997 წლის 25 ნოემბრამდე მოქმედი სამოქალაქო სამართლის კოდექსის 73-ე მუხლი)“, ამასთან დაკავშირებით პალატა აღნიშნავს, რომ 1997 წლის 25 ნოემბრამდე მოქმედი სამოქალაქო სამართლის კოდექსის 73-ე მუხლით რეგულირდება ვადის მიმდინარეობის დასაწყისი და არა საერთო საკუთრების წილის უპირატესი შესყიდვის უფლება.

საერთო საკუთრების წილის გარეშე პირისათვის მიყიდვის შემთხვევაში საერთო წილადი საკუთრების სხვა მონაწილეებს აქვთ უპირატესი უფლება შეისყიდონ გასასხვისებელი წილი იმ ფასად, რა ფასადაცE იგი იყიდება და სხვა თანაბარი პირობებით, გარდა საჯარო ვაჭრობით გაყიდვის შემთხვევისა (1997 წლის 25 ნოემბრამდე მოქმედი სამოქალაქო სამართლის კოდექსის 116-ე მუხლი).

ბათუმის სახალხო სასამართლოს 1978 წლის 16 აგვისტოს (სხდომას ესწრებოდა ა. ი-ე) გადაწყვეტილებით სადავო სახლზე წილები რეალურად გაიყო და ამის გამო სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ თანამესაკუთრეები არ სარგებლობდნენ წილის შესყიდვის უპირატესი უფლებით (საქმის ფურცელი 19-21). აქედან გამომდინარე ა. ი-ეს სარჩელის მოთხოვნის საფუძველი, რომ თითქოსდა სადავო სახლის ნაწილის გაყიდვით დაირღვა ამ ნაწილზე მისი უპირატესი შესყიდვის უფლება სწორად არ გაიზიარა სააპელაციო პალატამ.

საკასაციო სასამართლოს პალატა აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის დროს მტკიცებულებათა შეფასებისას პალატას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ და მოსაზრებები, რომლებიცE საფუძვლად უდევს პალატის შინაგან რწმენას უნდა აისახოს განჩინებაში, მიუხედავად იმისა, რომ ეს მოსაზრებები არის თუ არა ასახული სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებაში (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლი).

აქედან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ ა. ი-ეს სარჩელი სადაო სახლზე სანოტარო მოქმედებების გაუქმების თაობაზე წილის შესყიდვის უპირატესი უფლების დარღვევის გამო უსაფუძვლობასთან ერთად არის ხანდაზმულიც.

დადგენილია, რომ სახლის სადავო ნაწილი გაიყიდა 1991 წელს და შემდგომ გაფორმდა სხვა ხელშეკრულებები. ა. ი-ემ კი წილის შესყიდვის უპირატესი უფლების დარღვევის საფუძვლით სანოტარო მოქმდებების გაუქმების შესახებ სარჩელი აღძრა 1999 წლის 7 სექტემბერს, მაშინ, როდესაცE თუ წილი შესყიდვის უპირატესი უფლების დარღვევით გაიყიდა, საერთო წილადი საკუთრების სხვა მონაწილეს უფლება აქვს სამი თვის ვგანმავლობაში სასამართლო წესით მოითხოვოს მყიდველის უფლებების და მოვალეობების თავის თავზე გადმოტანა პირველად შეთავაზებული პირობებით (1997 წლის 25 ნოემბრამდე მოქმედი საქართველოს სამოქალაქო სამართლის კოდექსის 116-ე მუხლი).

სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა იწყება სარჩელის უფლების წარმოშობის დღიდან და სარჩელის უფლება წარმოიშობა იმ დღეს, როდესაცE პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო თავისი უფლების დარღვევა.

სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის არასაპატიო მიზეზით გასვლა სარჩელის წარდგენამდე არის სარჩელზე უარის თქმის საფუძველი (1997 წლის 25 ნოემბრამდე მოქმედი საქართველოს სამოქალაქო სამართლის კოდექსის მე-80 და 84-ე მუხლები).

1998 წლის აგვისტოში ჩ-ას წილის ჯ. შ-ეზე გაფორმება სააპელაციო პალატამ სწორად ჩათვალა კანონიერად, რამდენადაცE სასამართლოს გადაწყვეტილებით იდეალური წილების რეალურად გაყოფის გამო გაუქმდა საზიარო უფლება (1997 წლის 25 ნოემბრიდან მოქმედი სამოქალაქო კოდექსის 963-ე მუხლი) და ამავე კოდექსის 209-ე მუხლი ბინის შესყიდვის უპირატეს უფლებას ითვალისწინებს მხოლოდ მრავალბინიან სახლებში.

საკასაციო საჩივრის მიზეზზე, რომ „1985 წლის 2 აგვისტოს ა. ი-ემ შინაურული ხელწერილის საფუძველზე ჩ-ისაგან იყიდა სახლის მეორე სართული და სათავსოები და გადაიხადა თანხა“, საკასაციო სასამართლოს პალატა აღნიშნავს, რომ ამ საფუძვლით სარჩელი აღძრული არ ყოფილა სახლის რეალურად გაყოფის თაობაზე გამოტანილი გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ, ეს გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია და იგი არის გასაჩივრებული განჩინების გამოტანის საფუძველი.

ასეთ ვითარებაში საკასაციო სასამართლოს პალატა არ აკმაყოფილებს კასაციის განაცხადს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად.

იხელმძღვანელა რა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე, 265-ე მუხლებით და 264-ე მუხლის მე-3 ნაწილით, პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

არ დაკმაყოფილდეს ა. ი-ეს საკასაციო საჩივარი და უცვლელად იქნას დატოვებული აჭარის ა\რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 1999 წლის 22 დეკემბრის განჩინება.

განჩინება კანონიერ ძალაში შევიდა მისი გამოცხადებისთანავე და გასაჩივრებას არ ექვემდებარება.