¹ 3კ-277 24 მარტი 2000 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე დ. ხელაია
მოსამართლეები: თ. კობახიძე, მ. წიქვაძე
განიხილა კოოპერატივ „ი.“ თავმჯდომარის ი. ქ-ის საკასაციო საჩივარი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 1999 წლის 4 ოქტომბრის განჩინებაზე საქმეზე კოოპერატივ „ი.“ სარჩელის გამო ბათუმის სახლმშენებელი კომბინატის მიმართ თანხის დაკისრების შესახებ პალატამ
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
ხელვაჩაურის რაიონულმა სასამართლომ 1999 წლის 22 ივლისის გადაწყვეტილებით დააკმაყოფილა კოოპერატივ „ი.“ სარჩელი ბათუმის სახლმშენებელი კომბინატის მიმართ თანხის დაკისრების შესახებ. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 4456 აშშ დოლარის გადახდა შესაბამისი კურსით ლარებში.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 1999 წლის 4 ოქტომბრის განჩინებით გადაწყვეტილება გაუქმდა და სარჩელი დატოვებული იქნა განუხილველად.
სააპელაციო პალატამ 1999 წლის 18 ოქტომბრის განჩინებით არ დააკმაყოფილა ი.ქ-ის კერძო საჩივარი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე იმუხლის შესაბამისად კერძო საჩივარი საქმესთან ერთად განსახილველად გადმოეგზავნა ზემდგომ სასამართლოს.
პალატა გაეცნო საქმის მასალებს, კერძო საჩივრის საფუძვლებს და თვლის, რომ სააპელაციო პალატის განჩინებები მოცემულ საქმეზე დატოვებული უნდა იქნეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
სარჩელი ი. ქ-ის მიერ აღძრულია კოოპერატივ „ი.“ სახელით, სათანადო რწმუნების წარდგენის გარეშე.
კოოპერატივი "ი.“ რეგისტრაციაში გატარდა ბათუმის საქალაქო საბჭოს აღმაკომის 1988 წლის 19 ოქტომბრის ¹ 927 გადაწყვეტილებით.
როგორცE საქმის მასალებით ირკვევა, კოოპერატივი "ი.“ სასამართლოში არ არის რეგისტრირებული.
"მეწარმეთა შესახებ“ კანონის 2.5 მუხლის შესაბამისად საწარმოს რეგისტრაცია სავალდებულოა. საწარმო, როგორც ამ კანონით გათვალისწინებულ უფლება-მოვალეობათა სუბიექტი, წარმოიშობა მხოლოდ სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან.
არარსებული იურიდიული პირის - კოოპერატივ „ი.“ სახელით ი. ქ-ის მიერ აღძრული სარჩელი სააპელაციო პალატის მიერ განუხილველად დატოვებულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 274-ე მუხლის "ბ“ პუნქტის შესაბამისად.
ი.ქ-ის კერძო საჩივარზე დართული დოკუმენტები არ წარმოადგენენ მისი უფლებამოსილების დამადასტურებელ მტკიცებულებებს.
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ი. ქ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 1999 წლის 4 ოქტომბრის განჩინება დარჩეს უცვლელად.
2. განჩინება საბოლოო და არ გასაჩივრდება.