Facebook Twitter

¹ 3კ/289 24 მარტი 2000 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე დ. ხელაია

მოსამართლეები: თ. კობახიძე, მ. წიქვაძე

განიხილა ქ. თბილისის სამგორის რაიონის დაცვის პოლიციის განყოფილების უფროსის რ. ლ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 1999 წლის 1 სექტემბრის განჩინებაზე, საქმეზე - ქ. თბილისის სააქEიო საზოგადოება „ა.“ მიმართ გაწეული მომსახურების თანხის გადახდევინების შესახებ. სს „ა.“ შეგებებული სარჩელის გამო ზედმეტად გადახდევინებული თანხის დაბრუნების შესახებ. პალატამ

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

1996 წლის 11 ოქტომბერს სს „ა.“ და ქ. თბილისის სამგორის რაიონის პოლიციას შორის დაიდო ხელშეკრულება ობიექტების დაცვაზე. ხელშეკრულების მე-15 მუხლის თანახმად პოლიციელთა შენახვის ხარჯის მომატების ან დაკლების შემთხვევაში დაცვის თანხა ექვემდებარებოდა გადაანგარიშებას.

„ელექტროენერგეტიკაში სატარიფო სისტემის ეტაპობრივი მოწესრიგებისა და სოციალური დაცვის ღონისძიების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 19 დეკემბრის ¹ 829 ბრძანებულების შესაბამისად 1999 წლის 2 იანვრიდან სამართალდამცავ ორგანოებში დასაქმებულ მუშაკთა შრომითი ანაზღაურება გაიზარდა 10%-ით, ხოლო კვების ულუფის დანამატი - 60%-ის ოდენობით. პოლიციის ერთეული ოფიცრის დაფინანსების წყარო გაიზარდა და შეადგინა 130 ლარი, პოლიციელისა - 115 ლარი.

1998 წლის აპრილში ქ. თბილისის სამგორის რაიონის დაცვის პოლიციის განყოფილებამ აღძრა სარჩელი სს „ა.“ მიმართ 3348 ლარის გადახდევინების შესახებ, იმ საფუძვლით, რომ საქართველოს პრეზიდენტის მითითებული ბრძანებულების შესაბამისად პოლიციელთა შენახვის ხარჯები ექვემდებარებოდა გადაანგარიშებას.

შეგებებული სარჩელით სს „ა.“ მოითხოვა ზედმეტად გადახდილი თანხების დაბრუნება.

ქ. თბილისის სამგორის რაიონის სასამართლოს 1999 წლის 11 მაისის გადაწყვეტილებით ძირითადი სარჩელი დააკმაყოფილდა, ხოლო შეგებებულ სარჩელს უარი ეთქვა.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ 1999 წლის 1 სექტემბრის განჩინებით გადაწყვეტილება გააუქმა და საქმე ხელახალი განხილივისათვის დაუბრუნა ისანი-სამგორის რაიონულ სასამართლოს.

საკასაციო საჩივრით ქ. თბილისის სამგორის რაიონის დაცვის პოლიციის განყოფილება ითხოვს სააპელაციო პალატის განჩინების გაუქმებას. იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადის გაშვების გამო საჩივარი დატოვებული უნდა ყოფილიყო განუხილველად, როგორც დაუშვებელი; სასამართლომ არასწორად შეაფასა წარმოდგენილი მტკიცებულებები, ხოლო ნაწილი მტკიცებულებისა დატოვა შეფასების გარეშე.

პალატა გაეცნო საქმის მასალებს, საკასაციო საჩივრის საფუძვლებს, მოისმინა მხარეთა განმარტებები და თვლის, რომ სააპელაციო პალატის განჩინება გაუქმებულ უნდა იქნეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო პალატის სხდომაზე მოპასუხე მხარის წარმომადგენლის განმარტებით დადასტურებულია ის ფაქტი, რომ გადაწყვეტილების ასლი სააღსრულებო ფურცელთან ერთად სს „ა.“ ჩაბარდა გადაწყვეტილების გამოტანიდან ორი კვირის შემდეგ - 1999 წლის 24 მაისს.

ამდენად, სასამართლოს გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში.

საქმეში წარმოდგენილი სს „ა.“ სააპელაციო საჩივარი 1999 წლის 24 მაისის თარიღით, შედგენილია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მოთხოვნათა დარღვევით. სრულყოფილი შინაარსის სააპელაციო საჩივარი შეტანილია 1999 წლის 27 ივლისს - ამ კოდექსის 369-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული ერთთვიანი ვადის გასვლის შემდეგ.

ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს მიმართვის თანახმად საქმე სააპელაციო საჩივრით თბილისის საოლქო სასამართლოში გაგზავნილია 1999 წლის 28 ივლისს.

სააპელაციო პალატამ 1999 წლის 3 აგვისტოს ისე გამოიტანა განჩინება სააპელაციო საჩივრის მიღების შესახებ, რომ არ გაურკვევია, თუ როდის იქნა რეგისტრირებული სააპელაციო საჩივრის შეტანა ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონულ სასამართლოში.

პალატის განჩინებით გადაწყვეტილება გაუქმდა და საქმე I ინსტანციის სასამართლოს ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა იმ საფუძვლით, რომ გადაწყვეტილება დასაბუთებული არ არის და მისი სამართლებრივი შეფასება შეუძლებელია.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის შესაბამისად სააპელაციო სასამართლოს შეუძლია არ გადააგზავნოს საქმე უკან და თვითონ გადაწყვიტოს იგი.

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე, 410-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ქ. თბილისის სამგორის რაიონის დაEვის პოლიციის განყოფილების საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს - გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 1999 წლის 1 სექტემბრის განჩინება, 1999 წლის 3 აგვისტოს განჩინება სააპელაციო საჩივრის მიღების შესახებ და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის სხვა შემადგენლობას.

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.